Saturday, December 6, 2014

პატარა პოლიტიკური ფიქრები. პირველი ნაწილი

„დარწმუნებულობა -  არის ციხე. მისით ვერ ხედავ საკმარისად შორს ირგვლივ,  ვერ ხედავ შენს ქვემოთ, ამ დროს კი, რომ გაბედო ლაპარაკი ღირებულზე და არაღირებულზე, უნდა დატოვო შენს ირგვლივ და შენს ქვემოთ ხუთასამდე მტკიცებულება.“ ნიცშე

ფარსმან II ქველი როდესაც ეთამაშებოდა ორ გიგანტს რომს და პართიას და გაბედა კიდეც, რომ მათთვის ბარბაროსები შეესია და იმპერიები აიძულა მთელ რიგ დათმობებზე წასულიყვნენ, არც უფიქრია იმაზე, რომ ქართლის სამეფო ან „პროპართიული“ ან „პრორომაული“ ყოფილიყო.. ეს მისთვის, არ იყო არსებითი, რადგან ფასეული არც ერთი არ იქნებოდა. ფარსმანი მხოლოდ მაშინ ჩავიდა რომში, როდესაც იცოდა, რომ რომი დათმობებზე წავიდოდა. რა თქმა უნდა დრო გავიდა, მაგრამ ფარსმანი და მისი მსგავსი ქართლის მეფეები, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ წარსულს ჩაბარდნენ. დღეს ფარსმანი არაა პოპულარული მეფე, დღეს ის მეფეები არიან პოპულარულები, რომლებიც პროდასავლურ ორიენტაციას იჭერენ, ანუ რომლებსაც არ გააჩნიათ ენერგია, საკუთარი გზა თვითონ იპოვონ. ეს კი დამახასიათებელია თანამედროვე ქართველისთვის, რომლის არსებობის და პოლიტიკის კეთების მთავარ კითხვას წარმოადგენს თუ რომელი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა „პროდასავლელი“ თუ „პრორუსი“, ვერც ერთს ვერ გაუბედია შეაფურთხოს ორივეს და ხელაღებული პოლიტიკის მომხრე იყოს.  ჩვენი სივრცე იმდენად ცარიელია, რომ აქ რამის დაბადება წარმოუდგენელია, მხოლოდ მუდმივი დაბინძურება ხდება, ერთის მხრივ რუსული „შავრაზმული“ იდეებით და მეორე მხრივ დასავლეთის „პროგრესულობით“.  იდეურად ცარიელი საქართველო, გახდა სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მთამაშის იდეური კანალიზაცია.. დროც იმდენად შეკუმშულია ამ სივრცეში, რომ გაჩერების და დაფიქრების პოლიტიკური დრო აღარ გვრჩება. იმდენად ებრძვიან რუსეთს და მასონებს, რომ სააზროვნოთ დრო არ არის. საინტერესოა რატომ გავწირეთ ჩვენი თავი მსგავი ბედისთვის?!

როდესაც სააკაშვილმა დაიწყო „ახალი“ საქართველოს შექმნა, მან ახალი „კარგი მოქალაქის“ ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც მთლიანად რეჟიმზე იყო დამოკიდებული. სააკაშვილის „კარგი მოქალაქე“ სხვაგან ყველგან ცუდი მოქალაქე იქნებოდა, რადგან ეს მოქალაქე მთლიანად რეჟიმთან იყო დაკავშირებული  - კარგ კაცს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხოლო პატრიოტული, მილიტარისტული სულისკვეთებით აღზნებული მოქალაქეები ადვილად გაებნენ სააკაშვილის მახეში, რადგან ის მათ რიტორიკით კვებავდა და მეორე მხრივ კი პატიოტის თვალსაზრისით, სამშობლო სხვადასხვა რეჟიმებზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ვინც მიისაკუთრებდა ტერმინს სამშობლოს ის იქნებოდა პატრიოტთა გულის პატრონიც. და პატრიოტების დიდი ნაწილიც იმ „კარგ მოქალაეში“ ჩაეწერენ, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.
როგორც მამარდაშვილი ამბობდა რუსებზე, ერთი და იგივე გამოცდილების გამეორებაა სწორედ ჯოჯოხეთი, ჩვენ კი ამ გამოცდილებას უკვე კარგა ხანია ვიმეორებთ.. რამოდენიმე ომი ერთმანეთის მსგავსად და ერთნაირი შედეგით დამთავრდა და მსგავსი ემოციები და აზრები დაგვიტოვა, არც კი გვიცდია ამ აზრების გადახედვაც კი. ჰეგელი გვასწავლიდა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრებადა აზროვნება, საბოლოო ჯამში ახალი შემოქმედებითი ჰორიზონტების ფორმირებას ეფუძვნება. საქართველოში ახალი ცნობიერება გაჩნდა სახელმწიფოსგან ყველაზე გაუცხოებულ ფენებში, ახალგაზრდებში, რომლებსაც არ სურდათ იმ სააზროვნო ველში გაეგრძელებინათ არსებობა, რაც 1990-იან და 2000-იან წლებში არსებობდა, ამიტომ მათ დაიწყეს უარყოფა ყველაფრის რაც მაქამდე იყო. ეს რა თქმა უნდა არ იყო პირველი უარყოფა, ეს უკვე ამ ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე მეოთხე უარყოფა იყო, მაგრამ ეს უარყოფა მარტო რეჟიმს აღარ უკავშირდებოდა, ეს უარყოფა ამავე დროს უკან დაბრუნების მცდელობა იყო. წითელი დროშებით და უკლასო საზოგადოების ვნებით, მათ მოახერხეს ახალი სააზროვნო დისკურსის წამოწყება, მაგრამ ისინი გაუცხოებულნი იყვნენ იმასთან რაც მათი იყო, რადგან ის რაც მათი იყო, იმ ადგილზე სააკაშვილის „კარგი მოქალაქე“ იყო მოსკუპებული და სულაც არ სურდა დაეთმო პოზიციები.  ისინი სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე და ნაციონალურ ინტერესზე მეტად, სექსუალურმა კონცეფციების საკითხებმა მოხიბლეს და მთავარი სადისკუსიო თემები სექსუალური კონსტრუქტების, გენდერის და სხვა მსგავსი თემები გახდა. იმათ კი ვინც ცდილობდა ხელისუფლების რაღაც შტო მაინც აეღო ხელში და რაღაც პასიხისმგებლობა ჰქონოდა, მოღალატეებად გამოაცხადეს. ისინი უარყოფდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჭეშმარიტ ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ჰარმონიის დამყარება.
ლიბერალების მთავარი პოზიცია, რომელიც კარლ პოპერმა ჩამოაყალიბა თავის „ღია საზოგადოებაში“ იყო ის, რომ ლიბერალიზმის არსებობა შესაძლებელი იყო იმიტომ, რომ მემარცხენეები და კონსერვატორები ერთმანეთის დაპირისპირებით უზრუნველყოფდნენ ლიბერალიზმის სიცოცხლისუნარიანობას. მთელი ლიბერალურ-მემარცხენული დისკურსი არის დისკურსი იმის შესახებ, თუ როგორ ადანაშაულებენ ლიბერალები, მემარცხენეებს საპატრიარქოსთან არასაკმარის დაპირისპირების გამო და როგორ იზიდავს ლიბერალი, მემარცხენეს საპატრიარქოსთან დაპირისპირებაში. ეს დაპირისპირება ხომ, ლიბერალების სიცოცხლისუნარიანს გახდის.
ლიბერალიზმი ყველა ასპექტში აღმოჩნდა საქართველოსთვის დამანგრეველი: მან მოსპო ადგილობრივი კულტურა და გზა გაუხსნა დასავლურ სიმულაციას. მან შექმნა ახალი „კარგი მოქალაქე“ რომელიც რეჟიმზე იყო დამოკიდებული. მან დემოკრატია ჩანასახშივე გაანადგურა და ერთ ავტოკრატს დაუქვემდებარა მთელი ქვეყანა. ერთადერთი რითაც ის საკუთარ სახეს ინარჩუნებდა ესაა „სეკულარიზმის“ იდეური კონცეფტები და საპატრიარქოსთან დაპირისპირებები (ხშირად ფსევდო დაპირისპირებები). მან მოახდინა ანტირუსული ვნებების მართვა. ლიბერალებმა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, პოლიტიკური ცოდნა ჩაანაცვლეს. მათ მოახდინეს საზოგადოების უმრავლესობის მარგინალიზაცია, უმცირესობების ხარჯზე (ხალხი ხომ ბნელია?! ელიტებმა უნდა მართონ).

მემარცხენეებს რომლებსაც გააჩნიათ კარგი ეკონომიკური მოდელები, კარგი ეკონომიკური განვითარების გეგმები და ორიენტირი აქვთ წამყვან ეკონომიკურ კონცეფციებთან, არ აქვთ ძალაუფლებისკენ გახსნილი გზა. ისინი ასევე გაუცხოებულნი არიან ძალაუფლებას და ხშირ შემთხვევაში ადგილობრიც კულტურას, რომელსაც ისინი ხშირად უარყოფენ და მათი განვითარება, მათი ცივილიზაციური ძიებები არ მიაჩნიათ არაფრად.
კონსერვატორები კი, რომლებიც დაცლილნი არიან თანამედროვე ცოდნას და ხსნას მხოლოდ ადგილობრივ კულტურაში ეძებენ და უმაღლეს ფასეულობად სახელმწიფო ინტერესი მიაჩნიათ, მათი ქმედებიდან და ცოდნიდან ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტი ხდება, ამის მიუხედავად ძალაუფლებასთან და ხალხთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება მათ აქვთ. რა თქმა უნდა რელიგიური რიტუალით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ „გაბწყინებულა“, მაგრამ სიმბოლურ დონეზე, სწორედ ეს რიტუალია, რომლის ირგვლივაც ხალხი ერთიანდება..
მემარცხენეებს არ უნდა ეშინოდეთ რელიგიური რიტუალების და ზოგადად სახლემიწო ინტერესების, ხოლო კონსერვატორებს კი თანამედროვე ცოდნის. ორივემ უნდა გაიაზოს, რომ მთავარი მტერი ქართული ლიბერალიზმია, რომელიც მათი დაპირისპირებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. უნდა მოხდეს გააზრება, რომ ამ ისტორიულ კონტექსტში დემოკრატია სწორედაც იმ ხალხის ერთობაა, რომელიც რელიგიურ რიტუალით ერთიანდება, ხოლო რაც ამ ერთობის მარგინალიზაციას ახდენს, არის ავტოკრატია, ელიტიზმი..



