Thursday, January 7, 2010

ქართული გეოპოლიტიკური ტრადიციები

საქართველოს წარსულიდან გამომდინარე ის შეეჩვია იმპერიათა შორის არსებობას და გამოიმუშავა გარკვეული საგარეო პოლიტიკური ტრადიცია. საქართველო არსებობდა ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც მისი მეზობელი სახელმწიფოები იმპერიები იყვნენ. Aმიტომ, ის თვითგადარჩენისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ცდილობდა იმპერიებს შორის გაება ურთიერთობა და ორივე იმპერიის ინტერესები გამოეყენებინა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის დასაკმაყოფილებლად. საქართველოს ისტორია ეს გარკვეულწილად არის ისტორია პატარა ქვეყნისა, რომელსაც გამუდმებით უწევს ლავირება ორ ან რომედენიმე იმპერიას შორის. ქართლის პირველ მეფის ფარნავაზის ისტორიაც გარკვეულწილად დაკავშირებულია ასეთი სახის დაპირისპირებასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორ უცხო სახელმწიფოს შორის. აზო წარმოადგენდა პონტოს სამეფოს ინტერესების გამტარებელს აღმ. საქართველოში, ხოლო ფარნავაზი კი წარმოადგენდა სელევკიდების სამეფოს ინტერესების გამომხატველს. ქართლის სამეფო შეიქმნა ორი უცხოური სამეფოს ინტერესების დაპირისპირების შედეგად.
საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განსაზღვრა საქართველოს ისტორია. ქრისტიანული რელიგიის გამოცხადება მირიან მეფის მიერ სახელმწიფო რელიგიად, ქართველი ისტორიკოსთა ნაწილი უკავშირებს გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. ეს კერძოდ უნდა ყოფილიყო ნაბიჯი ირანული სივრციდან გამოსვლის და რომაულ სივრცეში შესვლის გზაზე. ქრისტიანობის მიღებაც და დამკვიდრებაც, მათი აზრით, გარკვეულწილად ქართული პოლიტიკური ელიტის ინტერესში შედიოდა.
თავიდანვე აღნიშვნის ღირსია ერთი გარემოეობა. კერძოდ ის, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოზე კონტოლის დამყარება, (პირველ რიგში მისი გეორგრაფიული მდებარეობის გამო) ნიშნავს ავტომატურად რეგიონში მდებარე მეტოქე სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას. საქართველოში ყოველთვის იდგა ერთიანობის პრობლემა, და ბევრი ისტორიკოსი ამ საკითხს განიხილავს როგორც შიდა ფეოდალური სისტემის არამდგრადობის და არასრულყოფილების შედეგს. რაც, რა თქმა უნდა გარკვეულწილად მართალიცაა. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართული სამეფოს დაშლილობა დიდწილად განპირობებული იყო ასევე საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობით. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არსებობდა ეგრისის სამეფო, რომელიც რომის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ქართლის სამეფო კი სპარსეთის გავლენის ქვეშ იყო. მსგავსი დაყოფა ქართული მიწის გარკვეულწილად ამ ორ იმპერიას შორის ძალთა ბალანსის დაცვას ემსახურებოდა, რათა არც ერთს არ ჰქონოდა უპირატესობა მეორეზე. საქართველოს შესაბამისი დაყოფა ორ სამეფოდ იყო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამომხატველი.
ქართული გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ქართლი ელიტის დამოკიდებულება უცხო იმპერიებს მიმართ. ქართული პოლიტიკური ელიტა არასდროს არ ყოფილა ან პროირანული ან პრორომაული, ან პროოსმალური და ა.შ ის ყოველთვის იყენებდა უცხო ძალას საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამის უამრავი მაგალითი არსებობს: გუბაზ მეფის, ვახტან გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის და თავად ერეკლე II-ის პოლიტიკა. ისინი ცდილობდნენ გარე ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ დაეპირისპირათ საქართველოს გულისთვის. ამით ისინი იმყარებდნენ საკუთარ სახელისუფლო პოზიციებს ქვეყნის შიგნით, აიძულებდნენ რა მათზე ძლიერ ქვეყნებს ანგარიში გაეწიათ მათთვის. სწორედ ასეთი ქცევა წარმოადგენს ქართული საგარეო-პოლიტიკურ ტრადიციას. ასე რომ ქართული პოლიტიკური ელიტის მიზანი იყო, რაც შეიძლება მწვავე ყოფილიყო დაპირისპირება საქართველოსთვის ორ ან სამ მოქიშპე დამპყრობელს შორის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული გეოპოლიტიკისა არის ასევე ქართველების დამოკიდებულება ცივილიზაციისადმი. ყველა ერი ირჩევს ისეთ მოკავშირეს, რომელთანაც მას აკავშირებს მსგავსი ღირებულებრივი სისტემა. ანუ მოკავშირეს უნდა გააჩნდეს მსგავსი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიურ-მსოფლმხედველობითი თუ სხვა ღირებულებები. საქართველოს საგარეო პოლიტიკას ხშირად განსაზღვრავდა რელიგიური ფაქტორი. ქართული საგერო პოლიტიკა ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ორიენტირებული იყო ქრისტიანულ სახელმწიფოებზე, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა კიდეც საქართველოს დაახლოება რუსეთთან.
რუსეთის მართმადიდებლობა იქცა განმსაზღვრელ ფაქტორად, რომელმაც განაპირობა საქართველოს და რუსეთის დაახლოება მე 17-18 საუკუნეებში.
შემდეგ ღირებულებების ცვლა. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გავრცელება ჰპოვებს სოციალდემოკრატიული და კომუნისტური იდეოლოგიები, რაც მეტწილად განაპირობებს ქვეყნის გასაბჭოებას და კომუნისტური რეჟიმის დამყარებას.
