Sunday, August 16, 2015

ვის შეუძლია გააცოცხლოს წარსული ურჩხულები?

მესამე წერილი ლაშა ხარაზს

ჩემი აზრით ეს წერილი იქნება ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერილი, რომელსაც მე დავწერ, რადგან ისეთ სფეროებსაც შევეხები, რაშიც მე კომპეტენტური არ ვარ. მინდა რამოდენიმე საკითხს ერთდროულად შევეხო და გავშალო, ამიტომ ძალიან მკაცრად არ შეაფასო ეს წერილი.




ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, მე გესაუბრე ფაშიზმის "აქ და ახლა" ყოფაზე და გითხარი, რომ ფაშიზმი შესაძლებელია "აქ და ახლა", მხოლოდ იმიტომ რომ Antifa მოძრაობები არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაშისტური პროექტი საბოლოოდ ჩავარდნილი იყო, და წარსულს იყო ჩაბარებული. მეოცე საუკუნეში არსებობდა შიში, რომ ტოტალიტარული სისტემა (მუდმივად ნაგულისმევი იყო ფაშისტური ან ბოლშევიკური სისტემები) განახორციელებდნენ ისეთ კონტროლს საზოგადოებაზე, რომ განსხვავებული აზრის მატარებლები უბრალოდ არ იარსებებდნენ, ეს შიში აისახა მთელ რიგ ანტიუტოპოიურ ლიტერატურაზე. სწორედ მსგავსმა შიშებმა შექმნეს, ისეთი მოძრაობები, როგორიცაა Antifa და სხვა, რომლებიც იმიტომ რომ დაიცვან თავისუფლება, თავისუფლებას ანადგურებენ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ დეკონსტრუქციასთან გვაქვს საქმე. აქ შემოდის მეორე ელემენტი, ესაა ლინგვისტური ტერორი. ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნიან ფაშისტურ იდეოლოგიას, იძულებულნი არიან შეისწავლონ Antifa-ს ენა, რომ შემდგომში ამ ენის არ ცოდნისთვის ისინი ფაშისტებად არ მონათლონ. მსგავს მეთოდს იყენებს ყველა უმცირესობათა დამცველიც. ტრადიციული ქართველი, რომელსაც აქვს ტრადიციული ლექსიკა, რომელიც არ არის მორგებული იმ ლინგვისტურ სამყაროს და უცხოა ე.წ ენჯეო ენა(საქართველოში ლიბერალები და უმცირესობები ენჯეოს სახით არიან წარმოჩინებულნი) იგი "პროგრესულობისდან" გადის და ავტომატურად "ბნელი" ხდება. ამიტომ ერთადერთი არჩევანი, რომელიც Antifa ან სხვა უმცირესობათა ორგანიზაცია უტოვებს ადამიანს, ან არის ის რომ დადუმდნენ მათ რეპრესიულ მანქანაზე, ან გახდნენ ფაშისტები. თუ კი ფაშიზმის რესტავრაცია მოხდება, ეს იქნება ყველა ანტიფაშისტის დამსახურება. ფაშიზმს დამოუკიდებლად არ აქვს იმის რესურსი და ძალა, რომ ახლიდან აღორძინდეს, ხოლო ანტიფაშისტებს კი გააჩნიათ იმის ძალა, რომ მკვდარი გააცოცხლონ.




ზემოთ დაწერილი დამეხმარება იმაში, რომ განვავრცო თემა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ წამოიჭრა, ესაა სტიქიური უბედურება და ამ სტიქიურ უბედურებაზე წარმოქმნილი "ახალი საამყო თაობა".




"რევოლუცია ყოველთვის მიმართულია "მამების" წინააღმდეგ" ერიკ ჰოფერი.