Tuesday, October 14, 2014

ნოე ჟორდანია "ქართული სოციალ დემოკრატია"

  1.        შესრულდა 56 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოში სოციალ-დემოკრატია გამოვიდა საზოგადო ასპარეზზე საკუთარი სოციალური და ნაციონალური პროგრამით: ბატონობა ხალხის, ბატონობა ერის, სოციალიზმი - აი ამ პროგრამის ძირითადი მუხლები.
  2.       ის დაუპირისპირდა რუსეთის თვითმპყრობელობას, დიდ მემამულეთა მიწათმფლობელობას და კაპიტალისტურების გაბატონებას საქართველოში.
  3.       ის აღორძინდა და დგანვითარდა სრულიად დამოუკიდებლათ რუსეთის ასეთივე მიმდინარეობისგან. ათი წლის მუშაობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პატარა ერის რევოლუციური ძალა სრულიად არ კმარა დიდი რუსეთის უღელის დასამხობათ და გადაწყდა შეერთებოდა რუსეთის ასეთივე დაჯგუფებას და საერთო ბრძოლით თავისი დროშის გამარჯვებას. ეს შეერთება მოხდა 1903 წელს საერთო ყრილობაზე ლონდონში.
  4.       ეს გაერთიანება ჩამოყალიბდა ერთ ძირითადი საერთო მთხოვნილების პირველ რიგში დაყენებით, რომლის განხორციელება კარს უღებდა დამარჩენ მოთხოვნილების გატარებას, ეს მთავარი მიზანი იყო მეფის რეჟიმის დაცემა და ხალხური რესპუბლიკის დაარსება.
  5.       პირველ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ თვითმპყრობელობა დასჭრა, მაგრამ ვერ მოსპო. იწყება სათათბიროს პერიოდი. ყველა ოთხივე სათათბიროს დეპუტატებათ ქართველი ხალხი ირჩევდა მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს, ერთის გამოკლებით (სოციალისტ-ფედერალისტი). ყველა ოთხივე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას მთელი რუსეთისას მეთაურობდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები.
  6.       მეორეთ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ, 1917 წ დაამხო მეფის რეჟიმი, გამოაცხადა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ დიდი გარდატეხის მთავარ ორგანოს, პეტერბურგის მუშათა ანტიბოლშევიკურ საბჭოს, მეთაურობდა ქართველი სოციალ-დემოკრატი, მეოთხე სათათბიროს წევრი, არჩეული ერთხმათ მის თავჯდომარეთ.
  7.       ქართველი სოციალ-დემოკრატია დაუპირისპირდა ბოლშევიზმ თავიდანვე, მისი აღორძინების დღიდანვე, ლონდონის კონგრესზე. პირველათ ის გამოვიდა მის წინააღმდეგ პრინციპიალური კრიტიკით საეთო რუსეთის მაშტაბით, მაშინ როდესაც რუსეთის სოციალ-დემოკრატები მას ედავებოდნენ ორგანიზაციულ მოტივებით. საქართველოში მან სავსებით გაანადგურა მათი ორგანიზაციული წყობა, გაანიავა მათი გავლენა მუშათა კლასზე.
  8.       ამიტომ როცა რუსეთში აღსდგა ძველი რუსულ-აზიური სულისკვეთება და ის დაუბრუნდა ეკატერინე მეორის წინ არსებულ სოციალურ წყობას, გაბატონებულს ბოლშევიკების მეთაურობით, საქართველში ძალაში დარჩა ევროპიული სულისკვეთება და მთელ რევოლიუციურ ასპარეზს დაეპატრონენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. მათ პირველათ ახლა მიეცათ საშუალება განეხორციელებიათ თავისი პროგრამა.
  9.       საქართველოს და რუსეთის სავალი გზები საქვეყნოთ გაიყარენ, რაიცა ჩამოყალიბდა შესაფერ ნაციონალურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფორმებში. პირველ ყოვლისა საქართველო ჩამოშორდა რუსეთს და გამოცხადა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასი წლის წინეთ შეწყვეტილი რუსეთის ჯარების მიერ; ყველა რევოლუციურ ორგანოებს და ერის ნაციონალურ მთავრობას მეთაურობდნენ სოციალ-დემოკრატები, მათ მისდევდენ, მათ მეთაურობას სცნობდენ ყველა ნაციონალურათ და პროგრესიულათ მოაზროვნე დაჯგუფებანი მთელი ერისა. საქართველოს ირგვლივ აგორებულ რუსულ ბოლშევიკურ ტალღებს. რუსის გაბოლშევიკებულ მილიონიან ჯარებს დაუპირისპირდა ერთი მილიანი ნაციონალური ფრონტი.
  10. .  .მთელ ძველ რუსულ იმპერიაში ერთადერთი საქართველო წარმოადგენდა ერთათერთ კუთხეს, სადაც მეფობდა მყუდროება, წესიერება და დისციპლინა თავისუფლების საფუძველზე. მის ირგვლივ ანნთებული კოცონი სამოქალაქო ომისა მის სხეულს სრულიად არ მიეკარა, მის არცერთ ნაწილს და წრეს არ გადაედვა. ერის მეთაურის, სოციალ-დემოკრატიის ასეთი უმაგალითო ნაყოფიერი შემოქმედება აიხსნება მისი ძირითადი თვისებებით, რითაც ის განსხვავდებოდა და განსხვავდება დღესაც რუსეთის და დასავლეთის ასეთსავე მიმდინარეობისგან.ა) მისი სოციალიზმი იყო და არის რევოლიუციური და არა პარლამენტალური, საარჩევნო, საკარირო და სალაპარაკო ხასიათის;ბ) მისი დემოკრატიზმი იყო და არის ურყევათ ხალხური, ანტიბურჟუაზიულ-პლუტოკრატიული, ანტითავადაზნაურულ-პომეშჩიკური;გ) ის იყო და არის მომხრე და შემქმნელი ერის სამი კლასის ბლოკის: გლეხების, მუშების და წვრილი ბურჟუაზიის. ეს ბლოკი, მცხოვრებთა ეს დიდი უმრავლესობა, არის ბატონი და პატრონი მთელი ერის, წინამძთოლი მისი სავალი გზების, მისი ყოფა-ცხოვრების ამწყობი და დამწყობი. ნაციონალური ბურჟუაზიის უყოლობის გამო, მის გარეთ დარჩა მხოლოდ მემამულეთა კლასი, ძბველი ისტორიული თავად-აზნაურობა, რომელიც დაემორჩილა ისტორიის განაჩენს და უბრძოლველათ, უკონტ-რევოლუციოთ გაყვა ერის უმრავლესობას.
  11. ქართველი სოციალ-დემოკრატიის სოციალიზმი და დემოკრატიზმი იყო და არის მართლაც თავისებური, უაღრესათ ნაციონალური და ხალხური, რაიცა გაკვივებით აღნიშნა დასავლეთის სოციალ-დემოკრატიის მეთაურმა კ.კაუცხკიმ თავის წიგნში „საქართველო“. სოციალიზმი ერის სამსახურში - აი რა აწერია თავიდანვე მის შროშას.
  12. 11.  რაკი ქართული სოციალიზმი იყო უაღესად ნაციონალური, ამიტომ პირველი მისი რეფორმატული ნაბიჯი შეიცავდა ერის დიდი უმრავლეოსბის - გლეხობის ინტერესების დაცვას, მისი დაბალი სოციალური საფეხურიდან მაღლა ამოყვანას და ერის ფუძეთ გამოცხადებას. ეს კი იქნა შესრულებული აგრარული რეფორმით. მიწათმფლობელთა წოდებას ჩამოერთვა უსასყიდლოთ მამულები და ყველა სახნავ-სათესი მიწები დაურიგდა უმიწაწყლო და მცირე მესაკუთრე გლეხობას, ხოლო დიდი გაშენებული მამულები, ტყეები და საბალახოები გამოხცადდა ნაციონალურ საკუთრებათ.
  13. 12.  ერის ხელში გადავიდა აგრეთვე მთამადნები, გზები, წყლები, კულტურულათ დამუშავებული სხვილი მამულები. რის გაყოფა იქნებოდა ეკონომიური უკანდახევა. და აგრეთვე რუსის ხაზინის მთელი ქონება საქართველოში დარჩენილი.
  14. 13.  ამნაირათ, საქართველოში დამყარდა კოორდინაცია, მოთანხმება სახელმწიფო და კერძო ეკონომიკას შორის. სხვილი ნაციონალური და წვრილი კერძო საკუთრება შეიქმნა ახალი საქართველოს სოციალურ ფუძეთ.
  15. 14.  ქართველი მუშათა კლასი ღებულობს ყველა მისთვის მიუცილებელ რეფორმებს და კერძო და ნაციონალური საკუთრების ფარგლებში და მჭიდრო ეკავშირება ერის უმრავლესობას - მცირე მესაკუთრეთა კლასს, რომელსაც ის იმავე დროს უწევს მეთაურობას სოციალ-დემოკლრატიის დროშით.
  16. 15.  ეს ახალი, ხალხური საქართველო თავის საგარეო პოლიტიკას აწყობს ორ დებულებაზე; თავის ძველი საზღვრების აღდგენა და მისი დაცვა გარედან შემოსევისგან. პირველი ამოცანა მან დიდებულათ შეასრულა. მან დაიბრუნა ოლქები ბათუმის, ართვინის და არდაგანის. 1918 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობას აცხადებენ ჯერ ფაქტიურა, შემდეგ იურიდიულად ევროპის ყველა სახელმწიფოები. მისი დამოუკიდებლობა იცნო აგრეთვე განსაკუთრებული ხელშეკრულეობით რუსეთის საბჭოთა მთავრობამ.
  17. 16.  ამ ნაციონალურ და სოციალურ გარდაქმნას აგვირგვინებს ხალხი პოლიტიკური გაბატონება. მას მიეცა ყველა თავისუფლება, გარდა ერთისა - ნაციონალური და სოციალური წყობის დანგრევისა, მის წინააღმდეგ ბრძოლისა.
  18. 17.  ქვეყნის უმაღლეს გამგებთა გამოცხადდა ერალატიანი პარლამენტი, უპარლამენტარიზმოთ. მთავრობა ირჩევდა მის მიერ ვადით, რომლის განმავლობაში მისი შეცვლა სხვადსახვა საარჩევნო კომბინაციებით არ ეიძლებოდა, მთავრობა ასრულებდა პარლამენტის დადგენილებებს. უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დროს იყო შეფი სახელმწიფოსი. ხალხს მიეცა უფლება კანონმდებლობის ინიციატივის და გამოცემული კანონის გადასინჯვის (რეფერენდუმი)
  19. 18.  აი ეს ახალი საქართველო, გამთლიანებული ტერიტორიულათ, სულიერათ და ნაციონალურათ შექმნა ხანგრძლივ სახალხო მოძრაობამ სოციალ-დემოკრატიის მეთაურობით და თავდადებით, რაიცა, იქმნა დადასტურებული თითქმის ერთხმად დამფუძნებელ კრების არჩევნებით (1919 წ) დეპუტატთა ოთხმოცი პროეცენტი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიას, ხოლო დანარჩენი დაჯგუდებანი - სოცლაისტ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები მთავარ საკითხებში არ განსხვავდებოდნენ მართველი პარტიისგან.
  20. 19.  საქართველოს დაპყრობისთანავე მოსკოვის მიერ იგივე სოციალ-დემოკრატია ეწყობა არალეგალურ, საიდუმლო ორგანიზაციებში, აჩაღებს ბრძოლას საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ და თავის ირგვლივ იკრებს ყველა თავდადებულ მებრძოლს. ეს ბრძოლა გაგრძელდება 1921 წლიდან დღდვანდლამდე; მას შეეწირა მრავალი მსხვერპლი, დაიხვრიტა ათასობთ საუკეთესო მებრძოლნი, მაგრამ ის ვერ ჩაკლეს, ვერ შეაჩვერეს ტირანებმა ვერავითარი ზომით. ამავე დროს დამფუძნებელი კრების მიერ ევროპაში გამოგზავნილი ნაციონალური მთავრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში ეწევა პოლიტიკურ ბრძოლას ბოლშევიკების ინააღმდეგ და საქართველოს გასათავისუფლებლათ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობას არ გაუშვია არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ყრილობა სოციალისტურ ინტერნაციონალისა, რომ არ დაესვას საქართველოს საკითხი. ერთა ლიგა, პარლამენტები, ჟურნალ-გაზეთები, კონგრესები ხდებოდა ამ საკითხის მთავარ ასპარეზათ. ის ისმოდა აგრეთვე ყველა მთავრობათა წინაშე.
  21. 20.  მთელ ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართველი სოციალ-დემოკრატია მუშაობდა აშკარათ, ლეგალურათ მხოლოდ ოთხ წელიწადს (1917-1921). საქართველოს დამოუკიდებლბის ხანაში. მთელი დანარჩენი დრო ის ეწეოდა ბრძოლას და ეწევა დღეს არალეგალურათ, კონსპირატიულათ, სიდუმლო ორგანიზაციების საშუალებით, არალეგალური პრესით, ჩუმი კრებით და სიტყვიერი პროპაგანდით, დროის დროს კი ქუჩაზე გამოსვლით, დემონსტრაციებით და აჯანყებებით. ამავე არალეგალურ პერიოდში ის ხელიდან არ უშვებდა არც ერთ ლეგალურ შემთხვევას, რომ თავისი პრინციპები საჯაროთ არ გამოეფინა. მთელ იმპერიაში ლეგალურ სოციალისტურ ჟურნალმა იწყო გამოსვლა პირველათ მხოლოდ საქართველოსში ქართულ ენაზე („კვალი“ 1898 წ); მანამდე კი ის იღებდა მონაწილებოას სხვადასხვა ლეგალურ ორგანოებში.
  22. მონარქიულ და ბოლშევიკურ ტირანიამ ვერავითარი რეპრესიებით მისი მუშაობა ვერ შეაჩერა, ვერ ჩაკლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია დარწმუნებულია იმაში, რომ, როგორც დეცა მისი პირველი მტერი ცარიზმი, დაეცემა აგრეთვე მისი მეორე მტერი კომუნიზმი და თვით დარჩება საბოლოოთ გამარჯვებული.