1990-იან წლებში იწყება „ეროვნული მოძრაობის“ პეროდი. Aამ დროისთვის, ქართველებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერსო ხდება დასავლური ლიბერალური ღირებულებები. საქართველო მალევე ღებულობს დამოუკიდებლობას. მყარდება და სულ უფრო მტკიცდება კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან. ქართველები უკვე საკუთარ თავს მიიჩნევენ ევროპული კულტურის ნაწილად და სურთ გადაიღონ ის ღირებულებები, რომლებიც დომინირებენ დასავლურ ცივილიზაციაში. იმავდროულად ქართულ საზოგადოებაში იწყება ძიება იმ საგარეო-პოლიტიკური მოდელის, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს სასარგებლო ქვეყნისთვის.
საინტერესოა ამ მხრივ, ქართველი მკვლევარების აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გენერალური ხაზი ქართული გეოპოლიტიკაში. 1992 წელს ქართველმა პოლიტოლოგმა ირაკლი მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა სტატია „საქართველო და კავკასიური პოლიტიკა“, რომელშიც მან გაანალიზა კავკასიის ისტორია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისტორიულად ყოველთვის, როდესაც კავკასიაში ადგილი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტს, მაშინ ეს რეგიონი ეფლობა ქაოსში და ომებში. მისი აზრით, იმისთვის, რომ კავკასიაში დამყარდეს სტაბილურობა, საქართველომ, ისევე როგორც რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა აუცილებელია დააბალანსონ სხვადასხვა დიდი მეზობელ სახელმწიფოთა ინტერესები. მისი აზრით, საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად უნდა უზრუნველყო რუსული კაპიტალის რაც შეიძლება უპრობლემო გადაადგილება თავის ტერიტორიაზე ირანის მიმართულებით, და ასევე ის უნდა შეძლებისდაგვარად გამხდარიყო რუსეთის პლაცდარმი, რათა ამ უკანასკნელს შეძლებოდა აქტიური პოლიტიკის გატარება წინა აზიაში. მისივე კონცეფციის მიხედვით, საქართველოს უნდა უზრუნველყო თურქეთისთვის მისი საგზაო-საკომუნიკაციო კავშირი აზერბაიჯანთან, ხოლო ირანს კი უნდა დახმარებოდა ევროპაში ნედლეულის გატანაში. ბატონ ი.მჭედლიშვილის მოსაზრებით, თუ კი საქართველო და სხვა კავკასიური სახელმწიფოები შეძლებდნენ მეზობელ დიდ სახელმწიფოების ინტერესთა ერთმანეთის მიმართ ჰარმონიაში მოყვანას, მაშინ საქართველოში და ზოგადად კავკასიაში სტაბილურობა და სიმშვიდე დაისადგურებდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელი ლიდერის ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკაც გარკვეულწილად აქეთკენ იყო მიმართული.
თუმცა 2003 წლისთვის პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და მის ირგვლივ არსებითად შეიცვალა. არც შეერთებულ შტატებს და არც რუსეთს უკვე აღარ აწყობდათ საქართველოს პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა ბალანსირებას ამ ორი ზესახელმწიფოს ინტერესებს შორის. ამან თავის მხრივ განაპირობა საქართველოში 2003 წელს ვარდების რევოლუცია. მის განხორციელებაში აქტიური როლი ითამაშა სხვადასხვა უცხოურმა ძალამ. შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა უფრო რადიკალი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი.

ამერიკის გეოეკონიმიკური პოლიტიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ნავთობით და გაზით მდიდარ რეგიონებში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები. ეს იყო შუა აზიისა და ამიერკავკასიის სახელმწიფოები.
ბუნებრივია, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანი იყო ნედლეულის დასავლეთში გატანის საკითხი. 1993 წელს, როდესაც დამტკიცდა თრასეცცა - ს პროექტი, მისი რეალიზების ფარგლებში ერთამენეთის პარალელურად იხილებოდა რამოდენიმე მარშრუტი, რომლებითაც გახდებოდა შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში ნავთობის გადაზიდვა. მაშინ პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ნავთობის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. ამერიკელ ექსპერტთა მტკიცებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობდა საბჭოეთისგან განთავისუფლებულ სახელმწიფოებს მოეპოვებინათ სრული ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, აგრეთვე მომხდარიყო მათი დაახლოება ევრიპის სახელმწიფოებთან.
გავლენის სფეროების გადანაწილებაში უდიდესი როლი გეოეკონომიკურ პოლიტიკას დაეკისრა. პოსტსოციალისტური სივრცე აუთვისებელი იყო დასავლური კაპიტალის მიერ, რის გამოც ის სწრაფად მოექცა მათი გეოეკონომიკურ სტრატეგიის ორბიტაში. სამხრეთ კავკასია, რომლის გეოპოლიტიკური მდებარეობა მრავალფეროვანი ინტერესების გადაკვეთის სფეროს წარმოშობს, ბუნებრივია, არ დარჩებოდა დასავლეთის და არა მხოლოდ დასავლეთის ინტერესების მიღმა. კავკასია, და კერძოდ, სამხრეთ კავკასია, ყოველთვის იყო რეგიონალური სახელმწიფოების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესის სფერო. უფრო ადრე ამ რეგიონში სახალიფო, ბიზანტია, რომი და სხვები ბატონობდნენ. რუსეთის მიერ პოზიციების შესუსტებასთან ერთად, გავლენის სფეროების ზრდა ამიერკავკასიის მიმართულებით, განაახლა ასევე თურქეთმაც.
დასავლეთისთვის ცხადია, რომ ეკონომიკური მიზნების მიღწევა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, უზრუნველყოფს მათი გავლენის სფეროების ზრდას რეგიონში და ხელს შეუწყობს პოზიციების გამყარებას კასპიის ყურის ქვეყნებსა და ევვრაზიის სამხრეთ საზღვრებზე.
