Tuesday, August 28, 2012

სოციალისტური ინტერნაციონალის დეკლარილებური პრინციპები, რომელიც მიღებულ იქნა პირველ კონგრესზე, ფრანკფურტში 1951 წლის 3 ივლისს


1.    პოლიტიკური დემოკრატია
1)      სოციალისტები იღვწიან შექმნან თავისუფალი საზოგადოება დემოკრატიულ მეთოდებით
2)      თავისუფლების გარეშე სოციალიზმიც ვერ შედგება. სოციალიზმი შეიძლება მხოლოდ განხორციელდეს დემოკრატიულ გზით, ხოლო დემოკრატია შეძლება რეალიზებული იქნას მხოლოდ სოციალიზმით
3)      დემოკრატია - ესაა ხალხის მართველობა, რომელსაც ხალხი ახორციელებს ხალხისთვის. ის უზრუნველყოფს:
ა) ყველა ადამიანის პირად ცხოვრებს დაცვას სახელმწიფო ჩარევისგან
ბ) პოლიტიკურ თავისუფლებას, ისეთი როგორიცაა თავისუფალი აზრის, ბეჭვდვის, სწავლის და სწავლების, ქოალიციების შექმნის და შეკრებების თავისუფლებას, გაფიცვების უფლებას, რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას
გ) ხალხის წარმომადგენლების დანიშვნა თავისუფალ არჩევნების საშუალებით, რომელიც დაფუძვნებულია საყოველთაო, თანასწორ საარჩევნო უფლებებით, ფარული ხმის მიცემით;
დ) უმრავლესობის მართვა და უმცირესობის პატივისცემა
ე) ყველა მოქალაქის კანონის წინაშე თანასწორობა, განურჩევლად მათი წარმომავლობის, აღმსარებლობის, სქესის, ენისა და რასის;
ვ) კულტურული ავტონომიის უფლება იმ ჯგუფისთვის, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ენა
ზ) თავისუფალი სასამართლო, რომლის დროსაც ადამიანს აქვს უფლება მიუკერძოებელი სასამართლოსი. სასმართლო ემორჩილება მხოლოდ კანონს.
4)      სოციალისტები ყოველთვის იბრძოდნენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის. ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც მიიღო გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, უნდა განხორციელდეს ყველა ქვეყანაში...
2.    ეკონომიკური დემოკრატია
1)      სოციალისტებს იღწვიან გადალახონ კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, სადაც საზოგადოების ინტერესი უფრო მაღალა იდგება ვიდრე მოგების ინტერესი. სოციალისტების უპირველეს ეკონომიკურ მიზნებს წარმოადგენს: საყოველთაო დასაქმება, წარმოების გაზრდა, კეთილდღეობის მუდმივი ზრდა, სოციალური დაზღვევა და შემოსავლების და საკუთრების სამართლიანი გადანაწილება
2)      ამ მიზნების მისაღწევად საჭიროა, ხალხის ინტერესიდან გამომდინარე დაგეგმარებული წარმოება. ესეთი დაგეგმარებული ეკონომიკა შეუთავსებელია უმცირესობის ხელში ეკონომიკური ძალაუფლების ხელში ჩაგდების. ის მოითხოვ დემოკრატიულ კონტროლს ეკონომიკაზე. დემოკრატიული სოციალიზმი, წინააღმდეგობაში შედის როგორც მონოპოლისტურ კაპიტალიზმთან, ასევე ტოტალიტარულ დაგეგმარებულ ეკონომიკასთან, რადგან ეკონომიკის ეს სისტემები გამორიცხავენ საზოგადო კონტროლს წარმოებაში და ეკონომიკურ პროცესებში
3)      სოციალური დაგეგმარება შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს რამოდენიმე მეთოდით. საზოგადო საკუთრების ოდენობა და დაგეგმარების ფორმები დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული სტრუქტურით.
4)      კოლექტივური საკუთრება შეიძლება შეიქმნას კერძოკაპიტალისტურ საკუთრების ნაციონალიზაციის გზით.
3.    საერთაშორისო დემოკრატია
1)      სოციალიზმი დასაწყისიდანვე იყო საერთაშორისო მოძრაობა
2)      ის იყო საერთაშორისო, რადგან მიზნად ისახავდა გაენთავისუფლებინა ყველა ადამიანი, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სულიერ მონობისგან.
3)      ის იყო საერთაშორისო რადგან ის აღიარებს, რომ არც ერთ ერს არ შეუძლია საკუთარი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება დამოუკიდებლად.
4)      შეუზღუდავი ნაციონალური სუვერენიტეტის სისტემა უნდა გადაილახოს
5)      ახალი მსოფლიო წესრიგი, რომლისთვისაც იბრძვიან სოციალისტები, შესაძლებლია ნაყოფიერად განვითარდეს მხოლოდ მშვიდობის პირობებში და მხოლოდ მაშინ როდესაც ერებს შორის ნებაყოფლობითი თანამშრომლობას აქვს ადგილი. ამისთვის საჭიროა დემოკრატია საერთაშორისო მაშტაბებით, რომელიც დამყარებულია საერთაშორისო უფლებებით, სადაც გარანტირებული იქნება ერების თავისუფლება და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
6)      დემოკრატიული სოციალისტები განიხილავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხზე, რომელიც მოითხოვს მისი პრინციპების მკაცრად გატარებას
7)      დემოკრატიული სოციალისტები იბრძვიან იმპერიალიზმის ყველა ფორმის საწინააღმდეგოდ. ისინი იბრძვიან ნებისმიერ ერის დამორჩილების და ექსპლუტაციის წინააღმდეგ.

Sunday, June 10, 2012

კგბ და ეროვნული მოძრაობა

საბჭოთა კავშირიში შიდა ინსტიტუციურ დაპირისპირების დროს ძირითად ძალად გამოუკვეთა კომპარტია, კგბ და შინაგან საქმეთა სამინისტროს (თუმცა შელკოვის თვითმკვლელობის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაეთიშა ძალაუფლებისთვის ბრძოლას). ანდროპოვის სიკვდილის შემდეგ, კომპარტიასა და კგბ-ს შორის დაწყებული ბრძოლა ახალ ფაზაში შევიდა.
ბრძოლის დროს, საბჭოთა რესპუბლიკებში კგბ-ს მიერ შეიქმნა "ეროვნული მოძრაობები". კგბ-ს მიზანს წარმოადგენდა "ეროვნულ მოძრაობების" ხელით, ლიკვიდაცია მოეხდინათ ადგილობრივ კომპარტიისთვის, რაც შეძლეს კიდეც. თუმცა მოსკოვში პუტჩის (რომელიც კგბ-ს მოწყობილი იყო) დამარცხების დროს დროებით რეგიონები კოტროლიდან გამოვიდნენ და სხვადასხვა რესპუბლიკებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს (სწორედ შიდა ინსტიტუციური დაპირისპირება იყო საბჭოთა დაშლის მიზეზი). ძალაუფლება კლვავ კომპარტიის ყოფილმა გავლენიანმა პირებმა მოიპოვეს ელცინის მეთაურობით. ამის შემდეგ საბჭოთა სივცეში იწყება კგბ-შნიკურ ძალების დემონტაჟი და მათი ჩანაცვლება ყოფილ კომპარტიის წევრებით (საქართველოში ეს აისახა გამსახურდიას ჩამოგდებით და შევარდნაძის მართველობის დამყარებით)..

Sunday, March 25, 2012

ათეიზმი – ანონიმური რელიგია: ნაწყვეტი ჟიჟეკის წიგნიდან „ძალადობა“

მუსლიმების მძვინვარე ბრბოში ჩვენ წავაწყდებით[1] მულტიკულტურული, ლიბერალური ტოლერანტობის ლიმიტს, მის მიდრეკილებას თვითკრიტიკისაკენ და მის მცდელობას, გაიგოს, გაითავისოს „სხვისი“ პოზიცია (გაუგოს „სხვას“). ამ შემთხვევაში ეს „სხვა“ ნამდვილი სხვა არის, თავისი სიძულვილის გამო. ამაში მდგომაროებს ტოლერანტობის ნამდვილი პარადოქსი: რამდენად შორს უნდა წავიდეს არატოლერანტულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება? ყველა ლიბერალური, პოლიტკორექტული ფორმულები თუ როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას მუჰამედის კარიკატურები[2] ისლამის წარმომადგენლებს, თუმცა ამის გამო ძალადობრივი პროტესტები მიუღებელია, თუ როგორ მოაქვს თავისუფლებას პასუხისმგებლობა რომელსაც არ უნდა გავცდეთ – ეს ფარდას ხდის მისსავე ლიმიტებს. რა არის ეს „პასუხისმგებლობის მომცველი თავისუფლება“ თუ არა ძველი და საყვარელი ძალადობითი არჩევანი? შენ გეძლევა არჩევანის თავისუფლება, იმ პირობით, რომ სწორ არჩევანს გააკეთებ. შენ გეძლევა თავისუფლება, იმ პირობით, რომ მას არ გამოიყენებ.

