Tuesday, October 14, 2014

ნოე ჟორდანია "ქართული სოციალ დემოკრატია"

  1.        შესრულდა 56 წელი მას შემდეგ, რაც საქართველოში სოციალ-დემოკრატია გამოვიდა საზოგადო ასპარეზზე საკუთარი სოციალური და ნაციონალური პროგრამით: ბატონობა ხალხის, ბატონობა ერის, სოციალიზმი - აი ამ პროგრამის ძირითადი მუხლები.
  2.       ის დაუპირისპირდა რუსეთის თვითმპყრობელობას, დიდ მემამულეთა მიწათმფლობელობას და კაპიტალისტურების გაბატონებას საქართველოში.
  3.       ის აღორძინდა და დგანვითარდა სრულიად დამოუკიდებლათ რუსეთის ასეთივე მიმდინარეობისგან. ათი წლის მუშაობის შემდეგ ნათელი გახდა, რომ პატარა ერის რევოლუციური ძალა სრულიად არ კმარა დიდი რუსეთის უღელის დასამხობათ და გადაწყდა შეერთებოდა რუსეთის ასეთივე დაჯგუფებას და საერთო ბრძოლით თავისი დროშის გამარჯვებას. ეს შეერთება მოხდა 1903 წელს საერთო ყრილობაზე ლონდონში.
  4.       ეს გაერთიანება ჩამოყალიბდა ერთ ძირითადი საერთო მთხოვნილების პირველ რიგში დაყენებით, რომლის განხორციელება კარს უღებდა დამარჩენ მოთხოვნილების გატარებას, ეს მთავარი მიზანი იყო მეფის რეჟიმის დაცემა და ხალხური რესპუბლიკის დაარსება.
  5.       პირველ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ თვითმპყრობელობა დასჭრა, მაგრამ ვერ მოსპო. იწყება სათათბიროს პერიოდი. ყველა ოთხივე სათათბიროს დეპუტატებათ ქართველი ხალხი ირჩევდა მხოლოდ სოციალ-დემოკრატებს, ერთის გამოკლებით (სოციალისტ-ფედერალისტი). ყველა ოთხივე სათათბიროს სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას მთელი რუსეთისას მეთაურობდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები.
  6.       მეორეთ აგორებულ რევოლუციურ ტალღამ, 1917 წ დაამხო მეფის რეჟიმი, გამოაცხადა დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ დიდი გარდატეხის მთავარ ორგანოს, პეტერბურგის მუშათა ანტიბოლშევიკურ საბჭოს, მეთაურობდა ქართველი სოციალ-დემოკრატი, მეოთხე სათათბიროს წევრი, არჩეული ერთხმათ მის თავჯდომარეთ.
  7.       ქართველი სოციალ-დემოკრატია დაუპირისპირდა ბოლშევიზმ თავიდანვე, მისი აღორძინების დღიდანვე, ლონდონის კონგრესზე. პირველათ ის გამოვიდა მის წინააღმდეგ პრინციპიალური კრიტიკით საეთო რუსეთის მაშტაბით, მაშინ როდესაც რუსეთის სოციალ-დემოკრატები მას ედავებოდნენ ორგანიზაციულ მოტივებით. საქართველოში მან სავსებით გაანადგურა მათი ორგანიზაციული წყობა, გაანიავა მათი გავლენა მუშათა კლასზე.
  8.       ამიტომ როცა რუსეთში აღსდგა ძველი რუსულ-აზიური სულისკვეთება და ის დაუბრუნდა ეკატერინე მეორის წინ არსებულ სოციალურ წყობას, გაბატონებულს ბოლშევიკების მეთაურობით, საქართველში ძალაში დარჩა ევროპიული სულისკვეთება და მთელ რევოლიუციურ ასპარეზს დაეპატრონენ ქართველი სოციალ-დემოკრატები. მათ პირველათ ახლა მიეცათ საშუალება განეხორციელებიათ თავისი პროგრამა.
  9.       საქართველოს და რუსეთის სავალი გზები საქვეყნოთ გაიყარენ, რაიცა ჩამოყალიბდა შესაფერ ნაციონალურ, პოლიტიკურ და სოციალურ ფორმებში. პირველ ყოვლისა საქართველო ჩამოშორდა რუსეთს და გამოცხადა თავისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ასი წლის წინეთ შეწყვეტილი რუსეთის ჯარების მიერ; ყველა რევოლუციურ ორგანოებს და ერის ნაციონალურ მთავრობას მეთაურობდნენ სოციალ-დემოკრატები, მათ მისდევდენ, მათ მეთაურობას სცნობდენ ყველა ნაციონალურათ და პროგრესიულათ მოაზროვნე დაჯგუფებანი მთელი ერისა. საქართველოს ირგვლივ აგორებულ რუსულ ბოლშევიკურ ტალღებს. რუსის გაბოლშევიკებულ მილიონიან ჯარებს დაუპირისპირდა ერთი მილიანი ნაციონალური ფრონტი.
