Tuesday, December 10, 2013

კულტურულ-გეოგრაფიული სივრცე და სსრკ

       XX საუკუნის დასაწყისში კომუნისტებს სურდათ ძველი პოლიტიკური სისტემის განადგურება და მის ნაცვლად ახალი პოლიტიკური სისტემის და ზოგადად ახალი პოლიტიკის გატარება. მათ უნდოდათ იმპერიალიზმის, აბსოლუტიზმის, ელიტიზმის და ა.შ ჩანაცვლება სხვა უფრო პროგრესულ-კომუნისტურ სისტემებით, მაგრამ საბოლოო ჯამში საბჭოთა კავშირის ისტორიამ აჩვენა, რომ ისინი მის წინა მორბედზე უფრო მეტად იმპერიალისტურები, უფრო მეტად ორიენტირებულნი ავტორიტარიზმზე და უფრო მეტად კონსერვატულები აღმოჩნდნენ.  თანამედროვე მემარცხენეთა დიდი ნაწილი ამაში ადანაშაულებს სტალინის პიროვნებას და მის შექმნილ სისტემას და ალტერნატივად ტროცკისტული, ძველი რევოლუციოერი ელიტა მოჰყავთ (რომ არ გეანადგურებინა სტალინს ისინი, სულ სხვანაირად განვითარდებოდა საბჭოთა კავშირი). ერთი სიტყვით მთელ ცოდვებს სტალინს მიაწერენ. მე მინდა ზოგადად ეს პერიოდი სხვა კუთხით დაგანახოთ. არსებობს კულტურულ-გეოგრაფიული სივრცის ცნება, რომელსაც აქვს თავის შიდა ლოგიკა, კანონზომიერება და რომელიც აიძულებს სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს, გადადგან ესა თუ ის ნაბიჯი, რომელიც არანაირად არ ჯდება მათ დოქტრინებში. მაგალითად მარქსი ფიქრობდა რომ რევოლუცია რუსეთში შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ არ არსებობდა პროლეტარიატი. ლენინი ამბობდა რომ შესაძლებელია რევოლუცია - ჩვენ დავიწყებთ და გავაგრძელებთ სხვაგან. მაგრამ როდესაც საუბარია, რომ საჭიროა სოციალისტური სახელმწიფოს შექმნა, ერთ და ისიც არაინდუსტრიულ სახელმწიფოში, ეს მაშინ პრაქტიკულად შეუძლებლად მიაჩნდათ რევოლუციონერებს (ტროცკის და სხვებს), რადგან ეს მარქსიზმი საერთოდ აღარ გამოდიოდა. სტალინის შემთხვევაში, რომელიც "სოციალიზმი ერთ ქვეყანაში" პრინციპს უჭერდა მხარს, იყო სინამდვილეში კულტურულ გეოგრაფიული სივრცის გამომხატველი სუბიექტი. მარქსისტული დოქტრინები უკვე გადადის მეორე მხარეს და წინ წამოიწია, სწორედ ამ კულტურუ-გეოგრაფიულმა სივრცის ფაქტორმა. მთავარი მომენტი მდგომარეობს შემდგომში: თავად კულტურულ-გეოგრაიფიულ სივრცეს აქვს თავის მოთხოვნები - რუსულ შემთხვევაში, ეს არის ცენტრალიზებური ხელისუფლებისა და გაფართოების მოთხოვნილება - სწორედ ამის გამომხატველი აღმოჩნდა სტალინი. ანუ ჩნდება კულტურულ-გეოგრაფიული ნება, რომელიც საკუთარ თავს ახვევს იმათ, ვინც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე.    სტალინი, რომელიც არის თანასწორობის იდეის მატარებელი, ხდება რუსულ ისტორიაში ცნობილ აბსოლუტურ მონარქების მსგავსი პიროვნება, რომელნიც გამოხატავენ კულტურულ-გეოგრაფიულ ნებას. ამ შემთხვევაში ზოგადად სახელმწიფოებრივ დონეზე, რუსული სახელმწიფოებრიობის წარმატება განპირობებულია ამ ნების დამორჩილებასთან ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ "საკუთარ თავთან დაბრუნებაში" და ამ დაბრუნების დროს ის იმეორებს მის ისტორიას.
    

   


Sunday, June 23, 2013

ჩემი პატარა ჩანაწერი: ლიბერალები და უმცირესობები

ჩვენი საზოგადოების კრიზისი სახეზეა, განსაკუთრებით მორალური კრიზი. ამდენი ხანი ვისაც ჩაგრულებად მივიჩნევდით - ქართული "ლიბერალური ელიტას", სინამდვილეში ყველაზე დიდი მჩაგვრელი აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს გამოჩნდა წამების ვიდეო კადრებთან მიმართებაში. გაქრა ილუზია იმის შესახებ, რომ ხალხი "ბნელია" და გამოჩნდა, რომ ინგლისურ ენაზე მოლაპარაკე ელიტა - ჰუმანიზმის, პროგრესის, ქართული საზოგადოების ნათელი წერტილი სულაც არ ყოფილა. ეს კიდე კრიზისის წინაშე გვტოვებს, იმ კრიზისის რომელიც არანაირ პერსპექტივას თითქოს და არ გვიტოვებს. ერთი მხრივ გვყავს მჩაგვრელი ლიბერალური ელიტა, მეორე მხრივ კი გვყავს ის საზოგადოება, რომელიც მზადაა უმცირესობების უფლებები ფეხქვეშ გათელოს. ეს რეალურად ერთი პროცესის ორი მხარეა, ჩვენი მიზანი კი ამ პროცესიდან გამოსვლაა. 
ლიბერალური ელიტის ბრენდი იყო და არის უმცირესობების დაცვა. უმცირესობების დამცველის იმიჯით, ისინი ცდილობდნენ ეძალადათ უმრავლეობაზე. რა თქმა უნდა მთელი 9-წლის განმავლობაში, რაც უმცირესობის დამცველები მოღვაწეობენ, ოდნავადაც არ გაუმჯობესებია დამოკიდებულება უმცირესობებთან მიმართებაში, მეტიც ჩემი პირადი დაკვირვებით, მუდმივ მტრობას განაპირობებს ის, რომ ჩვენი ლიბერალური ელიტა აღმოჩნდა "შუამავალი" უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. ანუ პრობლემის თავი და თავი, არა უკიდურესი ნაციონალიზმია, ფუნდამენტალიზმი, არამედ თავად ელიტის დამოკიდებულება. უმრავლეოსბა ხვდება, რომ უმცირესობების უფლებების სახელით, მას ჩაგრავს ელიტა და ბუნებრივი თავდაცვით რეაქციასთან გვაქვს საქმე. მე შორვს ვარ იმ აზრისგან, რომ რამენაირად გავამართლო ძალადობა. რა თქმა უნდა ძალიან ცუდია, როდესაც ეს ფაქტი ხდება, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ უმრავლესობა-უმცირესობის დაპირისპირება კლასთა ბრძოლასთანაა დაკავშირებული. ლიბერალების "შუამავლობა" აზიანებს როგორც უმრავლესობას, ისე უმცირესობას. 
ხშირად გამოსულან სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლები და თავიანთ პრობლემებზე, ძალიან გასაგებად ულაპარაკიათ და ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოაგვარონ პრობლემა (მაგალითად მუსულმანებს ხშირად განუცხადებიათ, რომ ისინი მზად არიან საპატრიარქოსთან შეთანხმებით, მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა). ეს ურთიერთობები თითქოს და ნორმალურ ატმოსფეროში ირკვევა, სანამ ლიბერალები არ ჩაერთვებიან პროცესში. როგორც კი ისინი ერთვებიან პროცესში, რომელთა გაცხადებული მიზანიც საპატრიარქოსთან დაპირისპირებაა (არა იმიტომ რომ თვითონ უპირისპირდებიან, არამედ აპირისპირებენ უმრავლესობას და უმცირესობას ერთმანეთთან და არ აძლევენ საშუალებას, მათ გარეშე მოაგვარონ ურთიერთობები), იქ იწყება ის კონფლიქტები რაც ჩვენ სახეზე გვქონდა. 

ერთი სიტყვით ჩემი აზრით, სწორედ ჩვენი ლიბერალური ელიტა დიდწილად ქმნის კონფლიქტებს და ამ კონფლიქტების ხარჯზე არსებობს. მე არ ვამბობ, რომ არანაირ აგრესია არ იქნება უმრავლესობასა და უმცირესობებს შორის, მე ვამბობ, რომ სწორედ კონფლიქტების გამწვავება ლიბერალთა ხელით ხდება. ბევრი უფლებადამცველი ლიბერალი არსებობს, რომელიც სხვის სახელით ლაპარაკობს, ამ დროს ძალიან ცოტა უმცირესობების წარმომადგენელი ვიცით, რომლებიც თავის წარმომადგენელტა სახელით ილაპრაკებდა. უმცირესობა-უმრავლესობის კონფლიქტით საზრდოობს ჩვენი ლიბერალური ელიტა, რომელსაც დიდწილად თვითონ ქმნის და არ აძლევს უმცირესობებს იმის საშუალებას, რომ გამოჩნდნენ და თავიანთი, ლიბერალებისგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირონ.. 

Sunday, June 9, 2013

პატარა ჩანაწერი

შუა საუკუნოვანი გაგება ადამიანისადმი, სამყაროსადმი, სავსე იყო, რელიგიური წარმოდგენებით. მთავარი მიზანი განათლების, აღმზრდელობითი სისტემის, იყო ის, რომ ადამინი უნდა ჩამოყალიბებულიყო "რელიგიურ ცხოველად" (ქრისტიანად, იუდაველად, ბუდისტად და ა.შ).  რადგან სამეფო ხელისუფლება არ იყო ცენტრალიზებური და ფეოდალური დაქსასულობა, რეგიონალიზმი ხშირად მწვავე პრობლემა იყო ამა თუ იმ სამეფოსთვის, არანაირი ცენტრალური საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტები, სახელმწიფოს მხრივ ვერ იქმნებოდა, ამიტომ შუა საუკუნოვან სამეფოებისთვის დამახასიათებელი იყო, სამეფოს შიგნით კულტურულ-ლინგვისტური განსხვავებულებები.. ერთადერთი ძალა, რომელიც ქმნიდა კულტურის უნივერსალურ გაგებას (ხშირად რეგიონალურ გაგებასაც) იყო სასულიერო ინსტიტუტები. მის შექმნილ კულტურულ პროექტებს, წესებს აბსოლუტურად უპირობოდ ემორჩილებოდა ყველა მცხოვრები. მაგრამ შუა საუკუნეებში არსებობდა, ორი კულტურა - "მაღალი კულტურა" - რომელსაც სასულიერო პირები ქმნიდნენ და "საკარნავალო კულტურა" - რომელიც ხალხში არსებობდა. "მაღალი კულტურა" ეს იყო დამწერლობითი კულტურა, ხოლო "საკარნავალო" კულტურა, კი ძირითადად ზღაპრების, გადმოცემების და ზეპირსიტყვიერების საშუალებით შემოგვრჩა. ერთი სიტყვით, არ არსებობდა არანაირ სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მოახდენდა ცენტრალურ საგანმანათლებლო კულტურის შექმნას - ამიტომ სამყაროს აღქმას, აზროვნების ფორმებს ქმნიდა რელიგიური ინსტანციები.
პრემოდერნიალურ ეპოქში მიჩნეული იყო, რომ ადამიანი უცვლელია და ადამიანის ბუნებაზე ჭეშმარიტ ინფორმაციას, მხოლოდ თეოლოგიას იძლეოდა. დაკვირვების და შესწავლის წყარო, კი მხოლოდ გარე სამყარო რჩებოდა.  ამან განაპირობა ის, რომ ფილოსოფიური მიმდინარეობები ვერ ვითარდებოდა თავად ეკლესიის შიგნით და ეკლესიის გარეთ კი, მათი დევნა წარმოებდა.
მოდი გამოვყოთ ის საერთო მახასიათებლები, რაც ახასიათებდა პრემოდრინალურ ეპოქას: 1) სასულიერო ინსტიტუტები ქმნიდნენ დომინანტ კულტურებს და ახდნენდნენ კულტურულ კონტროლს. 2)  ადამიანის მიზანი იყო "რელიგიურ ცხოველად" ჩამოყალიბებულიყო, ამიტომ ხშირ შემთხვევაში, სამეფო ხელისუფლების კანონებზე მაღლა, რელიგიური პრინციპები იდგა, ხოლო აღმზრდელობის ფუნქცია კი მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანი გამხდარიყო მაგ ქრისტიანი 3) კულტურულმა კონტროლმა ერთი ინსტიტუტის მიერ, გამოიწვია ინკვიზიციები, რეპრესიები და ა.შ