როგორ უნდა გავწყვიტოთ ამ „ბოროტი“ და დაუსრულებელი ჯაჭვი მომხრესი და მოწინააღმდეგის, რომელი ასუსტებს ტოლერანტულ არგუმენტს? ამის მხოლოდ ერთი გზაა, გვერდზე გადავდოთ ის დამოკიდებულება რომელშიც დევს პრობლემა. ჟილ დელიოზი ხშირად უსვამდა ხაზს თავის მოსაზრებას რომ არსებობს არამარტო სწორი და არასწორი გადაწყვეტილებები, არამედ არსებობს სწორი და არასწორი პრობლემები. პრობლემის აღქმა როგორც სწორი საზომი, ჩვენი პატივისცემისა იმის მიმართ, რაც ჩვენივე გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ მიდის, უკვე საკმაოდ საუცხოო და მისტიკურია. უეჭველად, ახლოდან შეხედვის შემთხვევაში დავინახავთ რომ ორი დაპირისპირებული პოლუსი ავლენს მათ საიდუმლო ერთიანობას[3]. პატივისცემის ენა არის ენა ლიბერალური სოლიდარობისა: პატივისცემის მნიშვნელობა აქ მხოლოდ პატვისცემაა მათ მიმართ ვისაც არ ვეთანხმები. როცა შეურაცხყოფილი მუსულმანი მოითხოვს პატივისცემას იმის გამო რომ ის „სხვაა“, ეს ნიშნავს რომ მისთვის მისაღებია ლიბერალურ-ტოლერანტული დისკურსის ჩარჩოები. მეორეს მხრივ, მკრეხელობა არამარტო სიძულვილით აღსავსე დამოკიდებულებაა, რომელიც ცდილობს დაარტყას ობიექტს იქ, სადაც ყველაზე მეტად სტკივა, იქ სადაც მისი რწმენის ფუნდამენტია. მკრეხელობა მკაცრად რელიგიური პრობლემაა, ის მხოლოდ რელიგიური კონტურების შიგნით მუშაობს.

რა მოსჩანს ჰორიზონტზე თუ ჩვენ ავარიდებთ თავს ამ ღამის კოშმარისეული საზოგადოების კოსეპტს? საზოგადოებისა რომელიც რეგულირებულია რელიგიურ ფუნდამენტალისტებსა და პოლიტკორექტულ ტოლერანტებს შორის პერვერტული პაქტით. საზოგადოება სადაც მთავარია არ ატკინო „სხვას“ არ აქვს მნიშვნელობა რამდენად ცრუმორწმუნე და აგრესიულია იგი, საზოგადოება, სადაც ადამიანები ყოველწუთას ხდებიან მოწმეები თავიანთი გამსხვერპლების რიტუალისა. ილიონისში შამპანის უნივერსიტეტს როცა ვსტუმრობდი, წამიყვანეს რესტორანში სადაც მენიუში იყო ტუსკანის ფრი. მე ვიკითხე ამის მიზეზი, ამიხსნეს რომ ფრანგული ოპოზიციის პოზიციის გამო ერაყის ომთან დაკავშირებით კაფეს მფლობელმა გადაწყვიტა პატრიოტულად მოქცეულიყო, მიჰყვა რა კონგრესის რჩევას – ფრანგულ ფრის დაარქვა თავისუფლების ფრი. ფაკულტეტის პროგრესულმა წამრომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს კაფეს, ამიტომ მან ხერხი იხმარა და ტუსკანის ფრი შექმნა, რადგან მომხმარებლების დაკარგვა არ სურდა. ტუსკანის ფრი უფრო ევროპულად ჟღერდა და ეხმაურებოდა იდილიურ ფილმებს ტუსკანის შესახებ.

იგივე მოხდა ირანში, ირანელმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა საცხობებს უბრძანეს დანიური ნამცხვარი გადაეკეთებინად მუჰამედის ვარდად. კარგი იქნებოდა თუ კონკრესი მოუწოდებდა მუჰამედის ფრის შექმნისკენ, ხოლო ირანი თავის მხრივ, თავისუფლების ვარდს დაარქმევდა ნამცხვარს, მაგრამ ტოლერანტული პერსპექტივით, ჩვენი რესტორნები ტუსკანის ჩიფსებით გადაივსება.

ბოლო რამდენიმე წლის განვმალობაში, მშობლიურ სლოვენიაში, ლიუბლიანაში დიდი დებატებია გამართული, უნდა ჰქონდეთ თუ არა ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან ჩამოსულ ემიგრანტებს მეჩეთის აშენების უფლება. კონსერვატორები შეეწინააღმდეგნენ ამ წამოწყებას კულტურული, პოლიტიკური და არქიტექტურული არგუმენტებითაც კი. ხოლო ჟურნალი „მლადინა“ კი – ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან ჩამოსული ემიგრანტების უფლებების დამცველის სახელის მქონე – მხარს უჭერდა მეჩეთის აშენებას. გასაკვირი არაა, რომ „მლადინა“ ერთ-ერთი ჟურნალი იყო, რომელმაც მუჰამედის კარიკატურები გადაპოსტა.[4] და პირიქით, ისინი ვინც გამოხატავდა ტოლერანტობას ძალადობრივი ისლამური პროტესტების მიმართ – რეგულარულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანული ევროპის იდეას.

სლოვენიაში რამდნეიმე წლის წინ სკანდალი იყო. როკ ჯგუფმა, სრელნიკოვმა გამოქვეყნა აფიშის პოსტერი. პოსტერზე კალსიკური ნახატი იყო მარიამისა, რომელსაც ბავშვის მაგუვრად ვირთხა ეჭირა. ეს არგუმენტად მოიყვანეს კონსერვატორებმა, როცა საუბარი მუჰამედის კარიკატურებზე მიმდინარეობდა, მათ ცივილიზაციების განსხვავებულობის არგუმენტის წამოყენება სურდათ რეაქციების განსხვავებულობის დაფუძველზე. ევროპა გადავიდა „პივრლ ადგილზე“ მას შემდეგ რაც ჩვენ, ქრისტიანება პროტესტი გადავიტანეთ ვერბალურ დონეზე, როცა მუსულმანები კვლავ წვავენ და კლავენ.

ასეთი უცნაური ალიანსები აყენებენ ევროპულ ისლამურ საზოგადოებებს რთული არჩევანის წინაშე რომელიც ამწყვდევს მათ პარადოქსულ პოზიციაში: ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც არ დაჰყავს ისინი მეორე კლასის მოქალაქეების დონეზე და აძლევს მას სივრცეს რომ გამოხატონ თავიანთი რელიგიური იდენტობა არიან „უღმერთო“ ათეისტი ლიბერალები, როცა ისინი, ვიცნ მათ რელიგიურ სოციალურ პრაქტიკასთან ახლოს არიან, მათი ქრისტიანული ანარეკლი მათი ყველაზე დიდი პოლიტიკური მტრები არიან. პარადოქსი ისიცაა, რომ არა ისინი, ვინც დაბეჭდა, არამედ ვინც გადაბეჭდა მუჰამედის კარიკატურები გამოხატვის თავისუფლებისთვის ტოლერანტული დამოკიდებულების გამო – არიან მათი ნამდვილი მეგობრები.

