Tuesday, December 10, 2013

კულტურულ-გეოგრაფიული სივრცე და სსრკ

       XX საუკუნის დასაწყისში კომუნისტებს სურდათ ძველი პოლიტიკური სისტემის განადგურება და მის ნაცვლად ახალი პოლიტიკური სისტემის და ზოგადად ახალი პოლიტიკის გატარება. მათ უნდოდათ იმპერიალიზმის, აბსოლუტიზმის, ელიტიზმის და ა.შ ჩანაცვლება სხვა უფრო პროგრესულ-კომუნისტურ სისტემებით, მაგრამ საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი მის წინა მორბედზე უფრო მეტად იმპერიალისტურები, უფრო მეტად ორიენტირებულნი ავტორიტარიზმზე და უფრო მეტად კონსერვატულები აღმოჩნდნენ.  თანამედროვე მემარცხენეთა დიდი ნაწილი ამაში ადანაშაულებს სტალინის პიროვნებას და მის შექმნილ სისტემას და ალტერნატივად ტროცკისტული, ძველი რევოლუციოერი ელიტა მოჰყავთ (რომ არ გეანადგურებინა სტალინს ისინი, სულ სხვანაირად განვითარდებოდა საბჭოთა კავშირი). ერთი სიტყვით მთელ ცოდვებს სტალინს მიაწერენ. მე მინდა ზოგადად ეს პერიოდი სხვა კუთხით დაგანახოთ. არსებობს კულტურულ-გეოგრაფიული სივრცის ცნება, რომელსაც აქვს თავის შიდა ლოგიკა, კანონზომიერება და რომელიც აიძულებს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს, გადადგან ესა თუ ის ნაბიჯი, რომელიც არანაირად არ ჯდება მათ დოქტრინებში. მაგალითად მარქსი ფიქრობდა რომ რევოლუცია რუსეთში შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ არ არსებობდა პროლეტარიატი. ლენინი ამბობდა რომ შესაძლებელია რევოლუცია - ჩვენ დავიწყებთ და გავაგრძელებთ სხვაგან. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ საჭიროა სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა, ერთ და ისიც არაინდუსტრიულ სახელმწიფოში, ეს მაშინ პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნდათ რევოლუციონერებს (ტროცკის და სხვებს), რადგან ეს მარქსიზმი საერთოდ აღარ გამოდიოდა. სტალინის შემთხვევაში, რომელიც "სოციალიზმი ერთ ქვეყანაში" პრინციპს უჭერდა მხარს, იყო სინამდვილეში კულტურულ გეოგრაფიული სივრცის გამომხატველი სუბიექტი. მარქსისტული დოქტრინები უკვე გადადის მეორე მხარეს და წინ წამოიწია, სწორედ ამ კულტურუ-გეოგრაფიულმა სივრცის ფაქტორმა. მთავარი მომენტი მდგომარეობს შემდგომში: თავად კულტურულ-გეოგრაიფიულ სივრცეს აქვს თავის მოთხოვნები - რუსულ შემთხვევაში, ეს არის ცენტრალიზებური ხელისუფლებისა და გაფართოების მოთხოვნილება - სწორედ ამის გამომხატველი აღმოჩნდა სტალინი. ანუ ჩნდება კულტურულ-გეოგრაფიული ნება, რომელიც საკუთარ თავს ახვევს იმათ, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე.    სტალინი, რომელიც არის თანასწორობის იდეის მატარებელი, ხდება რუსულ ისტორიაში ცნობილ აბსოლუტურ მონარქების მსგავსი პიროვნება, რომელნიც გამოხატავენ კულტურულ-გეოგრაფიულ ნებას. ამ შემთხვევაში ზოგადად სახელმწიფოებრივ დონეზე, რუსული სახელმწიფოებრიობის წარმატება განპირობებულია ამ ნების დამორჩილებასთან ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ "საკუთარ თავთან დაბრუნებაში" და ამ დაბრუნების დროს ის იმეორებს მის ისტორიას.