დასავლეთისთვის ასევე ნათელია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ღიად და არაორაზროვნად აღინიშნა, რომ ეს რეგიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესის ზონაა. სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ინტერესს განსაკუთრებულ აქტუალობას და სიმძაფრეს სძენს რეგიონში არსებული ნავთობის ხარისხი და რაოდენობა.
კასპიისა და ცენტრალურ აზიის ნახშირწყალბადის რესურსებისადმი ინტერესი დამატებით სტიმულს აძლევს დასავლეთს, მონაწილეობა მიიღოს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით, ისინი მონაწილეობენ კავკასიაში არსებული ეთნიკური და სეპარატისტული კონფლიქტების დარეგულირებაში. დასავლეთის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
განსაკუთრებით დიდ აქტივობას რეგიონში ავლენს აშშ. ამას მოწმობს ამერიკასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ხელმოწერილი არაერთი დოკუმენტი. გეოეკონომიკური სტრატეგიის რეალიზაციაში უდიდეს როლს გიგანტი ამერიკული კორპორაციები ასრულებენ.
კასპიის ნავთობისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო აშშ-მა გამოყვეს საგარეო პოლიტიკის ცალკე მიმართულება. შეიქმნა კერძოდ პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში ცალკე განყოფილება, რომელიც კურირებს ნავთობის კონტროლს. პოლიტიკური პროეცესების განვითარებაზე დაკვირვებას და ნავთობის მარაგების შეფასებას ახორციელებს აშშ-ის სადაზვერვო უწყების განსაკუთრებული ქვეგანყოფილება, რომლის ასევე ახორციელებს რეგიონის ფართელმასშტაბიან მონიტორინგს.
აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, აზერბაიჯანული საბადოები შეიცავენ დაახლოებით 11 მილიარდ ბარელს და ბუნებრივი გაზს დაახლოებით 4 მლიარდ კუბური მეტრის ოდენობით. ნავთოიბის საერთო რეზვერი მიახლოებითი შეფასებით აღწევს 100-200 მილიარდ ბარელს, და ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელ ჩრდილო ამერიკის მარაგი. რეგიონის მთლიანი გაზის მარაგი საერთო შეფასებით უნდა იყოს სადღაც 7,9 ტრილიონი კუბური მეტრი. აშშ-ის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მოცემულ რეგიონში კავკასიის და ცენტრალურ აზიის რეგიონებში წარმოადგენს (ფორმულიერბული და გამზადებული იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 2001 წლის დოკუმენტში: „აშშ-ს ნაციონალური ენერგეტიკის პოლიტიკაში“) ხელშეყობა ამ სუვერენული სახელმწიფოებისადმი, რათა მათ შეძლონ უპრობლემოდ ურთიერთობა დასავლეთის სახელმწიფოებთან. Aამ პოლიტიკის პრიორიტეტებს განეკუთვნება ასევე, რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატის შექმნა, გაზსადენების და ნავთობსადენების გაყვანა და რუსული პოლიტიკური გავლენის შემცირება.
იმისთვის, რათა აშშ-მა დააწესონ კონტროლი კასპიის ენერგორესურსებზე, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება „კასპიის სტრატეგიის“ დამუშავება, რომელშიც ჩართულია რამდენიმე ასეული პროგესიონალი. ამ კონცეფციაზე მუშაობენ ასევე კონგრესში და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ამაში ჩართულია ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი, არასამთავრობო ფონდი და ორგანიზაცია. მათი ოფიციალური წასრმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პოლიტიკის მიზანია – ამ რეგიონებში არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობის განმტკიცება, საბაზრო ეკონომიკისთვის აუცილებელი ინსტიტუტების შექმნა, რეგიონალური კონფლიქტების ალბათობის შემცირება, მათი კავშირების და ურთიერთობების განმტკიცება და გაღრმავება ინდუსტრიულ განვითარებულ ქვეყნებთან. თუმცა აშშ-ის მთავარ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს მაინც ენერგორესურსების ტრანსპორტირება რეგიონიდან და ამ ტრანსპორტირების უსაფრთხოება. ეს კი თავის მხრივ, კარნახობს იმის აუცილებლობას, რომ უნდა მოხდეს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორის, რომ მომავალში სავარაუდოთ ენერგომოხმარება მსოფიოში მკვეთრად გაიზრდება, ალტერნატიული ენერგიის წყარობი კი ჯერჯერობით ვერ ცვლიან სრულფასოვნათ ნავთობს. ზოგიერთი ექსპერტის პროგნოსის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა 2015 წლისთვის 2000 წელთან შედარებით 100% გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შეშფოთებას იწვევს სპარსეთის ყურეში მდებარე სახელმწიფოები და ამ სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკური ტენდეციები. ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ დღეს-დღეობით მსოფლიოში ნავთობის ძირითად ექსპორტიორებს. როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, შესაძლებელია რომ მომავალში ნავთობი უცხო სახელმწიფოებმა შანტაჟის მექანიზმად გამოიყენონ. მთლიანად კავკასიის ზონის განვითარება კი დაამატებს კიდევ მსხვილ წყაროს ნავთობის მსოფლიო მიწოდებაში და გაამყარებს საყოველთაო უშიშროებას.
ამ კონტექსტში აშშ-ის ძალისხმევა კონცენტრირდება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების პრობლემის გადაჭრაზე. კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ათვისებაში უკვე ჩართულია ისეთი მსხვილი ამერიკული კონპანიები როგორებიც არიან: „ექსონი“, „შევრონი“, „იუნოკალი“, „არკო“, „პებზიული“, „დელტაოილი“ და სხვები. ისინი მონაწილეობენ რეგიონის ნახშირწყალბადის რესურსების ათვისების თითქმის ყველა მსხვილ პროექტში. ზოგიერთ უმსხვილეს კორპორაციაში ფუნქციონირებს სპეციალური განყოფილება, რომელთა ამოცანაში შედის კასპიის ზღვის პრობლემების შესწავლაც.