მარქსის 1848 წლის ფრანგული რევოლუციის წინააღმდეგობები მოგვდის თავში. მმართველი პარტია იყო კოალიცია ორი სამეფო ფლანგისა – ბურბონებისა და ორლეანისტებისა. ორმა მხარემ ვერ ნახა რა მათი მოკავშირეები როიალიზმის დონეზე, ერთადერთი დროშ, რომლის ქვეშაცშეიძლება გაერთიანებულიყვნენ „ანონიმური სამეფო რესპუბლიკისა“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერთადერთი გზა, რომ იყო როიალისტი, არის იყო – რესპუბლიკელი. იგივე შეიძლება ითქვას რელიგიაზეც. შენ ვერ იქნები რელიგიური ზოგადად. შეიძლება გჯეროდეს ამა თუ იმ ღმერთის (ღმერთების) სხვისი გულის გასახეთქად[5]. ის, რომ ყველა მცდელობა რლეიგიების გაერთიანებისა ჩაიშალა, ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა იყო რელიგიური, არის ათეიზმი – ანონიმური რელიგია. ამასვე ამტკიცებს მუსულმანების ბედი ევროპაში, მხოლოდ „ათეიზმის ანონიმური რელიგიის“ დროშის ქვეშ შეუძლიათ მათ მოღვაწეობა. ერთგვარი პოეტური სამართალია ის, რომ მუჰამედის კარიკატურების პროტესტების შემდეგ, ძალადობრივი დაპირისპირება დაიწყო სუნიტებსა და შიიტებს შორის. აქ ტოტალიტარიანიზმის გაკვეთილი დიდი ასოებით წერია: გარე მტერთან ბრძოლა, მალევე ან მოგვიანებით გადაიქცევა შიგა ბრძოლად.

ბოლო დროინდელი მსჯელობები, რომლებიც მოასწავიან პოსტსეკულარულ დაბრუნებას რელიგიისა, საჭიროებას სიწმინდის ხელახალი აღმოჩენისა, გვაუწყებს, რომ რაც ჩენ ნამდვილად გვჭირდება, არის ძველი, კარგი ათეიზმი. მუჰამედის კარიკატურებს მოყოლილმა პროტესტებმა დაამტკიცა, რომ რელიგიური რწმენა, არის ძალა რომელიც გასათვალისწინებელია (შესარკინებელია). აუტანელი ძალადობა რელიგიურ ფუნდამენტალისტთა ბრბოსი ცინიკურად განწყობილ ლიბერტარიანელებსაც უნდა მიანიშნებდეს, რომ აი აქ არის ლიმიტი. ან ასე გვეუბნებიან.

მაგრამ ეს ახალი გაკვეთილია? მკვლელობა, დაწვა, აგრესია რელიგიის გამო? დიდი ხნის განვმალობაში გვეუბნებოდნენ, რომ რელიგიის გარეშე ჩვენ ეგოისტური ცხოველები ვართ, ჩვენი ერთადერთი მორალი – მგლის მორალია დამხოლოდ რელიგიას შეუძლია აგვიყვანოს ჩვენ უფრო მაღალ სულიერ დონეზე. დღეს, რელიგია ყალიბდება მკვლელობის და ძალადობის მთავარ წყაროდ მთელს მსოფლიოში, ადამიანი იღლება უაზრო ფორმულირებით: რომ ქრისტიანები, მუსლიმები და ინდუისტები რომლებიც ფუნდამენტალისტებიც არიან მათირწმენის ნამდვილი აზრიდან გარიყულები არიან. არ მოვიდა დრო ათეიზმის ღირსება აღდგეს? სავარაუდოდ ჩვენი ერთადერთი გზა მშვიდობისაკენ. როგორ წესი სადაც რელიგიის მიერ შტაგონებული ძალადობა განიხილება, ჩვენ ბრალს ვდებთ თვითონ ძალადობას: ის არის აგრესიული „ტერორისტული“ პოლიტიკური აგენტი რმელიც „არასწორად“ იყენებს ამ ღირსეულ რელიგიას. ამ შემთხვევაში მიზანია გაიყოს რელიგია როგორც ასეთი და რელიგია როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი.რა მოხდებოდა ვინმეს რომ აეღო რისკი თავის თავზე და შემოებრუნებინა ეს ფორმულირება? რა მოხდება თუ ის, ვინც პროგრესულ ძალად არიქმება, რომელიც მოგვიწოდებს შევიკავოთ ძალადობა, ჩვენი საიდუმლო ცეცხლის შემნთებია? მაშინ რა მოხდებოდა, ძალადობის გვერდზე გადადების მაგივრად რლეიგია რომ გადაგვედო გვერდზე მისი სეკულარული გამოხატულებებითაც როგორიცაა სტალინისტური კომუნიზმი რომელიც ეყრდნობოდა ისტორიულ „დიდ სხვას“. რომ მიჰყვეს ძალადობას როგორც ასეთს, მასზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს ყველანაირი „დიდი სხვის“ სამოსელში დაუმალავად?

ხშირად ამბობენ რომ ყველა თანამედროვე ეთიკური განსჯა სინამდვილეში მსჯელობაა დარვინსა და პაპს შორის. ერთის მხრივ სეკულარული (ა)მორალი რომელიც მისაღებად და სასურველად მიიჩნევს ინდივიდთა შეწირვას ხოლო მეორეს მხრივ ქრისტიანული მორალი, რომ ნებისმიერი პიროვნება უკვდავი სულის მქონეა და შესაბამისად – წმინდა. საინტერესოა ამ კონტექსტში აღინიშნოს როგორ იყვნენ სოციალური დარვინისტები პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ პაცეფისტები მიუხედავად მათი ანტი-ეგილტარიანული დარვინიზმისა. ერნსტ ჰეკელი, ერთ-ერთი პროპონენტი სოციალური დარვინიზმისა მიიჩნევდა ომს ცუდად იმიტომ რომ იქ არასწორი ხალხი იხოცებოდა. კვდებოდა ძლიერი ჯანმრთელი ახალგაზრდა როცა ავადმყოფი რჩებოდა და მრავლდებოდა რაც მისი აზრით გენის დეგენერაციას ახდენდა. ერთ-ერთ გამოსავლად მიაჩნდათ ყველას წაყვანა ჯარში, ხოლო ავადმყოფებისა – წინა ხაზზე.

რაც ამ ყველაფერს ართულებს, არის ის, რომ მასობრივი მკვლელობები ახლა რლეიგიურ მოტივებზეა დაფუძვნებული როცა პაციფიზმი ათეისტურია.ეს არის რწმენა სიწმინდისა რაც საშუალებას იძლევა ინდივიდის ინსტრუმენტალიზაცია მოახდინო, როცა ათეიზმს არ აქვს ასეთი სტრუქტურა და უარს ეუბნება წმინდა შეწირვის ნებისმიერ ფორმას. არაა გასაკვირი, რომ ელტონ ჯონი, რომელიც დიდი პატივს სცემს ქრისტესა და სხვა რელიგიური ლიდერების სიტყვებს, ეწინააღმდეგება ორგანიზებულ რელიგიას „მე ვფიქრობ რელიგია ყოველთვის სიძულვილს აჩენდა გეების მიმართ“ ეუბნება ელტონი „ობსერვერს“. „ჩემი ნება რომ იყოს, მთლიანად ავკრძალავდი რელიგიას, ის არ მუშაობს, ის ადამიანებს აქევს მოძულეებად და სინამდვილეში საერთოდ არ გააჩნია თანაგრძნობა, რელიგიურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს დაძაბულობის აღკვეთა მსოფლიოში, რატომ არ დგებიან ისინი ერთად?“

რელიგიური ძალადობის არსებობა შეიძლება მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ეპიქაში, რომელიც თავის თავს აღიქვამს როგორც პოსტიდეოლოგიური ერა. დიდი საჯარო მიზნები ვეღარ შეზლებენ ჩვენს კონცენტრაციას (მაგალითად ომისთვის) რადგან ჩვენი ჰეგემონური იდეოლოგია მოგვიწოდებს ცხოვრებით დავტკბეთ და ჩვენი თავის რეალიზება მოვახდინოთ[6]. უმრავლესობისთვის რთულია გადალახოს ეს ბარიერი და მოკლას, აწამოს სხვა ადამიანი. დიდი უმრავლესობა სპონტანურად მორლაურია: მკვლელობა ღრმად ტრავმატულია მათთვის. იმისთვის რომ მათ დააძალო მოკლად – უფრო დიდი, წმინდა მიზანია საჭირო ხოლო რელიგიური და ეთიკური კუთვნილება ამ როლში საუკეთესოდ ჯდებიან.[7] რათქმაუნდა არის შემთხვევები პათოლოგიური ათეისტებისა, რომელთაც შეუძლიათ ჩაიდინონ მასობრივი მკვლელობები მხოლოდ სიამოვნებისთვის, მაგრამ ეს ისიათი გამონაკლისია. უმრავლესობას ანესთეზია უნდა გაუკეთო, რომ შეძლოს სხვისი ტანჯვის ატანა. ამისთვის საჭიროა წმინდა მიზანი.