Thursday, September 25, 2014

კულტურის დაცემა

პასიონარიზმი - ლევ გუმილოვის მიერ შემოტანილი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ეთნოსის ან ერის ისეთ მდგომარეობას, რომელიც უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს და არ მიიღწვის დიდი იდეებისთვის, არ არის მზად ამ იდეებისთვის თავი გაწიროს ან იბრძოლოს. საქართველოს უახლესს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს დავინახავთ ერთ საინტერესო მომენტს, 80-იან და 90-იან წლებში ქართული ინტელიგენციას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, მე არ მინდა თავად ამ ინტელიგენციის ბუნებაზე ვილაპარაკო, მე უბრალოდ მაინტერესებს ამ ავტორიტეტის მიზეზი. ჩემი აზრით, ეს ავტორიტეტი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს ინტელიგენცია ქმნიდა საკმაოდ ხარისხიან კულტურულ პროდუქტებს, რომელიც ქართველების საურთიერთო ენად იქცა გარე სამყაროსთან (ქართული ფილები, სპეკტაკლები და ა.შ). ქართული კულტრის ესე განვითარებამ გამოიწვია ქართველ ხალხში, ლევ გუმილოვის ტერმინით რომ ვთქვათ „ლტოლვა ცოდნისა და სილმაზის იდეალებისკენ“, რომელიც პასიონარულ მდგომარეობაზე მაღლა დგას, თუმცა უმაღლეს განვითარების წერტილს არ წარმოადგენს. ქართველზე წარმოდგენები, სწორედა კულტურის კუთხით იქმნებოდა და დღემდე წარმოდგენა რომ ქართველები არტისტული ერია, ძალიან ღრმად არის გამჯდარი ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.  ამ კულტურულმა წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ ქართველებმა ღრმად დავიჯერეთ, რომ უფრო მაღალ კულტურულ სიმაღლეებს დავიპყრობდით თუ კი დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით და უფრო უკეთესად წარმოვაჩენდით ამ კულტურულ ღირებულებებს. ამ იდეის მატარებლები ქართული ინტელიგენცია იყო, რომელიც როგორც ვიცით ყველაზე ავტორიტეტულ კლასს წარმოადგენდა, სანამ მათი სრული მარგინალიზაცია დაიწყებოდა. ქართულ ინტელიგენცია ფიქრობდა, მსჯელობდა ძირითადად კულტურულ საკითხებზე და წარმოდგენა არ ჰქონდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაზე, არც ფიქრობდა რომ შესაძლებელი იყო, რამე რადიკალურად შეცვლილიყო ამ სფეროში, გარდა კულტურაში უფრო მაღალ სიმაღლეების დაპყრობისა, ნაციონალური კულტურის კიდე უფრო განვითარებისა და საბჭოთა პერიოდში, იმ საშინელ ცენზურისგან განთავისუფლებისგან. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ქართული კულტურა, როგორც კი დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდებოდით, მარტივად დაიპყრობდა მსოფლიოს გულებს (ისევე როგორც დაიპყრო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხების გულები) და ჩვენ აღმოვჩნდებოდით უმაღლეს კულტურულ საფეხუზე სხვა კულტურულ ერებთან ერთად.  თუმცა, როგორც კი პოლიტიკური პროცესები მოსკოვისგან დამოუკიდებლად დაიწყო, საზოგადოების ყველაზე ავტორიტეტული ნაწილი ინტელიგენცია აღმოჩნდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოიცდელები, მეტიც აბსოლუტურად ურესურსოდ დარჩენილებს ის მოუვიდათ, რაც უნდა მოსვლოდათ ყველა ესეთი ტიპის ელიტას, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ უბრალოდ სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს. ამის გარდა ურესურსოთ, უკომუნიკაციოდ და რაც მთავარია ცივილიზაციის (ვგულისხმობ საბჭოთა ცივილიზაციას, რომლის ნაწილიც ვიყავით) მიღმა დარჩენილ ინტელიგენციამ, აღმოაჩინა რომ მისი შექმნილი კულტურული პროდუქტი სხვა ცივილიზაციისთვის არც ისე საინტერესო იყო, როგორც მას თავიდან ეგონა. ჩვენი ინტელიგენცია ვერ აღმოჩნდა თავისი კულტურულ პროდუქით, არა მარტო კულტურულ ავანგარდში, არამედ ხშირად საერთოდ ვერ იქცევდა დასავლურ ცივილიზაციის ყურადღებასაც კი. ამიტომ მოხდა კულტურული ფასეულობების ჩანაცვლება და წინა პლანზე წამოვიდა, დასავლეთთან ურთიერთობის დროს, უცხოელისთვის ეგზოტიკური კულტურა: ქართული ფოლკლორი. თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც ქმნიდა ქართული ინტელიგენცია, საინტერესო იყო ზოგიერთ კულტურებისთვის (ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის - რუსეთი, უკრაინა) მაგრამ არა ყველასთვის, რამაც გამოიწვია ამ ინტელიგენციის რუსეთისკენ დაბრუნება, ამის გამო ხალხმა მათ ხან წითელი ინტელიგენცია, ხან რუსეთუმები და ხან რა არ უწოდა.
ერთი სიტყვით დამოუკიდებლობის პერიოდში დავკარგეთ „ლტოლვა სილამაზის იდეალისკენ“, რამაც გამოიწვია ქართველებში პასიონარული მდგოარეობა. აღმოვჩნდით აბსოლუტურად იდეის გარეშე, რაღაც პროცესში ჩათერეული, სადაც არავინ არაფერს არ გვეკითხებ. კულტურაში ეს აისახა იმით, რომ 2000-იან წლებში, როდესაც მეტ-ნაკლებად გაიზარდა დაფინანსება კულტურის სფეროში, აქცენტი გაკეთდა არა ძველ ინტელიგენციაზე, არამედ ახალი „დასავლური“ კულტურის აღორძინებისთვის, მაგრამ შედეგად მივიღეთ უნიჭო მიმბაძველობა, დასავლური კულტურისა. ახალი თაობის წარმომადგენლები იცნობდნენ იმ უცოელ ფილოსოფოსებს, წინა თაობის წარმომადგენლები არ იცნობდნენ, ლაპარაკობდნენ ინგლისურად და ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გაჩენილიყო განცდა იმის, რომ ახალი თაობა უკეთესია, წინაზე. მაგრამ ამ პროცესში დაიკარგა შემოქმედებითობა და იმის მაგივრად, რომ ახალი კულტურული ბაზარი დაგვეპყრო, ჩვენ ის ბაზარიც დავკარგეთ რაც აქამდე გვქონდა მოპოვებული (პოსტსაბჭოთა სივრცე). აღმოჩნდა, რომ არა მარტო უცხოელისთვის, არამედ ქართველისთვისაც კი, უფრო საინტერესო თავად დასავლური კულტურული პროდუქტია, ვიდრე მისი უნიჭო ქართული ვარიანტი.