როგორც აშშ-ის ხელმძღვალელობა, ისე ამერიკული ნავთობის და გაზის კორპორაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ევრაზიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანზიტი, არამედ მნისვნელოვანი სასარგებლო ნედლეულით მდიდარი ცენტრალური აზიის ფაქტორიც ფიგურირებს. თვით აზერბაიჯანის პოლიმეტალური წიაღისეული საბადოების დაზვერვას, რომელთა საერთო მარაგი, შეფასებით 400 ტ ოქრო, 2,5 მლ ტონა ვერხლი და 1,5 მლ ტ სპილენძია, დამუშავების 40% ხარჯებს კისრულობს ამერიკული მხარე.
ამერიკის კომპანიების ეკონომიკური მიზნები გადაჯაჭვულია აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციასთან. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის ბუნებრვი სიმდიდრის გადასაზიდად უმოკლესი და ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი გზა გადის ირანზე, სპარსეთის ყურემდე. ცხადია, რომ შეერთებული შტატებისთვის არ არის დასაშვები მაჰმადიანურ სამყაროზე ასეთი ძლიერი ენერგეტიკული დამოკიდებულება. არც ჩრდილოეთის (რუსეთის) ვარიანტიც არის მისთვის ბოლომდე მისაღები. ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება მისი მხრივ ექცევა სამხრეთ კავკასიურ ვარიანტს. აშშ-მა დიდი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 2,4 მლრდ დოლარიანი პროექტის რეალიზებაში, რომელშიც პირადათ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტს ბ. კლინტონს მიუძღვის დიდი როლი.
შეერთებული შტატებისგან მომავალში უნდა ველოდოთ სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც იგი აწარმოებდა აქამდე, ანუ ენერგომატარებლების ტრანსპორიტების ინფრასტურქტურის განვითარებას და მის კიდევ უფრო აქტიური ჩაერევას ამ პროცესებში. რუსეთი კი, რომელიც ხშირად იყენებს შანტაჟის იარაღად ენერგორესურსების ფაქტორს, ასეთ შემთხვევაში, იძულებული იქნება შეეგუოს ასეთ ვითარებას, როცა ის უკვე აღარ იქნება ერთპიროვნული განმკარგავი კასპიის და შუა აზიის ენერგორესურსების და ამ რესურსების ტრანსპორტირების და როცა დასავლეთი სრულად განთავისუფლდება მისი ენერგო-შანტაჟისგან.

გზაჯვარედინი „ამერიკა-რუსეთუი-საქართველო“

-=საბჭოთა კავშირის დაშლამდე და ახალი დამოუკიდებელ ქვეყნების სუვერენიზაციამ ძირეულად შეცვალა მსოფლიოში არსებული წესრიგი, კარდინალურად შეიცვალა სიტუაცია კასპიის ზღვის რეგიონშიც. რუსეთს და ირანს, რომლებიც ასწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდნენ კასპიის რეგიონის ბედს, დაემატათ აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ყაზახეთი, რითაც საფუძველი დაედო რეგიონის განვითარების ახალ ისტორიულ ეტაპს. სსრ კავშირიდან გამოსული კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები იმთავითვე წამყვან სახელმწიფოთა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ.
ეს ახლად ჩამოყალიბებული ქვეყნები, ისევე როგორც ირანი, თურქეთი და რუსეთი იწყებენ საკუთარი რეგიონალური პოლიტიკის გატარებას, თუმცა გეოპოლიტიკური ვაკუმი ჯერ კიდევ არსებობს, რადგან იმთავითვე თავის დომინირებულ პრეტენზიებზე მიანიშნა დასავლეთმა. ერთადერთი გამაერთიანებელი იდეა, რომელიც თითოეული ქვეყნის ყურადღებას იქცევდა და იქცევს, ეს არის ნავთობი და გაზი, რომლებიც წარმოადგენენ აბსოლუტურად ლიკვიდურ საქონელს და მოთხოვნით სარგებლობენ ნებისმიერი ეკონომიკური კონიუნქტურის პირობებში. ეს არის ნედლეული, რომელზეც დიდათ არის დამოკიდებული თანამედროვე ეკონომიკა. მათი მნიშვნელობა მსოფლიო პოლიტიკაში თავიანთი მარაგების ამოწურვასთან ერთად, სულ უფრო იზრდება. შესაბამისად, ნათელია ის მჭიდრო კავშირი, რომელიც არსებობს საერთაშორისო ურთიერთიობებსა და ენერგოუსაფრთხოების პრობლემას შორის. ჯერ კიდევ 10 წლის წინ კავკასია ცენტრალურ აზიის ქვეყნებთან ერთად მხოლოდ სსრკ-ის ნაწილი იყო. ტერიტორია, რომელზეც კონსოლიდირებულია დიდძალი ნედლეული, ექცევა სხვადასხვა რეგიონალური თუ დიდი სახელმწიფოების ინტერესების სფეროში. აშშ-მა ეს რეგიონი თავისი საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებად გამოაცხადეს.