  10. .  .მთელ ძველ რუსულ იმპერიაში ერთადერთი საქართველო წარმოადგენდა ერთათერთ კუთხეს, სადაც მეფობდა მყუდროება, წესიერება და დისციპლინა თავისუფლების საფუძველზე. მის ირგვლივ ანნთებული კოცონი სამოქალაქო ომისა მის სხეულს სრულიად არ მიეკარა, მის არცერთ ნაწილს და წრეს არ გადაედვა. ერის მეთაურის, სოციალ-დემოკრატიის ასეთი უმაგალითო ნაყოფიერი შემოქმედება აიხსნება მისი ძირითადი თვისებებით, რითაც ის განსხვავდებოდა და განსხვავდება დღესაც რუსეთის და დასავლეთის ასეთსავე მიმდინარეობისგან.ა) მისი სოციალიზმი იყო და არის რევოლიუციური და არა პარლამენტალური, საარჩევნო, საკარირო და სალაპარაკო ხასიათის;ბ) მისი დემოკრატიზმი იყო და არის ურყევათ ხალხური, ანტიბურჟუაზიულ-პლუტოკრატიული, ანტითავადაზნაურულ-პომეშჩიკური;გ) ის იყო და არის მომხრე და შემქმნელი ერის სამი კლასის ბლოკის: გლეხების, მუშების და წვრილი ბურჟუაზიის. ეს ბლოკი, მცხოვრებთა ეს დიდი უმრავლესობა, არის ბატონი და პატრონი მთელი ერის, წინამძთოლი მისი სავალი გზების, მისი ყოფა-ცხოვრების ამწყობი და დამწყობი. ნაციონალური ბურჟუაზიის უყოლობის გამო, მის გარეთ დარჩა მხოლოდ მემამულეთა კლასი, ძბველი ისტორიული თავად-აზნაურობა, რომელიც დაემორჩილა ისტორიის განაჩენს და უბრძოლველათ, უკონტ-რევოლუციოთ გაყვა ერის უმრავლესობას.
  11. ქართველი სოციალ-დემოკრატიის სოციალიზმი და დემოკრატიზმი იყო და არის მართლაც თავისებური, უაღრესათ ნაციონალური და ხალხური, რაიცა გაკვივებით აღნიშნა დასავლეთის სოციალ-დემოკრატიის მეთაურმა კ.კაუცხკიმ თავის წიგნში „საქართველო“. სოციალიზმი ერის სამსახურში - აი რა აწერია თავიდანვე მის შროშას.
  12. 11.  რაკი ქართული სოციალიზმი იყო უაღესად ნაციონალური, ამიტომ პირველი მისი რეფორმატული ნაბიჯი შეიცავდა ერის დიდი უმრავლეოსბის - გლეხობის ინტერესების დაცვას, მისი დაბალი სოციალური საფეხურიდან მაღლა ამოყვანას და ერის ფუძეთ გამოცხადებას. ეს კი იქნა შესრულებული აგრარული რეფორმით. მიწათმფლობელთა წოდებას ჩამოერთვა უსასყიდლოთ მამულები და ყველა სახნავ-სათესი მიწები დაურიგდა უმიწაწყლო და მცირე მესაკუთრე გლეხობას, ხოლო დიდი გაშენებული მამულები, ტყეები და საბალახოები გამოხცადდა ნაციონალურ საკუთრებათ.
  13. 12.  ერის ხელში გადავიდა აგრეთვე მთამადნები, გზები, წყლები, კულტურულათ დამუშავებული სხვილი მამულები. რის გაყოფა იქნებოდა ეკონომიური უკანდახევა. და აგრეთვე რუსის ხაზინის მთელი ქონება საქართველოში დარჩენილი.
  14. 13.  ამნაირათ, საქართველოში დამყარდა კოორდინაცია, მოთანხმება სახელმწიფო და კერძო ეკონომიკას შორის. სხვილი ნაციონალური და წვრილი კერძო საკუთრება შეიქმნა ახალი საქართველოს სოციალურ ფუძეთ.
  15. 14.  ქართველი მუშათა კლასი ღებულობს ყველა მისთვის მიუცილებელ რეფორმებს და კერძო და ნაციონალური საკუთრების ფარგლებში და მჭიდრო ეკავშირება ერის უმრავლესობას - მცირე მესაკუთრეთა კლასს, რომელსაც ის იმავე დროს უწევს მეთაურობას სოციალ-დემოკლრატიის დროშით.
  16. 15.  ეს ახალი, ხალხური საქართველო თავის საგარეო პოლიტიკას აწყობს ორ დებულებაზე; თავის ძველი საზღვრების აღდგენა და მისი დაცვა გარედან შემოსევისგან. პირველი ამოცანა მან დიდებულათ შეასრულა. მან დაიბრუნა ოლქები ბათუმის, ართვინის და არდაგანის. 1918 წლიდან, საქართველოს დამოუკიდებლობას აცხადებენ ჯერ ფაქტიურა, შემდეგ იურიდიულად ევროპის ყველა სახელმწიფოები. მისი დამოუკიდებლობა იცნო აგრეთვე განსაკუთრებული ხელშეკრულეობით რუსეთის საბჭოთა მთავრობამ.