მოდერნიზმი - იბადება მაშინ, როდესაც იქმნება ცენტრალიზებური სახელმწიფოები, თავისი მძლავრი ბიუროკრატიული აპარატით. ხდება ცენტრსა და რეგიონს შორის მჭირდო ურთიერთობის დამყარება. საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები სხაელმწიფოს ხელში გადადის. სახელმწიფო აპარატი, რომელიც მდებარეობს ცენტრში წყვეტს, როგორი საგანმანათლებლო პროგრამა უნდა არსებობდა, რა ფუნქციას უნდა შეიცავდეს და ა.შ. ხოლო მის განხორციელებას რეგიონებში დიდი ცენტრალიზებურ ბიუროკრატიული აპარატით ახდენს. ადამიანის აღმწრდელობითი ფუნქცია არის ის, რომ ადამიანი გახდა სრულიად ლოიალური თავის სახელმწიფოს მიმართ (პატრიოტი ანუ). ხდება სახელმწიფოს ინსტიტუტის აბსოლუტის დანერგვა. წინა პლანზე გამოდის კარტეზიანული ფილოსოფია. ხდება რელიგიური ინსტიტუტების განაციონალიზაცია. უკვე სამყაროს აღქმის დროს ყურადღება ენიჭება, არა მხოლოდ ის, თუ რა უნდა აღიქვას - არამედ ის თუ ვინ უნდა აღიქვას. ანუ ხდება ადამიანისადმი დაკვირვება - ადამიანის ბუნების შესწავლა ხდება სხვადასხვანაირად - მაგრამ იქმნება გარკვეული ნაციონალური სტერეოტიპები და ამ სტერეოტიპების დანერგვა (ბუნებით რომ ფრანგი და იტელიელი განსხვავებულია). თუ კი პრემოდერნილ სამყაროს უკიდურესი მოვლენა იყო ის, რომ ერთმა სასულიერო ინსტიტუტმა დაამყარა თავის ტოტალური ძალაუფლება კულტურაზე და წაშალა, ყოველგვარი ეთნიკური საზღვრები, მოდერნიზმის უკიდურესი პროექტი არის ტოტალიტარული სახელმწიფოები - სახელმწიფოს როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტებების მქონე, ქმნის თავის კულტურულ პროექტებს და ახდენს მის სრულ დანერგვას. მოდერნიზმის დროს მიჩნეულია, რომ ადამიანის შეცვლა შეიძლება, ამიტომ უამრავი პროექტი იქმნება "ახალი ადამიანის" შესაქმნელად.
მოდერნიზმის საერთო მახასიათებელი შემდგომშია: 1) სახელმწიფოს აბსოლუტი 2) აღმზრდელობითი ფუნქციაა პატრიოტის შექმნა 3) კულტურულ კონტროლს ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტი და ხშირ შემთხვევაში, "ანტისახელმწიფოებრივ" კულტურის დანერგვას რეპრესიებით უსწორდება


პოსტმოდერნიზმი - აღარ არსებობს ფუნდამენტური ინსტიტუტცია, რომელიც შექმნის ცენტრალურ კულტურულ პროექტებს და მერე თავს მოახვევს სხვებს. მისი მოკლე პრინციპი შემდგომში მდგომარეობს: "რამდენი ინდივიდიცაა, იმდენი სამყაროა" და ყველა სამყარო ჭეშმარიტია. განათლება აღარ არის უნივერსალური, ბავშვს შეუძლია თავისით ისწავლოს და აირჩიოს ის რაც უნდა და გამოვიდეს ის რაც უნდა. როგორც ერთმა ჩემმა ნაცნობმა თქვა, პოსტმოდერნიზმის კრიტიკაზე: "თუ ყველას სამყარო სწორია, მაშინ 2X2=15". ყოველგვარი საზღვრები იშლება, როგორც ეთნიკური, რასობრივი, გენდერული (ადამიანს შეუძლია თვითონ აირჩიოს ეროვნება და სქსი)..  ჩემი აზრით პოსტმოდერნიზმი ესაა კაპიტალიზმის - მოდერნიზმის, მხოლოდ ერთი განშტოება, რომლის მიზანიცაა ბაზრის თავისუფლება არსებობდეს და ყველანი ვიყოთ, იდეოლოგიურ პროექტის გარეშე მყოფი მომხმარებლები.


რაც შეეხება ათეიზმ vs თეიზმს, ეს არის პრემოდერნიანიზმისა და მოდერნიზმის ტრადიციული დაპირისპირება. ორივე სისტემა მიიჩნევს, რომ ფლობს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას. ორივეს აქვს ჭეშმარიტების დამდგენი ინსტიტუტები და ამ ინსტიტუტების - აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე დგას, ეს დაპირისპირებები. აზროვნების ფორმებიც აშკარად კონსტრუირებულია, ვიდრე არჩევანი..  პრობლემა დგას შემდეგში, როგორ გამოვიდეთ ამ არაფრის მომცემ დაპირისპირებებიდან? შევქმნათ ისევ აბსოლუტები და მოვახდინოთ, მათი კონსტრუირება თუ მივცეთ რეალური არჩევანი ადამიანებს და ამ არჩვნების საფუძველზე მოხდეს  კონკურენცია? ჩემი აზრით, თუ მხოლოდ ეს ორი პროექტი იარსებებს და აბსოლუტურ ჭეშმარიტებებზე გვექნება დაპირისპირება, შედეგი მაინც ერთი იქნება. რელიგიური მოდერნიზმი თუ სეკულარული მოდერნიზმი, მაინც ერთი შინაარსის შეიძლება იყოს.. ჩვენ გზები უნდა ვეძებოთ, რომ ამ აზროვნებას გავცდეთ. ამ აზროვნებით, ვერაფერ ღირებულს - ჩვენ დროსთან მიმართებაში ვეღარ ვქმნით..

Friday, May 31, 2013

ნაციონალიზმი. პირველი ნაწილი

ნაციონალიზმი არ არსებობდა ყოველთვის, ის გაჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური ფორმაციის გარკვეულ საფეხურზე. ის გაჩნდა კაპიტალიზმის განვითარებისა და აბსოლუტიზმის პერიოდში. აბსოლუტიზმი გახდა წინაპირობა ფეოდალური გათიშულობის დაძლევისა და მძლავრი ბიუროკრატიული აპარატის შექმნისა. ბიუროკრატიზმი ნაციონალიზმის საკითხში ერთ-ერთი უმთავრეს მოვლენად იქცა.  ბიუროკრატიზმმა გამოიწვია რეგიონებისა და ცენტრის ერთმანეთთან პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ახალი ფორმების შექმნა. აუცილებელი გახდა საერთო საკანონმდებლო და კულტურული ბაზის შექმნა, რამაც გამოიწვია კულტურული ერთფეროვნება სამეფოში. აბსოლუტიზმის ბიუროკრატიულ სისტემისთვის აუცილებელი გახდა ყველას ერთნაირი სტილით შეძლებოდათ კომუნიკაცია, როგორც ენობრივი, ისე წერილობით. მაღალი დამწერლობითი კულტურა ცენტრალიზებულ სახეს იღებდა და დევნიდა რეგიონალურ კულტურულ ელემენტებს, თუმცა ბოლომდე ეს პროცესი აბსოლუტიზმის დროს მაინც არ იყო გადაწყვეტილი. კაპიტალიზმმა კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკურ კონსოლიდაციაში. აგრარულ ფეოდალურ სისტემაში, სამთავროები, საჰერცოგოები და სხვა პოლიტიკურ ერთეულები ეკონომიკურად თვითკმარნი იყვნენ და ხშირ შემთხვევაში შეეძლოთ სხვა რეგიონისგან იზოლირებული ურთიერთობა. მოსახლეობის ზრდამ და ეკონომიკური სისტემის ცვლილებამ აგრარული თვითკმარულ სისტემას ბოლო მოუღო. ამან გამოიწვია ეკონომიკური ინტეგრაცია რეგიონებს შორის. ამან ხელი შეუწყო ახალი სისტემის ფორმირებას, რომელიც ევროპაში რევოლუციის პირობებში დაიბადა. ნაციონალიზმიც როგორც პოლიტიკური იდეოლოგია დაიბადა რევოლუციის პირობებში.
ნაციონალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ყალიბდება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ასპარესზე გამოდის ხალხი. შუა საუკუნეებში ლეგიტიმაციის წყარო იყო „ღვთისნიერი მეფე“, რომელიც მემკვიდრეობით გადადიოდა და მის ლეგიტიმაციას ეკლესია ახდენდა. როდესაც იწყება მოდერნიზმის ეპოქა - მისთვის დამახასიათებელია კაპიტალიზმის განვითარება, ძველი სოციალური ურთიერთობების მოშლა და ძველი სახელმწიფო სისტემების სრული გარდაქმნა. საბოლოოდ კი ხალხი თავის პოლიტიკურ ნების გამოსახატავად ხმას იმაღლებს და ყოველგვარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხდება. დასავლეთში (კერძოდ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს) ნაციონალიზმი, როგორც ერის ნების გამომხატველი იდეოლოგია, წინ აღუდგა სამეფო ხელისუფლებას და „ღვთისნიერი მეფის“ იდეას. მათ მეფის მკვლელობით მოახდინეს ახალი ლეგიტიმაციის წყაროს შექმნა - „ღვთისნიერი მეფე“ ჩაანაცვლა „ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“.  ასე რომ პირველი ნაციონალისტური მოძრაობა დემოკრატიული მოძრაობა იყო. მაგრამ ფრანგული დემოკრატიულ-ნაციონალისტური მოდელი უნივერსალური არ ყოფილა და სხვადასხვა ქვეყანაში ნაციონალიზმი სხვადასხვა ფორმებს იღებდა. ლევის სტროსის აზრით პროგრესის სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად გამოიხატება და მუდამ ხდება იმ „საფეხურების“ გამოტოვება, რა საფეხურიც გაიარა სხვა კულტურამ.[1] როდესაც ჩვენ ნაციონალიზმის ან რომელიმე სხვა მოვლენას, აბსოლუტურ უნივერსალობად ვაქცევთ და მის მოდელზე მოხდება სხვა მსგავსი მოვლენების დაკვირვება და სრული იგივეობის ძებნა, ჩვენ დავკარგავთ პროცესის ობიექტურად აღქმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ ისტორიკოსებს გვიწევს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელებს დავაკვირდეთ და ყოველი პროცესის განსაკუთრებულობა დავინახოთ. იქ სადაც აბსოლუტიზმი მყარი აღმოჩნდა და რევოლუციურმა მოძრაობები დამარცხდა, იქ ნაციონალიზმა სხვა ფორმები მიიღო. აბსოლუტიზმისა და ნაციონალიზმის ურთიერთკავშირმა გამოიწვია ნაციონალიზმის, ულტრამემარჯვენული იდეოლოგიების ჩამოყალიბება. მაგალითად გერმანიაში „პანგერმანიზის“ იდეოლოგია სწორედ გერმანულ აბსოლუტიზმის დროს ყალიბდება. ასევეა რუსეთში - „პანსლავიზმი“ - ცარიზმის დროს ჩამოყალიბდა.  მიზეზები თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაციონალიზმი სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ უნდა ვეძებოთ იმ ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებში. საფრანგეთის რევოლუციის დროს  ფრანგი ერის მთავარ მიზანს წარმოადგენდა  სამეფო ხელისუფლების დამხობა, დემოკრატიული მართველობის ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი კი განმანათლებლობის იდეებიდან მომდინარეობდა, ხოლო განმანათლებლობის იდეები - ლიბერალური იდეები იყო, ამიტომ საფრანგეთში ნაციონალური პროექტი, ლიბერალურ იდეებთან იყო დაკავშირებული. აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში, როგორებიც გერმანია და რუსეთი იყო, ლიბერალური რევოლუციის დამარცხებამ გამოიწვია, ნაციონალური პროექტის შეცვლა. ნაციონალიზმი გახდა ექსპანსიონიზმის შემადგენელი ნაწილი და „რჩეული ერის“ იდეა აბსოლუტიზმში ჩამოყალიბებული იდეაა. მონარქია საკუთარ ლეგიტიმაციის წყაროდ განიხილავდა ნაციონალისტურ ექსპანსიურ პოლიტიკის წარმოებას. რუსეთში მთავარი ნაციონალურ პროექტად იქცა არა ლიბერალური ღირებულებები, როგორც ეს საფრანგეთში იყო, არამედ აღებული იყო ძველი მონარქისტულ-რელიგიური იდეა „მესამე რომი“ და მას დაემატა სლავი ხალხების გამაერთიანებლის იდეა და რწმენა, რომ სლავები წარმოადგენენ განსაკუტრებულ, სხვებზე უფრო მაღალდმგდომ რასას - ამ იდეოლოგიას საფუძველი რუსმა  პროფესორმა დანილევსკიმ დაუდო.  დანილევსკის თეორიით არსებობს „კულტურულ-ისტორიული ტიპი“ - რუსი ერის სახით, რომელიც სხვა ევროპულ ხალხებისგან განსხვავდებოდა.. მისი თეორიის მიხედვით, ადრე არსებობდა დაპირისპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპები, ეს იყო რომაულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიური, და ისინი შემდგომში გარდაიქმენენ რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად. ამ დაპირისპირების ფონზეა განხილულია რუსული ნაციონალიზმი. კულტურუოლოგიური მიდგომები, ნაციონალიზმის, სახელმწიფოსა და გეოპოლიტიკის საკითხში მახასიათებელი იყო გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც დამახასიათებელი, საბოლოოდ ეს მიდგომები „ევრაზისტულ“ თეორიაში აისახა.[2]
ნაციონალიზმზე რომ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ უამრავი მომენტი რაც მისი შექმნის დროს XIX საუკუნეში გვხდება. ევროპული კოლონიზაცია და იმპერიალიზმი დაიწყო 17-ე საუკუნიდან, ხოლო 19-ე საუკუნეში მსოფლიოს დაყოფილი იყო ევროპულ სახელმწიფოებად და მის კოლონიებად (მცირე გამონაკლისების გარდა). ძირითადი იდეა, რომელითაც დამპყრობლური ექსპანსიონიზმი ხორციელდებოდა, იყო „ევროცენტრისტული“ იდეა, რომლის მიხდევითაც კულტურის შემქმნელები იყვნენ ევროპელები, ხოლო მათი ექსპანსიური პოლიტიკა მონათლული იყო, ჩამორჩენილ ქვეყნებში კულტურის შეტანით.  მსგავსი ექსპანიური-კულტურული იდეოლოგია დამახასიათებელი იყო აბსოლიტურად ყველა ევროპულ იმპერიისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. დამპყრობლები არ სცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, როგორც ფასეულობას და მას როგორც ჩამორჩენილობის გამოვლინებად ისე აღიქვამდნენ, ხოლო კულტურულ პოლიტიკად (ანუ ველურ ხალხში კულტურის შეტანად) განიხილებოდა მათი სრული კულტურულ-ლინგვისტური ასიმილაცია. სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კულტურული ელიტის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა საკუთარი ენის დაცვა და საკუთარი კულტურის - ცივილიზებულ კულტურად (ანუ დასავლურ კულტურად) წარმოჩინება. ექსპანსიურმა ნაციონალიზმმა მიიღო ეს მახასიათებელი აბსოლიტურად ყველა იმპერიალურ სახელმწიფოში, ხოლო ანტიკოლონიალური ნაციონალიზმი აიგო ამ კულტურული ჩაგვრის წინააღმდეგობის  და საკუთარ კულტურული ფასეულობების წარმოჩენის იდეით.
ნაციონალიზმის კულტურულ ასპექტებს რაც შეეხება, ის სოციალურ ცვლილებებთან არის კავშირში. კაპიტალიზმის განვითარების და გაბატონების შედეგად, მოხდა საზოგადოების საბაზისო ცვლილება. თუ კი ადრე ადამიანი იძულებული იყო პროფესია მემკვიდრეობით (პროფეისები მამიდან-შვილზე გადადიოდა) მიეღო და ძირითადად ერთ ადგილზე უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა, კაპიტალიზმმა აბსოლიტურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. ამიერიდან ბაზარი საზღვრავდა ადამიანის პროფესიას და მოღვაწეობის ადგილს. ადამიანი იძულებული გახდა სამუშაო ბაზრარს მორგებოდა და ესწავლა სხვადასხვა პროფესიები. თუ კი ადრე პატარა თემებსა თუ სოფლებს იზოლირებულად შეეძლოთ არსებობა, კაპიტალიზმის პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ბაზარმა შეაღწია მეტ-ნაკლებად ყველგან. ამ პროცესმა გამოიწვია ურბანიზაცია და ახალი კულტურული ურთიერთობების შექმნა. მუშაობის დროს ადამიანებს უნდა შეძლებოდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (რომლებიც ისევე ჩამოსულნი იყვნენ რეგიონებდან, როგორც ის), ხოლო ურთიერთობის ეს ფორმები უცხო იყო ამ ადამიანისთვის. ამ პროცებში ყალიბდებოდა ახალი კომუნიკაციის კულტურა. თუ კი ადრე მარტო თავის თანასოფლელებთან უწევდათ მოღვაწეობა და იმ სოფლის კულტურულ სივრცეში არსებობა,  ამჯერად მათ უნდა გამოენახათ საერთო ენა სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებისთვის, რომლებიც პოტენციალურად მათი კონკურენტები იყვნენ. საქართველოს შემთხვევაში სადაც რეგიონალიზმი და კუთხურობა არ იყო ბოლომდე დაძლეული, რაზეც არაერთხელ წერდა მაშინდელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია და სხვები. საჭიროებდა ახალ კულტურულ სივრცის შექმნას, სადაც ადამიანებს უნდა შეძლებოდათ ერთ ენაზე ურთიერთობა და დაწერილი წერილებისა თუ ბრძანების სტანდარტიზაცია უნდა მომხდარიყო. ენის სტანდარტიზაციის პროცესი საქართველოში 19-ე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პროცესებმა გამოიწვია საერთო კულტრულ-ლინგვისტური ღირებულებების შექმნა საზოგადოებაში. შუა საუკუნეებისგან განსხვავებით სადაც არსებობდა ორი კულტურა: მაღალი კულტურა (ოფიციალური კულტურა) და სახალხო ანუ ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს საკარნავალო კულტურა[3] - სადაც მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ ძირითადად სასულიერო პირები და პოლიტიკური ელიტა და რომელიც შემოგვრჩა წერილობით წყაროების სახით. სახალხო კულტრა კი ძირითადად ის კულტურა იყო, რომელიც უბრალო ხალხში გვხვდებოდა - სახალხო პოეზიაში, ზღაპრები, სახლხო რწმენა-წარმოდგნებში, დღესასწაულებსა და ა.შ - ნაციონალიზმის ეპოქაში იქმნება ახალი კულტურა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალ კულტურის ელემენტებს, ისე სახალხო კულტურის ელემენტებსაც, ამის კარგი მაგალითია „დედა ენა“ სადაც გვხდება სახალხო კულტურის ელემენტები (სახალხო პოეზია და ზღაპრები). რაც ადრე სახალხო კულტურა იყო, მან მიიღო  წერლობითი ფორმა და გახდა ნაციონალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც  ეროვნული კულტურის ნაწილი.
ნაციონალიზმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს კულტურულ-ლინგვისტური ერთფეროვნების შექმნა საზოგადოებაში. ნაციონალიზმი დევნის ამ საზოგადოებაში, რომელიმე სხვა კულტურის დომინირებას და ლინგვისტურ თანასწორუფლებიანობას. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, არის 1881-წლიდან დაწყებული მეგრულ ენასთან დაკავშირებული კამპანია, როდესაც დაიწყო მეგრული ენის ცალკე სწავლება და მისი სტატუსის ქართულთან გათანაბრება, რაც მიუღებელი გახდა არა მარტო იმ დროინდელ ქართულ ინტელექტუალურ ელიტაში, არამედ თავად მასებში, მათ შორის სამეგრელოში.
ამ პროცესების ეკონომიკური მიზეზები ჩვენ უნდა ვეძებოთ ინტეგრაციის პროცესში. კაპიტალისტურ ეპოქაში, სოციალური საფეხურები მემკვიდრეობით აღარ გადადიოდა, 19-ე საუკუნის ბოლოს უკვე გვხვდება გაღარიბებული თავად-აზნაურობა და გამდიდრებული გლეხობაც (კულაკები) და ვაჭრები. ხშირ შემთხვევაში სოციალურ საფეხურზე ასვლას ხელს უწყობს ან უშლის, რომელიმე ეროვნული ერთეულისადმი კუთვნილება. მაგალითად იმ ქარხნებში რომელთა მეპატრონეები იყვნენ  ეთნიკური სომხები, იქ ძირითადად მაღალ თანამდებობაზე სომეხი წარმომავლობის[4] ადამიანებს ნიშნავდნენ. იმისთვის რომ მერიტოკრატია დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში, საჭირო იყო ნაციონალისტური პოლიტიკა, ანუ სხვადასხვა კუთხისა თუ ჯგუფის იდენტური გაეთფეროვნებით მოხდებოდა მათი შერჩევა არა მათი ეროვნული კუთვნილების მიხედვით, არამედ მათი ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით. მეორე მხრივ კი რეგიონებიდან ქალაქში ჩამოსული მოსახლეობა, იმისთვის რომ ინტეგრირებული ყოფილიყო ახალ სივრცეში, ხშირ შემთხვევაში მხარს უჭერდა  ნაციონალიზმს და ებრძოდა როგორც თავის კუთხურ გამოვლინებებს, ისე ქალაქში დახვედრილ „ქალაქურ კუთხურობასაც“.