სტრატეგიული გეგმების ჩარჩოებში აშშ აფართოებს თავის გავლენას როგორც მახლობელ აღმოსავლეთში, ასევე კავკასიაში და კასპიისპირეთში. აშშ-ის რეგიონში შეღწევა და საკუტარი პოზიციების გამყარება განისაზღვრება მრავალმხრივი თანამშრომლობითი პოლიტიკით როგორც საკუთრივ რეგიონის ქვეყნებთან, ისე მის მოსაზღვრე სახელმწიფოებთან (მაგალითად, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან. მართალია, საქართველოს არ გააჩნია გასასვლელი კასპიის ზღვაზე, მაგრამ საყურადღებოა მისი ხელსაყრელი სატრანზიტო გეოგრაფიული მდებარეობა). ამ მხრივ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა დიპოლომატიური და წარმომადგენლობითი დელეგაციების გაცვლებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ მცირე დროში მოახერხა როგორც დიპლომატიური, ასევე ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება რეგიონის სახელმწიფოებთან. უცხოურმა და უპირველყოვლისა, ამერიკულმა კაპიტალმა გამოაცოცხლა რეგიონის განვითარებადი ეკონომიკა, რომელიც გარკევულ ეტაპზე დამოიკდებული იყო რუსეთის ეკონომიკაზე. ეს უკანასკნელი მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში, სულ უფრო და უფრო კარგავდა თავის პოზიციებს.
სსრკ კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, რუსეთი ძირითადად საკუთარი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემით იყო დაკავებული და, შესაბამისად, დიპოლომატიური სტრატეგიაში პირველობა დასავლეთს დარჩა. სწორედ ეს განსაზღვრავდა მოგვიანებით რეგიონში, ერთის მხრივ, შეღწევის (აშშ), მეორე ხმხრივ „თავდაცვით“ (რუსეთი) პოლიტიკას, რაც რიგი უსიამოვნო პრეცენტენტებით და ხშირად კონფლიქტებით მთავრდებოდა. (ამჟამად, აქ მოაქმედი კონფლიქტური კერებია ყარაბახი, აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ჩეჩნეთი, რომლებიც ვაშინგტონის ყურადღების მიღმა არ რჩება). სწორედ რუსეთის უნიათო საგარეო პოლიტიკის წყალობით, აშშ იქცა კავკასიაში, ცენტრალურ აზიასა და კასპიის რეგიონში წამყვან გეოპოლიტიკურ სუბიექტად.
რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და რუსეთის ეკონომიკური და კულტურული კავშირების შესუსტებას, შესაბამისად, დასავლურ პოზიციების გაძლიერებას, ის ეტაპობრივად ხორციელდებოდა. ამის ერთ-ერთი ძირითად სტიმულატორად კი ამ ქვეყნებში მოსახლეობის ცხოვრების ეკონომიკის კატასტროფული დაცემა იქცა. ამ უკანასკნელმა ხელი შუეწყო რეგიონის ხალხებში პროდასავლური ხედვის გაძლიერებას - დასავლეთიდან ისინი გაცილებით დიდი დახმარებას იღებდნენ, ვიდრე იგივე რუსეთისგან. ამას დაემატა მრავალპარტიული სისტემის ფორმირება. და ბოლოს, ამ რეგიონში შექმნილია სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ეკონომიკურ ინტერესებით განისაზღვრება. ვაჭრობა, იმ სახით, რა სახითაც იგი არსებობს, ობიექტური გარემოებებით გამოწვეული მოვლენაა. უფრო მეტიც, ის არის საგარეო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელოვანი ფაქტორი. მთავარი კი ისაა, ვინ რით ივაჭრებს - საქართველოს აქვს ზღვა, აზერბაიჯანს ნავთობი და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ ამერიკული პოზიციების გამყარებას დიდათ შეუწყო ხელი რუსეთის პასიურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელმაც ვაშინგტონს თავისი მიზნების წარმატებით რეალიზაციის საშუალება მისცა. მათი კლასიფიკაცია კი, ქართველი პოლიტოლოგის ვ. რჩეულიშვილის მიხედვით, შემდეგნაირად არის შესაძლებელი:
1) ამიერკავკასიისა და კასპიისპირა სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. მათი დისტანცირება რუსეთთან და აშშ-ზე დამოკიდებულების გაზრდა.
2) ენერგიის წყაროების საკუთარი პოტენციალის ზრდა და საჭიროების შემთხვევაში მისი დივერსიფიკაცია, შესაბამისად მართვისა და კონტროლის მაქსიმალური უზრუვნელყოფა.
3) ცალკეულ სახელმწიფოთა დასავლურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის უზრუნველყოფა, რაც ხშირად ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს;
4) აქ მოქმედი ამერიკული ნავთობკომპანიების მხარდაჭერა.
5) არსებული სიტუაციის შეცვლის მიზნით ირანზე ზეწოლა.
Fაქტობრივად, საუბარი არის რეგიონში აშშ-ის იმ პოლიტიკურ კურსზე, რომლის შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენს ეკონომიკური, ენერგეტიკული, გეოსტრატეგიული ინტერესები.
როგორც გეოპოლიტიკური სკოლები გვასწავლიან, არ არსებობს იზოლირებული რეგიონი, ყველა რეგიონი ერთმანეთთან კავშირშია. შესაბამისად, საქართელოს გეოპოლიტიკური სიტუაცია არ უნდა განვიხილოდ სხვა რეგიონებისგან განცალკევებულად. ვფიქრობ, აშშ-სთვის საქართველო არის იმ დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც ერთის მხრივ, ის ახორციელებს „ჰართლენდის“ ირგვლივ რკალის შექმნის მიზნით, ხოლო მეორეს მხრივ, პლაცდარმს ქმნის საქართველოში ირანზე და მახლობელ აღმოსაცვლეთზე კონტროლის დასამყარებლად. მესამე ასპექტს, აშშ-ის პოლიტიკის საქართველოს მიმართ, წარმოადგენს ენერგომატარებლებისადმი ინტერესი, ანუ აშშ-ებს საქართველო სჭირდება როგორც სატრანსპორტო გზა, რომლის საშუალებითაც ის მოახდენს კასპიის ზღვის ენერგორესურსების ტრანსპორტირებას.
