Thursday, January 7, 2010

ამერიკის გეოეკონიმიკური პოლიტიკა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ნავთობით და გაზით მდიდარ რეგიონებში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები. ეს იყო შუა აზიისა და ამიერკავკასიის სახელმწიფოები.
ბუნებრივია, რომ აშშ-სთვის მნიშვნელოვანი იყო ნედლეულის დასავლეთში გატანის საკითხი. 1993 წელს, როდესაც დამტკიცდა თრასეცცა - ს პროექტი, მისი რეალიზების ფარგლებში ერთამენეთის პარალელურად იხილებოდა რამოდენიმე მარშრუტი, რომლებითაც გახდებოდა შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში ნავთობის გადაზიდვა. მაშინ პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ნავთობის ტრანსპორტირებას აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. ამერიკელ ექსპერტთა მტკიცებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობდა საბჭოეთისგან განთავისუფლებულ სახელმწიფოებს მოეპოვებინათ სრული ეკონომიკური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, აგრეთვე მომხდარიყო მათი დაახლოება ევრიპის სახელმწიფოებთან.
გავლენის სფეროების გადანაწილებაში უდიდესი როლი გეოეკონომიკურ პოლიტიკას დაეკისრა. პოსტსოციალისტური სივრცე აუთვისებელი იყო დასავლური კაპიტალის მიერ, რის გამოც ის სწრაფად მოექცა მათი გეოეკონომიკურ სტრატეგიის ორბიტაში. სამხრეთ კავკასია, რომლის გეოპოლიტიკური მდებარეობა მრავალფეროვანი ინტერესების გადაკვეთის სფეროს წარმოშობს, ბუნებრივია, არ დარჩებოდა დასავლეთის და არა მხოლოდ დასავლეთის ინტერესების მიღმა. კავკასია, და კერძოდ, სამხრეთ კავკასია, ყოველთვის იყო რეგიონალური სახელმწიფოების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესის სფერო. უფრო ადრე ამ რეგიონში სახალიფო, ბიზანტია, რომი და სხვები ბატონობდნენ. რუსეთის მიერ პოზიციების შესუსტებასთან ერთად, გავლენის სფეროების ზრდა ამიერკავკასიის მიმართულებით, განაახლა ასევე თურქეთმაც.
დასავლეთისთვის ცხადია, რომ ეკონომიკური მიზნების მიღწევა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, უზრუნველყოფს მათი გავლენის სფეროების ზრდას რეგიონში და ხელს შეუწყობს პოზიციების გამყარებას კასპიის ყურის ქვეყნებსა და ევვრაზიის სამხრეთ საზღვრებზე.
დასავლეთისთვის ასევე ნათელია, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ღიად და არაორაზროვნად აღინიშნა, რომ ეს რეგიონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესის ზონაა. სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ინტერესს განსაკუთრებულ აქტუალობას და სიმძაფრეს სძენს რეგიონში არსებული ნავთობის ხარისხი და რაოდენობა.
კასპიისა და ცენტრალურ აზიის ნახშირწყალბადის რესურსებისადმი ინტერესი დამატებით სტიმულს აძლევს დასავლეთს, მონაწილეობა მიიღოს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით, ისინი მონაწილეობენ კავკასიაში არსებული ეთნიკური და სეპარატისტული კონფლიქტების დარეგულირებაში. დასავლეთის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.
განსაკუთრებით დიდ აქტივობას რეგიონში ავლენს აშშ. ამას მოწმობს ამერიკასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ხელმოწერილი არაერთი დოკუმენტი. გეოეკონომიკური სტრატეგიის რეალიზაციაში უდიდეს როლს გიგანტი ამერიკული კორპორაციები ასრულებენ.