[1] Политические труды Н.Я. Данилевского - http://monarhiya.narod.ru/DNY/dny-list.htm
[2]  Нартов Н. Геополитика: Учебник для вузов - http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Polit/nart/index.php

[3] Гуревич А. Категории средневековой культуры -http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/Gurev/


[4] სუნი, . (1986). Tiflis, Crucibleof rthnic politics, 1860-1904. Indian University Press. გვ 121

Monday, May 27, 2013

ანარქიზმის ისტორია. პირველი ნაწილი

ანარქისტული მსოფლმხედველობის ელემენტები გვხვდება უძველეს დროიდან. სრული პიროვნული თავისუფლებისკენ ლტოლვა, თავისუფალ საზოგადოება, ძალაუფლების და ექსპლუტაციის უარყოფა - მსგავსი განწყობები სხვადასხვა ფორმებით ჩანდა ანტიკურ ეპოქაში კინიკებში, ჩინეთში დაოსიზმში, შუა საუკუნეებში ანაბაბტისტებში, ინგლისში დიგიტებში, XVIII საუკუნის ფრანგ მოაზროვნეში ს.მარშელიის ნაშრომებში. ზემოთ მოყვანილი მიმდინარეობების განსასაზღვრათ, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ პროტოანარქიზმი.
მაგამ ანარქიზმი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაიბადა ახალ ეპოქაში. XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო დიდი რევოლუციების ეპოქა, გზა გაუხსნა ინდივიდუალიზმის დამკვიდრებას და ტრადიციული საზოგადოების დანგრევას. ამ ეპოქაში დაიწყო ანარქიზმის ჩამოყალიბება და გარდაქმნა ფილოსოფიურ სწავლებად, ხოლო შემდეგ უკვე როგორც რევოლუციურ მოძრაობად.
ანარქიზმი იყო რეაქცია  საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიღწევებისა და წარუმატებლობის: შეიცვალა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეალები და მოხდა მათი ხელახალი გააზრება; პარლამენტარულ დემოკრატიამ ვერ მოიტანა ნანატრი ინდივიდის თავისუფლება.
ანარქიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1830-1840-იან წლებში - ლიბერალიზმთან და სახელმწიფო სოციალიზმთან ბრძოლაში და პოლემიკაში. თუ კი პირველნი ხაზს უსვამდნენ მოქალაქის პოლიტიკურ თავისუფლებას (აღიარებდნენ მინიმალური სახელმწიფოს არსებობის იდეას), მეორენი ხაზს უსვამდნენ სოციალურ თანასწორობას, ხოლო მის განხორციელების ინსტრუმენტად კი ტოტალურ სახელმწიფო რეგულირებებს მიიჩნევდნენ. ანარქიზმის დევიზი, კი ეწინააღმდეგებოდა ორივე მათგანს, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ბაკუნინის ცნობილი სიტყვა: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე არის პრივილეგია და არასამართლიანობა.. სოციალიზმი თავისუფლების გარეშე არის მონობა“.
ვ.გოდვინი და მ.შტირნერი

პირველი წარმომადგენლები ანარქიზმისა იყვნენ ინგლისელი ვილიამ გოდვინი (1756-1836) და გერმანელი მაკს შტირნერი (იოჰან კასპერ შმიტილ 1806-1856).  გოდვინის წიგნში „კვლევა პოლიტიკურ სამართლიანობის და მისი გავლენის საყოველთაო  წესიერებაზე და ბედნიერებაზე“(1793) (შეიძლება სათაური მთლად ზუსტი არ არის) და შტირნერის წიგნში „ერთობა და მისი საკუთრება“ (1844) გამოისახა ანარქისტული მსოფლმხედველობის კონტურები. ორივე მოაზროვნე შეეცადა დაემტკიცებინა სახელმწიფოს განადგურების აუცილებლობაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებისა და წარმოების დეცენტრალიზაცია. დაემტკიცებინათ საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგობა. მაგრამ ზემოთ ნახსენები ანარქისტების თეორიები ბევრ საკითხში განსხვავდებოდა.
გოდვინის თეზისი დამყარებული იყო ადამიანის ბუნების სიკეთეზე, რომელზეც ცუდ გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტები, და შეთავაზა ანარქო-კომუნისტური პროგრამა სოციალურ გარდაქმნებზე. ხოლო შტირნერის თეორიაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა - უნიკალური პიროვნება, ერთეულები; ამ ადამიანს არ შეიძლება შეუთავსო რომელიმე სოციალური როლი. გერმანელი მოაზროვნე მოუწოდებდა განთავისუფლებულიყო ზეპიროვნებისგან (იგულისხმება იდეოლოგია) ფეტიშიზმისგან და დესპოტურ დაწესებულებისგან, გაეცნობიერებინა საკუთარი ჭეშმარიტი ინტერესები და შეერთებულყო სხვებთან - რომლებიც ასევე ერთეულები იქნებოდნენ - და ერთად დაეწყოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის.
გოდვინი, რჩებოდა განმანათლებლობის იდეების მატარებლად, მას ჯეროდა სიტყვით დიდი ძალის, რომ შეეცვალა სამყარო პროპაგანდის მეშვეობით. შტირნერს კი არ ჰქონდა იმედი მთავრობისა და ბურჟუაზიის კეთილი ნების. ის აღიარებდა მუშათა გაფიცვების აუცილებლობას, საკუთრების ექსპროპაციას და შეექმნათ თავისუფალი „ეგოისტთა კავშირი“. მაგრამ გერმანელი მოაზროვნე აქცენტს არა სოციალურ რევოლუციას, არამედ „პიროვნების აჯანყებაზე“ აკეთებდა.
ასე რომ თავიდანვე ორი მიმართულება იყო ანარქისტულ აზროვნებაში - ფილოსოფიურ-ინდივიდუალისტური, რომელიც ხაზს უსვამდა ადამიანის უნიკალურ ინდივიდუალიზმს, და სოციალ-კომუნისტური, რომელიც დაინტერესებული იყო შეექმნა თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ამის მიუხედავად გოდვინის და შტირნერის აზრები ავსებდნენ ერთმანეთს. მომავალში შექმნილი ანარქიზმის უამრავი მიმდინარეობა, დაკავშირებული იყო განსხვავებებზე ინდივიდუალურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობის აღქმის შორის.
გოდვინი და შტეინერი იყვნენ ერთნაირი მოაზროვნეები, რომლებიც არც თუ ისე აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადო ცხოვრებაში. არც ერთმა და არც მეორემ არ უწოდა საკუთარ შეხედულებას ანარქისტული.