აშშ-ს 1990-იან წლებამე არ გააჩნდათ განსაკუთრებული „კავკასიური პოლიტიკა“. ყველაფერი შეიცვალა სსრკ-ს დაშლის შემდეგ: აშშ-მა სუფთა ფურცლიდან დაიწყეს ურთიერთობის სისტემის შექმნა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და საქართველოსთან. ამისდა მიუხედავად შეერთებული შტატები დაკავებული იყო აღმოსავლეთ ევროპის ათვისებით და ნაკლებ ყურადღებას აქცევდა კავკასიის რეგიონს, რითაც რუსეთმა ისარგებლა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ყველაფერს აკეთებდა რომ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენა შეენარჩუნებინა. რუსეთი კარგად ხვდებოდა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიისა და კასპიისზღვისპირა რეგიონებს. ამიტომ ის პირველ რიგში ცდილობდა, ამ ქვეყნებში აერია სიტუაცია, და ამ გზით გაეზარდა საკუთარი გავლენა მანდ. საქართველოს მიმართებაში შეგვიძლია მაგალითის სახით მოვიყვანოთ ოსური სეპარატისტული მოძრაობა, რომლებსაც რუსეთი აღვივებდა. მსგავსი სეპარატისტული მოძრაობები, რომელთა უკან იდგა რუსეთი, მოქმედებდნენ საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. ამის გარდა, რუსეთს ჰქონდა საკუთარი დასაყრდენი საქართველოს სახელმწიფო ორგანოებში – ეგრედწოდებული საკუთარი “მეხუთე კოლონა”. როგორც შემდგომ გაირკვა, ამ ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო ყოფილი თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი. Nაწილობრივ რუსეთის მიერ ინსპირირებულმა ჯერ „თბილისის ომმა“ და შემდეგ ფართემასშტაბიანმა სამოქალაქო ომმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობა კინაღამ შეიწირა.
პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე საკუთარ მეუმარებში იხსენებს, რომ თენგიზ კიტოვანმა მისგან უკითხავად შეიყვანა ჯარი აფხაზეთში, რასაც მოჰყვა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. თავისთავად კონფლიქტის წამოწყება, რუსეთის ინტერესში შედიოდა, და ეს მან მოახერხა იმ ძალების მეშვეობით, რომლებიც გააჩნდა მას როგორც აფხაზურ ისე ქართულ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სტრუქტურებში.
1991 წლის 8 დეკემბერს ბელარუსიაში რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსიის მეთაურების მონაწილეობით, ხელი მოეწერა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის - „დსთ“ - შექმნას. მას იმავე წლის 10 დეკემბერს შეუერთდა 11 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა. არ შეუერთდნენ მას საქართველო, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. დსთ უნდა გამხდარიყო (და ეს ასეც მოხდა) რუსული გავლენის ორგანიზაცია – რაღაც სახის ახალი ლიბერალური სსრკ. საქართველოს უარი, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, რუსეთისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. საჭირო იყო საქართველოში ახალი არეულობა და ზეწოლა. 1993 წელს, როდესაც აფხაზეთში სიტუაცია კრიტიკული იყო, სამეგრელოში ჩამოვიდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. Aმან ახალი ბიძგი მისცა ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. Yველაფერი კი იმით დასრულდა, რომ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და იმის შიშით, რომ ზვიადის მომხრეები თბილისში შემოვიდოდნენ, ედუარდ შევარდნაძემ 1993 წლის 3 დეკემბერს ხელი მოაწერა დსთ-ში შესვლას. მან მოგვიანებით, რუსული ჯარების დახმარებით, მოხერხდა ზვიადის მოხმრეების დამარცხება და სამოქალაქო ომის დამთავრება საქართველოში.
1991 წლიდან 1994 წლებში რუსეთი სრულიად მართავდა კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. თუმცა ნელ-ნელა, რუსეთი კარგავდა მონოპოლისტის როლს კავკასიის რეგიონში. აშშ ინტენსიურად შეუდგა საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ჩაბმას დასავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს ქვეყნები გახდნენ ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) წევრები, და ნატოს პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილეები. ეს ნაბიჯები ისახავდა მიზნად რუსეთის გავლენის შემცირებას და ამიერკავკასიის ქვეყნების ჩართვას ევროინტეგრაციის პროცესში. ვკასიულ თუმცა ამერიკული პოლტიკა სამ ამიერკავკასიურ სახელმწიფოში განპირობებული იყო სხვადასხვა ფაქტორით: სომხეთთან ურთიერთობა გამყარებული იყო, ამერიკაში ძლიერი სომხური ლობის მეშვეობით. საქართველოსთან ურთიერთობაში - ედუარდ შევარდნაძისა ამერიკულ ელიტასთან ხელსაყრელი პოლიტიკური ურთიერთობებით. აზერბაიჯანთან ურთიერთობაში - ამერიკული ნავთობ კომპანიების დახმარებით, რომლებმაც დაიწყეს დიდი პროექტების განხორციელება ამ რესპუბლიკაში.
ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რუსეთის პოზიციების შესუსტება განპირობებული იყო ასევე, თავად რუსეთში და კერძოდ, ჩეჩნეთში დაწყებული ომით. ამ ომის პერიოდში, რუსეთმა მოადუნდა ყურადღება საქართველოს მიმართ, რითაც ისარგებლა ედუარდ შევარდნაძემ და მოიცილა ისეთი გავლენიანი პრორუსული ძალები, როგორებიც იყვნენ თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და იგორ გიორგაძე.