საუკუნეზე მეტი ხნის წინ, თავის „ძმებ კარამაზოვებში“ დოტოევსკი გვაფრთხილებდა უღმერთო მორალურ ნიჰილიზმზე ‘თუ ღმერთი არ არსებობს, ესეიგი ყველაფერი ნებადართულია’ ფრანგმა „ახალმა ფილოსოფოსმა“ ანდრე გლიუკსმანმა შეადარა დოსტოევსკის კრიტიკა უღმრთო ნიჰილიზმისა 9/11-ს თავის წიგნში „დოსტოევსკი მანჰეტენში“. ის ძალიან ცდებოდა, დღევანდელობის გაკვეთილი ისაა, რომ ტერორიზმი არსებობს იმიტომ, რომ არსებობს ღმერთი, ყველაფერი, ათასობით უდანაშაულოს მკვლელობა დასაშვებია მათთვის, ვინც ღმერთის სახელით მოქმედებს, როგორც მისი სურვილის ინსტრუმენტი, მხოლოდ ღმერთის ნება, მასთან პირდაპირი კავშირი თუ მოგვცემს საშუალებას – დავარღვიოთ ზედმეტად ადამიანური წესები. უღმერთო სტალინიზმიც ამის შედეგია, მათ ჩათვალეს, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ მას შემდეგ, რაც აღიქვეს თავიანთი თავი ისტორიულად აუცილებელი პროგრესისათვის – უზენაესი მიზნისთვის, კომუნიზმისთვის მებრძოლებად[8]

ეთიკის რელიგიის მიერ შევიწროვების ფორმულა ავგუსტინესგან მოდის რომელიც ამბობდა: „გიყვარდეს ღმერთი, და მოიქეცი როგორც საჭიროდ ჩათვლი. იდეა ისაა, რომ თუკი ღმერთი გიყვარს, მისივე ნებით მოქმედებ, შესაბამისად, რაც ღმერთს უნდ აიმას აკეთებ ანუ რასაც აკეთებ არ შეიძლება იყოს ცუდი. ღმერთი გარანტიაა იმისა, რომ რასაც არ უნდა აკეთებდე, უმაღლეს ეტიკურ სტანდარტებში ჯდება. ეს ანდაზური ხუმრობასავითაა „ჩემი საცოლე არასდროს არ იგვიანებს პაემანზე რადგან, თუ დაიგვიანებს ის აღარაა ჩემი საცოლე“

წმინდა ლუისის ჯვაროსნული ლაშრობის დროს ივეს ლე ბრეტონმა დაწრა როგორ წააწყდა ქალს რომელსაც ერთ ხელში წყლით სავსე გობი ეჭირა, მეორეში კი გობი, რომელშიც ცეცხლი ენთო, როცა მას ჰკითხეს რისთვის სჭირდებოდა ეს, მან უპასუხა:

- ჯოჯოხეთი წყლით უნდა ჩავაქრო, სამოთხე კი დავწვაო, ადამიანი იმიტომ კი არ უნდა აკეთებდეს კარგს, რომ სამოთხეში და ჯოჯოხეთში მოხდვებაო (ანგარება) არამედ იმიტომ რომ ღმერთი უყვარსო. – ერთადერთი რაც შეიძლება დაამატო არის: რატომ არ შეიძლება წავშალოთ ღმერთი და კარგი ვაკეთოთ მისი გულისთვის? ეს ნამდვილი ქრისტიანული ეთიკური პოზიცია მხოლოდ ათეისტებში შემორჩა.

ფუნდამენტალისტები სჩადიან „კარგ“ საქმეებს იმიტომ, რომ გადარჩნენ, გადაარჩინონ სული და ა.შ როცა ათეისტები იმიტომ აკეთებენ რამეს რაც კარგია, რომ კარგია. ეს ჩვენი მორლაია, თუკი მე ვაკეთებ კარგ საქმეს, იმიტომ ვაკეთებ მას, რომ მერე შემეძლოს ჩემს თავს სარკეში შევხედო და არა იმიტომ, რომ ღმერთს მოვაწონო. როგორც დევიდ ჰიუმი წერდა, რომელიც ასევე მორწმუნე იყო, ერთადერთი გზა რომლითაც ღმერტისამდი ნამდვილ პატივისცემას გამოვავლენთ, არის მისი იგნორირება და ამავდროულად მორალურად მოქცევა.

ევროპული ათეიზმის ისტორია, ბერძნული ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებიდან“ თანამედროვე სპინოზამდე გვთავაზობს ღირსების გაკვეთილს. ათეისტები ცდილობენ მესიჯის გენერაციას, რომელიც არ მომდინარეობს რეალურობიდან გაქცევაში, არამედ მის მიღებაში და მისი ადგილის შემოქმედებითი გზებით პოვნაში. მატერიალიზმს ასეთ უნიკალურად ხდის გულწრფელი ცოდნა იმისა, რომ ჩვენ არ ვართ სამყაროს მბრძანებლები, არამედ ნაწილი უფრო დიდისა და მთლიანის, მზად ვართ მივიღოთ დიდი პასუხისმგებლობა იმაზე, თუ რას შევქმნით ჩვენი ცოხვრებისგან. თუკი ყველა მხრიდან კატასტროფა გველის, არ არის ეს ერთადერთი გამოსავალი რომელიც აუცილებელია ყველაზე უფრო მეტად დღევანდელ დღეს?

ცოტა ხნის წინ დებატები მიმდინარეობდა, უნდა შეეტანათ თუ არა ევროპულ კონსტიტუციაში ის, თუ რამხელა გავლენა ჰქონდა მის განვითარებაზე ქრისტიანობას. დიდი განსჯის შემდეგ აღიარეს იუდაიზმის, ისლამისა და ქრისტიანობის ასევე ანტიკური კულტურის განსაკუთრებული როლი. სად წავიდა ათეიზმი? თანამედროვე ევროპის ყველაზე ფასეული იდეა? თანამედროვე ევროპას უნიკალურს ხდის ის, რომ ათეიზმი არის სრულად ლეგიტიმური. ეს ყველაზე უფრო მეტად ევროპული მემკვიდრეობაა რომელიც ღირს ბრძოლად.

ნამდვილი ათეისტი არ საჭიროებს თავისი პოზიციის დემონსტრირებას ოპონენტის შოკირებით თავისი მკრეხელური აზრბეის გამოყენებით. ის ასევე ამცირებს კარიკატურების პრობლემას სხვისი რწმენის პატივისცემით. სხვისი რწმენის პატივისცემა, როგორც უმაღლესი ფასეულობა მხოლოდ ერთ-ერთიშეიძლება იყოს ორიდან: ჩვენ სხვას ისე ვექცევით როგორც ჩვენს ქვემოთ მყოფს, დასაცავს, რომ არ ვატკინოთ, არ დავუნგრიოთ ილუზიები. ან რელატივისტურ დამოკიდებულებას ვიყენებთ მულტიჭეშმარიტებებისა, ნებისმიერ ჭეშმარიტებისთვის ბრზოლად შევრაცხავთ რა ძალადობად. თუმცა რას იტყოდით ისლამის და სხვა რელიგიების პატივისცემით, თუმცა საკმაო მიზეზების გამო აგრესიულ კრიტიკაზე? ეს და მხოლოდ ეს არის ერთადერთი გზა აჩვენი მუსულმანებს ნამდვილი პატივისცემა: მოვექცეთ მათ, როგორც სერიოზულ, ზრდასრულ ადამიანებს რომლებიც პასუხს აგებენ თავიანთ რწმენაზე.