პრუდონი
 „ანარქიზმის მამას“ ხშირად უწოდებენ გამორჩეულ ფრანგ მოაზროვნეს პიერ ჟოზეფ პრუდონს (1809-1865). ის იყო გლეხის შვილი, თვითნასწავლი, რომელმაც ცხოვრება მძიმე ფიზიკურ შრომაში და სიღატაკეში გაატარა. პრუდონი იყო XIX საუკუნეში სოციალისტურ მოძრაობის ლიდერი, რომელიც არ იყო მართველი კლასიდან. პრუდონთან არის დაკავშირებული ანარქიზმის თვითიდენტიფიკაცია, მასში შექმნილი მთავარი სოციალური იდეები და მისი გავრცელება მასებში.
მეცნიერი და პუბლიცისტი, გაზეტის გამომშვები და ნაციონალური ასამლეის დეპუტატი, რომელიც მონაწილეობდა 1848 წლის რევოლუციაში, გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ემიგრაციაში, პრუდონმა დაწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომლიდანაც ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „რა არის საკუთრება?“(1840), „რევოლუციონერის აღსარება“ (1849) და „პოლიტიკური უნარი შესახებ მუშათა კლასში“(1865)
პრუდონის მსოფლმხედველობაში, როგორც მის ცხოვრებაში, იყო არამცირე წინააღმდეგობა, რომელიც მიიჩნეოდა შეუსაბამო მახასიათებლად: უბრალო პიროვნება თუმცა ჰქონდა მესიანისტური მიდრეკილებაც, რევოლუციონერი რომელიც თან რეფორმისტურ საშუალებებს იყენებდა, თავისუფლი დამოკიდებულების საზოგადო ცხოვრებაში და რადიკალურ პატრიარქალური დამოკიდებულების ოჯახში. იბრძოდა ინდივიდუალურ თავისუფლებისკენ, პრუდონმა ამავდროულად  დაწერა „პორნოკრატია, ანუ ქალი თანამედროვე ეპოქაში“, სადაც ქალთა ემანისპაციის წინააღმდეგ გამოდიოდა და ანვითარებდა სქესთა შორის უთანასწორობის იდეას. წამყვანი კონსერვატორი, რეფორმისტი რევოლუციონერი, ოპტიმისტური პესიმისტი - ესე წარადგინა ეს ადამიანი ჰერცერმა, რომელმაც მას უწოდა „საფრანგეთში მთავარი რევოლუციური პრინციპის შემოქმედი“ და „ერთერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე ჩვენი ეპოქის“
პრუდონი იყო წინააღმდგეი სახელმწიფოს ძალადობის ყველანაირი ფორმის: იქნებოდა ეს ლუი ფილიპეს კონსტიტუციური მონარქია, ბონაპარტის იმპერია, იაკობინელთა რესპუბლიკა თუ რევოლუციური დიქტატურა. გაანალიზა 1848 წლის რევოლუცია, პრუდონმა დაასკვნა: რევოლუცია შეუსაბამოა სახელმწიფოსთან, ხოლო უტოპიის განხორციელების გზები მიგვიყვანს სახელმწიფო სოციალიზმისკენ. იქნება მოთხოვნილება ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და გამოიყენონ ის ინსტრუმენტად რექციის და რევოლუციის დამარცხებისთვის.
თუ კი შტირნერის და გლოდვინის, არც ისე ცნობილი პუბლიკაციები ანარქიზმის იდეალების შესახებ ატარებდა უმეტესად აბსტრაქტულ-ფილოსოფიურ ხასიათს,  პრუდონმა შექმნა და პოპულარიზება გაუწია ანარქისტულ მსოფლმხედველობას ისე რომ წამყვან ძალად აქცია პარიზის კომუნის დროს.
პრუდინი თვლიდა რომ XIX საუკუნეში სოციალიზმის დავალება იყო სოციალური თანასწორ
ობის და ნამდვილი თავისუფლების დამყარება (ანუ სახელმწიფოს მხრიდან აამიანზე ბატონობის ხარჯზე) პრუდონი ერიდებოდა აბსტრაქტულ სქემებს, ის ცდილობდა არსებული სქემების შესწავლას და არსებული სიტუაციის გააზრებას. ის ამბობდა: „მე არ გთავაზობთ არანაირ სისტემას; მე მოვითხოვ პრივილეგიების და მონობის განადგურებას, მე მინდა თანასწორობა... წარმომიდგენია ეს სამყაროს დისციპლინირები“

სახელმწიფო ძალაუფლება, იერარქია, ცენტრალიზაცია, ბიუროკრატია და სამართალს, პრუდონმა დაუპირისპირა ფედერაციის, დეცენტრალიზაციის, თავისუფალ ხელშეკრულების და თვითმართველობის იდეა. როდესაც თანამედროვე საზოგადოებას აღწერდა პრუდონი, ის უთითებდა ბურჟუაზიის და ძალაუფლების ურთიერთკავშირზე,  ცენტრალიზაციისა და მონოპოლიზაციის ურთიერტკავშირზე, შეუკავებელი კონკურენციაზე. „არასოლიდარულ სულზე“. თავისუფლების სახელით პრუდონი უტევდა სახელმწიფოს, ხოლო თანასწორობის სახელით კი - საკუთრებას.
პრუდონი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკურად დაკმაყოფილებისა და დეცენტრალიზებურ მართველობის გარეშე.  „რასაც პოლიტიკაში ეძახიან ხელისუფლებას - წერდა ის - სრულიად იგივეა, რასაც ეკონომიკაში ეძახიან საკუთრებას; ეს ორი იდეა ავსებს ერთმანეთს და ბატონობს; როცა უტევთ  ერთს - უტევთ მეორესაც; ერთი გაუგებარია მეორეს გარეშე; თუ კი თქვენ გაანადგურებთ ერთს; მაშნ მეორეც უნდა გაანადგუროთ - ან პირიქით“.
ამ იდეიდან გამომდინარე პრუდონმა ესეთი ფორუმრილება მოახდინა საკუთარ პრინციპის: „ასე რომ, რასაც ეკონომიკურ ენაზე ჰქვია ერთმანეთის დაკმაყოფილება, პოლიტიკურ ენაზე ჰქვია ფედერაცია. ამ ორი სიტყვიდან გამომდინარეობს ყველა რეფორმა ჩვენი პოლიტიკისა და საზოგადოებრივ ეკონომიკის“
პრუდონმა აღნიჭნა, რომ მხოლოდ შეუზღუდავ და სრულ ინდივიდუალურ თავისუფლების პირობებში, როდესაც ადამიანი გაიცნობიერებს საკუთარ ინტერესებს და მათი ურთიერთ შეთანხმება მოხდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნამდვილი ანარქიზმი, ნამდვილი წესრიგი და რეალური ერთობა.
საბაზრო ეკონომიკისა და შეუზღუდავი კონკურენციის მოაწინააღმდეგე პრუდონს, არ სურდა შეეცვალა ისინი სახელმწიფო-სოციალიზმის კაზარმულ და ტოტალურ რეგულაციებით. პრუდონი აღნიშნავდა „ეს სისტემები კომუნისტური, სახელმწიფოებრივი, დიქტატორული, ავტოკრატიული, დოქტრინული, ისინი ყვლე ერთ პრინციპზეა აგებული; რომ პიროვნება უნდა დაექვემდებაროს საზოგადოს; რომ მხოლოდ საზოგადოებას აქვს უფლება ინდივიდის სიცოცხლისა; რომ მოქალაქე ეკუთვნის სახელმწიფოს, როგორც ოჯახის შვილი; რომ ის იმყოფება მის ძალაუფლების ქვეშ... და ვალდებულია მას დაემორჩილოს და შეასრულოს მისი ბრძანება ყველაფერში“
თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, პრუდონი მოითხოვდა საზოგადოების უფლებას და პიროვნების უფლებას, უარყოფდა ეგოიზმს, როგორც დესპოტიზმის უკიდურესობას. რომ ავიცილოთ ის თავიდან, ფრანგი ანარქისტი სახელმწიფოს და სოციალური იერარქიის განადგურებისკენ მოუწოდებდა, ხოლო მათ უნდა ჩანაცვლებოდა ნებაყოფლობითი კავშირი თავისუფალ ადამიანების, სადაც ყველას ერთნაირი უფლება ექნებოდა, ერთნაირი პასუხისმგებლობა, ერთნაირი მოგება სამსახურისთვის. ხოლო ეს სისტემა უნდა დაყრდნობილიყო თანასწორობაზე და თავისუფლებაზე, რომელიც გამორიცხავდა სიმდიდრისკენ, რანგებისკენ და კლასებისკენ ლტოლვას“
პრუდონის წყალობით ანარქიზმი გავრცელდა მთელ ევროპაში და უამრავი ცნობილი წარმომადგენელი გაიჩინა (კარლოს პისაკანე იტალიაში, პი-ი-მარგელი ესპნაეთში და სხვები) მაკს ნეთთაუ ანარქიზმის ისტორიკოსი პრუდონზე წერს: „სამწუხაროდ ის გარდაიცალა თითქმის იმ დროს როდესაც შეიქმნა ინტერნაციონალი.  მაგრამ სწორედ იმ პერიოდში მოევლინა უდიდესი ფიგურა ბაკუნინი, და სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში ანარქიზმა შეიძნია არნახული ძალაუფლება ამ ადამიანების წყალობით“

Friday, May 10, 2013

ისტორიული კანონზომიერება - მარქსიზმისა და ლიბერალიზმის მიხედვით

მარქიზმისთვის ეკონომიკური წესწყობილება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები იცვლებიან. თავისთავად ეკონომიკა არ წარმოადგენს რაღაც მუდმივს. თამაშის წესები იცვლება იმის მიხედვით თუ როგორ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. სისტემის კანონები რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს, იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ეს ურთიერთობები მოწყობილი.მარქზისმისთვის კაპიტალიზმი ისტორიული პროცესია - ანუ მას აქვს დასაწყისი და დასასრული.
ლიბერალიზმი სხვანაირად უყურებს საკითხს - მათი თეორიის მიხედვით კაპიტალისტური სისტემა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბუნების კანონები, უბრალოდ ადამიანებს არ ესმით ეკონომიკური კანონები. კაპიტალიზმი აღქმულია როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არსებობდა ერთიდაიგივე კანონზომიერება როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე თანამედროვე აშშ-ში, ანუ მთავარი არ არის ის თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, არამედ მთავარია ის თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ეკონომიურ კანონებს. ადამიანი თუ გააცნობიერებს ამ კანონებს და მიიღებს მათ, მაშინ ყველაფერი იდეალური იქნება და არაგრის შეცვლა არ იქნება საჭირო. ამის მიხედვით გამოდის, რომ თავისუფლება ესაა აუცილებლობის აღიარება.
ლიბერალურ თეორიაში - სახელმწიფო და საზოგადოება მუდმივად ერეოდნენ ეკონომიურ პროცესებში, რასაც ძალზე ცუდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს. მათი აზრით პოლიტიკის მიზანი არის, რომ თვალყური ადევნოს და დაიცვას ის ბუნებრივი ეკონომიკური წესები, რომლებიც არსებობს. 
მარქსიზმს ხშირად ადამაშაულებენ ინდივიდის როლის უგულებელყოფაში, დეტერმინიზმში. მაგრამ ლიბერალური თეორია ამ შემთხვევაში გაცილებით დეტერმინულია, ვიდრე მარქსიზმი. ისინი მთელ ისტორიას მკაცრ ეკონომიკურ პროცესს უკავშირებენ. მარქსიზმის დეტერმინულობა დაკავშირებულია ცვალებად პროცესთან. ადამიანები მართალია ზღუდავენ თავის მოქმედებას, მაგრამ ეს შეზღუდვები იცვლება ისტორიის პროცესში - ანუ შეზღუდულობა ცვლილებადი და გადალახვადია. ამიტომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ ისტორიას, სხვა ამბავია, რომ ამას ცალცალკე კი არ აკეთებენ, არამედ ამ კანონზომიერების შედეგად. ხოლო კანონზომიერება ასევე ადამიანების შექმნილია, მართალია არა ერთი პიროვნების, არამედ საზოგადოების. 