გარდა ამის სიტუაცია სრულიად შეიცვალა დასავლეთში, აშშ-მა მოახერხეს ლიტვა, ლატვია, ესტონეთის, ბულგარეთის, პოლონეთს, სლოვაკეთის, უნგრეთის და რუმინეთის შეყვანა ნატო-ში (ეს მოხდა 90-წლების დასასრულს). ამის შემდეგ შეერთებულ შტატებს მიეცათ საშვალება გააქტიურებულიყვნენ კავკასიაში და კასპიისზღვისპირა სახელმწიფოებში. ჯერ კიდევ 1994 წელს პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ მოიწონა გეგმა, კასპიის ზღვის ენერგორესურსების საქართველოს გავლით დასავლეთში ტრანსპორტირების შესახებ, ხოლო 1998 წელს კი დაიწყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი. რუსეთი ცდილობდა ხელი შეეშალა ამისთვის, 1998 წლის 9 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტზე ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული ტერაქტის მეშვეობით. ტერაქტის შემდეგ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს თავის მემუარებში, მას რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა დაურეკა. ე.შევარდნაძე იხსნებეს „ ტერაქტის მეორე დღეს თათბირს ვატარებდი, როდესაც თანამშრომელმა მითხრა, პირველ სართულზე უნდა ჩაბრძანდეთ, ელცინი გირეკავთო. ჩავედი და გავესაუბრე - გადარჩენა მომილოცა, მადლობა ვუთხარი. თბილად მომიკითხა და როცა ის იყო, გამომშვიდობება დავაპირე, მითხრა: „მოიცადე, ნუ ჩქარობ, საქმე მაქვს“. საუბარი კასპიის ზღვის ენერგომატარებლებს შეეხო. მითხრა, „ვიცი, თქვენ დაინტერესებული ხართ კასპიის ზღვის ნავთობის და გაზის ტრანსორტირებით დასავლეთის მიმართულებით. იცოდე, რომ ეს არ მოხდება საქართველოზე გავლით“. როცა ვკითხე, რატომ მეთქი, მიპასუხა: „იმიტომ, რომ ენერგომატარებლების ტრანსპორტირება მოხდება რუსეთის და არა საქართველოს ტერიტორიით“.
წმინდა პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება რუსეთის და შეერთებული შტატების პოლიტიკა რეგიონში. რუსეთს სურს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში გავლენის მოპოვება. ამასთან ერთად მისი სურვილია, კასპიის ზღვის ენერგორესურსების გატარება რუსეთის გავლით, რაც მას მონოპოლურ მდგომარეობაში ჩააყენებს და მისცემს საშვალებას, აწარმოოს „შანტაჟის პოლიტიკა“ დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. სწორედ ამის დაშვება არ სურს აშშ-ს, რომელიც ყველაფერს აკეთებს რეგიონში რუსული გავლენის მაქსიმალურად შემცირებისთვის, რაც საბოლოო ჯამში იწვევს გარდაუვალ დაპირიპისრებას.
2001 წლის 11 სექტემბერმა ქართულ-ამერიკულ და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში დიდი გარდატეხა შეიტანა. აშშ-ში განმტკიცდა პატრიოტიზმი, ეროვნული სიამაყე, ერთიანობის შეგრძნება. ამავე დროს, შერთებულმა შტატებმა და მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ თუ საერთაშორისო ტერორიზმს საგანგებოდ და გლობალურ დონეზე არ შეებრძოლე, ვერც უზარმაზარი სამხედრო ძალა, ვერც მსოფლიოში უძლიერესი ეკონომიკა და ვერც უმაღლესი ტექნოლოგიები დაგიცავენ.
11 სექტემბრის შემდეგ მოხდა მნიშვნელოვანი ძვრები აშშ-ის გეოპოლიტიკურ ხედვასა და სტრატეგიულ გეგმებში. ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ს საერიოზული საზრუნავი გაუჩნდა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებისა და ზოგადათ ქვეყნის ეროვნულ ინტერესების ხელახლა განსაზღვრის თვალსაზრისით. ყველაზე აშკარა და გამოკვეთილი საფრთხე – სსრკ, გაქრა და უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო პირობებში საჭირო გახდა ქვეყნისთვის საფრთხის ახლებურად გაცნობიერება და შეფასება. Uკვე 90-იან წლების დასაწყისში საერთაშორისო ტერორიზმი ლამის ნომერ პირველ საფრთხედ იქნა აღიარებული, მაგრამ 11 სექტემბრის მოვლენებმა დააჩქარა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ახლებურად შეფასების პროცესი. „ალ ქაიდასა“ და თალიბებთან ჭიდილმა აიძულა აშშ მეტი ყურადღებით მოკიდებოდა საკუთარ ინტერესებსა და მიზნებს ევრაზიის ცენტრალურ ნაწილში, აგრეთვე რუსეთთან მიმართებაში. ახალი ურთიერთობები ჩამოყალიბდა ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან, გაძლიერდა ინტერესი კავკასიის მიმართ, კერძოდ, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიმართ. ავღანეთში რადიკალური, ექსტრემისტული ისლამისტური რეჟიმი დამხობილ იქნა და მიმდინარეობს, მართალია, დიდი სიძნელეებით, ახალი ავღანური სახელმწიფოს შექმნის პროცესი.
საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემათა ჩამონათვალში საერთაშორისო ტერორიზმმა უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა. უნდა აღინიშნოს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ აშშ-ის ხელმძღვანელობა ყოველთვის აღნიშნავდა საერთაშორისო ტერორიზმის მზარდ საშიშროებას. ბევრს ეს გაფრთხილება გაზვიადებული და არარეალური ეჩვენებოდა, თუმცა 11 სექტემბერმა ამ შეხედულებების სისწორე აჩვენა.
აშშ-ში ტრადიცულად არსებობს დაპირისპირება ე.წ იზოლაციონისტებსა და იმ ხალხს შორის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ აშშ-მა საკუთარი ეროვნული უსაფრთხოებისთვის გლობალურ დონეზე უნდა იზრუნოს და აქტიურად იმოქმედოს საერთაშორისო ასპარეზზე.
