Friday, May 31, 2013

ნაციონალიზმი. პირველი ნაწილი

ნაციონალიზმი არ არსებობდა ყოველთვის, ის გაჩნდა პოლიტიკური და ეკონომიკური ფორმაციის გარკვეულ საფეხურზე. ის გაჩნდა კაპიტალიზმის განვითარებისა და აბსოლუტიზმის პერიოდში. აბსოლუტიზმი გახდა წინაპირობა ფეოდალური გათიშულობის დაძლევისა და მძლავრი ბიუროკრატიული აპარატის შექმნისა. ბიუროკრატიზმი ნაციონალიზმის საკითხში ერთ-ერთი უმთავრეს მოვლენად იქცა.  ბიუროკრატიზმმა გამოიწვია რეგიონებისა და ცენტრის ერთმანეთთან პოლიტიკური დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ახალი ფორმების შექმნა. აუცილებელი გახდა საერთო საკანონმდებლო და კულტურული ბაზის შექმნა, რამაც გამოიწვია კულტურული ერთფეროვნება სამეფოში. აბსოლუტიზმის ბიუროკრატიულ სისტემისთვის აუცილებელი გახდა ყველას ერთნაირი სტილით შეძლებოდათ კომუნიკაცია, როგორც ენობრივი, ისე წერილობით. მაღალი დამწერლობითი კულტურა ცენტრალიზებულ სახეს იღებდა და დევნიდა რეგიონალურ კულტურულ ელემენტებს, თუმცა ბოლომდე ეს პროცესი აბსოლუტიზმის დროს მაინც არ იყო გადაწყვეტილი. კაპიტალიზმმა კი თავის მხრივ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკურ კონსოლიდაციაში. აგრარულ ფეოდალურ სისტემაში, სამთავროები, საჰერცოგოები და სხვა პოლიტიკურ ერთეულები ეკონომიკურად თვითკმარნი იყვნენ და ხშირ შემთხვევაში შეეძლოთ სხვა რეგიონისგან იზოლირებული ურთიერთობა. მოსახლეობის ზრდამ და ეკონომიკური სისტემის ცვლილებამ აგრარული თვითკმარულ სისტემას ბოლო მოუღო. ამან გამოიწვია ეკონომიკური ინტეგრაცია რეგიონებს შორის. ამან ხელი შეუწყო ახალი სისტემის ფორმირებას, რომელიც ევროპაში რევოლუციის პირობებში დაიბადა. ნაციონალიზმიც როგორც პოლიტიკური იდეოლოგია დაიბადა რევოლუციის პირობებში.
ნაციონალიზმი როგორც პოლიტიკური იდეოლოგია ყალიბდება მაშინ, როდესაც პოლიტიკურ ასპარესზე გამოდის ხალხი. შუა საუკუნეებში ლეგიტიმაციის წყარო იყო „ღვთისნიერი მეფე“, რომელიც მემკვიდრეობით გადადიოდა და მის ლეგიტიმაციას ეკლესია ახდენდა. როდესაც იწყება მოდერნიზმის ეპოქა - მისთვის დამახასიათებელია კაპიტალიზმის განვითარება, ძველი სოციალური ურთიერთობების მოშლა და ძველი სახელმწიფო სისტემების სრული გარდაქმნა. საბოლოოდ კი ხალხი თავის პოლიტიკურ ნების გამოსახატავად ხმას იმაღლებს და ყოველგვარი ძალაუფლების ლეგიტიმაციის წყარო ხდება. დასავლეთში (კერძოდ საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს) ნაციონალიზმი, როგორც ერის ნების გამომხატველი იდეოლოგია, წინ აღუდგა სამეფო ხელისუფლებას და „ღვთისნიერი მეფის“ იდეას. მათ მეფის მკვლელობით მოახდინეს ახალი ლეგიტიმაციის წყაროს შექმნა - „ღვთისნიერი მეფე“ ჩაანაცვლა „ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ“.  ასე რომ პირველი ნაციონალისტური მოძრაობა დემოკრატიული მოძრაობა იყო. მაგრამ ფრანგული დემოკრატიულ-ნაციონალისტური მოდელი უნივერსალური არ ყოფილა და სხვადასხვა ქვეყანაში ნაციონალიზმი სხვადასხვა ფორმებს იღებდა. ლევის სტროსის აზრით პროგრესის სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვანაირად გამოიხატება და მუდამ ხდება იმ „საფეხურების“ გამოტოვება, რა საფეხურიც გაიარა სხვა კულტურამ.