Monday, April 29, 2013

მღვდელ გაპონის წერილი


წერილი ხელმწიფისადმი :
ნიკოლოზ რომანოვს, ნახელმწიფარს და აწ რუსეთის იმპერიის მცხოვრებთა გამწყვეტს.
გულუბრყვილოდ მეგონა, რომ შენ მამა იყავი შენის ხალხისა, მეც გავბრიყვდი, წამოვასხი შენის ხალხის შვილები და მშვიდობიანის განზრახვით შენსკენ წამოვედი. შენ უნდა გცოდნოდა, რომ შენს სანახავად მოვდიოდით, შენ ყოველივე იცოდი. მუშათა, მათის ცოლების და ყრმათა დანთხეული უმანკო სისხლი ამიერიდან ერთმანერთს გაშორებსთ შენ, მათს მკვლელს, და რუსეთის ხალხს. სამუდამოდ გაწყდა თქვენს შორის სულიერი კავშირი. შენ არ შეგიძლია შეიმაგრო, დაამშვიდო, აზვირთებული ხალხი რაღაც ნახევარ ზომებით, თუნდ „საერო კრებაც“ რომ აღუთქვა. ყუმბარები და დინამიტები, პირადი და საერთო ტერორ, ხალხის აჯანყება მოელის შენს სახლობას და ყველა მერს და მძარცველს ხალხისას, რომელსაც ახდილი აქვს ყოველი უფლება. რასაც გეუბნები, ყოველივე ახდება, შეიძლება, სისხლი მდინარის მსგავსად დაინთხეს. შენის წყალობით, შეიძლება თვით რუსეთიც დაემხოს, ეცადე, ყოველივე ეს შეიგნო - გაითვალისწინო და გაფრთხილდე.
            რაც შეიძლება ჩქარა უნდა აიღო ხელი მთელის შენი სახლობით რუსეთის ტაქტზე და წარსდგე რუსეთის ხალხის სამსჯავროს წინაშე. შეიბრალე შენი შვილები, შეიბრალე შენი ქვეყანა, შენ, რომელიც სხვას ურჩევდი მშვიდობას და შინ კი შენიანებსავე სწყვეტავ.
გიორგი გაპოვი
20 თებერვალი 1905

No comments:

Post a Comment