Thursday, May 2, 2013

1905 წელს საქართველოში, გლეხებმა ხელისუფლებას 15 პუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს



11)      გლეხებს დაუბრუნდეს უსამართლოდ მოკრებილი ფული (განთავისუფლების გადასახად)
22)      „დროებითი ვალდებული“ გლეხები თავიანთ ნაკვეთების შენარჩუნებთ ყოველგვარ შემდგომ გადასახადის გარეშე განთავისუფლდნენ
33)      „ხიზანს“ მიეცეს თავისი მიწა;
44)      მოხდეს ეკლესიის, სახაზინო და მსხვილი მემამულეების მიწების კონფისკაცია;
55)      შემოღებულ იქნას პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადასახადით მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი ხუთი ათას მანეთზე ნაკლები იყო
66)      გაუქმდეს ფარული გადასახადები და ტარიფები
77)      ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ;
88)      არსებობდეს უფასო, სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე
99)      არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება;
110)  პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია;
111)  გაუქმდეს ქვეყნის შიდა საპასპორტო სისტემა;
112)  გაუქმდეს რეგულარული ჯარი;
113)  სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებლები;
114)  დაბრუნების ნება დაერთოს ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს;
115)  მოწვეულ იქნას დამფუძნებელი კრება

Monday, April 29, 2013

ჩომსკის იტერვიუდან


ვაშინგტონის ხელშეკრულება ნეოლიერალიზმის შესახებ (neoliberal Washington consensus) არის საბაზრო ორიენტირების პრინციპი, რომელიც შექმნილია შეერთებული შტატებისა ხელისუფლების მიერ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ არიან, რომელსაც იყენებს სახვადასხვა გზებით, საზოგადოების ყველაზე დაუცველ ადგილებიდან შესასვლელად, რომელიც ხშირად გამოხატება მკაცრი სტრუქტურიზებულ პროგრამებში.  მათი წესების საფუძველი ორი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ - ვაჭრობის და ფინანსების ნეოლიბერალიზაცია (სახელმწიფო რეგულაციების გაქრობა)  უფლება მიეცეს ბაზარს თვითონ დააწესოს ფასი („სწორი ფასის დანიშვნა“ (get prices right)"),  („,მაკროეკონომიკური გამძლეობა)  და პრივატიზაციის განხორციელება.  ხელისულება უნდა „ჩამოშორდეს გზიდან“ - აქედან გამომდინარე მოსახლეოაც, რადგან სახელმწიფო არის დემოკრატიული, - ამ დასკვნამდე მივდივართ.  იმ ადამინთა გადაწყვეტილება, რომელმაც ამას უწოდა „ხელშეკრულება“, რა თქმა უნდა გლოალურ წესრიგზე თავის გავლენა დააყვეს. ზოგიერთ ანალეტიკოსი უფრო მაკცრ პოზიციებზეც არის. საერთაშორისო, ბიზნეს-პრესა  შეუერთდა ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელიც გახდა „დე-ფაქტო მსოფლიო ხელისუფლება“, „ახალი იმპერიული ეპოქის“
იმის მიუხედავად რამდენად ზუსტად არის ეს აღწერილი, მან უნდა შეგვახსენოს ჩვენ რომ მართვის ინსტიტუტები (საზოგაოდებრივ მართვის) არ არის თავის თავად დამოუკიდებელი, არამედ განასახიერებს დიდ საზოგადოების ძალაუფლების გადანაწილებას. ყოველ შემთხვევაში ესე იყო ადამ სმიტის ეპოქაში, რომელმაც შეამჩნია რომ „მთავარი არქიტექტორები ინგლისურ პოლიტიკურ ძალაუფლების არიან „ვაჭრები და მრეწველბი“, რომელნიც იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას, რომ საკუთარი ინტერესი დაეკმაყოფილებინათ , იმის და მიუხედავად რომ სხვებისთვის ეს შეიძლებოდა „წამება“ ყოფილიყო, ინგლისურ ერის ჩათვლით.  სმიტის დაკვირვების საგანი იყო „ნაციის სიმდიდრე“, მაგრამ ის მიხვდა, რომ „ნაციონალური ინტერესი“ - ეს არის მთავარი შეცდომა და „ნაციის“ შიგნით არის მკვეთრად დაპირისპირებული ინტერესები, და რომ გავიგოთ პოლიტიკა და მისი გავლენები, ჩვენ უნდა შეკითხვა დავსვათ, სად არის კონცენტრირებული ძალაუფლება და რა გზით ხორციელდება ის; ეს არის, ის რაც მოგვიანებით დაარქვეს კლასობრივი ანალიზი.
 „მთავარი არქიტექტორები“ ნეოლიბერალიზმის „ვაშინგტონის ხელშეკრულების“ არის კერძო ეკონომიკების ბატონები, ანუ დიდი კორპორაციები, რომლებიც მართავენ საერთაშორისო ეკონიმიკის უდიდეს ნაწილს და აქვთ რესურსები, რომ დომინირებდნენ პოლიტიკის ფორმირებაში, და ასევე შექმნან გაბატონებული იდეოლოგია და საზოგადოებრივი აზრი. შეერთებული შტატები ბუნებრივი მდგომარეობით უკავია განსაკუთრებული ადგილი ამ სისტემაში. ისტორიკოსის გერალდ ჰაინესზე სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ, რომელიც არის ცრუ-ს ისტორიის ექსპერტი: „მეოორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა აიღო საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებისგან დამოუკიდებლად, მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაზე ზრუნვა მთელს მსოფლიოში“

მღვდელ გაპონის წერილი


წერილი ხელმწიფისადმი :
ნიკოლოზ რომანოვს, ნახელმწიფარს და აწ რუსეთის იმპერიის მცხოვრებთა გამწყვეტს.
გულუბრყვილოდ მეგონა, რომ შენ მამა იყავი შენის ხალხისა, მეც გავბრიყვდი, წამოვასხი შენის ხალხის შვილები და მშვიდობიანის განზრახვით შენსკენ წამოვედი. შენ უნდა გცოდნოდა, რომ შენს სანახავად მოვდიოდით, შენ ყოველივე იცოდი. მუშათა, მათის ცოლების და ყრმათა დანთხეული უმანკო სისხლი ამიერიდან ერთმანერთს გაშორებსთ შენ, მათს მკვლელს, და რუსეთის ხალხს. სამუდამოდ გაწყდა თქვენს შორის სულიერი კავშირი. შენ არ შეგიძლია შეიმაგრო, დაამშვიდო, აზვირთებული ხალხი რაღაც ნახევარ ზომებით, თუნდ „საერო კრებაც“ რომ აღუთქვა. ყუმბარები და დინამიტები, პირადი და საერთო ტერორ, ხალხის აჯანყება მოელის შენს სახლობას და ყველა მერს და მძარცველს ხალხისას, რომელსაც ახდილი აქვს ყოველი უფლება. რასაც გეუბნები, ყოველივე ახდება, შეიძლება, სისხლი მდინარის მსგავსად დაინთხეს. შენის წყალობით, შეიძლება თვით რუსეთიც დაემხოს, ეცადე, ყოველივე ეს შეიგნო - გაითვალისწინო და გაფრთხილდე.
            რაც შეიძლება ჩქარა უნდა აიღო ხელი მთელის შენი სახლობით რუსეთის ტაქტზე და წარსდგე რუსეთის ხალხის სამსჯავროს წინაშე. შეიბრალე შენი შვილები, შეიბრალე შენი ქვეყანა, შენ, რომელიც სხვას ურჩევდი მშვიდობას და შინ კი შენიანებსავე სწყვეტავ.
გიორგი გაპოვი
20 თებერვალი 1905

Friday, March 15, 2013

ცარისტულ საქართველოში გლეხებისა და მუშების მდგომარეობა


ა) გლეხობა
ბატონყმობის გაუქმებამ მოიტანა ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის დარღვევა. ახალ პირობებისთვის მზად არ აღმოჩნდა ქართული თავად-აზნაურობა და ის ცდილობდა გლეხთა მიწის გადაცემის პროცესი მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა. 1917 წლის ბოლოსთვის გლეხების 40%-ს, რომელიც ადრე თბილისის გუბერნიაში ცხოვრობდა და თავადაზნაურობას ეკუთვნოდა, ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა მიწის გამოსასყიდი თანხა გადახდილი. რაც შეეხება თავად გლეხების მდგომარეობას „1904 წლის ოფიციალური ცნობით, საერთო საშუალო შემოსავალი დესეტინა სახნავ მიწაზე ქუთაისის გუბერნიაში იყო 54 მანეთი, მიწის დამუშავების ხარჯი კი შეადგენდა 37 ½ მანეთს, რომლის გამოკლებით რჩებოდა 16 ½ მან. ღალის 1/4 -ის ანგარიშზე მემამულეს მიჰქონდა მთელი მოსავლის1/4, ე.ი. 13 ½ მანეთი. თვით გლეხს რჩებოდა დესეტინაზე 3 მან.“ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ემატებოდა, მიწების პრობლემა. ის მდგომარეობდა იმაში, რომ სწრაფი ტემპებით ღარიბდებოდა ქართული თავადაზნაურობა, განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნიაში) შეიმჩნეოდა. არისტოკრატია ყიდიდა მიწას, ხოლო მყიდველი ძირითადად არაქართული ბურჟუაზია იყო. ეროვნულ მოძრაობის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ ქართული მიწა, ქართველთა ხელში დარჩენილიყო. ამიტომ 1875 წლიდან საქართველოს ტერიტორიებზე შეიქმნა საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკები (თბილისის და ქუთაისის გუბერნიაში), რომლებსაც „გრუზინსკი პარლამენტსაც“ უწოდებდნენ, მათ მიერ ქართული საქმის კეთების გამო. თუმცა მიწის პრობლემა ამით არ გადაჭრილა. არჩილ ჯორჯაძე  და მისი თანამოაზრეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიწის პრობლემას და შიშით უყურებდნენ იმ ტენდენციას, რომ ქართული მიწის მეპატრონეები არაქართველები ხდებოდნენ. ახალქალაქის მაზრაში „მაგალითად, სადაც ქართველები სცხოვრობენ, თითო კომლს აქვს 2,89 დეს. მიწა; საიჯარო მიწაც რომ მიუმატოთ,  თითოეული კომლის ხელში 3,52 დეს. მიწაა. სომხებს ამ მხარეში უჭირავთ 40, 50, 100 დეს. კომლზე“. ამის გარდა შიშით ეკიდებოდნენ ოსების მიგრაციას ქართლში და მიგრაციის პოლიტიკის  კონტროლს ითხოვდნენ. მიწებთან დაკავშირებული პრობლემები ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთ საკვანძო  საკითხად იქცა.
მიწის პრობლემას როგორც ეთნიკური, ისე სოციალური ხასიათი ჰქონდა. როგორც სერგის კაკაბაძემ აღნიშნავდა, რომ ქართველ გლეხებს ეშინოდათ ავტონომიის, რადგან თვლიდნენ,  რომ ავტონომიის მოპოვებით საქართველოში მოხდებოდა ბატონ-ყმობის აღდგენა. სოციალურ ფონს ისიც ამძიმებდა, რომ გლეხების დიდი ნაწილი სეზონურად ქალაქში მუშაობდა, სადაც საკუთარ სიდუხჭირესთან ერთად კიდევ ეთნიკურ და სოციალურ კონფლიქტებს აწყდებოდა. ამის გარდა გააქტიურებულმა რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ და ხალხს ბურჟუაზიის და ცარიზმის დამხობას ჰპირდებოდნენ.  შემთხვევითი არ იყო ის,  რომ ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც რუსეთის 1905 წლის რევოლუციამ ყველაზე დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა ჰპოვა, სწორედ საქართველო იყო. სწორედ 1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოში გამოცხადდა გურიისა რესპუბლიკა.
ბ) მუშათა მდგომარეობა
 მძიმე მდგომარეობა სოფლად მე-20 საუკუნის დასაწყისში აიძულებდა გლეხებს, ქალაქში ეძიათ ბედი.  ქალაქში კი მათ ძირითადად სხვა ეთნიკური დაჯგუფებების წარმომადგენლები უწევდნენ კონკურენციას სარჩოს შოვნაში. თბილისი, ბათუმი და ფოთი ამ დროისთვის ამიერკავკასიის სავაჭრო ცენტრებად იქცნენ. ემიგრანტები მოეშურებოდნენ აქ ერევნის, ბაქოს და ელიზავეტპოლის გუბერნიებიდან,  ჩრდილო კავკასიიდან და საქართველოს რეგიონებიდან. 19-ე საუკუნეში თბილისში არაკვალიფიციური მუშათა 40-45% ქართველი იყო; 30-35% სომეხი, 10-15% რუსი და 5-10% თათარი (აზერბაიჯანელების ჩათვლით) და სხვები. ბევრი გლეხი მოიზიდა რკინიგზის მშენებლობამ. ამაზე სარგის კაკაბაძემ წერდა: „ბევრი გლეხი მიიზიდა 1865 წლიდან ფოთი-თბილისის რკინიგზის სამუშაოებმა. ამის შემდეგ მეგრელი, გურული და იმერელი მუშები მოედვნენ შავი ზღვის ნავსადგურებს დაწყებული ბათუმიდან ვიდრე ოდესამდე“  ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში 43.8% ქართველი, 6.2% სომეხი და დანარჩენი 50.7% რუსი, უკრაინელი და სხვა სლავური წარმოშობის მუშები მუშაობდნენ. დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისში, ჭიათურაში და ტყიბულში მუშა-ხელი ძირითადად ქართველები იყვნენ, ხოლო თბილისში, ფოთსა და ბათუმში მუშა-ხელი ჭრელი იყო. „ზოგიერთი ფაბრიკა-ქარხანა, მაგალითად, ბოსარჯიანცის, საფაროვისა და ენფიადძიანცის ფაბრიკები (სადაც მეპატრონეები სომხები იყვნენ) ძირითადად, სომხებს ქირაობდნენ“.
ამას ემატებოდა არაქართველთა დანიშვნა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, რამაც აღნიშნულ პერიოდში მასშტაბური მოვლენა იყო. „გიორგი ჩხეიძე, რომელიც რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა 1890-იან წლებში, იხსენებს, რომ სახელოსნოში მხოლოდ ერთმა უფროსმა ოსტატმა იცოდა ქართული ენა“. ძირითადად მაღალანაზღაურებადი მუშა-ხელი რუსები იყვნენ და როგორც ვასო ცაბაძე იხსენებს, „რუსი მუშების უმრავლესობა უმეტესად ნაციონალისტურად იყო განწყობილი. აქ მათ თავი მმართველ კასტად წარმოედგინათ“. ყველაზე დიდ საწარმოს თბილისში წარმოადგენდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებშიც 2000-3000-მდე მუშა იყო დასაქმებული. „რუსული ადმინისტრაციები ცდილობდნენ თავიანთ საწარმოებში მიეღოთ პირველ რიგში რუსები. ამ რუსების უმეტესობისგან სათანადო შავრაზმული ხანგრძლივი აგიტაციის შემდეგ ჩამოყალიბდა რუსულ-მონარქისტული ორგანიზაციები, რომელშიც ექვსასამდე მუშა ირიცხებოდა“.
საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, სამუშაო-ადგილებისთვის ბრძოლაში დიდი როლს თამაშობდა ეთნიკური კუთვნილება. ეს პრობლემა კარგად გამოიყენეს სოციალისტურმა მოძრაობებმა და აქციეს ის თავის მთავარ იარაღად. სოციალიზმის იდეა საქართველოს იმ დროინდელ რეალობაში, როგორც ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, შეიცავდა ნაციონალიზმის ელემენტებს. 1900 წლისთვის აქ უმსხვილესი ფაბრიკა-ქარხნების მეპატრონეთა 44%  სომეხი იყო.   ეს მდგომარეობა კი ხშირად ცვლიდა საქართველოს ეთნიკურ სურათს, რადგან ბიძგს აძლევდა არაქართველების მასობრივ შემოსვლას ქვეყანაში,  რაც უმუშევრობის საფრთხეს უქმნიდა ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ქართველე მუშებს. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ სოციალ-დემოკრატების მიზანი, გაეერთიანებინათ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები საერთო მტრის ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ვერ იქნა მიღწეული, რადგან არაქართული მოსახლეობა ცალკე პარტიებს ქმნიდა. „საქართველოში მცხოვრებ ეროვნებათა შორის სომხების მასა უმთავრესად მხარს უჭერდა პარტია „დაშნაკცუთიუნს“, რომელიც რეალურად წარმოადგენდა სომხურ ნაციონალისტურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ის სოციალისტური იყო. ზოგიერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი კი ესწრაფოდა საკუთარი პროფკავშირის შექმნას. აშკარა იყო, რომ ნაციონალურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული წინააღმდეგობები და პრობლემები იმ დროინდელ საქართველოში დიდ გავლენას ახდენდნენ ზოგად პოლიტიკურ ცხოვრებაზე და გვევლინებოდნენ ზოგჯერ ხელისშემშლელ ფაქტორად ერთიანი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებაში.