Wednesday, July 23, 2014

მცირე იმპერია

კავკასიის რეგიონში მხოლოდ ორმა სახელმწიფომ შეძლო კავკასიელ ხალხის გაერთიანება და მეტნაკლები სტაბილურობა და განვითარების გარანტია შეეთავაზებინა, ეს იყო XI-XIII საუკუნეში საქართველოს სამეფო და XIX-XX საუკუნეში რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ორივე მართველობითი მოდელი ითვალისწინებდა ზენაციონალურ იმპერიის შექმნას და ძლიერ ცენტრალიზებურ სახელმწიფო აპარატს, რომლის ელიტაში მოხვედრა პრაქტიკულად ყველა ერთნიკურ წარმომადგენელს შეეძლო. ჩვენ ვხედავთ ქართულ შუა საუკუნეობრივ ელიტაში ყივჩაღებს, სომხებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ წარმომავლობის ხალხს, ასევე რუსეთის იმპერიის ელიტაში იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხიც. ზოგადად იმპერია თავისი შინაარსით მეტწილად ზენაციონალურია. სხვათა შორის 20-ე საუკუნსი დასაწყისში, როდესაც სოციალ-დემოკრატები განიხილავდნენ ინტერნაციონალიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს, ავსტრიელმა სოციალ-დემოკრატმა ენგელბერტ პერნერსტორფერი „ეროცნული საკითხი და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიაში“ იმ დადებით მხარეებს აღნიშნავდა, რომელსაც ავსტრია-უნგრეთის იმპერია აძლევდა სხვადასხვა ხალხს, ამ ნაშრომს იმხელა გავლენა მოუხდენია ქართველ სოცია-დემოკრატებზე, რომ მათ ეს ნაშრომი ქართულად თარგმნეს. იმპერიის წიაღში ჩამოყალიბებული ზენაციონალობა, ყველა ინტერნაციონალისტისთვის და კოსმოპოლიტისთვის მომხიბვლელი იყო.
კავკასიაში ხალხებს შორის არსებულ კონფლიქტების ისტორიას თუ ავიღებთ, შევნიშნავთ ძალზე საინტერესო ტენდენციას. ყველა ეს ლოკალური ომი, დიდი გეოპოლიტიკური მეტოქეების დაპირისპირების პირდაპირი შედეგი იყო. ამ დაპირისპირებაში სხვადასხვა ეთნიკური სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში მათივე საწინააღმდეგო იყო, რადგან ეს კონფლიქტი აკანონებდა კავკასიის რეგიონში სხვადასხვა გარე მოთამაშეებს. მაგალითად 1918 წლის ქართულ-სომხური ომი ეს იყო ერთი მხრივ პროინგლისური და მეორე მხრივ ყოფილი პროგერმანული სახელმწიფოების დაპირისპირება. მეტიც მხოლოდ გარე კონფლიქტმა დაშალა ამეირკავკასიის კონფეცერაცია და სხვადასხვა კავკასიური სახელმწიფოები აქცია, გარე მოთამაშეების ინტერესების გამტარებლად კავკასიაში. დღევანდელი კონფლიქტებიც ზუსტად იგივე შინაარსისაა. ეს კონფლიქტები თითქოს და ზოგ შემთხვევაში დროებით უკმაყოფილებს, კონკრეტულ სახელმწიფოს თუ ეთნოს მის ვიწრო ინტერეს, მეორე მხრივ კი ეს კონფლიქტები არასტაბილურობის მთავარი წყაროა, რომელიც მუდამ ცვლის სიტუაციებს, საზოგადოების საწინააღმდეგოდ..
ნაციონალური სახელმწიფო კავკასიაში ნიშნავს, სახელმწიფოს რომელიც იქნება სხვა გარე (ანუ კავკასიის გარეთ მყოფ) ძალის ინტერესების მატარებელი, ხოლო მისი ელიტა იქნება მთლიანად ამ გარე ძალის ინტერესების აღმასრულებელი, შესაბამისად ის ყოველთვის მოვა კონფლიქტში საზოგადოებასთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში მართვის ტექნოლოგიები, საზოგადოების ჩართვა ისეთ კონფლიქტებში, რომელიც მისივე საწინააღმდეგოდ მუშაობს, ძალიან ეფექტურად გამოიყენებოდა და გამოიყენება. რეგიონში გაუთავებელი ქაოსია, რომლის მოგვარება ბევრისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ნაციონალიზმი რეგიონის დაშლის წინაპირობაა და თუ გადავხედავთ რეგიონის ისტორიას, ვნახავთ, რომ ნაციონალიზმის დონის აწევასთან ერთად, მით უფრო იშლება ადგილობრივი სახელმწიფოები. ნაციონალიზმი ესაა პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ვერ მუშაობს რეგიონში.
რეგიონში სტაბილურობის გარანტი იქნება ისეთი ზენაციონალური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მთლიანად კავკასიას გააერთიანებს. რეგიონში, მხოლოდ საქართველოს აქვს იმის ისტორიული გამოცდილება, რომ შექმნას ზენაციონალური სახელმწიფო, რომელშიც ყველა ხალხი იქნება დაცული და ექნება ძალაუფლებასთან წვდომის საშუალება, სხვა დანარჩენი სახელმწიფოები მონოეთნიკურ მოდელებს წარმოადგენენ, რომლებთაც არ გააჩნიათ საკუთარ თავში ისეთი იდეა, რომელიც არ ქმნიდეს მასზე მეტს. მე ვიტყოდი რომ კავკასიის მცირე იმპერია, ეს იქნება კავკასიის განვითარების წყარო (იმპერიას არა პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა). 

Monday, May 26, 2014

ნაციონალიზმი, რომელმაც კულტურული იდენტობის გარეშე დაგვტოვა



არსებობდა საბჭოთა ცივილიზაცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოქმედნიც ჩვენ, ქართველები ვიყავით. წარმოუდგენელია საბჭოთა ცივილიზაცია, ქართული კინოს, ხელოვნების და კულტურის გარეშე. ქართველები დიდ როლს ასრულებდნენ საბჭოთა კავშირში და ეს იმის დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირმა მისცა საშუალება ქართველებს მიეღოთ საბჭოთა ცივილიზაციის შექმნაში მონაწილეობა. ცივილიზაციაში ყოფნის პროცესში იქმნებოდა მნიშვნელოვანი კულტურული პროდუქტები და შემოქმედითობა შესაძლებელი იყო. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - დაინგრა საბჭოთა ცივილიზაცია და ქართველებს უნდა შეექმნათ სხვა ფასეულობები, სხვა ცივილიზაციის ნაწილნი უნდა გავმხდარიყავით (ევროპის, დასავლეთის) მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ დასავლურ ცივილიზაციის მიღმა დავრჩით და ერთადერთი გზა, რომ წარმოგვედგინა ჩვენი თავი ცივილიზაციაში მყოფად, იყო დასავლური ცივილიზაციის სიმულაცია. სიმულაცია შედეგია, ცივილიზაციის მიღმა ყოფნის - ჩვენ ეხლა უფრო შეგვიძლია შევეხოთ დასავლურ ცივილიზაციას, მაგრამ მის შექმნაში მონაწილეობა რომ მივიღოთ, ეს კი არ შეგვიძლია.

მთავარი პროექტი ჩვენი ნაციონალისტების და შემდეგ ნაციონალისტ-ლიბერალების, იყოს ის, რომ საქართველო გამხდარიყო ანტისაბჭოთა, ანტირუსული ქვეყანა, ანუ ყველაფერი საპირისპირო გვეკეთებინა, რასაც რუსეთი აკეთებდა. მათი მთავარი მიზანი არ ყოფილა ჩვენი იდენტობის ძიება, მათი მიზანი რუსეთთან დაპირისპირება იყო. ამიტომ დავრჩით ყოველგვარ იდენტობის მიღმა, რადგან ის იდენტობა რაც გაგვაჩნდა, ნაციონალისტებმა და შემდეგ ლიბერალებმა დაანგრიეს, ხოლო ახალი არაფერი შემოგვთავაზეს სიმულაციის გარდა.