კასპიის ნავთობისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო აშშ-მა გამოყვეს საგარეო პოლიტიკის ცალკე მიმართულება. შეიქმნა კერძოდ პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში ცალკე განყოფილება, რომელიც კურირებს ნავთობის კონტროლს. პოლიტიკური პროეცესების განვითარებაზე დაკვირვებას და ნავთობის მარაგების შეფასებას ახორციელებს აშშ-ის სადაზვერვო უწყების განსაკუთრებული ქვეგანყოფილება, რომლის ასევე ახორციელებს რეგიონის ფართელმასშტაბიან მონიტორინგს.
აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, აზერბაიჯანული საბადოები შეიცავენ დაახლოებით 11 მილიარდ ბარელს და ბუნებრივი გაზს დაახლოებით 4 მლიარდ კუბური მეტრის ოდენობით. ნავთოიბის საერთო რეზვერი მიახლოებითი შეფასებით აღწევს 100-200 მილიარდ ბარელს, და ეს უფრო მეტია, ვიდრე მთელ ჩრდილო ამერიკის მარაგი. რეგიონის მთლიანი გაზის მარაგი საერთო შეფასებით უნდა იყოს სადღაც 7,9 ტრილიონი კუბური მეტრი. აშშ-ის მთავარ პოლიტიკურ მიზანს მოცემულ რეგიონში კავკასიის და ცენტრალურ აზიის რეგიონებში წარმოადგენს (ფორმულიერბული და გამზადებული იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 2001 წლის დოკუმენტში: „აშშ-ს ნაციონალური ენერგეტიკის პოლიტიკაში“) ხელშეყობა ამ სუვერენული სახელმწიფოებისადმი, რათა მათ შეძლონ უპრობლემოდ ურთიერთობა დასავლეთის სახელმწიფოებთან. Aამ პოლიტიკის პრიორიტეტებს განეკუთვნება ასევე, რეგიონში ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატის შექმნა, გაზსადენების და ნავთობსადენების გაყვანა და რუსული პოლიტიკური გავლენის შემცირება.
იმისთვის, რათა აშშ-მა დააწესონ კონტროლი კასპიის ენერგორესურსებზე, ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ხორციელდება „კასპიის სტრატეგიის“ დამუშავება, რომელშიც ჩართულია რამდენიმე ასეული პროგესიონალი. ამ კონცეფციაზე მუშაობენ ასევე კონგრესში და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში. ამაში ჩართულია ასევე ქვეყანაში არსებული სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი, არასამთავრობო ფონდი და ორგანიზაცია. მათი ოფიციალური წასრმომადგენლები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის პოლიტიკის მიზანია – ამ რეგიონებში არსებული ქვეყნების დამოუკიდებლობის განმტკიცება, საბაზრო ეკონომიკისთვის აუცილებელი ინსტიტუტების შექმნა, რეგიონალური კონფლიქტების ალბათობის შემცირება, მათი კავშირების და ურთიერთობების განმტკიცება და გაღრმავება ინდუსტრიულ განვითარებულ ქვეყნებთან. თუმცა აშშ-ის მთავარ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს მაინც ენერგორესურსების ტრანსპორტირება რეგიონიდან და ამ ტრანსპორტირების უსაფრთხოება. ეს კი თავის მხრივ, კარნახობს იმის აუცილებლობას, რომ უნდა მოხდეს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიცირება. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორის, რომ მომავალში სავარაუდოთ ენერგომოხმარება მსოფიოში მკვეთრად გაიზრდება, ალტერნატიული ენერგიის წყარობი კი ჯერჯერობით ვერ ცვლიან სრულფასოვნათ ნავთობს. ზოგიერთი ექსპერტის პროგნოსის მიხედვით, ნავთობზე მოთხოვნა 2015 წლისთვის 2000 წელთან შედარებით 100% გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულ შეშფოთებას იწვევს სპარსეთის ყურეში მდებარე სახელმწიფოები და ამ სახელმწიფოებში მიმდინარე პოლიტიკური ტენდეციები. ეს სახელმწიფოები წარმოადგენენ დღეს-დღეობით მსოფლიოში ნავთობის ძირითად ექსპორტიორებს. როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში განაცხადა, შესაძლებელია რომ მომავალში ნავთობი უცხო სახელმწიფოებმა შანტაჟის მექანიზმად გამოიყენონ. მთლიანად კავკასიის ზონის განვითარება კი დაამატებს კიდევ მსხვილ წყაროს ნავთობის მსოფლიო მიწოდებაში და გაამყარებს საყოველთაო უშიშროებას.