11 სექტემბრის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ აშშ, ჭემარიტად გლობალური ძალისა და ავტორიტეტის მქონე სახელმწიფო, არ შეიძლება პროვინციული იზოლაციონიზმის შეხედულებებით ხელმძღვანელობდეს. შეერთებული შტატები წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ სუპერ-სახელმწიფოს და მას ევალება საერთაშორისო წესრიგის დამყარება. სხვა სახელმწიფოებს უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
უახლოესმა მოვლენებმა განსაკუთრებით გააძლიერა აშშ-ის ინტერესი ცენტრალურ ევრაზიის მიმართ. ავღანეთი თავისთავად აშშ-ის ინტერესთა ცენტრში მოექცა. შეერთებული შტატები უდიდეს მნიშნველობას ანიჭებს პაკისტანსაც. ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიმართ აშშ-ის ინტერესი ერთგვარად „გაცივდა 2000-2001 წლებში, რასაც რუსეთის მიერ რეგიონში საკუთარი გავლენის გაძლიერების მცდელობითაც იყო გამოწვეული, მაგრამ სექტემბრის მოვლენებმა და ავღანეთში ანტიტერორისტულმა ოპერაციამ ერთბაშად შეცვალა სტრატეგიული ბალანსი ცენტრალურ აზიაში, და რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა, განსაკუთრებით კი უზბეკეთი, აშშ-ის მოკავშირეთა წრეს მოექცა. არც ყაზახეთი, რომელიც ესაზრვრება რუსეთს და რომლის მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი რუსულენოვანია არ დარჩა განზე და აშშ-ს აქტიური დახმარება შესთავაზა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყაზახეთი უახლოეს 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს ნავთობისმომმარაგებელ ქვეყანათა პირველ ხუთეულში არის მოხვედრილი.
რუსეთის რეაქცია აშშ-ის ცენტრალურ აზიაში გამოჩენასთან დაკავშირებით ბევრისთვის მოულოდნელი იყო. უნდა, ითქვას, რომ ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა არა „ნულოვანჯამიანი“, არამედ რაციონალური, გაწონასწორებული მიდგომა დააფიქსირა და ცენტრალურ აზიაში აშშ-ის გამოჩენა მშვიდად მიიღო.
კავკასიაში აშშ-ის გააქტიურება დაკავშირებულია მთლიანად ევრაზიული პოლიტიკის გააქტიურებასთან. თუმცა ევრაზიაში რუსეთი არ შეეგუა და არ ეგუება მშვიდად აშშ-ის გავლენის ზრდა. ეს გასაგებიცაა, რადგან კასპიის ზღვის ენერგორესურსების გატანა საქართველოს გარეშე დასავლეთში მხოლოდ რუსეთისა და ირანის მეშვეობით შეიძლება მოხდეს, ხოლო თუ კი საქართველოში რუსეთი მოახერხებს ამ პროგრამის ჩაშლას, მაშინ აშშ-ის კონტროლი ცენტრალურ აზიაზე მნიშვნელობას დაკარგავს. რუსეთის მთავარი მიზანი არის, დაანახოს ყველას საქართველოს არასტაბილურობა და შესაბამისად, მიზანშეუწონლობა და წამგებიანობა, განხორციელდეს ამ ქვეყნის გავლით დიდი საერთაშორისო ენერგოპროექტები.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, აშშ-ის ქართული პოლიტიკა არის იმ დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც იგი აწარმოებს ცენტრალურ აზიაში. მას ამ პოლიტიკის გასატარებლად ესაჭიროება საქართველოში პროდასავლური ხელისუფლების არსებობა. შეერთებული შტატები ყოველთვის აკრიტიკებდნენ, საქართველოს ადამიანის უფლებების დარღვევასა და არჩევნების გაყალბებაში. შესაბამისად, აშშ-ის ყოველთვის შეეძლო გაკრიტიკებინა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება. 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოში განხორციელებულმა ვარდების რევოლუციამ, რომელიც დასრულდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომით, მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. 2003 წლიდან ახალი ეტაპი იწყება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო სტაბილური გახდეს და დაცული იყოს თავისი ჩრდილოელი მეზობლისგან, აშშ-ის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს, რათAსაქართველო ნატო-ში გაწევრიანდეს.
ვფიქრობ არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ აშშ-რუსეთის დაპირიპირება საქართველოში, მიმდინარე პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე:
1) აშშ-ს სურს კასპიის ზღვის ენერგომატარებლების ხელში ჩაგდება და მისი ტრანსპორტირება დასავლეთით, რაც რუსულ ინტერესს ეწინააღმდება. რუსეთის მიზანია - ჰქონდეს მონოპოლური უფლება ენერგრორესურსების ტრანსპორტირებაზე.
2) აშშ-ის ინტერესებშია, რომ რეგიონში არსებული სახელმწიფოები იყვნენ ეკონომიკურად დამოუკიდებელნი. რუსეთს კი სურს, რომ კავკასია და ცენტრალური აზია, დამოკიდებულნი იყვნენ რუსეთზე.
3) აშშ-ის გეოპოლიტიკური ამოცანაა “ჰართლენდის“ სახელმწიფოს გარშემო ანაკონდისეული რკალის შეკვრა და ამ გზით რუსეთს გაფართოვების არ დაშვება.
4) ირანისა და რუსეთის დაახლოების არდაშვება, განსაკუთრებით კი უახლოეს დროში (ირანული ბირთულ პროექტი ამის კარგი მაგალითია). ირანი აშშ-თვის წარმოადგნეს დიდ თავის ტკივილს, ამიტომაც მას სჭირდება კონტროლის დამყარება კავკასიაზე.