ჩვენ დღეს ვართ სიმულაციური რადგან ცივილიზაციურ კონტექსტის გარეშე ვართ. ჩვენ არ შეგვიძლია თუნდაც სექსუალობაზე (ლიბერალთა საყვარელი თემიდან), ჩვენ კულტურაზე ორიენტირებული ფასეულობები შევქმნათ, რადგან ეს კი არ არის ჩვენი მთავარი არსი, არამედ ის, რომ რუსეთს დავუპირისპირდეთ (ეს დაპირისპირება სიმბოლურ ხასიათს ატარებს, საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ გალაშქრებას და ა.შ) ჩვენი მართველობა დაცლილია იდეოლოგიებისგან, კულტურული კონცეფციებისგან და ის მხოლოდ და მხოლოდ ტექნოკრატიულ ხასიათს ატარებს. ჩვენი მეცნიერები კი ძირითადად მთარგმნელობით საქმიანობას ეწევიან, აცნობენ დასავლეთში არსებულ მეცნიერულ კონცეფციებს ქართველებს, მაგრამ შემოქმედითობაში, კვლევაზე არ არიან ორიენტირებულნი.. ეს ტექნოკრატია, თავის არსით წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს ყოველგვარ შემოქმედითობის, ის დასავლეთზე ორიენტირებულია, რადგან ხედავს ძალას. ტექნოკრატიას მხოლოდ ძალის დანახვა შეუძლია.. ამიტომ ის არ და ვერ იქნება ორიენტირებული შექმნას საკუთარი კონცეფციები..

არსებული ელიტას არ შეუძლია ისაუბროს ქვეყნის შიგნით არსებულ რეალურ პრობლემატიკაზე და თუ საუბრობს, ეს პოპულისტურია - ის ძირითადად იმეორებს სხვა ქვეყნის დისკურსებს და ამ დისკურსებს ქმნის თვითნ საქართველოში..

ჩვენ რუსეთთან დაპირისპირებამ, კულტურულ იდენტობის გარეშე დაგვტოვა და დაგვიტოვა ტექნოკრატიული ელიტა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ფასს კარგავს, რადგან ის არ არის შემოქმედითი, ის მხოლოდ გამმეორებელია, ის განწირულია იყოს კულტურულად ასიმილირებული და იყოს მუდმივად პროვინცია. მას სხვა მისია, ფუნქცია არ გააჩნია.

Friday, April 4, 2014

ქართული საზოგადოების იდეოლოგიური ევოლუცია

90-იანების იდეოლოგიური კრახმა გამოიწვია სრულიად ნონკომფორმისტულ საზოგადოების ჩამოყალიბება - ახალი თაობა არა მარტო ვერ უგებდა წინას და დასცინოდა მას, არამედ ზიზღის თვალითაც უყურებდა 90-იან წლებს და იმ დროინდელ თაობას. სამყარო აღიქმეოდა 2000-იანი წლების დასაწყისის ქართველისთვის, როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება, რომლის ეპიცენტრშიც საქართველო იყო, ამ დაპირისპირებას ხშირად თან ახლდა ფანტომური დაპირისპირება, წარსულის უარყოფა და ახალი ლიბერალური სახელმწიფოს შექმნა. საინტერესო მომენტია ის, რომ სწორედ ლიბერალურ ეპოქაში იწყება ახალი სახის კონსევატულ-რელიგიური ხედვის ჩამოყალიბება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო შუა საუკუნეებში დაბრუნება. მას თითქოს სიმბოლური კავშირი ჰქონდა 90-იანების ნაციონალიზმთან, მაგრამ წარმოადგენდა აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიურ და შინაარსობრივ მიმართულებას, და დისკურსი რომელიც შექმნა ამ ორმა ახალმა იდეოლოგიურმა მიმართულებამ, ავსებდა და სიცოცხლისუნარიანობას სძენდა ერთმანეთს. დაპირისპირების მთავარი ობიექტს კულტურული ღირებულებები წარმოადგენდა, ლიბერალური ელიტა, რომელმაც 90-იანი წლებიდან შეითვისა ისტერიული რუსოფობია, საპატრიარქოს ბრალს დებდა რუსეთთან ურთიერთობაზე და რუსულ გავლენების თაობაზე. ასევე უკმაყოფილო იყო ლიბერალური ელიტა, საპატრიარქოს არალიბერალობით. ამ მიმდინარეობების სათავეში ძირითადად იდგნენ ის ყოფილი სასულიერო პირები და სტუდენტები, რომლებიც დოგმატურ დონეზე არ ეთანხმებოდნენ საპატრიარქოს და არასამთაცვრობო ორგანიზაციებში და ხელისუფლებაში დაინახეს საკუთარი ადგილი. ერთი მხრივი ისინი იბრძოდნენ იმ აგრესიის წინააღმდეგ, რაც რელიგიურ ან გენდერულ (ან სექსუალურ უმცირესობების) საკითხებს ეხებოდა, მეორე მხრივ უფრო საშინელ და სასტიკ დანაშაულებზე, რომელსაც ხელისუფლება ჩადიოდა დუმდნენ, რადგან ეს დუმილი მათ „ნაკლები ბოროტება“ ეგონათ, ვიდრე საპატრიარქოსგან მომდინარე ძალადობა. მეორე მხრივ რელიგიურობის გაზრდამ საზოგადოებაში გამოიწვია, საპატრიარქოს როლის გაზრდა, რომლის მთავარი მიზანი არა იმდენად სულის გადარჩენა ზრუნვას, რამდენადაც საქართველოს ტრადიცულ-კულტურულ და იდენტობის მისეულ კონცეფციებისა დაცვაზე ორიენტირებული იყო. ის ხედვები რაც საპატრიარქოდან მომდინარეობდა ახასიათებდა მოდერნიზმის ელემენტები, თუმცა დეკლარირებულად მისი მთავარი მიზანი „ოქროს ხანაში“ - შუა საუკუნეებში მიბრუნება იყო (შუა საუკუნეები არა ისე, როგორც ის იყო, არამედ იმ ინტერპრეტაციით, როგორსაც საპატრიარქო ახდენდა). ეს დისკურსი ძალიან აქტიური იყო 2000-იანი წლების განმავლობაში, მეტიც ერთ-ერთ მთავარ დისკურსაც კი წარმოადგენდა. ამ პერიოდში კი სოციალური გაჭირვება და უმუშევრობა, ასევე რეპრესიების დონე იზრდებოდა ქვეყანაში. ამ ფონზე გაჩნდა სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობები, რომელმაც ახალი იდეოლოგიური დისკურსის შემოტანა სცადა. 2010-წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდიან სხვადასხვა მემარცხენე დაჯგუფებები, რომლებიც უპირსპირდებიან იმ ძველ შეხედულებებს და აკრიტიკებენ მათ. პირველ გამოჩენისთანავე მემარცხენე დაჯგუფებებს აკრიტიკებს წინა თაობის წარმომადგენლები (ლიბერალური თაობა), თუმცა სტუდენტობა მემარცხენულ რომანტიზმში ერთვება და იწყებს ბრძოლას. რეიგანის ნაცვლად, რომელიც 2000-იანი თაობის მთავარ იდეალს წარმოადგენდა და რომელსაც დაუდგეს ძეგლი, უკვე სხვაგმირები ჩნდება, როგორებიც იყვნენ: ჩე გევარა, მარქსი, კროპოტკინი და ა.შ. კულტურული დისკუსი კვლავ აქტიური რჩება, მაგრამ წინ წამოიწია სოციალურმა საკითხებმა. ნათელი იყო 2010-იან წლების თაობისთვის, რომ მისი წინამორბედების პოლიტიკამ ვერ შეძლო მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ქვეყანა კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო, იმ დროს, როდესაც მცირე ლიბერალური ელიტა, რომელიც ან ხელისუფლებასთან ან არასამთავროებოებთან შეკრულნი იყვნენ, კარგად ცხოვრობდნენ და მათი საზრუნავს არ წარმოადგენდა სოციალური ფონის გაუმჯობესება, არამედ კმაყოფილდებოდნენ ფინანსურ სივრცეში გარკვეულ პროგრესით (ბიუჯეტის ზრდით და არა მისი გადანაწილების სამართლიანობით), თუმცა იბრძოდნენ კულტურული სივცის შეცვლისთვის. კულტურულ სივცის შეცვლაში ისინი მოიაზრებდნენ იმას, რომ გადაიხედებოდა საბჭოთა ისტორია, ანუ ყველას შეზიზღდებოდა ის ეპოქა რაც საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული. ეს მომენტი ძალზე მომგებიანი აღმოჩნდა თავის დროზე ლიბერალებისთვის, რადგან ყოველივე პრობლემას საბჭოთა მენტალიტეს ან საბჭოთა მემკვიდრეობას აბრალებდნენ. მოსახლეობა კი, რომელსიც სიღარიბეში ცხოვრობდა, ახსოვდა საბჭოთა პერიოდში, მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და იმ პერიოდს ბევრი მისტიროდა, სწორედ ესეთ ხალხთან ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი ლიბერალები, იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხის ეკონომიკური და სოციალური პირობები გაეუმჯობესებინათ. ეს დისკურსი ჩიხში შევიდა, რადგან  ნათელი გახდა, რომ დისკურსი არაფერს არ ცვლიდა, მეტიც არსებულ სიტუაციას ამყარებდა უფრო. სწორედ ეს გახდა მიზეზი 2010-იანების გამოჩენის და მემარცენე იდეების პოპულარიზების ახალგაზრდებში. მემარცხენეობა ეხმარებოდათ ახალგაზრდებს კავშირი ეპოვათ უფროს თაობასთან, თუმცა კულტურული ასპექტებში სხვაობა მემარცხნეებსაც ახასიათებდათ, განსაკუთრებით ეს სექსაუალურ უმცირესობების თემასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გარკვულწილად არ შედიოდნენ პირდაპირ კონფლიქტში საპატრიარქოსთან, თუმცა განსხვავებები და მდუმარე კონფლიქტი მემარცხენეებსა და საპატრიარქოს შორის მაინც არსებობდა. ის რომ არ შევიდნენ მემარცხნეები (სოციალისტები, ანარქისტები) პირდაპირ კონფლიქტში საპატრიარქოსთან, როგორც ამას ლიბერალები ჩადიოდნენ, გამოიწვია ლიბერალების კრიტიკა, განსაკუთრებით, როდესაც ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ქრისტიანულ-სოციალიზმის საკითხი, რომელიც არ ეხებოდა ყველა მემარცხენეს და მხოლოდ მცირე ჯგუფს ეკუთვნოდა, ეს გახდა მთავარი მიზეზი, საპატრიარქოსგან განაწყენებული ადამიანების გადამტერების, მემარცხენეებთან. უკვე გარკვეულწილად ქვედა ფენამ დაიწყო იდეოლოგიზირება, როდესაც რეალურ პოლიტიკაში (პარლამენტში და პარტიულ ცხოვრებაში) იდეოლოგიებს არ ჰქონდათ მთავარი როლი. მეტიც, პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებზე იყო ორიენტირებული და არა ფუნდამენტურ სისტემურ და იდეოლოგიურ ცვლილებებთა. როდესაც დამთავრდა ლიბერალთა დიქტატურა საქართველოში, ამან გარკვეულწილად მემარცხენულ სტუდენტთა მოძრაობასაც, გარკვეული დაღი დაასვა. რევოლურიური რიტორიკა და სისტემასთან ბრძოლა, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა ნეოლიბერალური პრინციპები, სძენდა მომხიბვლელობას მემარცხენე მოძრაობას, მაგრამ როდესაც ცვლილებები მოხდა, დადგა მემარცხენე მოძრაობების გადახედვის საკითხი - მათ ან უნდა გაეგრძელებინათ რევოლუციურ-რომანიტიული საქმიანობა ან უნდა დროსთან ერთად შეცვლილიყვნენ. ამ არჩევანმა ის ერთიანობა მოსპო მემარცხენეებში, რაც აქამდე ჰქონდათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემარცხენე მოძრაობა - ლაბორატორია 1918 - დაიშალა.  ამ პერიოდიდან იწყება უკვე ახალი ტალღა, რასაც ეკოლოგისტური მოძრაობები ჰქვია, ის ძირითადად მთავრობის მიერ ხუდონჰესისა ეხებოდა, ასევე ვაკის პარკის საკითხს. ეს მოძრაობებეი ძირითადად იმ ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებიც მემარცხენე პოზიციებზე იდგნენ და გააგრძელეს რევოლუციური და გაფიცვების იდეალებით ბრძოლა.
            2000-იანების ბოლოს და 2010-იანების დასაწყის პერიოდს ახასიათებს ე.წ სექტანტიზმი. იქმნება პატარ-პატარა დაჯგუფებები, საკუთარი იდეოლოგიზირებული სივრცეებით, რომლებსაც გარე საზოგადოებასთან კომუნიკაციები არ აქვთ. ეს პროცესი გარკვეულწილად ეწერება არსებულ სამოქალაქო სექტორთან, უბრალოდ სამოქალაქო სექტორი ხილვადობის მხრივ მაინც აჩვენებს, რომ კონტაქტი აქვს მოსახლეობასთნ. ესეთ ორგანიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ ლიბერტანიალური ორგანიზაციები „თავისუფალი კლუბი“, რომელთა მთავარი მიზანიც ლიბერტანიალური იდეების გავრცელებაა. ეს კლუბები და დაჯგუფებები, ქმნიან შიდა იდეოლოგიურ დისკუსიებს, რომელსაც აქვს გარკვეული ინტელექტუალური ხასიათი, მაგრამ ის მოწყვეტილია მთლიანად საზოგადოებრივ დისკურს. საზოგადოებრივ დისკრუსიების გარეშეა დარჩენილი, მას მხოლოდ არსებული სატელევიზიო-საინფორმაციო სივცესგან შექმნილი დისკუსებით იკვებება. ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია სტუდენტობა, რომელიც ძირითადად იკეტება ვიწრო ინტელექტუალურ სივცეში. პრობლემა საერთო ჯამში ინტელექტუალებისა და ხალხის დისკუსის, კვლავ დგას.  