Thursday, March 1, 2012

ჩრდილო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლები

ჩრდილო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლები


კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მაკინდერმა შემოიღო „მსოფლიო კუნძულის “-World Island - კონცეფცია, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული კონტინენტები, ევრაზია და აფრიკა და ასევე ოკეანეები, რომლებიც ამ კონტინენტებს გარს არტყია . ასევე აქ იყვნენ მათი სატელიტები: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. მაკინდერმა შემოიღო ასევე მეორე ცნება, ეს არის „ჰართლენდი“ (Heartland), რომელიც წარმოადგენდა „მსოფლიო კუნძულის“ ცენტრს. „ჰართლენდი“ გარშემორტყმულია ორი ზონით: შიდა, კონტინენტური ზონით, რომელიც მოიცავს ევროპას, ხმელთაშუაზღვის აუზს, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს და ჩინეთს. ასევე მეორე ზონას, რომლშიც შედიან ზემოთ მოხსენიებული კუნძულები: დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და იაპონია.
ყველა დიდი ექსპანსიური ცივილიზაცია, მაკინდერის  მიხედვით, აღმოცენდა „ჰართლენდის“ ზონაში, რომელსაც ყველაზე კარგი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დიდი ცივილიზაციები: ახლო აღმოსავლეთში,  ევროპაში, ჩინეთში და ინდოეთში. მაკინდერის დასკვნის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ „ჰართლენდში“ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იმორჩილებს ოკეანეს სანაპიროებს და გარე ზონას (სატელიტ კუნძულებს), მას უჩნდება შანსი აკონტროლოს მთელი მსოფლიო. მისი აზრით, პირველი მსოფლიო ომი  გეოპოლიტიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. 1919 წელს გამოცემულ წიგნში „დემოკრატიული იდეა და რეალობა“  მაკინდერმა ჩამოაყალიბა შემდეგი კონცეფცია: „ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „ჰართლენდს“ ვინც მართავს „ჰართლენდს“  - მართავს „მსოფლიო კუნძულს“. ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“  - ის მართავს მსოფლიოს“.
მაკინდერის თეორიამ დიდი გავლენა მოიპოვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში. მშვიდობის გარანტი უნდა ყოფილიყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური დაწინაურება, რის შედეგადაც გერმანიას და რუსეთს შორის არსებულ სივრცეზე უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც ითამაშებდნენ ბუფერის როლს გერმანიასა და რუსეთს შორის. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გამხდარიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამის შედეგად უამრავი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვებს შორის. როგორც შემდგომ სეშეკ მოჩულსკი აღნიშნავს თავის ნაშრომში „გეოპოლიტიკა - ძალა დროსა და სივრცეში“   (1999), მაკინდერის თეორიამ საფუძველი დაუდო ნატოს შექმნას და ასევე ბრეჟნევის დოქტრინას (“ინდოეთის ოკეანისკენ  გაჭრა”).
მაკინდერის მოსაზრებით, „ჰართლენდი“ მოიცავდა რუსეთი იმპერიის მნიშნელოვან ტერიტორიას და მას ესაზღვრებოდა მთელი რიგი საზღვაო სახელმწიფოები. იმის გამო, რომ „ჰართლენდი“მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით, მასზე კონტროლის დამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ზღვისპირა სახელმწფიოების ამოცანა უნდა ყოფილიყო, შეექმნათ რკალი „ჰართლენდში“ აღმოცენებულ იმპერიისათვის, ანუ რუსეთისთვის, რათა ის ვერ გასულიყო ზღვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიოზე ბატონობას მოიპოვებდა. მაკინდერს მიაჩნდა, რომ ფლოტის მნიშვნელობა, ნელ-ნელა კლებულობდა, ამის საპირისპიროდ იზრდებოდა  რკინიგზის  მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც კონტინეტური სახელმწიფოებს უპირატესობას მოიპოვებდნენ საზღვაო სახელმწიფოებზე. ამიტომ ბრიტანეთისთვის აუცილებელი იყო,  რაც შეიძლება მეტი კონტინენტური ქვეყანა გაეხადა თავის მოკავშირედ.
მოგვიანებით, 1919 წელს, მან გადახედა „ჰართლენდის“ როლს და განაცხადა, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის გამო დაიწყებოდა საზღვაო სახელმწიფოებსა და კონტინენტურ სახელმწიფოებს შორის ან დიდი კონფლიქტი (რაც გამართლდა, პოლონეთის გამო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი), ან  დიდი თანამშრომლობა.
1943 წელს დაწერილ წიგნში „დედამიწის სიმრგვალე და მშვიდობის მოპოვება“ მაკინდერი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირმა „ჰართლენდზე“, ისევე როგორც ციმბირზე, სრული კონტროლი მოიპოვა. Aმის შემდეგ მას შეეძლო თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია საზღვაო სახელმწიფოებზი. იმისთვის, რომ ეს აცილებული ყოფილიყო, აუცილებელი იყო მისი აზრით, შექმნილიყო ჩრდილო ატლანტიკური სივრცე, რომელშიც ის მოიაზრებდა ჩრდილო ამერიკასა და დასავლეთ ევროპას. სწორედ ჩრდილო ატლანტიკური სივრცის და „ჰართლენდის“ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები, უნდა გამხდარიყო მსოფლიოში სტაბილურობის საფუძველი.
მომავალში მოხდა „ჰართლენდის“ როლის რევიზია. ეს გააკეთა ამერიკელმა გეოპოლიტიკოსმა ნიქსონ ჯონ სპაიკმენმა. მან გადაჭარბებულად მიიჩნია მაკინდერის თეორია „ჰართლენდის“ შესახებ. მას არ მიაჩნდა მართებულად ის დებულება, რომ „ჰართლენდზე“ კონტროლი ნიშნავს მსოფლიოზე კონტროლს. მან შემოიღო „რიმლენდის (Rimland)“ ცნება, რომელიც მოიცავდა „ჰართლენდის“ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს. მისი აზრით სწორედ „რიმლენდის“  ტერიტორიაზე უნდა განევრცო აშშ-ს თავისი გავლენა და შეეზღუდა „ჰართლენდის“ სახელმწიფო ანუ საბჭოთა კავშირი.
    „ცივი ომის“ პერიოდში სპაიკმენის თეორიამ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჰპოვა დიდი გავლენა. სწორედ მისი თეორიის შესაბამისად, ამერიკამ შექმნა უამრავი სამხედრო ბლოკი, როგორებიცაა ნატო, სენტო, სეატო. რომელებიც „ჰართლენდის“ ირგვლივ იყო მობილიზებული.