Sunday, February 24, 2013

ჩრდილო ირლანდიის კონფლიქტი და ირა



ის რომ კონფლიქტის არსს ჩავწვდეთ და ირას ტერორისტული მოძრაობის მიზანი გავიგოთ, უნდა ვიცოდეთ ირლანდიის ისტორია, მის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებთ, თუ რატომ აწარმოებს ირა ბრძოლას, რომლის ფორმაა ტერორისტული აქტები. ვერ გავიგებთ იმას, თუ რატომ მიაჩნია მას სწორი და პერსპექტიული სწორედ ესეთი ძალადობრივი გზა.   ჩვენ გვინდა გაჩვენოთ თუ რატომ აირჩია ირამ ბროძოლის ძალადობრივი ფორმა და არა კონსტიტუციური მშვიდობიანი გზა. ამის მიზეზი სწორედაც რომ ისტორიული გამოცდილებაა.

1 ირლანდიის მოკლე ისტორია

1790-იან წლებში დაარსდა მოძრაობა „გაერთიანებული  ირლანდიელები“, რომელის იდეალიც იყო ამერიკის ომი დამოუკიდებლობისთვის და საფრანგეთის რევოლუციის დემოკრატიული იდეალები. მოძრაობა „გაერთიანებული ირლანდიელები“  ისწრაფოდა ირლანდიელ ერის გაერთიანებისკენ, რათა მიღწეულ ყოფილიყო  თავისუფლება და თანასწორობა. თავდაპირველად თავიანთი მიზნის მისაღწევად მათ აირჩიეს მშვიდობიანი გზა, მაგრამ „გაერთიანებულ  ირლანდიელებს“ დაუპირისპირდა ბრიტანული ხელისუფლება, დაუპირისპირდა რეპრესიებით. სწორედ ამ რეპრესიებმა გამოიწვიეს უკურეაქცია და ამას მოყვა შეიარაღებული აჯანყებები: 1798, 1803. 1848 და 1867 წლებში. 1803 წლიდან 1848 წლამდე ირლანდიელ ერმა მობილიზაცია მოახდინა და გადაიქცა  ერთ-ერთ პირველ მასობრივ მოძრაობათ პოლიტიკური რეფორმებისთვის  ევროპაში. ისინი ავტონომიას მოითხოვდნენ, მაგრამ ბრიტანული ხელისუფლება მათ მოთხოვნებს უარყოფდა.
  1845-1852 წლებში დიდი შიმშილობის დროს, რომლის დროსაც დაახლოებით მილიონამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო მილიონზე მეტმა ირლანდია  დატოვა. (ძირითადად გადასხლდნენ ა.შ.შ-ში) ამ პერიოდისთვის ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობის გარკვეული დაღმასვლა შეინიშნება. ადგილი ჰქონდა მხოლოდ მცირე მაშტაბის აჯანყება 1848 წელს, რომელიც მალევე სისხლში იქნა ჩახშობილი.
 1850-60-იან წლებში ირლანიდიელი პატრიოტების ახალმა თაობამ დაარსა მოძრაობა Fenian, რომელიც პოპულარული გახდა ირლანდიის მოსახლეობის საშუალო და ქვედა ფენებში. მათი მთავარი მიზანი გახლდათ ირლანდიის ოკუპანტებისგან შეიარაღებული გზით გაენთავისუფლება და  ირლანდიის რესპუბლიკის დაარსება. 1867 წელს მათ მოაწყეს აჯანყება, თუმცა ის უშედეგო გამოდგა. ეს აჯანყება ისეთ სისასტიკით იყო ჩახშული, რომ შემდეგი 49 წლის განმავლობაში ირლანდიელებმა ვეღარ გაბედეს მსგავსი აჯანყების მოწყობა.
ამ 49 წლის განმავლობაში ირლანდიის ისტორიაში დაიწყო ინტენსიური კონსტიტუციონალური ბრძოლა   დამოუკიდებლობისთვის. მათ დაიწყეს საარჩევნო პოლიტიკა და მიწის რეფორმის კამპანია და ასევე ბრძოლა იმისთვის, რომ „ირლანდიული პარტია“ ბრიტანულ პარლამენტში მოხვედრილიყო. იმის მიუხედავად, რომ ირლანდიული პარტიამ მოახერხა თავისი ხალხის გაყვანა ბრიტანულ პარლამენტში, ამ ორგანომ უარყო ირლანდიის თვითმართველობის კანონი. ეს მოხდა 1886 და 1893 წლებში.
ინგლისის ლიბერალურმა პარტიამ, რომელსაც მხარს უჭერდა „ირლანდიური პარტია“  წარადგინეს ირლანდიის თვითმართველობის კანონპროექტი 1911 წელს. მაგრამ ამჯერადაც ირლანდიის უმრავლესობის ნება იგნორირებულ იქნა. ოპოზიციურმა კონსერვატულმა პარტიამ ბრიტანულ პარტლამენტში იუნიონისტებთან ერთად ჩააგდეს ლიბერალთა კანონპროექტი ირლანდიის თვითმართველობის შესახებ. (დღესაც კი კონსერვატიული პარტია ანუ ტორები ოფიციალურად ცნობილები არიან როგორც იუნიონისტების მხარდამჭერი პარტია).
  იმ დროს როდესაც რესპუბლიკელები (ანუ ირლანდიელები) არ ეწეოდნენ სამხედრო ბრძოლას, იუნიონისტურბმა და კონსერვატორებმა დაიწყეს ირლანდიის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღების შეტანა და 1913 წელს შექმნეს უკანონო შეიარაღებული ფორმირება „ოლსტერის მოხალისეთა ძალები“. კონსერტვატული პარტია და ბრიტანეთის არისტოკრატია ემუქრებოდნენ, აშანტაჟებდნენ, ბრიტანეთის ლიბერალურ პარტიას, ირლანდიაში აჯანყებით, თუ კი ლიბერალები ირლანდიას მისცემდნენ ავტონომიას.
  ამის საპირისპიროდ ირლანდიელმა ხალხმა შექმნა „ირლანდიის მოხალისეები“,  რომლებიც შემდგომში იქცნენ ირლანდიის რესპუბლიკურ არმიად (ი.რ.ა). ის დაარსდა 1913 წ ნოებრეში, რათა უზრუნველყო  ირლანდიის მოსახლეობის უფლებების და პრივილეგიის დაცვა.
1914 წ  ნება დართულ იქნა ირლანდიის ტერიტორიაზე ყოველგვარი დაპრკოლების გარეშე იარაღის შეტანა.  ლიბერალები ბრიტანეთის პარლამენტში შეეწინააღმდეგენ ამას და სცადეს ჯარის მეშვეობით  იარაღის შეტანის შეჩერება. ბრიტანელმა ოფიცრებმა და ამ ქვეყნის სამხედრო ელიტამ დაიწყო აჯანყება. ლიბერალებმა ამის გამო სასწრაფოდ დაიხიეს უკან და მეტი ამ საკითხს აღარ შეხებიან. ხოლო მაშინ, როდესაც „ირლანდიელმა მოხალისეება“ დაიწყეს იარაღის შეტანა, (გაცილებით ნაკლები რაოდენობით ვიდრე იუნიონისტებს შემოჰქონდათ), ბრიტანულმა სამეფო პოლიციამ შეუტია მათ.  დუბლინის ქუჩებში მოხდა შეჯახება, რის შედეგათაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი (1914 წ), პარტია „თვითმართველობის“ ლიდერმა მოუწოდა „ირლანდიის მოხალისეებს“ ებრძოლათ ინგლისელებთან ერთად.  ამ მოწოდებამ გაყო ირლანდიის მოხალიეებო ორ ნაწილად - პირველები შევიდნენ ბრიტანულ არმიაში, ხოლო მეორე ნაწილმა კი დაიწყო აჯანყებისთვის მზადება.  ეგრეთწოდებული „სააღდგომო აჯანყება“ 1916 წ იყო მნიშვნელოვანი თარიღი ირლანდიის ისტორიაში. ბევრს მიაჩნია, რომ „პროკლამაცია რესპუბლიკაზე“ არის ირას ოფიციალურად დაარსების თარიღი.  ეს პროკლამაცია აცხადებდა ირლანდიის დამოუკიდებლობას და დეკლარაციას „თანაბარი უფლებები და თანაბარ შესაძლებლობის“  ყველა ირლანდიის მოქალაქისთვის. სააღდგომო აჯანყება ჩახშობილი იქნა სისხლში ერთი კვირის შემდეგ და აჯანყებულთა 16 ლიდერი ბრიტანულმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა.
ამ პერიოდში პარტია „თვითმართველობამ“ დაკარგა ყველანაირი გავლენა ირლანდიელებზე. ირლანდიელები ხედავდნენ რომ მშვიდობიანი გზა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ ბრიტანეთს მხოლოდ ძალის პოლიტიკა ესმოდა. ამიტომ  1918 წ არჩევნებზე ირლანდიელებმა ხმა მიცეს პარტია შინ ფეინს, პარტია რომლის მიზანიც იყო ირლანდიის დამოუკიდებელ რესპუბლიკის შექმნა. შინ ფეინმა „ირლანდიელ მოხალისეთა“ მხარდაჭერა მოიპოვა და იქცა მის სამხედრო ძალად. 1919 წელს იმის შემდეგ რაც ბრიტანეთმა ისევ უარყვეს ირლანდიის თვითმართველობის კანონ-პროექტი, შინ ფეინი გადავიდა აქტიურ პარტიზანულ მოძრაობაზე. „ირლანდიის მოხალისეებმა“ შეიცვალეს სახელი  „ირლანდიის რესპუბლიკური არმიად“ ამის საწინააღმდეგოდ ბრიტანელებმა საშინელი რეპრესიები დაიწყეს. მათ მოკლეს ირლანდიურ სამი ქალაქის მერი რომელიც ასევე ირას წევრები იყვნენ, (დახოცეს ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე).
ამ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოებამ დაგმო ბრიტანელების მოქმედება ირლანდიაში. სამხედრო სიტუაცია იყო ირლანდიის მთელ ტერიტორიაზე, უამრავი სახლი, ფაბრიკა განადგურებული იყო. ციხეებში ირლანდიელებს აწამებდნენ და კლავდნენ. და საპასუხოდ ირა უფრო ეფექტურად იბრძოდა, პარტიზანულ ბრძოლებს. პარტიზანულ ბრძოლების ხელმძღვანელი და ტაკტიკოსი-თეორეტიკოსები იყო ტომ ბერი. რომელიც ასევე ირას ლიდერი იყო.
პარტიზანულმა ომებმა, დიდმა ეკონომიკურმა ზარალმა და საერთაშორისო იმიჯის შელახვამ, ბრიტანეთის ხელისუფლება აიძულა 1921 წ ეცნო ირლანდიის დამოუკიდებლობა.1921 წ ირლანდიის დამოუკიდებლობის შემდეგ 6 საგრაფომ განაცხადა ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ. მათი და დანარჩენ ირლანდიელების განმასხვავებელი ნიშანი რელიგია აღმოჩნდა.
სწორედ ჩრდილო პროვინციების დაკარგვის შემდეგ 1922 წელს ირა ორ ნაწილად გაიყო, ერთი მოითხოვდა მთლიანად ირლანდიის განთავისუფლებას. ეს გახდათ სამოქალაქო ომის მიზეზი რომელიც გაგრძელდა 1923 წლამდე. 1923 წელს ირამ უბრძანა თავის ჯარისკაცებს იარაღი ჩაებარებინათ. თუმცა ირამ არ აღიარა 6 საგრაფოს გამოყოფა და მხოლოდ ჩრდილო ირლანდიის ანუ ოლსტერის ტერიტორიაზე განაგრძო სამხედრო კამპანია.