Friday, March 28, 2014

კაპიტალიზმი: პროდუქტი, ფული, კრიზისი.

კაპიტალიზმის განვითარების პირველი ეტაპი ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ვაჭრობას . თავდაპირველად ვაჭრობის არსი იყო, პროდუქტების გაცვლა. ფულის გამოგონებამ (ფინიკიაში) ეს გაცვლითი პროცესი გაადვილა. პირველ ეტაპზე მთავარი ეკონომიკური პრინციპი იყო: პროდუქტი - ფული - პროდუქტი ანუ პროდუქტი დომინირებდა. მეორე ეტაპი იწყება საბანკო სისტემის განვითარების შედეგად, აღორძინების/რეფორმაციის პერიოდში. ამ პერიოდში ფული იძენს პროდუქტისგან დამოუკიდებელ ფუნქციის შესრულებას, თუმცა ეს ფული ჯერ კიდევ არის კავშირში პროდუქტთან. მაგრამ როდესაც ფული იქცევა კრედიტათ, სიტუაცია რადიკალურად იცვლება. საბანკო სისტემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ გასცეს იმაზე უფრო მეტი კრედიტი, ვიდრე ბანკს აქვს ფული. მართალია სარისკოა, რადგან კრედიტის არ დაბრუნების შემთხვევაში ბანკი კოტრდება, მაგრამ სწორედ ესე ფუნქციონირებს ბანკი.
ანუ ჯერ მოხდა პროდუქტისა და ფულის გამიჯვნა, შემდეგ ფულისა და კრედიტის გამიჯვნა. ამ პერიოდში ფული უფრო იზრდება ვიდრე პროდუქტი, ხოლო კრედიტი უფრო იზრდება ვიდრე ფული. ამიტომ არის რომ საბანკო და საფინანსო სექტორი, სხვა სექტორებზე სწრაფად იზრდება, ანუ თანხა უფრო მეტია, ვიდრე პროდუქტი. შეიქმნა სპექკულანტური კაპიტალიზმი, როელიც იმდენად გასცდა რეალურ ეკონომიკას, რომ 1922 წელს უდიდესი კრიზისი და დაცემა განიცადა (‘დიდი დეპრესია“). ამ ეკონომიკურ სისტემის დაბრუნება შესაძლებელი გახდა რუზველტის, კეინსის და სამხედრო ეკონომიკის საშუალებით (რომელიც დაემთხვა მეორე მსოფლიო ომს და ცივ ომს). მაგრამ მტავარი პრინციპი, რომელიც მის კრიზის იწვევდა, არ იქნა ლიკვიდირებული.
1980-იან წლებში იწყება კიდევ ერთი ეტაპი, რომლის დროსაც პროდუქტს, ფულს და კრედიტს ემატება, კრედიტზე ზედნაშენი.
თავიდან ფული გახდა დამოუკიდებელი პროდუქტისგან, მას შემდეგ რაც ფულის რაოდენობა გაიზარდა. შემდეგ კრედიტი გახდა ფულისგან დამოუკიდებელი. ხოლო 1980-იან წლებში ჩნდება ფასიანი ქაღალდები და ა.შ, რომლებიც 1000-ჯერ აღემატება პროდუქტის რაოდენობას. ამ სისტემის მთელი ხიბლი იმაშია, როდესაც ანაღდებ ამ ქაღალდებს, თქვენ მათ გაანაღდებთ მაგრამ მთავარი პრინციპი იმაშია, თქვენ არ ანაღდებთ, რადგან მისი ფასი იზრდება და თუ გაანაღდებთ დღეს, თქვენ ხვალე არაფერი არ დაგრჩებათ. მერტონ რეშოელმა აიღო ნობელის პრემია იმაში, რომ დაამტკიცა, რომ ესეთ სისტემას მუდმივად შეუძლია არსებობა - თეორია „მუდმვი ზრდაზე“ - რატომ? იმიტომ, რომ იზრდება კრედიტები, იზრდება საფინანსო სფერო, ყველაფერი იზრდება, მაგრამ იმდენად ცილდება რეალობას და გადადის ვირტუალურზე, რომ 2008 წელს ამ სისტემამ კრახი განიცადა. 

Friday, March 14, 2014

ნეოკოლონიალიზმი: „სისხლიანი მობილური“




ნეოკოლონიალიზმი: „სისხლიანი მობილური“



1960 წელს, ოთხი აფრიკული სახელმწიფო „განთავისუფლდნენ“ (მადაგასკარი, მალი, სომალი და კონგო). ამ პერიოდში ზოგადად აფრიკული სახელმწიფოების სრული განთავისუფლების პერიოდი იყო. კოლონიური ადმინისტრაციებმა დატოვეს აფრიკა, მაგრამ დარჩა ბიზნეს ინტერესები: ეს ინტერესები სულ სხვა ფორმით (გაცილებით სასტიკი სახით) დარჩნენ აფრიკულ კონტინენტზე, ვიდრე ეს კოლონიური ადმინისტრაციები იყვნენ. აფრიკულ კონტინეტზე იყვნენ მცირე ბუნებრივი რესურსების მქონე სახელმწიფოები. მათ უფრო გაუმართლათ - ისინი არ წარმოადგენდნენ განსაკუთრებულ ინტერესს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის აფრიკული სახელმწიფოები, რომლებსაც ბუნებრივი სიმდიდრე გააჩნდათ.