    1989-91 წლებში შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკა: დარჩა ერთადერთი ზესახელმწიფო - აშშ. დაიწყო ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლის რევიზია. ახალი კონცეფცია შემოიღო  ამერიკელმა  გეოპოლიტიკოსმა ფრენსის ფუკუიამამ თავის წიგნში „ისტორიის დასასრული“.   მისი თეორიის მიხედვით კაცობრიობის ისტორია   ირაციონალური (დესტრუქტიული) ფაქტორების საშუალებით ვითარდებოდა. ეს ფაქტორები ემორჩილებოდნენ ნებას და ამ ნების ძალას.  გარდა ამისა, სოციალისტურ ბანაკი იმართებოდა ირაციონალური მენეჯმენტის საფუძველზე. საბჭოთა კავშირი იყო უკანასკნელი ირაციონალიზმის ბასტიონი და მისი დანგრევას, აუცილებლად მოყვებოდა რაციონალური წეს-წყობილების დამყარება, ისეთის, რომელიც უკვე არსებობდა ატლანტიკურ დასავლეთში. მისი აზრით, ასეთ მსოფლიოში მოხდებოდა სახელმწიფოთა შორის ძალთა დაბალანსება, და მათ შორის შეუძლებელი იქნებოდა რაიმე ომის დაწყება. ამ უნიპოლს უნდა ჰქონოდა სამი ძირითადი ცენტრი:
1) აშშ (მთავარი ცენტრი)
2) ევროკავშირი
3) იაპონია
მას მიაჩნდა,  რომ რუსეთი უნდა შესულიყო ამ უნიპოლში. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სტაბილური სამყაროს შექმნა. თუ ეს არ მოხდებოდა, მაშინ სტაბილურობა არ იქნებოდა მყარი. თუმცა აშშ - ის ლიდერობა უნდა გამხდარიყო ამ მსოფლიო სტაბილურობის მთავარი გარანტი. ზოგიერთი მოსაზრებით, ამ უნიპოლში უნდა შესულიყო ასევე ჩინეთიც, თუმცაღა იქვე ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეტაპობრივად და შორეულ პერსპექტივაში.
    ფუკუიამას აზრით, ლიბერალიზმი იყო უკვე გამარჯვებული იდეოლოგია, რომელმაც აჯობა ყველა სხვა იდეოლოგიას და ასევე საბაზრო ეკონომიკამ მოიპოვა სრული გამარჯება სხვა ეკონომიკურ სისტემებზე. Aმიტომ, მისი აზრით, რაც უფრო დრო გავიდოდა, სხვადასხვა რეგიონებში დამყარდებოდა ლიბერალიზმი და საბაზრო ეკონომიკა. ფუკუიამა ვერ ხედავდა ლიბერალიზმის შემაჩერებელ ფაქტორებს, რომელიც არსებობდა სამყაროში. თუმცა მოგვიანებით, როცა ნათელი გახდა, რომ ლიბერალიზმს არ შეუძლია შეაღწიოს მრავალ ქვეყანაში, და უფრო მეტიც, ბევრმა ასეთმა ქვეყანამ ნამდვილი ომიც კი გამოუცხადეს მას, მოხდა ფუკუიამას თეორის გადახედვა. ის, ვინც ახლებურად შეხედა მსოფლიოს გეოპოლიტიკრ სიტუაციას, იყო ამერიკელი პოლიტოლოგი სემუელ ჰანტინგტონი. მან თავის სტატიაში „ცივილიზაციათა შეჯახება“   წამოაყენა სამყაროს განვითარების ახლებური ხედვა, რომლის მიხედვით მე-20 საუკუნეში ძირითადი დაპირისპირებების მიზეზს წარმოადგენდნენ იდეოლოგიები და მათი შორის დაპირისპირებები. სწორედ  ამ დაპირისპირებებმა განსაზღვრეს მე-20 საუკუნის ისტორია. რაც შეეხება 21-ე საუკუნეს, აქ, მისი აზრით, ადგილი ექნება ან ცივილიზაციებს ან რელიგიებს შორის მძლავრი დაპირისპირებები. 1996 წელს ჰანტინგტონმა გამოსცა წიგნი „ცივილიზაციათა შეჯახებები და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“, რომელშიც მან განავრცო მისი ადრე გამოცემული სტატიის ძირითადი იდეები. მისი აზრით, „მსოფლიოში, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ერებს შორის - არა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არამედ კულტურული ფაქტორი იქნება“. ადამიანებმა დაიწეს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია არა სახელმწიფოსთან ან ერთან, არამედ უფრო ფართე კულტურულ გაერთიანებასთან - ცივილიზაციასთან. „უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია  ან პოლიტიკური რეჟიმი, არის რელიგია, რომელიც უფრო მეტად ჰყოფს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება. ადამიანი შეიძლება იყოს ნახევრადფრანგი და ნახევრადარაბი, ორივე ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ შეუძლებელია იყოს ნახევრადმუსულმანი ან ნახევრადკათოლიკე“.  ჰანტინგტონმა დაასახელა  ექვსი არსებული ცივილიზაცია - ინდური, ისლამური, იაპონური, მართმადიდებლური, ჩინური და დასავლური. ის ასევე განიხილავს სხვა ორი ცივილიზაციის არსებობას, ესენია აფრიკული და ლათინო-მექსიკური.  მისი აზრით, მთავარი დაპირისპირება, რომელიც მოხდება 21-ე საუკუნეში, იქნება ცივილიზაციათა შორის კონფლიქტები, ძირითადად, დასავლურ ცივილიზაციასა და დანარჩენ ცივილიზაციებს შორის. ჰანტინგტონის მოსაზრებით, დასავლური ცივილიზაციის ბატონობა დასასრულისკენ მიდის. მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოვლენ ახალი სახელმწიფოები, რომლებიც უარყოფენ და დაუპირისპირდებიან დასავლურ ღირებულებებს. განსაკუთრებულად საშიშ ძალას დასავლური ცივილიზაციისთვის წარმოადგენს ისლამური ცივილიზაცია, თავისი დემოგრაფიული ბუმით და კულტურული აღორძინებით. მეორე საფრთხე მოდის აზიიდან, კონკრეტულად კი ჩინური ცივილიზაციიდან. მომავალში ასევე მოსალოდნელია ისლამური და ჩინური ცივილიზაციების დაახლოება. იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ შესძლოს უპასუხოს ამ გამოწვევებს, მან უნდა ეცადოს განავრცოს და გააფართოვოს საკუთარი გავლენა მსოფლიოში, და ეს უნდა იყოს პირველ რიგში სხვა ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია დასავლურ ცივილიზაციაში.. ჰანტინგტონი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას. ის ფიქრობს, რომ ლათინური ამერიკა უნდა მოექცეს დასავლური ცივილიზაციის ორბიტაზე. ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა იაპონიასა და ჩინეთს შორის არ მოხდეს დაახლოება. რუსეთს უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ის საჭიროებს ხელშეწყობას, რომ მან რაღაც დონეზე შეძლოს ჩინური და ისლამური ცივილიზაციების კონტროლი .


ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეოპოლიტიკური ხედვა, რომელიც მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“   დიდ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ამერიკულ გეოპოლიტიკაში. მისი აზრით, მსოფლიოში ყველაზე მნიშნველოვანი ადგილი არის ევრაზია და განსაკუთრებით ე.წ „ევრაზიული ბალკანეთი“,  რომელშიც იგი მოიაზრებს კასპიისპირა რეგიონებს და კავკასიას. იმისთვის, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს ჰეგემონია მსოფლიოში, მას სჭირდება თავისი გავლენის დამყარება ამ „ევრაზიულ ბალკანეთში“. მომავალი გლობალური პოლიტიკა მსოფლიო სხვადასხვა დიდ სახელმწიფოების მიერ კონცენტრირებული იქნება ბჟეზინსკის აზრით სწორედ აღნიშნულ რეგინზე და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება მასზე კონტროლის დამყარება. Aმერიკელი პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთს აუცილებლდა სჭირდება უკრაინის დამორჩილება, რათა ის კვლავ იქცეს იმპერიად, მისი ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ თანამედროვე გეოპოლიტიკოსის ნაშრომად და მნიშვნელოვანია ისიც რომ თვითონ ბჟეზინსკი დღეს-დღეობით არის პრეზიდენტ ობასმას მრჩეველი დამ ას აქვს დიდი გავლენა ამერიკის მთავრობაში საგარეო-პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს.

Monday, February 13, 2012

ჯონ ჰობსონი. დასავლური ცივილიზაციის აღმოსავლური წარმომავლობა.


ავტორი ცდილობს თავის ნაშრომში გააქარწყლოს ის დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ანტიკური საბერძნეთის ხანიდან მოყოლებული ევროპა თვითონ, საკუთარი ძალებით ვითარდებოდა და მხოლოდ საკუთარი ძალებით იკვალავდა გზას მომავლისკენ. ამავე სტერეოტიპის მიხედვით, ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდა აღმოსავლეთი, რომელიც წარმოადგენდა მხოლოდ პასიურ მაყურებელს კაცობრიობის განვითარებისა.
ჰობსონი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ორ ისტორიულ პროცესს, რომლებიც ვითარდებოდნენ პარალელურად, და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს „აღმოსავლური დასავლეთის“ აღმავლობა.

პირველი პროცესი მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა ევროპული გამოგონება, იქნებოდა ეს ახალი იდეები, ტექნოლოგიები თუ რაიმე ინსტიტუტები, ძირითადათ გადმოღებული იყო აღმოსავლეთიდან. მათ შეაღწიეს დასავლურ სამყაროში გაცილებით უფორ განვითარებული აღმოსავლეთიდან და ეს მოხდა ეგრეთ წოდებული „აღმოსავლური გლობალიზაციის“ შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა 500 დან 1800 წლებში.   
მეორე პროცესი ეს იყო ევროპული იდენტურობის ფორმირება, რომელმაც 1453 წლის შემდგომ მიიყვანა ეს კონტინენტი იმპერიალიზმის შექმნამდე. ამ იმპერიალიზმის შედეგად ევროპელებმა ხელში ჩაიგდეს უამრავი რამ აღმოსავლეთში, კერძოთ მიწა, სამუშაო ძალა და გასაღების ბაზრები. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, დაადგა აქამდე მკვეთრად მარგინიზებული ევროპა პროგრესის გზას.  