ჩვენ ეხლა გვინდა რომ შევაჯამოთ ჩვენი ნაწერი. ისტორიიდანაც კარგად ჩანს რომ ბრიტანეთისთვის კომპრომისზე წასვლა ძალზე ძნელი იყო. იგი სულ უხეში ძალის პოლიტიკას აწარმოებდა ირლანდიელ ხალხის წინააღმდეგ. ირლანდიელებმა როდესაც დაიწყეს მშვიდობიანი კონსტიტუციური გზით ბრძოლა, ბრიტანეთთან მოლაპარაკებევზე, კომპრომისზე წასვლა, მათ მიიღეს რეპრესიები. ირლანდიელებს მეტი აღარაფერი არ დარჩენოდა იმის გარდა რომ სამხედრო ძალადობრივი გზით თავის უფლებები დაეცვა. არც ერთი მშვიდობიანი ბერკეტი არ დაუტოვეს ბრიტანელებმა ირლანდიელებს რომ ზემოთ ნახსენები პრობლემები გადაჭრილიყო. ბრიტანულ-ირლანდიურ ურთიერთობას მრავალ საუკუნეებს ითვლის და ყოველთვის ამ ორ ქვეყნის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა სამხედრო ძალა. ბრიტანეთის იმპერია არსდროს, პატარა დათმობებზეც კი არ მიდიოდა ირლანდიელ ხალხთან. თავის თავად ირლანდიელებიც შეეჩვიენ რომ თუ კი ბრიტანეთს არ აჩვენე ძალა, იგი დათმობებზე არ წავა. ირლანდიის დამოუკიდებლობის აღიარება ხომ მხოლოდ მაშინ მოხდა რაც ირამ მძლავრი პარტიზანული ომი წამოიწყო და ირლანდიელებმა აჩვენეს თავის ძალა ბრიტანელებს. ასევე მიაჩნიათ დღესაც. თუ კი ირამ აჩვენა თავის ძალა ბრიტანელებს, ბრიტანელები იძულებულნი გახდებიან შეეგუონ გაერთიანებულ ირლანდიას.

2 ნაციონალური მიზეზები

დღეს-დღეობით ჩრდილო ირლანდიის მოსახლეობა 1, 5 მილიონია, რომლის მოსახლეობის 3/5 პროტესტანტია ხოლო 2/5 კი კათოლიკე.
1691 წელს ინგლისელებმა დაიპყრეს ირლანდია, რომელიც 1921 წლამდე  ბრიტანეთი კოლონია იყო. დაპყრობის მიზეზი იყო კოლონიზაცია. ინგლისელმა და შოტლანდიელმა ფეოდალებმა წაართველ ირლანდიელებს მიწები და დაიწყეს ინგლისელთა მასიური ჩამოსახლება.ინგლისელი კოლონისტები დასახლდნენ ირლანდიის აღმოსავლეთ და ჩრდილო რაიონებში. ძირითადად ინგლისელი და შოტლანდიელი ფეოდალებმა დაიწყეს მიწების ათვისება. ფეოდალები აღმოჩნდნენ ბრიტანეთის იმპერიის დასაყრდენი ირლადნიაში. იმ დროს როდესაც ირლადიის მოსახლეობის უმრავლესობას საკუთარი მიწა არ გააჩნდა, ბრიტანელი ფეოდალებს ყველაზე მდიდარი მიწები ჰქონდათ ხელთ ჩაგდებული. 1921 წელს როდესაც დამოუკიდებლობა მოიპოვა ირლანდიამ, სწორედაც რომ ოლსტერის ტერიტორიაზე სადაც ბრიტანელი მოსახლეობა ცხოვრობდა, გამოეყო დანარჩენ ირლანდიას. გამოყოფის მიზეზად წარმოაჩინეს რელიგიური ფაქტორი, რადგან მთლიანად ირლანდიის უმრავლესობა კათოლიკე იყო, ხოლო ჩამოსახლებული კოლონისტები კი პროტესტანტები. იმ პერიოდში ირლანდიის ხელისუფლება დათანხმდა 6 საგრაფოს დაკარგვას მაგრამ მეორე ნაწლი ირა-სი წინააღმდეგი აღმოჩნდა რამაც გამოიწვია 1922 წლის სამოქალაქო ომი. 1923 წელს ირა დამარცხდა. ასე რომ საგრაფოები ოფიციალურად ირლანდიას გამოეყო. თუმცა დამარცხებულ ირას მიზანი გახდა ოლსტერის დაბრუნება. ირამ 1949 წლიდან განაახლა ტერორისტული და პარტიზანული მოქმედებები ოლსტერისა და დანარჩენ ინგლისის ტერიტორიაზე. ეს საქციელი გასაგები იყო, რადგანაც თავის დროზე სწორედაც რომ იგივე მეთოდების გამოყენებით, ირამ მოახერხა ირლანდიის განთავისუფლება.
(დაახლოებით ანალოგიური სიტვაციაა აფხაზეთში, რუსების მიერ ოკუპირებულ საქართველოში ჩამოსახლებული აფსუების შედეგად, აფხაზეთმა ჯერ ავტონომია მიიღო, ხოლო შემდგომში კი რუსეთის დახმარებით ომი წამოიწყო საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლების წინააღმდეგ და რუსეთის დასაყრდები გახდა საქართველოში)
ბრიტანელებმა შეძლეს კონფლიკტი წარმოეჩინათ რელიგურ ფაქტორებით. თუმცა ჩრდილო ირლანდიის კონფლიქტი თავის არსით და ბუნებით არის ეთნიკური კონფლიკტი.


3 რელიგირუი ფაქტორები ირლანდიის კომფლიქტში.

ჩრდილო ირლანდიის გამოყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო რელიგიური ფაქტორი. იმ დროს როდესაც მთლიანად ირლანდიაში კათოლიკები ცხოვრობდნენ, ჩრდილო ირლანდიის ტერიტორიაზე პროტესტანტები ცხოვრობდნენ (მათ შორის თავად ეთნიკურად ირლანდიელიც იყო პროტესტანტი, რომელიც თავის თავს უკვე ბრიტანელად მიიჩნევდა). ჩრდილო ირლანდიაში დაარსებულმა ორგანიზაციამ „ფორთოხლისფერიანმა საძმომ“ (რომელიც დაარსებაშიც ბრიტანეთის სპეცსამსახურები აქტიური ძალისხმევით) 1921 წ ირლანდიის დამოუკიდებლობის დროს, ფორთოხლისფერმა ორდენმა დიდი როლი ითამაშა, ჩრდილო ირლანდიის ისტორიაში. მათ მოახერხეს ყველა პროტესტანტის შეკრიბა დაახლოებით 70 ათასი კაცის და მათი მეშვეობით შეძლეს კათოლიკებთან დაპირისპირება.
ისინი იმართებია - დიდი ფორთოხლისფერ ირლანდიის ლოჟებით, რომლებშიც იმყოფება 373 ადამიანი.
12 ივლისი ორდენის შექმნის დღე გახდა ჩრდ. ირლანდიის დღესასწაულის დღე.
სწორედ ფორთოხლისფერიანმა საძმომ, გააღვივა რელიგიური კომფლიკტი ირლანდიელებს შორის.  ერთ-ერთი მოვლენა, რომლის გამოაშკარავებასაც ხელი  შეუწყო ფუნდამენტალიზმმა, ეთნიკური ნაციონალიზმია. ასე მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიაში სადაც ევანგელისტური პროტესტანტიზმის აღმავლობა 1969 წლის ბობოქარი მოვლენების ერთ-ერთი შედეგი იყო.
იან პეისლის მიერ გამოყოფილი თავისუფალი პრესვიტერიანული ეკლესიისა და დემოკრატიული იუნიონისტთა პარტიის მეშვეობით პოლიტიკურად ორგანიზებული ოლსტერის ფუნდამენტალიზმი ირლანდიის გაერთიანებას კათოლიციზმისა და რომის გამარჯვებას უთანაბრებდა. თვით პეისლი აქტიურად არასოდეს უწყობდა ხელს ამბოხებას, მაგრამ, მისი განცხადებით, თუ გაერთიანება გაგრძელდებოდა, ეს პროტესტანტთა შეიარაღებულ წინააღმდეგობას გამოიწვევდა. პროტესტანტ, ისევე როგორც ფუნდამენტალისტ მშორომელთა მიმართ აპელირების მეშვეობით პეისლიმ და მისმა მომხრეებმა „რკინისებურ უდრეკი ნებით“ აღჭურვეს ოლსტერის იუნიონიზმი და გზა გადაუღობეს იმ პოლიტიკურ მოძრაობებს. რომელთაც. საბოლოო ანგარიშში, ირლანდიის გაერთიანებისთვის შეეძლოთ მიეღწიათ.
ჩვენი აზრით ბრიტანელების ხელშეწყობით ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა ჩრდილო ირლანდიაში გადაიზარდა რელიგიურ კონფლიკტად კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის.  ირასთვის მთავარი მამოძრავებელი ძალა რელიგია არ ყოფილა, მათი იდეალი არა კათოლიკობის გამარჯვება არამედ ირლანდიის მთლიანად განთავისუფლებაა და გაერთიანება წარმოადგენდა, რაც განასხვავებს იუნიონისტებისგან, რომლებიც ამ ბრძოლას წარმოაჩენენ რელიგიურ კუთხით.
არსებობს ნეოკონსერვატორული თეორია, რომლის მიხედვითაც თუ კი გინდა საზოგადოება ერთიანი იყოს, უნდა შექმნა მტრის ხატი. ბრიტანელებმა მტრის ხატად ოლსტერში კათოლიციზმი შექმნეს. და სწორედ  რელიგიურ გრძნობაზე აპელირებენ დღემდე.
როგორ ახერხებენ ბრიტანელები რელიგირუ გრძნობებზე აპელირებას?
მარტივად.ბრიტანელებმა შექმნეს ირას ალტერნატიული ტერორისტული დაჯგუფება, რომლების ძირითადი მიზანი არა ირას წვრების განადგურება არამედ კათოლიკეების მოკვლა. სწორედაც ამ გზით შეძლეს ბრიტანელებმა რელიგირუ კონფლიქტის გაჩაღება.  

4 პროტესტანტული ტერორისტული დაჯგუფებები

ა) ვოლონტერ ოლსტერელთა ძალები

გასამხედროებული პროტესტანტული დაჯგუფება. რომლებიც ტერორისტებად არიან აღიარებული ირლანდიის, ბრიტანეთის და ა.შ.შ-ს მიერ.

როგორც კი შეიქმნა მან ომი გამოუცხადა ირას და 1966 წ მოკლა კათოლიკე-ბარმერი. მაგრამ პირველივე ლიკვიფაციის შემდეგ, ძალოვნებმა დააკავეს მათი ლიდერი ავგუსტ სპენსი და სასიცოცხლო პატიმრობა მიუსაჯეს.
მაგრამ ტერაქტები მაინც გაგრძელდა 1969 წ ტერაქტების მოაწყეს „დროებით“ ირას აქციების საპირისპიროდ. 1971 წ 4 დეკემბერს ააფეთქეს მაკჰურკას ბარი ბელფასტში რომლის დროსაც 15 კათოლიკე მოკვდა. 1974 წ 17 მაისს დუბლინში და მონჰანაში მოაწყვეს ტერაქტები რომლის დროსაც 33 ადამიანი მოკვდა.

1966 წლიდან დაჯგუდფება აკრძალული იყო მაგრამ 1974 წ აპრილში აკრძალვა მოიხსნა და მისმა პოლიტიკურმა ფრთამ 1974 წ არჩევმნებშჳ ბელფასტში 6% დააგროვა.

ამის და მიხუხედავად 1980-იან წლებში მათ განაახლეს ტერაქტები. 1980-1994 წლამდე მათ ტერაქტებს ემსხვერპლა
350 სამოქალაქო პირი
8 პოლიტიკური შინ ფეინის წევრი.
12 ირას წევრი.

ბ) ოლსტერის დაცვის ასოციაცია

შეიქმანა ოლსტერში ირასგან დასაცავა. სამხედო დაჯგუდება.მისი ძირითადი მოთხოვნაა ოლსტერის დამოუკიდებლობის მოპოვება.
თავს ესხმოდა კათოლიკებს და ირას წარმოადგენლებს.
მათმა ტერაქტებმა შეიწქირა 112 ადამიანი მათგან 78 მოქალაქე კათოლიკე.