კონგო ითვლება მსოფლიოში ყველაზე მდიდარ სახელმწიფოდ. მაგრამ მოსახლეობა, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბია მსოფლიოშ. კონგოში არსებობს მტრის წყევლა: „ოქროში გეცხოვროს!“

ჩვენ ყველა ვიყენებთ მობილურ ტელეფონებს. წელიწადში ნახევარი მილიარდი მობილური იყიდება, ხოლო ყველა მობილურში გამოიყენება კოლუმბიტ-ტანტალიტი, რომელიც მოიპოვება კოლტანურ წიაღისეულში, რომელთა მსოფლიო მარაგის 80% არის კონგოში. ამის გარდა კონგოშია მსოფლიოს ბრილიანტების ერთი მესამედია, ურანის ერთი მეოთხედი, მსოფლიოს ნახევარი კობალტი, ასევე ნავთობის დიდი რაოდენობა, სპილენძი, ოქრო და ვერცხლი. კონგო, რომელიც მსოფლიოში, ბუნებრივი რესურსებით ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, შეუძლია იცხოვროს მინიმუმ ემირატების ცხოვრების დონით. მაგრამ არსებობენ კომპანიები America Mineral Fields Inc. ასევე Nokia, Siemens, ასევე Cobatt (აშშ), H.C. Starck (გერმანია), Ningxia (ჩინეთი) და სხვა კიდე მრავალი კომპანია.

50 წელზე მეტია რაც კონგოში გაუთავებელი ომებია, რომელსაც უწოდებენ „კონგოს სამოქალაქო ომს“, „მეორე აფრიკულს“ და „მსოფლიო კოლტანურ ომს“. თავდაპირველად ომი წარმოებდა ბრილიანტების გამო, მაგრამ 90-იან წლებში გაჩნდა მობილური ტელეფონი და დაიწყო „კოლტანური ბუმი“. უკანასკნელ ათი წლის განმავლობაში ომში დაიღუპა 6-იდან 10 მილიონამდე ადამიანი (სხვადასხვა მონაცემებით). დღემდე გრძელდება „წმინდა“ ომი (როგორც ამას ომში მონაწილე სხვადასხვა დაჯგუფებები უწოდებენ) კოლტანურ მაღაროების კონტროლისთვის, რომელიც მდებარეობს ძირითადად სამხრეთ კივუს პროვინციაში. ამ ტერიტორიებიდან მასობრივად გარბის მოსახლეობა (ვისაც შეუძლია).

საკუთარი ინტერესები კონგოში, აქვს ყველას. კოლტანისთვის იბრძვიან ეთნიკური დაჯგუფებები ტუტსი და ხუტუ (ფარული ფრანგულ-ამერიკული ინტერესების კონფლიქტი), სხვადასხვა სექტები, სხვადასხვა უცხოური სახელმწიფოების მისიები, რუანდას, ბურუნდის, უგანდას და ანგოლას რეგულარული არმია, რუსული და უკრაინელი მფინავები, ჩინური სპეცსამსახურები და ფრანგული დაქირავებული ჯარები, ბელგიურ და ფრანგულ კომპანიების პირადი არმ

იები „მცველები“. კოლტანის წიაღისეული არის იმ ტერიტორიაზე სადაც ნაციონალური ბუნების პარკია განთავსებული - უკანასკნელ წლების განმავლობაში, ამ პარკში თითქმის არ დარჩა არანაირი ცხოველები. მშიერმა ჯარებმა შეჭამეს თითქმის ყველა გორილა, სპილო და ჟირაფი, და თავად ეს ტერიტორია მოგაგონებთ მთვარის პეიზაჟს.

კოლტანიზე მძმედ ადგილობრივ გარემოზე, რადიოაქტიულ ურანის მოპოვება ახდენს, რომელსაც ძირითადად მოიპოვებენ ნიჩბებით და სხვა მსგავს საშუალებებით. ამის შედეგი არის ის, რომ ბავშვების თითქმის ნახევარი, მკვდარი იბადება, რადგან ხშირად რადიოაქტიულ ურანს მუშები, ჯიბეებში ინახავენ.

კიდე ერთი პრობლემა უმდიდრე ქვეყნის, არის შიმშილი. ჯარში, როგორც კანონიერ, ისე უკანონოში იბრძვიან კონგოს მამაკაც მოსახლეობის თითქმის 70% დანარჩენი კი მოიპოვებენ კოლტანს, რომელევსაც დაახლოებით 1-2 დოლარს უხდიან დღეში. აგრარული საქმიანობა პრაქტიკულად შეწყვეტილია - აზრი არ აქვს, რადგან დღეს თუ არა ხვალე, გამოივლის რომელიმე არმია და გაანადგურებენ ყველაფერს. ქალები კიდევ ცხოვრობენ ირგვლივ ტერიტორიაზე, რომ გამოკვებონ ბავშვები. თუმცა აქ გვხვდება კიდე ერთ პრობლემა - ადგილობრი წარმოდგენების მიხედვით, ჯარისკაცი რომელიც გააუპატიურებს ქალს, ტყვიებისგან დაცული იქნება.

სამხრეთ კივუს პროვინციაში კვირაში იხოცება 1500 ადამიანი. ამ ტერიტორიაზე იბრძვის 33 სამხედრო დაჯგუფება, ყველა-ყველას წინააღმდეგ პრინციპით. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ აქ გაეროს მშვიდობისმყოფელებიც არიან ჩართულები მაღაროების მოგებაში - კოლტანი უნდა ყველას, მისი ფასი გაცილებით დიდია ვიდრე ალმაზიდან, ურანიდან და ოქროდან მოპოვებული შემოსავალი.

ადგილობრივი ჯადოქრები თვლიან რომ კოლტანი არის „წყეული ქვა“, სანამ ამ ქვას ბოლომდე არ ამიღებენ, კონგოში მშვიდობა არ იქნება.

1960-იან წლებში კონგოდან წავიდა ბელგიური ადმინისტრაცია, მაგრამ დარჩა კომპანია L’Union Miniere, რომელიც აქტიურად ჩართული იყო ალმაზების ბიზნესში. კონგოს პრეზიდენტმა ლუმუბას რომელმაც მოინდომა მაღაროების ნაციონალიზაცია, მალევე დაამთავრეს მართველობა (სიცოცხლე ასევე). მის ნაცვლად დანიშნეს მობუტუ, რომელიც ფორმალურად 40 წლის განმავლობაში მართავდა დედაქალაქს, იბარებდა სამხედრო პარადებს და არ ერეოდა მისი ქვეყნის სამხრეთ პროვინციებში მიმდინარე მოვლენებში. მისი მართველობის პერიოდში მისი ქვეყანა ათ ყველაზე ღარიბ ქვეყნების სიაში შევიდა, ხოლო თავად მობუტუ კი მსოფლიოში ათ ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში შევიდა. ამ პერიოდში კი ბელგიური ფირმების დაქირავებული „მცველები“ აქტიურად იბრძოდნენ კონკურენტ ფირმების წინააღმდეგ, ასევე აჯანყებულების და სხვა ქვეყნებიდან შემოსულ ინტერვენტების წინააღმდეგ. მაგრამ მობუტუ გადააგდეს, როდესაც დაიწყო კოლტანის ბუმი, და ჩვეულებრივი ომი გარდაიქმნა, დაუნდობელ სისხლისღვრათ „ყველა, ყველას წინააღლმდეგ“.

კოლტანის მოპოვებისთვის ბრძოლაში, გაეროს მონაცემებით მონაწილებდნენ: ბელგია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, შვეიცარია, გერმანია, ინდოეთი და მალააზია (რომ არ ჩავთვალოთ კიდე სხვა აფრიკული სახელმწიფოები). ათ წელზე მეტია რაც გაერო ითხოვს ემბარგოს დაწესებას სამხდრო შეიარაღებაზე ამ რეგიონში, მაგრამ უშედეგოდ. კოლტანი და იარაღი განუყრელად დაკავშირებულნი არიან. როგორც განაცხადა მეზობელი სახელმწიფოს რუანდას პრეზიდენტმა კოლტანის ბრძოლაზე (თავიდან ფრანგებისკენ იყო, შემდეგ ამერიკულ კომპანია Cobatt-კენ): „ეს ომი აფინანსებს საკუთარ თავს“.

შეიარაღება, აუცილებელია წიაღისეულის მოსაპოვებლად, ხოლო როდესაც მოიპოვებენ მას, ისინი ყიდულობენ კვლავ შეიარაღებას მის შესანარჩუნებლად. მხოლოდ კონგო ხარჯავს დღეში მილიონ დოლარს, მხოლოდ ომის გამო (ასევე რუანდაც). ასევე იარაღი იყიდება სავალუტო საერთაშორისო ფონდის კრედიტებით. 2000-იან წლებში საერთაშორისო სავალუტო ფონი შეაფასა ყველა ომში მონაწილე ეკონომიკა, როგორც სწრაფად ზრდადი ეკონომიკები და გაზარდა 6%-ით კრედიტების გაცემა ამ ქვეყნებზე (რა თქმა უნდა არანაირი სწრაფად ზრდადი ეკონომიკები ისინი არ იყვნენ).

რეგიულარული არმიის, უცხოელი დაქირავებულები და ფირმების მცვლები გარდა, აქ იბრძვის „კონგოს დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები, რომლებმაც დაიკავეს რამოდენიმე მაღარო ქალაქ გომასთან ახლოს და ერთი თვის განმავლობაში გაყიდეს 150 ტონა კოლტანი, სამაგიეროდ პრაქტიკულად გაანადგურეს ქალაქის მოსახლეობა.