წინასიტყვაობა

მინდა დავარწმუნო მკითხველი იმაში, რომ ეს წიგნი არ იქნება წინა ნაშრომების მსგავსად ფოკუსირებული ევროპელთა წარმატებებზე და მათ მიღწევებზე. მე ვამახვილებ ამ ნაშრომში ძირითად ყურადღებას აღმოსავლეთზე, მის კულტურაზე და იმ წვლილზე, რომელიც მან შეიტანა კაცობრიობის და მათ შორის დასავლეთის განვითარების საქმეში. წიგნი მართალია მოგვითხრობს დასავლურ ცივილიზაციაზე და მის განვითარებაზე, მაგრამ აქ ვერ ნახავთ ისეთ ცნობილ თემებს, როგორებიცაა 30 წლიანი ომი ან ვესტფალის ზავი. იტალიელ ვაჭრებზე და მათ გილდიებზე არის ლაპარაკი მხოლოდ აღმოსავლეთის მიღწევების და გამოგონებების კონტექსტში, როდესაც ეს მიღწევები და გამოგონებები სწორედ ამ ვაჭრების წყალობით გავრცელებას პოულობენ ევროპაში. ევროპული რენესანსი და მეცნიერული რევოლუცია ჩვენს კონტინენტზე დანახულია ძირითადათ ისლამური შუა აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის განვითარების ჭრილში. ლეონარდო და ვინჩი, კოპერნიკი, ვასკო და გამა და სხვა სხვადასხვა სფეროში ცნობილი ევროპელი ძლიერ ჩამოუვარდებიან თავიანთ აზიელ კოლეგებს. ადრინდელი შუა საუკუნის ისეთი ევროპული ქალაქები, როგორებიც იყვნენ მადრიდი, ლისაბონი, ლონდონი და ვენეცია ვერ შეედრებოდნენ თავიანთი სილამაზით და განვითარებით ბაღდათს, ქაიროს, კანტონს და კალკუტას.
ლონდონის დიდი გამოფენა იყო მხოლოდ ქედმაღლობა და თავმოწონება, რამეთუ მასზე წარმოდგენილი ინდუსტრიალიზაციის ნიმუშები სხვა არაფერი იყო  თუ არა გამოგონებები, რომლებიც გაცილებით ადრე იქნა მიგნებული ჩინეთში.
ხშირად ისეთ რამეებს, როგორებიცაა სახელმწიფო მართვა, სამხედრო ინდუსტრია ან პროტექციონისტული პოლიტიკა განიხილავენ დიდი ბრიტანეთის კონტექსტში და არა შუა საუკუნოვანის იაპონიის კონტექსტში, რაც არასწორია.
ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე ის მკითხველი, რომელიც ელის ამ წიგნში დასავლეთის განვითარების აღწერას მხოლოდ ევროპულ ჭრილში, დიდად გაწბილებული დარჩება. რამეთუ ჩემი განზრახვაა დავანახო მკითხველს პირველ რიგში ის, თუ როგორ შეუწყო ხელი აღმოსავლეთმა დასავლური სამყაროს განვითარებას. თუ მე ვერ დავარწმუნე მკითხველი ამ თეზის სისწორეში, ეს ნაკლებად მაწუხებს, ჩემთვის მთავარია, რომ წარმოდგენილი ნაშრომი ყველასთვის საინტერესო, ახალი ფაქტებით და დებულებებით სავსე და სიღრმისეული იყოს.


ისლამური და აფრიკელი პიონერები
მსოფლიოში და გლობალურ ეკონომიკაში ხიდების გადება აფრო-აზიური აღმოჩენების ეპოქაში, 500-1500 წლები.

დასავლელი მეცნიერები, განსაკუთრებით კი მე-19 საუკუნის შემდეგ, გამუდმებით ცდილობდნენ წარმოადგინონ აფრო-ევრაზიული ცივლიზაციები როგორ ერთობლიობა ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროებისა. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროპის განვითარების შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული გზაა არ დავუკავშიროთ ის სხვა ცივილიზაციებს და შევხედოთ მის ისტორიულ განვითარებას როგორც ცალკე ფენომენს.

ევროცენტრისტების მიერ წარმოდგენილი 1500 წლამდე არსებული სამყაროს სტანდარტული სურათი შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან: 1. მსოლფიო ჩაფლული იყო პერმანენტული სტაგნაციის ჭაობში, ანუ მსოფლიო არ და ვერ ვითარდებოდა 2. დანაწევრებული და ფრაგმენტირებული სამყარო შედგებოდა იზოლირებული და ჩამორჩენილი სახელმწიფოებისგან, სადაც  (პირველ რიგში აღმოსავლეთში) დესპოტური მართველება იყო. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია წარმოიდგინო გლობალურად სამყაროს ერთიანობა, ყოველ შემთხვევაში 1500 წლამდე მაინც. ევროცენტრისტებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში გლობალიზაცია  იწყება 1500 წლიდან, როდესაც ევროპა იწყებს დაწინაურებას და რა დროის შემდეგაც იწყება ევროპული აღმოჩენების ეპოქა. და მხოლო ამის შემდეგ, მიიჩნევენ ისინი, იწყებენ ნგრევას კედლები და ზღუდეები, რომლებიც ჰყოფდნენ ერთმანეთისგან ძირითად ცივილიზაციებს.

ევროცენტრისტების ასეთი წარმოდგენა სამყაროს განვითარების შესახებ არის წმინდა წყლის მითი და სხვა არაფერი. იმიტომ, რომ მსოფლიოში გლობალური მასშტაბის ეკონომიკური პროცესები, რომლებმაც დააკავშირეს მანამდე იზოლირებული ერთმანეთისგან ცივილიზაციები, დაიწყო მე-6 საუკუნეში და ის უკავშირდება აფრო-აზიური აღმოჩენების ეპოქის დასაწყისს. ევროპელი პიონერები, რომელთა სახელებსაც უკავშირდება მრავალი გეოგრაფიული აღმოჩენა, უნდა უმადლოდენ თავიანთ ამ მიღწევებს პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ არაბებს, სპარსელებს და აფრიკელებს. უფრო მეტიც, 1500 წლამდე აღმოსავლეთმა განიცადა მნიშვნელოვანი  ეკონომიკური განვითარება, რაც სრულებით აბათილებს იმ მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთი მთლიანათ იმართებოდა დესპოტი მმართველების მიერ. ასევე ნაჩვენებია, რომ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სახის სფეროში პირველობა ეკავათ აღმოსავლურ საზოგადოებებს. ამასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის მძლავრი ეკონომიკური განვითარება, რომელიც თარიღდება 650-1000 წლებით. 1100 წლის შემდეგ ეკონომიკური ლიდერობას ხელთ იგდებს ჩინეთი და მას ის ინარჩუნებს მე-19 საუკუნემდე. ევროცენტრისტები ასეთ სურათს საერთოდ არ ეთანხმებიან და წარმოადგენენ საქმეს ის, თითქოს 1000 წლის შემდეგ მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ცენტრებს წარმოადგენდენ ვენეცია, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და ბრიტანეთი.

თუმცა აზიის განვითარება და მისი მიღწევები ეკონომიკის სფეროში არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ რაღაც ქვემეხის გამოგონებით, არამედ ის გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა.
აუცილებელია დავყოთ აზიის განვითარების პროცესი რამოდენიმე ძირითად ნაწილად.  ეს ნაწილებია ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ისლამური ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.

ევროცენტრიზმის მთავარი არგუმენტები იმ დებულების წინააღმდეგ, რომ გლობალიზაცია დაიწყო 1500 წელზე გაცილებით ადრე და რომ ის პირველ რიგში უკავშირდება აზიას და აფრიკას, არის შემდეგი: 1) ძირითადი ცივილიზაციები ერთმანეთისგან იზოლირებულნი იყვნენ და მათ შორის არ არსებობდა თითქმის არანაირი კავშირი 2) ვაჭრობის განვითარება 1500 წლამდე აზიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ისინი ყველა იმყოფებოდნენ დესპოტური მმართველობის ქვეშ, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეფხვრათ თავისუფალი ვაჭრობის ნებისმიერი ფორმა 3) 1500 წლამდე არ შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვანი გლობალური ვაჭრობა, რადგან ამისთვის არ არსებობდნენ აუცილებელი ინსტიტუტები. 4) აღნიშნულ პერიოდამდე მსოფლიო მასშტაბის ვაჭრობა ქვეყნებს შორის შეუძლებელი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სატრანსპაორტო საშუალებები ჯერ არ იყო საკმარისად განვითარებული 5) ვაჭრობის მასშტაბები არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმდენად დიდი, რომ მათ მიეღოთ მსოფლიო მასშტაბის დონე. 6) კიდევაც რომ ადგილი ჰქონოდა ქვეყნებს შორის რაიმე ვაჭრობას, ის არ იქნებოდა იმდენად მნიშვნელოვანი იმისთვის რომ რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა ქვეყნების განვითარებაზე.