  17. 16.  ამ ნაციონალურ და სოციალურ გარდაქმნას აგვირგვინებს ხალხი პოლიტიკური გაბატონება. მას მიეცა ყველა თავისუფლება, გარდა ერთისა - ნაციონალური და სოციალური წყობის დანგრევისა, მის წინააღმდეგ ბრძოლისა.
  18. 17.  ქვეყნის უმაღლეს გამგებთა გამოცხადდა ერალატიანი პარლამენტი, უპარლამენტარიზმოთ. მთავრობა ირჩევდა მის მიერ ვადით, რომლის განმავლობაში მისი შეცვლა სხვადსახვა საარჩევნო კომბინაციებით არ ეიძლებოდა, მთავრობა ასრულებდა პარლამენტის დადგენილებებს. უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობას დაეკისრა მთავრობის თავმჯდომარეს, რომელიც იმავე დროს იყო შეფი სახელმწიფოსი. ხალხს მიეცა უფლება კანონმდებლობის ინიციატივის და გამოცემული კანონის გადასინჯვის (რეფერენდუმი)
  19. 18.  აი ეს ახალი საქართველო, გამთლიანებული ტერიტორიულათ, სულიერათ და ნაციონალურათ შექმნა ხანგრძლივ სახალხო მოძრაობამ სოციალ-დემოკრატიის მეთაურობით და თავდადებით, რაიცა, იქმნა დადასტურებული თითქმის ერთხმად დამფუძნებელ კრების არჩევნებით (1919 წ) დეპუტატთა ოთხმოცი პროეცენტი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიას, ხოლო დანარჩენი დაჯგუდებანი - სოცლაისტ-ფედერალისტები და ნაციონალ-დემოკრატები მთავარ საკითხებში არ განსხვავდებოდნენ მართველი პარტიისგან.
  20. 19.  საქართველოს დაპყრობისთანავე მოსკოვის მიერ იგივე სოციალ-დემოკრატია ეწყობა არალეგალურ, საიდუმლო ორგანიზაციებში, აჩაღებს ბრძოლას საოკუპაციო ხელისუფლების წინააღმდეგ და თავის ირგვლივ იკრებს ყველა თავდადებულ მებრძოლს. ეს ბრძოლა გაგრძელდება 1921 წლიდან დღდვანდლამდე; მას შეეწირა მრავალი მსხვერპლი, დაიხვრიტა ათასობთ საუკეთესო მებრძოლნი, მაგრამ ის ვერ ჩაკლეს, ვერ შეაჩვერეს ტირანებმა ვერავითარი ზომით. ამავე დროს დამფუძნებელი კრების მიერ ევროპაში გამოგზავნილი ნაციონალური მთავრობა მთელი ამ ხნის განმავლობაში ეწევა პოლიტიკურ ბრძოლას ბოლშევიკების ინააღმდეგ და საქართველოს გასათავისუფლებლათ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლობას არ გაუშვია არც ერთი შემთხვევა, არც ერთი ყრილობა სოციალისტურ ინტერნაციონალისა, რომ არ დაესვას საქართველოს საკითხი. ერთა ლიგა, პარლამენტები, ჟურნალ-გაზეთები, კონგრესები ხდებოდა ამ საკითხის მთავარ ასპარეზათ. ის ისმოდა აგრეთვე ყველა მთავრობათა წინაშე.
  21. 20.  მთელ ამ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართველი სოციალ-დემოკრატია მუშაობდა აშკარათ, ლეგალურათ მხოლოდ ოთხ წელიწადს (1917-1921). საქართველოს დამოუკიდებლბის ხანაში. მთელი დანარჩენი დრო ის ეწეოდა ბრძოლას და ეწევა დღეს არალეგალურათ, კონსპირატიულათ, სიდუმლო ორგანიზაციების საშუალებით, არალეგალური პრესით, ჩუმი კრებით და სიტყვიერი პროპაგანდით, დროის დროს კი ქუჩაზე გამოსვლით, დემონსტრაციებით და აჯანყებებით. ამავე არალეგალურ პერიოდში ის ხელიდან არ უშვებდა არც ერთ ლეგალურ შემთხვევას, რომ თავისი პრინციპები საჯაროთ არ გამოეფინა. მთელ იმპერიაში ლეგალურ სოციალისტურ ჟურნალმა იწყო გამოსვლა პირველათ მხოლოდ საქართველოსში ქართულ ენაზე („კვალი“ 1898 წ); მანამდე კი ის იღებდა მონაწილებოას სხვადასხვა ლეგალურ ორგანოებში.
  22. მონარქიულ და ბოლშევიკურ ტირანიამ ვერავითარი რეპრესიებით მისი მუშაობა ვერ შეაჩერა, ვერ ჩაკლა. საქართველოს სოციალ-დემოკრატია დარწმუნებულია იმაში, რომ, როგორც დეცა მისი პირველი მტერი ცარიზმი, დაეცემა აგრეთვე მისი მეორე მტერი კომუნიზმი და თვით დარჩება საბოლოოთ გამარჯვებული.

No comments:

Post a Comment