ამ ტერიტორიაზე იბრძვიან უგანდიდან მოსული „ღვთისგან მოვლენილი ჯარი“, რომლებმაც სახელი გაითქვეს აფრიკულ-კათოლიკურ მოტივების გამო, ხალხის მასობრივი ჟლეტით. 1987 წელს, ვიღაც ჯოზეფ კონიმ დაარსა „საღვთო არმია“, რომელიც ცნობილია ბავშვების გატაცებით მთელ ცენტრალურ აფრიკის ტერიტორიაზე. მათგან ქმნიან ჯარს - საზარბაზნე ხორცს, კოლტანისთვის ბრძოლაში. ეს დაჯგუფებები იბრძვიან რელიგიურ ფანატიზმის და „სამოთხეში მოხვედრის“ მოტივებით.

კონგოში ასევე არიან ნკუნდის მოქირავნე ჯარი - რუანდას ეკლესიის პასტორი „7-ე დღის ადვენტისტების“, 20-ათასიანი არმია სექტანტებისგან, რომელსაც აფინანსებს America Mineral Fields Inc. (რომელთა აქციების საკონტროლო პაქეტს ფლობს ბილ კლინტონი). მათ მიიღეს შეიარაღება რუანდიდან, რომლებმაც შეავიწროვეს ანგოლას არმია (ჩინური ინტერესი) და კონგოს რეგილარული არმია, ამან გამოიწვია 9 მილიარდიანი კოტრაქტის შეწყვეტა ჩინეთთან. ამ ომში ასევე მონაწილეობს ფრანგული მოქირავეები ჟან-პერუ ბემბეს მეთაურობით, რომელიც არის ადგილობრივი ოლიგარქი, რომელმაც საკუთარი თავი გამოაცხადა „ქრისტეს წარმომადგენლად რეგიონში“. ამ რეგიონში ამოღებული კოლტალიდან იქმნება Intel.

კოლტანის გატანის სქემა არ არის მარტივი. კონგოს წარმომადგენლები ამ საქმე აძლევენ ვიწრო დილერებს, ისინი კი თავის მხრივ ქიარაობენ თვითმფრინავებს უკრაინიდან და რუსეთიდან, რომელებსაც გადააქვთ დაუმუშავებელი წიაღისეული მეზობელ ქვეყნებში (განსაკუთრებით რუანდაში). შემდეგ ეს ტვირთი გადააქთვ, სახელმწიფო კომპანიებით, რომელიც ეკუთვის ძირითადად რუანდას და უგანას პრეზიდენტებს, ევროპაში. აქ მთავარ როლს ასრულებენ ბელგიური ფირმები. ტვირთის უდიდესი ნაწილი ოსტენდის აეროპორტში იტვირთება, ხოლო უკან თვითფრინავს გადააქვს იარაღი, რომელსაც შეისყიდიან აღმ.ევროპადან და რუსეთიდან.

ამ პროცესში მონაწილეობს: Cobatt (აშშ), H.C. Starck (გერმანია), Ningxia (ჩინეთი) და ასევე ყაზახეთის გადამამუშავებელი ქარხანა უსტ-კამენოგორსკში. ყაზახეთიდან დამუშავებულ რესურსის გამოტანა ევალება შვეიცარიულ მაგნატს კრის ჰუბერს. ამ საქმეში კი აქტიურად გამოიყენება უკრაინელი და რუსი პილოტები. არის გამოთქმაც, რომ აფრიკაში ზეცაში ფრინვა, შეუძლებელია რუსული ენის ცოდნის გარეშე.

თავის დროზე სამხრეთ აფრიკული კომპანია „დე ბირსი“ ახორციელებდა ალმაზების გაყიდვას ოფიციალურად (არა შავ ბაზარზე, სადაც უფრო იაფია). იგივეს გაკეთება კოლტანზე შეუძლებელი აღმოჩნდა გაეროს სანქციების გამო.

აფრიკაში კოლტანურ რაიონებს უწოდებენ „ჯოჯოხეთის უკანასკნელ საფეხურს“ და სულ მალე აღარ დარჩება მოსახლეობა, რომლებიც ჩაერთვება ამ ომში. ამიტომ არის რომ ბელგიური კომპანია, ქირაობს აღმოსავლეთ ევროპიდან სხვადასხვა სამხედროებს, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ომში.

Tuesday, January 7, 2014

ნაციონალიზმის თეორიები

1) პრემოდერნული თეორია – ამ თეორიის მიხედვით ნაციები ყოველთვის არსებობდნენ და კაცობრიების ბუნებრივი მდგომარეობაა, ნაციებად არსებობა. Aმ კონცეფციის მომხრეები ძირითადად ორთოდოქსი ისტორიკოსები არიან, რომლებიც საშინლად ეწინააღმდეგებიან ინტერდისციპლინურ დიალოგს. მათ აქვთ ისტორიის მყარი, ტრადიციული გაგება, რომელიც გამიჯნულია სხვადასხვა მეცნიერებისგან და ძირითადად აღწერს ერის პოლიტიკურ ისტორიას.
2) პრემოდერნული ინსტიტუციონიზმი – არის პრემოდერნული და მოდერნული თეორიის სიმმბიოზი. Aმ თეორიის მიხედვით ერი დთავდაპირველადვე არსებობს და ხშირ შემთხვევაში ნაციონალიზმიცს არსებობასაც კი ამტკიცებენ, მაგრამ ცდილობენ ეს დასავლურ ევროპულ კვლევების საშუალებით დაამტკიცონ.
3) სოციოეკონომიკური მოდერნიზმი – ტომ ნეირნის და მაიკლ ჰეტჩერის შექმნილი კონცეფცია, რომელიც გვთავაზობს ნაციონალიზმის ხედვას თანამედროვე ისტორიით, რომელიც გაჩნდა ახალი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით. Nაციონალიზმის გაჩენის მიზეზი კი იყო კაპიტალიზმი, რეგიონების თავისებურებები და რეგიონებს შორის განვითარების დისპროპოცია.
4) სოციალური მოდერნიზმი – ერნესტ გენლერის შექმნილი თეორიაა. Mისი აზრით ნაციონალიზმი “მოდერნიზმის” თანდაყოლილი ნაწილია. “მაღალი კულტურის” ახალი კონცეფციები საყოველთაო ხდება ინდუსტრიალ საზოგადოებისთვის და ამ ახალ “მაღალ კულტურაზე” იქმნება ნაციონალიზმიც.
5) პოლიტიკური მოდერნიზმი – ეს თეორია შემუშავებულია ჯონ ბრეილის, ენტონი ჰიდენსის და მაიკლ მანის მიერ. გვთავაზობენ შევხედოთ ნაციონალიზმს, როგორც პოლიტიკურ პროექტს, რომელიც ახალი ერი-სახელმწიფოს ფორმირებას ან პირიქით, სახელმწიფოს დაყოფას ემსახურება.
6) ნაციონალ-პოლიტიკური რევივალიზმი – მიროსლავ ბროსის შექმნილი ძალზე საინტერესო კონცეფცია, რომელიც გვთავაზობს ერი-სახელმწიფოს შექმნის ახალ თეორიას, რომლის მიხედვითაც ჩაგრული მასების აჯანყებამ “ფეოდალიზების” წინააღმდეგ, გამოიწვია საკუთარი სახელმწიფოს შექმნა, საკუთარი კულტურით. ღადგან ფეოდალიზმის დროს, არისტოკრატიული და დაბალი ფენების კულტურა განსხვავდებოდა, შესაბამისად ერთი კულტურული და ფსეულობრივი ღირებულება არ იქმნება, ამიტომ მხოლოდ ჩაგრული მასების აჯანყება ლიკვიდაციას ახდენს კულტურულ განსხვავებებს მასებსა და ელიტებს შორის, რის შედეგადაც იქმნება ახალი ნაციონალური სახელმწიფო.
7) იდეოლოგიზმი – ელი კედურის თეორია, რომელიც გვთავაზობს ნაციონალიზმი სუფთა პოლიტიკურ იდეოლოგიად დავინახოთ, რომელიც მრავალეთნიკურ იმპერიების დანგრევის შემდეგ წარმოიშვა.
8) კონსტრუქტივიზმი (ეთნოსიმბოლიზმი) – ერიკ ჰობსბაუმის და ენტონი სმიტის შექმნილი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ნაციონალიზმი ესაა თანამედროვე ისტორიული მოვლენა, რომელსაც ჰქონდა სოციალური, რელიგიური, კულტურული, მარკირების მახასიათებელი და რომელიც ჩანს პოლიტიკურ, კულტურულ, იდეოლოგიურ, ლიტერატურულ და საერთაშორისო ურთიერთობებში.
9) ინტელექტუალური კონსტრუქტივიზმი – ბენედიქტ ანდერსონის მიერ შექმნილი თეორია, რომლის მიხედვითაც ინტელექტუალ ნაციონალისტების მიერ არის სრულად შეგნებულად “წარმოსახული” ერი. რომ არა ეს წარმოდგენა, ერიც არ იარსებებდა.
10)  ნაციონალიზმის ნარატიული თეორია – ჯორჯ გრაბოვიჩის, ტარასა კოზნაკის, მაქსიმ ტარნავსკის და ოლეგ ილიცკის კვლევა, რომელიც ნაციონალიზმის წყაროს ლიტერატურულ ტექსტში ხედავს და ამ ლიტერატურულ ტექსტის მიბაძვაში.
11) პოსტკოლონიალიზმი (ორიენტალიზმი) – ედვარდ საიდის, მიროსლავ შკანდრის თეორია. ეს არის სინთეზური თეორია მოდერნიზმის და კონსტრუქტივიზმის. ნაციონალიზმი განხილულია, როგორც ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობის ფორმა.
12) “იმპერიალური” თეორია ნაციონალიზმის – ამოტილა ამილერას თეორია, რომლის მიხედვითაც ნაციონალიზმი ჩნდება იმპერიებში და მათან ბრძოლის დროს.