განვიხილოთ ყოველი ეს არგუმენტი ცალ-ცალკე.
1)      500 წლის შემდეგ სპარსელებმა, ჩინელებმა, იაპონელებმა, ინდოელებმა, იაველებმა და არაბებმა შექმნეს და განავითარეს თავიანთი ეკონომიკური სისტემები. ეს პროცესი მოიცავს პერიოდს 1500 წლამდე. ამ პერიოდში სწორედ მსოფლიოში არსებული ცივილიზაციები ერთმანეთთან მჭიდროთ არიან გადაჯაჭვულნი (ცნობილია ტერმინი აღმოსავლური გლობალიზაცია).
2)      რეგიონთა უმრავლესობა იმართებოდა მმართველების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი გარემოს შექმნას თავიანთ ირგვლივ და ამიტომ ხელს უწყობდნენ ვაჭრობის განვითარებას, მათ შორის უცხო ქვეყნებთან, და დაბალი გადასახადების არსებობას.
3)      ამ პერიოდში შეიქმნა საკმარისი და საკმაოდ ძლიერი კაპიტალისტური ინსტიტუტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მსოფლიო ვაჭრობის განვითარებას.
4)      სატრანსპორტო ტექნოლოგიები იმ ექპოქის საკმარისად განვითარებული იყო, იმისთვის რომ შესაძლებელი ყოფილიყო მსოფლიო ვაჭრობა.
5)      მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე საერთაშორისო გადაზიდვების ძალზედ დაბალი იყო, საერთაშორისო სავაჭრო მიმოქცევას მაინც დიდი გავლენა ჰქონდა მსოფლიო ეკონომიკაზე
6)      და ბოლოს არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩემი პოზიციის წინააღმდეგ, კერძოდ ის, რომ იმ პერიოდის მსოფლიო ვაჭრობაში არა ყველა სახელმწიფო იყო ჩართული, და ამიტომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს გლობალურ ვაჭრობათ. ჩემის აზრით ეს სადაო საკითხია.

უდაოა, რომ გლობალიზაცია ძალზედ დინამიური მოვლენაა და ეს ის შემთხვევაა, რომელიც დროთა მსვლელობისას გამუდმებით იცვლის ფორმას და სახეს. და რაღა თქმა უნდა, ახალი ეპოქის გლობალიზაცია (1800-2000) არსებითად განსხვავდება მისი აღმოსავლელი წინამორბედისგან. მაგრამ მთავარი მაინც მდგომარეობს იმაში, რომ გლობალიზაცია არსებობდა 1500 წლამდე, და ის ნახულობდა თავის გამოხატვას საერთაშორისო ვაჭრობაში და გაცვლაში. ამ ვაჭრობის და ურთიერთგაცვლის ობიექტები იყო საქონელი, წიაღისეული, ადამიანები, ფული, კაპიტალი, ინსტიტუტები, ტექნოლოგიები, იდეები და ადამინაები. ეს პროცესები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ახდენდენ არსებით გავლენას საზოგადებების ჩამოყალიებებაში და მათ განვითარებაში მთელი პლანეტის მასშტაბით.

500 წელი რა თქმა უნდა პირობითი თარიღია, გლობალიზაციის პროცესების ჩანასახი გაჩნდა 1 საუკუნეში, მაგრამ მე-6 - ში თითქმის ყველა ის ნაპრალი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა, რომელიც აქამდე არსებობდა, უკვე ამოვსებული იყო.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ისეთი ტრანსპორტის ჩამოყალიბება, როგორიცაა აქლემით გადაადგილება, ეს ხდება 300-500 წლებში. აქლემებმა ითამაშეს უდიდესი როლი მაშინდელი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეპოქაში იყო ახალი მსოფლიო იმპერიების ფორმირება და ამ იმპერიებს შორის ურთიერთკავშირების დამყარება, რამაც ხელი შეუწყო მშვიდობიანი გარემოს შექმნას და როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ვაჭრობის განვითარებას.
ჩინეთი, იანგის დინასტიის მართველობის დროს (618-907), აბასიდების იმპერია (661-1258), ასევე ფატიმიდების იმპერია ჩრდილოეთ აფრიკაში (909-1171).
ამ იმპერიების უმრავლესობას ერთმანეთში სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები გააჩნდათ.

მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპაში შეიქმნა კაროლინგების იმპერია, ეს მოხდა 751 წელს, და ასევე შეიქმნა ბევრი ახალი სავაჭრო ქალაქი იტალიაში, მსოფლიო ვაჭრობამ შეაღწია ევროპაშიც.

მუსლიმი არაბები

აღმოსავლური გლობალიზაცია პირველ რიგში უნდა უმადლოდეს თავის აღმოცენებას ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას.
გლობალური კაპიტალიზმის პირველი პიონერები იყვნენ სწორედ ახლო აღმსოავლეთში მცხოვრები მუსლიმები და ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები მუსლიმები და ზანგები. სწორედ მათ გაიყვანეს ყველაზე დიდი მასშტაბის სავაჭრო გზები, რომლებიც მოიცავდნენ აფრიკის და ევრაზიის მასივებს, დასავლეთ ევროპის ხმელთაშუაზღვის სანაპიროებს, ჩინეთს, კორეას, აფრიკას და პოლინეზიას (შესაძლოა ავსტრალიასაც კი). როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი არაბებმა გამოიყენეს რა სასანიდური ირანის მიღწევები თავიანთი სახელმწიფოს შესაქმნელად. 610 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი იწყებს მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.  ეს ხდება მუჰამედის ხილვების შემდეგ. სწორედ მუხამედმა შეძლო ამ მხარის ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანება. ხოლო თვითონ ისლამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტები იყო ვაჭრობა და მომგებიანი კაპიტალისტური საქმიანობა. ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება დღევანდელი ევროცენტრისტების წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ ისლამი ეწინააღმდეგება ვაჭრობას და კაპიტალიზმს. ეს წარმოდგენები ძირშივე მცდარია, იმიტომ რომ თვითონ მუხამედი იყო ვაჭარი.
ისლამის ძალა მდგომარეობდა მისი ეკონომიკის ექსტენსიური სახით განვითარებაში. ანუ არაბებს შეეძლოთ გაევრცელებინათ თავისი ვაჭრობა და ეკონომიკა ფართე ტერიტორიებზე და შესაბამისად ამ ტერიტორიებზე დაემკვიდრებინათ კაპიტალიზმი.
ასევე ისლამმა ითამაში ძალიან დიდი როლი ევროპის განვითარებაში, განსაკუთრებით ეს ეხება ესპანეთს. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისლამური სამყარო წარმოადგენდა დიდ ხიდს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, სადაც 650-1850 წლებში ხდებოდა სხვადახვა ტექნოლოგიების, ინოვაციების, იდეების და საქონლის გაცვლა.

მონღოლები

მნიშვნელოვანი როლი ასევე გლობალიზაციის საქმეში ითამაშა ასევე მონღოლთა იმპერიის შექმნამ მე-13 საუკუნეში. იმპერია აკავშირებდა ვაჭრობის საშუალებით აღმოსავლეთის და დასავლეთის უზარმაზარ ტერიტორიებს. თუმცა მართალია ეს თურქ-სელჩუკები იყვნენ, რომლებიც წავიდნენ დასავლეთისკენ და დაიპყრეს ბევრი ტერიტორია, მაგრამ თვითონ ევრახიის უდიდესი ნაწილი სწორედ რომ მონღოლთა და მათი მეთაურის ჩინგის ხანის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა. მოკლედ მონღოლები ძირითადათ დაკმაყოფილდნენ აზიის ტერიტორიებით, (პირველ რიგში ჩინეთი წარმოადგენდა მათთვის მთავარ ტერიტორიას) დასავლეთ ევროპის დაპყრობაზე მათ უარი თქვეს და ევროპაში კი ისინი დაკმაყოფილდნენ მხოლოდ კიევის რუსეთით. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში სუფევდა მშვიდობა, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ვაჭრობის და კაპიტალიზმის განვითარებას. მათ იმპერიაზე გადიოდა სწორედ „აბრეშიმის გზა“, რომელიც ცნობილი მაშინდელი ვაჭრების მარკო პოლოს და ბალდუჩი პეგოლოტის სიტყვებით, ყველაზე უსაფრთხო სავაჭრო მარშრუტი იყო მსოფლიოში.