ამ ტერორისტლ დაჯგუფებების მთავარი მიზანი არის არა ირას განადგურება, არამედ კათოლიკების, რაც იწვევს შუღლს რელიგიურ ნიადაგზე. ირა-ს მთავარი მსხვერპლი არა მშვიდობიანი პროტეტანტი მოქალაქეები არიან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ის პირები ვინც თანამშრომლობენ და მუშაობენ ბრიტანულ ძალოვან სტრუქტურებში. ირა არ აღვივებს რელიგიურ გრძნობებს. არც ერთი ირა-ს ლიდერის განცხადება არ ყოფილა ანტიპროტესტანულ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ მოითხოვდნენ ირლანდიის განთავისუფლებას და გაერთიანებას. თავად ირლანდიის სამფეროვან დროშაზე სტაფილოსფერი-ანუ პროტესტანტების ფერი ირლანდიაში მწვანე ანუ ირლანდიელების ნაციონალური ფერი და თეთრია გამოსახული, რაც იმაზე მეტყველებს რომ ირლანდიისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ააქვს რელიგიურ ფაქტორს.


 5 ირლანდიის რესპუბლიკური არმია

ირა როგორც ზემოთ ვახსენეთ ოფიციალურად დაარსდა 1916 წელს. იგი აქტიურად მოქმედებდა ირლანდიის განთავისუფლებაში. ძირითადად იმ პერიოდში პარტიზანულ ომებს, აფეთქებებს, ბრიტანელ მაღალჩინოსნების მკვლოლობებით იყო დაკავებული (ანუ ის რასა დღეს ჩვენ ტერორიზმს ვუწოდებთ, თუმცა იმ პერიოდში და დღესაც კი, ირლანდიის განთავისუფლებისთვის წარმოებულ ომს ისტორიკოსები არ აღიქვამენ როგორ ტერორისტების ომს კანონიერ ხელისუფლების წინააღმდეგ, არა ამ ომს ისტორიკოსები წარმოაჩენენ როგორც სამართლიან ომს დამოუკიდებლობისათვის) დღეს დღეობით ირა-ს მიზანია გაანთავისუფლოს ირლანდია, მათ შორის უმთავრესი გააერთიანოს ჩრდილო ირლანდია (ოლსტერი) ირლანდიასთან. მას უპირისპირდება ბრიტანული ძალოვანი ორგანიზაციები და ასევე პროტესტანტული ტერორისტული დაჯგუფება, „ოლსტერის ლოიალიზმი“.
1949 წ თავის მოქმედების ცენტრი გადაიტანა  ჩრდილო ირლანდიაში. 1969 წ ირამ დაიწყო საქალაქო პარტიზანული ომები, და დაიყო რამოდენიმე ავტონომიურ დაჯგუფებად. ამ დაჯგუფებებმა დაიწყეს ტერორისტული აქტების გამოყენება როგორჩ ჩრდილო ირლანდიის ტერიტორიაზე ასევე ბრინტანეთშიც.
1969 წ 14 აგვისტოს კომფლიკტის მოგვარების მიზნით ლონდონმა რეგიონში ჯარები გაგზავნა. ძალადობა დაიწყო ე.წ „სისხლიან კვირის“ (1972 წ 30 იანვარი) შემდეგროდესაც ბრიტანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მომიტინგეებს რომლებიც ითხოვდნენ სამოქალაქო უფლებას ლონდონდერში (ჩრდილო ირლანდია), სროლი შედეგად დაიღუპა 13 ირლანდიელი.
1972 წ 30 მაის ირამ გამოაცხადა სამხედრო წარმოების შეჩერების შესახებ, მაგრამ რადგან ბრიტანული ხელისუფლება არ წავიდა მათთან მოლაპარაკებებზე, ირამ განაახლა ტერაქტების მოწყობა ოლსტრიტში და ინგლისში.
1972 წ 30 მაის ირამ გამოაცხადა სამხედრო წარმოების შეჩერების შესახებ, მაგრამ რადგან ბრიტანული ხელისუფლება არ წავიდა მათთან მოლაპარაკებებზე, ირამ განაახლა ტერაქტების მოწყობა ოლსტრიტში და ინგლისში.
ირას მახასიათებელი იყო - სატელეფონო ზარი 90 წუთით ადრე სანამ ტერაქტი მოხდებოდა და მერე აფეთქება რომელიმე ობიექტის, ეს იმიტომ ხდებოდა რომ ადამიანთა მხსვერპლი მინიმუმამდე დაყვანილიყო, მაგრამ ამის და მიუხედავად ის აჩვენებდა უხეშ ძალას. ირა იარაღს ღებულობდა ლიბიიდან. ირას მთავარი სამიზნე იყო ბრიტანული არმია, პოლიციელები და მოსამართლეები.
ირას პოლიტიკური ფრთა - შინ ფეინია (რომელიც იმგლისურად ნიშნავს ჩვენ თვითონ) (ლიდერია- ჯერი ადამსი)
1969 წ პარტია დაიყო „დროებით“ და „ოფიციალურ“ ფრთად. თუმცა ირას ორივე ფრითის მსხვერპლი იყო ბრიტანული არმია და სამეფო პოლიცია ოლსტრიტში.
„ოფიციალურო“ ფრთას წარმოადგენდნე მარქსისტები, და „შინ ფეინის მუშათა პარტიის“ სახელს ატარებდნენ
სტუქტურა  ირას ჰქონდა ორი პარალერული ორგანიზაცია:

1 რომელიც ჰგავდა რეგულარულ არმიის სტრუქტურას და რომელიც იყოფოდა ბატალიონებად, ბრიგადებად და „სამხედრო ზონებად“ ბელფასტის ბრიგადა „დროებითმა“ ირამ 1969-1970 წ ჩამოაყალიბა და მასში შედიოდა 1200-მდე კაცი.
2 ავტონომიური „აქტიური დაჯგუფებები“ რომლებიც შედგებოდნენ 5-8 კაციან დაჯგუფებებისგან, რომლებიც ძირითადად მოღვაწეობდნენ 1980-90 წლებში.
1990 წ ესეთი დაჯგუფებები 300 კაცს ითვლიდა.
„დროებითში“ შედიოდა „შიდა უშიშროების განყოფილება“ რომლებიც სამოქალაქო პირების ლიკვიდაციაზე მუშაობდნენ, რომლებიც ბნრიტანელ ხელისუფლებას ემსახურებოდა. „დროებითები“ ასევე პატრულირებას აკეთებდნენ ბევრ კათოლიკურ უბანში, განსაკუთრებით დერრში, რომლებიც მათ „თავისუფლალ ზონად“ აღიარეს. ბრიტანელ და ოლსტერის ძალოვნების იქ ყოფნა არასასურველად გამოაცხადეს.
ბრიტანელემა უარყვეს ბოევიკების მიერ წარდგენინლი სტატუსის აღიარებამ, „სპეციალურ კატეგორიის“ შესახებ, რომელსაც მოყვა რამოდენიმე აქცია ციხეში (შიმშილი ციხეში და თვითმკვლელობები)
ოლსტერის უნივერსიტეტის მონაცემებით „დროებითმა“ ირამ გაანადგურა 1800 ადამიანი:
1100 ბრიტანეთის ჯარისკაცი, ოლსტერის სამეფო პოლიციელი, ოლსტერის დამცველი პოლკი.
დაახლოებით 600 სამოქალაქო პირი
დანარჩენი- რესპუბლიკელი ან ლოიალისტი ბოევიკი (დაახ. 100 კაცი)

ირას ყველაზე ცნობილი აქციები

1972 ივლისი - სისხლიანი პარასკევი - ბელფასტში მთელი რიგი აფეთქებები
1983 17 დეკემბერი - ლონდონის უნივერსიტეტთან აფეთქება
1884წ - პრემიერ მინისტრ მარგარეტა ტეტჩერზე თავდასხმა
1993 - ავტომობილის აფეთქება უორინგონტონის სავაჭრო ცენტრთან აფეთქება
1994 წ 11 მარტს - ჰიტროუს აეროპორტის ჩაცხრილვა ტყვიამრქვევით.

ირას მოქმედებების შედეგი

1985 წ 15 ნოემბერს ციხე-სიმაგრე ჰილსბოროში (ჩრდ. ირლანდია) დაიდო ხელშეკრულება ირასა და დიდი ბრიტანეთის შორის, რომლითაც ირას მიეღოთ  კონსულტატის სტატუსი, ჩრდილო ირლანდიის საკითხის მოგვარებაში.
დიდ ხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის 1993 წ 14 დეკემბერს ხელი მოეწერა (დაუნგ-სტრიტის დეკლარაციას) რომლითაც მხარეები უარს ამბობდნენ ძალადობის ყველანაირი ფორმის გამოყენებაზე და უნდა შექმნილიყო საერთო პარტლამენტი და ხელისუფლება ჩრდ. ირლანდიაში.  მაგრამ ხელშეკრულების განხორციელება გადაიდო რადგან, ამ დროს ირამ ტერაქტები მოაწყო ტყვიამრქვევით ჩაცხრილ ლონდონის აეროპორტი ჰიტროუ.
1994 წ გაზაფხულზე ირამ გამოაცხადა „სამხედრო ოპერაციების შეწყვეტი შესახებ“ მაგრამ ბრიტანულ-ირლანდიურ ხელშეკრულების შემდეგ, მათ უარი განაცხადეს განიარაღებაზე.
1998 წ 15 აპრილს ბელფასტში დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ და ჩრდილო ირლანდიის პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს „ხელშეკრულება ემოციურ პარასკევის“ რომ შექმნილიყო საერთო ორგანო რომელიც განიხილავდა და იმსჯელებდა ჩრდილო ირლანდიის სტატუსის შესახებ. მაგრამ კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის მოლაპარაკება ჩაიშალა ახალმა ტერაქტმა ჩრდ. ირლანდიის ქ. ომაში 1998 წ 10 სექტემბერს, რომლის დროსაც დაიღუპა 29 ადამიანი.
2000 წ მოლაპარაკებების ჩაიშალა ირასთან, ირას განიარაღების შესახებ. ჩრდ. ირლანდიის ასამბლეამ იარსება მხოლოდ ორი წელი, რომელიც დაითხოვეს.
2004 წ იანვარს ლონდონში და დუბლინში შეიქმნა დამოუკიდებელი მონიტროინგის კომისია, რომელიც რეგულარულად აკვირდებოდა ჩრდ. ირლანდიაში სიტვაციებს. კომისიაში შედის ოთხი ადამიანი. (ბრიტანელი, ირალნდიელი, ოლსტერელი და ამერიკელი)
2005 წ ირას ხელმძღვანელებმა ოფიციალურად განაცხადეს შეიარარებული მოქმედების შეწყვეტის შესახებ, იარაღის ჩაბარების შესახებ და კომფლიკტის პოლიტიკურ გადაწყვეტის შესახებ. დაიწყო მოლაპარაკებების ახალი ეტაპი.
 კომისიის უკანასკნელ შეფასებით (2006) ირამ განიცადა რადიკალური ცვლილება. მისი დიდი სტრუქტურული ნაწილი დაითხოვეს, ხოლო მათი რიცხით შესაბამისად შემცირდა. დამკვირვებლების თვალსაზრისით ირა აღარ აპირებს ტერორისტულ აქტების მოწყობას და ოლსტერის შეიარაღებულ დაჯგუფებების დაფინანსებას. კომისიის დასკვნას ირას მოწინააღმდეგეებიც ეთანხმებიან - იან პეისლი, პროტესტანტულ დემოკრატიულ იუნიონისტური პარტიის ლიდერი აღნიშნავს რომ ირამ დიდი პროგრესი განიცადა იმით რომ ტერორისტულ აქტებზე უარი განაცხადა.
2006 წ ოქტობმერში შოტლანდიის ქ. სენტ-ენდრიუში დაიწყო მოლაპარაკებები ჩრდილო ირლანდიის ყველა პარტიის ლიდერს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტერს და ირლანდიის შორის, რომ ოლსტერისთვის გადაეცათ ადგილობრივი სამთავრობო ორგანოები.

დასკვნა: ირას მოქმედებებმა ამჯერადაც აიძულა ბრიტანეთის ხელისუფლება დათმობებზე წასულიყო. 1972 წლიდან ჩრდ. ირლანდია იიმართებოდა უშვალოდ გაერთიანებულ სამეფოს ცენტრალურ ხელისუფლების მიერ. ირამ კი აიძულა ბრიტანუეთის სახელმწიფო დათმობებზე წასულიყო. აქაც კარგად ჩანს რომ სწორედაც აქტიურ ტერორისტულ მოქმედებების შედეგად ირა-მ მოახერხა ბრიტანულ სახელმწიფოსთვის აეძულებინა დათმობებზე წასულიყო. სხვა გზამ არ გაამართლა. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ბრიტანელი ძალოვნები ყოველგვარ კანონის დარღვევით, აკავებდნენ და ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი პოლიტიკური მოწინაარმდეგეები (მაგალითად პარტია შინ ფეინის ლიდერი ადამს ჯერი, რომელიც დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს სასამართლო პროცესების გარეშე. იგი ციხეში იმყოფებოდა 1973 წლიდან 1977 წლამდე.)  ირამ ხელი ააღებინა ბრიტანულ სახელმწიფოს ესეთ უხეშ და უკანონო პოლიტიკის წარმოებაში. ასევე ბრიტანეთის ხელისუფლება იძულებული გახდა ირა მხარედ ეცნოთ. ასე რომ დასკვნაში ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ტერორისტულმა მოქმედებებმა შედეგი გამოიღო. როგორც აქამდე მთლიანად ირლანდიისთვის წარმოებულმა ომმა მოიტანა შედეგი, ასევე ზუსტად ასევეთივე მოქმედებებმა ჩრდ. ირლანდიაში მოიტანა შედეგი და აიძულა ბრიტანელი ოკუპანტები მთელ რიგ პოლიტიკურ დათმობებზე წასულიყვნენ.