Tuesday, January 7, 2014

ნაციონალიზმის თეორიები

1) პრემოდერნული თეორია – ამ თეორიის მიხედვით ნაციები ყოველთვის არსებობდნენ და კაცობრიების ბუნებრივი მდგომარეობაა, ნაციებად არსებობა. Aმ კონცეფციის მომხრეები ძირითადად ორთოდოქსი ისტორიკოსები არიან, რომლებიც საშინლად ეწინააღმდეგებიან ინტერდისციპლინურ დიალოგს. მათ აქვთ ისტორიის მყარი, ტრადიციული გაგება, რომელიც გამიჯნულია სხვადასხვა მეცნიერებისგან და ძირითადად აღწერს ერის პოლიტიკურ ისტორიას.
2) პრემოდერნული ინსტიტუციონიზმი – არის პრემოდერნული და მოდერნული თეორიის სიმმბიოზი. Aმ თეორიის მიხედვით ერი დთავდაპირველადვე არსებობს და ხშირ შემთხვევაში ნაციონალიზმიცს არსებობასაც კი ამტკიცებენ, მაგრამ ცდილობენ ეს დასავლურ ევროპულ კვლევების საშუალებით დაამტკიცონ.
3) სოციოეკონომიკური მოდერნიზმი – ტომ ნეირნის და მაიკლ ჰეტჩერის შექმნილი კონცეფცია, რომელიც გვთავაზობს ნაციონალიზმის ხედვას თანამედროვე ისტორიით, რომელიც გაჩნდა ახალი სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორებით. Nაციონალიზმის გაჩენის მიზეზი კი იყო კაპიტალიზმი, რეგიონების თავისებურებები და რეგიონებს შორის განვითარების დისპროპოცია.
4) სოციალური მოდერნიზმი – ერნესტ გენლერის შექმნილი თეორიაა. Mისი აზრით ნაციონალიზმი “მოდერნიზმის” თანდაყოლილი ნაწილია. “მაღალი კულტურის” ახალი კონცეფციები საყოველთაო ხდება ინდუსტრიალ საზოგადოებისთვის და ამ ახალ “მაღალ კულტურაზე” იქმნება ნაციონალიზმიც.
5) პოლიტიკური მოდერნიზმი – ეს თეორია შემუშავებულია ჯონ ბრეილის, ენტონი ჰიდენსის და მაიკლ მანის მიერ. გვთავაზობენ შევხედოთ ნაციონალიზმს, როგორც პოლიტიკურ პროექტს, რომელიც ახალი ერი-სახელმწიფოს ფორმირებას ან პირიქით, სახელმწიფოს დაყოფას ემსახურება.
6) ნაციონალ-პოლიტიკური რევივალიზმი – მიროსლავ ბროსის შექმნილი ძალზე საინტერესო კონცეფცია, რომელიც გვთავაზობს ერი-სახელმწიფოს შექმნის ახალ თეორიას, რომლის მიხედვითაც ჩაგრული მასების აჯანყებამ “ფეოდალიზების” წინააღმდეგ, გამოიწვია საკუთარი სახელმწიფოს შექმნა, საკუთარი კულტურით. ღადგან ფეოდალიზმის დროს, არისტოკრატიული და დაბალი ფენების კულტურა განსხვავდებოდა, შესაბამისად ერთი კულტურული და ფსეულობრივი ღირებულება არ იქმნება, ამიტომ მხოლოდ ჩაგრული მასების აჯანყება ლიკვიდაციას ახდენს კულტურულ განსხვავებებს მასებსა და ელიტებს შორის, რის შედეგადაც იქმნება ახალი ნაციონალური სახელმწიფო.
7) იდეოლოგიზმი – ელი კედურის თეორია, რომელიც გვთავაზობს ნაციონალიზმი სუფთა პოლიტიკურ იდეოლოგიად დავინახოთ, რომელიც მრავალეთნიკურ იმპერიების დანგრევის შემდეგ წარმოიშვა.
8) კონსტრუქტივიზმი (ეთნოსიმბოლიზმი) – ერიკ ჰობსბაუმის და ენტონი სმიტის შექმნილი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ნაციონალიზმი ესაა თანამედროვე ისტორიული მოვლენა, რომელსაც ჰქონდა სოციალური, რელიგიური, კულტურული, მარკირების მახასიათებელი და რომელიც ჩანს პოლიტიკურ, კულტურულ, იდეოლოგიურ, ლიტერატურულ და საერთაშორისო ურთიერთობებში.
9) ინტელექტუალური კონსტრუქტივიზმი – ბენედიქტ ანდერსონის მიერ შექმნილი თეორია, რომლის მიხედვითაც ინტელექტუალ ნაციონალისტების მიერ არის სრულად შეგნებულად “წარმოსახული” ერი. რომ არა ეს წარმოდგენა, ერიც არ იარსებებდა.
10)  ნაციონალიზმის ნარატიული თეორია – ჯორჯ გრაბოვიჩის, ტარასა კოზნაკის, მაქსიმ ტარნავსკის და ოლეგ ილიცკის კვლევა, რომელიც ნაციონალიზმის წყაროს ლიტერატურულ ტექსტში ხედავს და ამ ლიტერატურულ ტექსტის მიბაძვაში.
11) პოსტკოლონიალიზმი (ორიენტალიზმი) – ედვარდ საიდის, მიროსლავ შკანდრის თეორია. ეს არის სინთეზური თეორია მოდერნიზმის და კონსტრუქტივიზმის. ნაციონალიზმი განხილულია, როგორც ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობის ფორმა.
12) “იმპერიალური” თეორია ნაციონალიზმის – ამოტილა ამილერას თეორია, რომლის მიხედვითაც ნაციონალიზმი ჩნდება იმპერიებში და მათან ბრძოლის დროს.