საბჭოთა კავშირი დიდი ხანია დაინგრა და 1990-იანებში არავინ არ ფიქრობდა წარსულზე, ყველა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესს გადიოდა, მაგრამ 2000-იან წლებში იწყება ახალი პერიოდი, როდესაც საზოგადოებრივ და განსაკუთრებით ინტელექტუალური წრეებში იწყება აქტიურად მსჯელობა "საბჭოთა კავშირის გადაფასებაზე" და ამავე პერიოდში იწყება გარკვეული თაობის "ჩარეცხვა". ჩაირეცხა ძირითადად აკადემირუი და სახელოვნებო ელიტები, რომლებსაც გარკვეული წარმატება ჰქონდათ საზოგადოებრივ საქმეს მოაცილეს. ხრუშჩოვის შემდეგ კვლავ დაიწყო სტალინიზმთან ბრძოლა, ვისაც ოდნავი სიმპატია ჰქონდა სტალინისადმი, იდეოლოგიურ მტრად გამოცხადდა და ავტომატურად მარგინალიზაცია განიცადა. ამის პარალელურად, ფუნდამენტურ საკითხებში არაფერი განსაკუთრებული არ შექმნილა. ეს იყო გარკვეული შური, წინა თაობისადმი, ძველი იმიტომ ჩარეცხეს, რომ ახალს ვერ ქმნიდნენ. აი ამ პროცესის კულმინაცია, იყო სტიქია და ახალი "საამყარო თაობის" გამოჩენა, რომელსაც არ შეუძლია გადაიღოს ისეთი ფილმები, როგორიც 70-80-იან წლებში ვიღებდით, მაგრამ შეუძლია სტიქიით შედეგად დაბინძურებული ქალაქი დაასუფთავოს. რა თქმა უნდა აქ ვუტრირებ და შეიძლება სულ არ იყოს მოსატანი ერთმანეთთან მაღალი კულტურული ღირებულებების შექმნა და ქალაქის დასუფთავების დიქოტომია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ ერთის ხარჯზე, მეორის გაფეტიშება დაიწყო.







"სიმულაცია, არ არის ორგანული, ის გარეგანი მიმბაძველობაა" მ.მამარდაშვილი







"საამაყო ახალ თაობაზე" გამოიკვეთა ერთი რამ, ესაა კულტურული კლასიფიკაცია. გაივლო გარკვეული მარკერი იმ ადამიანებს შორის, ვინც მივიდა და ვინც არ მისულა სტიქიის შემდეგ დასახმარებლად, ეს არ იყო მხოლოდ აქტი კატასტროფის შემდეგ აღდგენით სამუშაოში მონაწილეობისა, ეს იყო გარკვეული კულტურული საზღვრების გავლების აქტი. ამას სწრაფი რეაგირება მოყვა ჩვენი ლიბერალი ელიტებისგან, რომლებმაც იმ წამსვე დაიწყეს ახალი თაობის გაფეტიშება. მაგრამ რა იყო გასაფეტიშებელი? უბრალოდ, სამოქალაქო აქტი, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში უბრალო აქტად დარჩებოდა, რომ არა თაობათა შორის კიდევ ერთი ბზარის გაჩენის სურვილი. ამ აქტს, აუცილებლად მოყვება თაობათა შედარებაზე საუბარი და "უკეთეს ახალ თაობის" ფეტიშიზაცია გაგრძელდება.