ამ კონტექსტში აშშ-ის ძალისხმევა კონცენტრირდება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტირების პრობლემის გადაჭრაზე. კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ათვისებაში უკვე ჩართულია ისეთი მსხვილი ამერიკული კონპანიები როგორებიც არიან: „ექსონი“, „შევრონი“, „იუნოკალი“, „არკო“, „პებზიული“, „დელტაოილი“ და სხვები. ისინი მონაწილეობენ რეგიონის ნახშირწყალბადის რესურსების ათვისების თითქმის ყველა მსხვილ პროექტში. ზოგიერთ უმსხვილეს კორპორაციაში ფუნქციონირებს სპეციალური განყოფილება, რომელთა ამოცანაში შედის კასპიის ზღვის პრობლემების შესწავლაც.
როგორც აშშ-ის ხელმძღვალელობა, ისე ამერიკული ნავთობის და გაზის კორპორაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ევრაზიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხოლოდ ენერგორესურსების ტრანზიტი, არამედ მნისვნელოვანი სასარგებლო ნედლეულით მდიდარი ცენტრალური აზიის ფაქტორიც ფიგურირებს. თვით აზერბაიჯანის პოლიმეტალური წიაღისეული საბადოების დაზვერვას, რომელთა საერთო მარაგი, შეფასებით 400 ტ ოქრო, 2,5 მლ ტონა ვერხლი და 1,5 მლ ტ სპილენძია, დამუშავების 40% ხარჯებს კისრულობს ამერიკული მხარე.
ამერიკის კომპანიების ეკონომიკური მიზნები გადაჯაჭვულია აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციასთან. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის ბუნებრვი სიმდიდრის გადასაზიდად უმოკლესი და ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი გზა გადის ირანზე, სპარსეთის ყურემდე. ცხადია, რომ შეერთებული შტატებისთვის არ არის დასაშვები მაჰმადიანურ სამყაროზე ასეთი ძლიერი ენერგეტიკული დამოკიდებულება. არც ჩრდილოეთის (რუსეთის) ვარიანტიც არის მისთვის ბოლომდე მისაღები. ამიტომ ყველაზე დიდი ყურადღება მისი მხრივ ექცევა სამხრეთ კავკასიურ ვარიანტს. აშშ-მა დიდი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 2,4 მლრდ დოლარიანი პროექტის რეალიზებაში, რომელშიც პირადათ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტს ბ. კლინტონს მიუძღვის დიდი როლი.
შეერთებული შტატებისგან მომავალში უნდა ველოდოთ სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რასაც იგი აწარმოებდა აქამდე, ანუ ენერგომატარებლების ტრანსპორიტების ინფრასტურქტურის განვითარებას და მის კიდევ უფრო აქტიური ჩაერევას ამ პროცესებში. რუსეთი კი, რომელიც ხშირად იყენებს შანტაჟის იარაღად ენერგორესურსების ფაქტორს, ასეთ შემთხვევაში, იძულებული იქნება შეეგუოს ასეთ ვითარებას, როცა ის უკვე აღარ იქნება ერთპიროვნული განმკარგავი კასპიის და შუა აზიის ენერგორესურსების და ამ რესურსების ტრანსპორტირების და როცა დასავლეთი სრულად განთავისუფლდება მისი ენერგო-შანტაჟისგან.

No comments:

Post a Comment