"ახალი თაობა" ამ შემთხვევაში არის ინდუსტრიალური და პოსტინდუსტრიალური საზოგადოების სიმულაცია. მეტიც, ისინი ავლენენ ამ შემთხვევაში ვებერისეულ "პროტესტანტულ ეთიკას", ინდუსტრიისა და შრომის გარეშე. მოდერნული საზოგადოება 90-იანებს ჩაბარდა, ინდუსტრიული ადგილები გაქრა, სამუშაო ეთიკაც გაქრა, მაგრამ აი ამ ნანგრევებზე გაჩნდა რაღაც ფორმები, რომლებიც ახასიათებს საზოგადოებათა იმ ნაწილს, რომელიც დასავლეთს სიმულირებს. აქ შემოვიტან ცივილიზაციურ თეორიას, 90-იანებში ცესტერნიზაცია, გლობალიზაციის გარდაუვალ შედეგად იყო მიჩნეული, მაგრამ თუ ცივილიზაციურ თეორიებთ განვიხილავთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლური ცივილიზაცია არის ერთერი ცივილიზაცია და არა ერთადერთი. საკმაოდ ძველი დებულებაა, რომ სამყაროს მართავს იდეები, სხვა დანარჩენი, მხოლოდ ამ იდეების მექანიკური შემსრულებლები არიან, ასე რომ სამყაროს რეალური მართველები არიან ფილოსოფოსები, თეოლოგები და იდეოლოგები. იდეა ზოგადად ექსპანსიონური რამაა, თუ კი იდეების უკან საკმაოდ დიდი რესურსია, მისი ექსპანსია სწრაფად ხორციელდება, დღესდღეობით იდეების შემოქმედი დასავლეთია, რომელიც დანარჩენ სამყაროზე ახდენს იდეოლოგიურ ექსპანსიას.




ადრე facebook-ზე სტატუსად მეწერა, დასავლური ცივილიზაციის რასიზმის შესახებ და მინდა ის უბრალოდ აქ მოვიშველიო:







"პირველი რასისტები, არა გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები, არამედ ლიბერალები იყვნენ, მაგრამ გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი აღმოჩნდა დიდი შავი ლაქა, ამის შემდეგ დასავლურ ლიბერალურ სამყაროში რასიზმი გადადის სუბლიმინაციურ მდგომარეობაში.. სახელმწიფოები, რომლებიც დასავლური კულტურის მიხედვით არ მიიჩნევა ცივილიზაციურ, დემოკრატიულად, მათი სუვერენიტეტი რეალურად არაფერს არ ნიშნავს დასავლეთისთვის, ხოლო ის ვინც ველურ მდგომარეობაში არის (ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში დაყვეს ევროპელებმა კაცობრიობა სამ კატეგორიად: ველურებად, ბარბაროსებად და ცივილიზებულ ადამიანებად, ველურებში - შავკანიანები მოიაზრებოდა, ბარბაროსებში - ყვითელ და უფრო მუქ კანიანები და ცივილიზებულებში კი აუცილებლად თეთრ კანიანები). მარქსიც კი მიიჩნევს, რომ ცივილიზებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიპყრონ ველური და ბარბაროსული ქვეყნები და მოახდინონ მათი გაცივილიზირება (ევროცენტრისტული მიდგომები).. 1945 წლის შემდეგ რასიზმმა სახე შეიცვალა, ჩვენ აღარ ვამბობთ შავკანიანი, ყვითელკანიანი და თეთრკანიანს, მაგრამ ველურობის, ბარბაროსობის და ცივილიზაციურობის მოდელი დავტოვეთ. აქედან გაჩნდა ასევე ტერმინი "მესამე სამყარო" - ანუ ადგილი სადაც ბარბაროსები და ველურები ცხოვრობენ.. ბარბაროსების დამოუკიდებლობა შეზღუდული უნდა იყოს (როგორც ეს არაბების შემთხვევაში ხდება), ხოლო ველურების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ფიქციაა (აფრიკის შემთხვევაში).. აქედან გამომდინარეობს ის პოლიტიკაც, რომ არა დემოკრატია, არამედ მართველობის ვესტერნული სისტემებია მხარდაჭერილი, ხოლო არავესტერნული სისტემებს კი დიდი საფრთხე ემუქრებათ.. ამიტომაა, როცა აშშ მხარს უჭერს პროამერიკულ ავტოკრატებს, არავესტერნიზებულ დემოკრატიების (ირანი) წინააღმდეგ... თანამედროებამ მოაცილა ყველა რასისტული მარკერი, მაგრამ აზროვნება, საერთაშორისო პოლიტიკა და ა.შ დატოვა რასისტული. ანტიკოლონიალიზმიც შეიცავს რასიზმს და ამას ჩვენ თავზეც ძალიან კარგად ვხედავთ, როდესაც ვესტერნიზებული ელიტები ცდილობენ ისეთივე სახელმწიფოს შექმნას, როგორიც დასავლეთშია, რომ ჩაეწერონ ცივილიზაციის იმ გაგებაში, რაც დასავლეთშია, ამიტომ მათ უწევთ უფრო მეტი დათრგუნვა და ჩაგვრა საკუთარი მოსახლეობის. ამ ბრძოლის მთავარი მიზანია, რომ უკვე დაამტკიცო რომ აღარ ხარ ბარბოსი (ანუ არა ვესტერნიზებული).. ეს სისტემა მთლიანად რასისტულია, რადგან სხვა ალტერნატივებს არ ტოვებს, გარდა იმ მოდელისა რაც ზემოთ დავწერე..."







ამ იდეიდან გავაგრძელებ მსჯელობას ჩვენ "ახალ საამაყო თაობაზე", რომლის გაფეტიშება ხდება ჩვენი ელიტების მიერ, რომლებიც დასავლეთს სიმულირებენ და რომელიც თავისთავში უპირისპირდება ადგილობრივ კულტურას, რომელიც ჩვენი ვესტერნიზებულ ელიტების მიერ ითვლება "ჩამორჩენილად". ჩემმა მეგობარმა, იმ ახალგაზრდებზე რომლებიც ამ საქმიანობაში იყვნენ ჩართული მითხრა, ეს ისეთი ტიპის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ქართულ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სიმპატიებს არ იმსახურებსო. ამ აქტით იგრძნობა კულტურული მდუმარე დაპირისპირება, რომელიც რამოდენიმე ხანში სხვა ფაზაში შევა.




აქ ორი რამეა ერთმანეთისგან გასამიჯნი: 1) ახალგაზრდების მოხალისეობა საკუთარი ქალაქის დასუფთავება-მოწესრიგებაში და 2) ამ აქტის ფეტიშიზაცია. მე პირველს მივესალმები, მაგრამ აქ პირველი აქტი აბსოლუტურად იკარგება თუ კონტექსტურად არ განვიხილავთ მას, კონტექსტი კი რაც ამ ფაქტს მოყვება, არის ძალიან საშინელი და შეიცავს მთელ რიგ ჩაგვრის ელემენტებს, დაწყებული კულტურული ჩაგვრიდან, დამთავრებული სოციალური ჩაგვრით.


"როდესაც უყურებ უფსკრულს, უფსკრული გიყურებს შენ" ნიცშე







დავუბრუნდეთ პირველად დაწყებულ დიალოგს ფაშიზმის "აქ და ახლა" ყოფაზე. საქართველოში, როგორც ზემოთ დავწერე საბჭოთა კავშირის გადაფასება 2000-იანებიდან იწყება, ლიბერალური ელიტის მიერ. ლიბერალიზმი არის ერთადერთი ძალა, რომელიც ბოლშევიზმს "აქ და ახლა" ამყოფებს, ის არ აძლევს საშუალებას ადამიანებს თუნდაც მშვიდად შეაფასონ საბჭოთა ისტორია, ის მსგავს საშუალებას არ იძლევა. ერთადერთი რისი საშუალებაც ადამიანებს რჩებათ, ლიბერალური ტოტალიტარიზმის წინაშე არის მიუბრუნდნენ სტალინიზმს. სტალინიზმი სხვა სახით აუცილებლად დაბრუნდება ამ დისკურსის ჰეგემონიის შემთხვევაში, რადგან აქ საშინელ დეკონსტრუქციასთან გვაქვს საქმეს, ვისაც ებრძვიან ლიბერალები, სწორედ ისინი ცოცხლდებიან და ისინი გარდაცვლილებს ებრძვიან.