[1] როდესაც ჩვენ ნაციონალიზმის ან რომელიმე სხვა მოვლენას, აბსოლუტურ უნივერსალობად ვაქცევთ და მის მოდელზე მოხდება სხვა მსგავსი მოვლენების დაკვირვება და სრული იგივეობის ძებნა, ჩვენ დავკარგავთ პროცესის ობიექტურად აღქმის საშუალებას, ამიტომ ჩვენ ისტორიკოსებს გვიწევს სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა მოდელებს დავაკვირდეთ და ყოველი პროცესის განსაკუთრებულობა დავინახოთ. იქ სადაც აბსოლუტიზმი მყარი აღმოჩნდა და რევოლუციურმა მოძრაობები დამარცხდა, იქ ნაციონალიზმა სხვა ფორმები მიიღო. აბსოლუტიზმისა და ნაციონალიზმის ურთიერთკავშირმა გამოიწვია ნაციონალიზმის, ულტრამემარჯვენული იდეოლოგიების ჩამოყალიბება. მაგალითად გერმანიაში „პანგერმანიზის“ იდეოლოგია სწორედ გერმანულ აბსოლუტიზმის დროს ყალიბდება. ასევეა რუსეთში - „პანსლავიზმი“ - ცარიზმის დროს ჩამოყალიბდა.  მიზეზები თუ რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან ნაციონალიზმი სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ უნდა ვეძებოთ იმ ქვეყნის ისტორიულ და კულტურულ თავისებურებებში. საფრანგეთის რევოლუციის დროს  ფრანგი ერის მთავარ მიზანს წარმოადგენდა  სამეფო ხელისუფლების დამხობა, დემოკრატიული მართველობის ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი კი განმანათლებლობის იდეებიდან მომდინარეობდა, ხოლო განმანათლებლობის იდეები - ლიბერალური იდეები იყო, ამიტომ საფრანგეთში ნაციონალური პროექტი, ლიბერალურ იდეებთან იყო დაკავშირებული. აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებში, როგორებიც გერმანია და რუსეთი იყო, ლიბერალური რევოლუციის დამარცხებამ გამოიწვია, ნაციონალური პროექტის შეცვლა. ნაციონალიზმი გახდა ექსპანსიონიზმის შემადგენელი ნაწილი და „რჩეული ერის“ იდეა აბსოლუტიზმში ჩამოყალიბებული იდეაა. მონარქია საკუთარ ლეგიტიმაციის წყაროდ განიხილავდა ნაციონალისტურ ექსპანსიურ პოლიტიკის წარმოებას. რუსეთში მთავარი ნაციონალურ პროექტად იქცა არა ლიბერალური ღირებულებები, როგორც ეს საფრანგეთში იყო, არამედ აღებული იყო ძველი მონარქისტულ-რელიგიური იდეა „მესამე რომი“ და მას დაემატა სლავი ხალხების გამაერთიანებლის იდეა და რწმენა, რომ სლავები წარმოადგენენ განსაკუტრებულ, სხვებზე უფრო მაღალდმგდომ რასას - ამ იდეოლოგიას საფუძველი რუსმა  პროფესორმა დანილევსკიმ დაუდო.  დანილევსკის თეორიით არსებობს „კულტურულ-ისტორიული ტიპი“ - რუსი ერის სახით, რომელიც სხვა ევროპულ ხალხებისგან განსხვავდებოდა.. მისი თეორიის მიხედვით, ადრე არსებობდა დაპირისპირებული კულტურულ-ისტორიული ტიპები, ეს იყო რომაულ-გერმანული და ბერძნულ-ბიზანტიური, და ისინი შემდგომში გარდაიქმენენ რუსულ და ევროპულ დაპირისპირებად. ამ დაპირისპირების ფონზეა განხილულია რუსული ნაციონალიზმი. კულტურუოლოგიური მიდგომები, ნაციონალიზმის, სახელმწიფოსა და გეოპოლიტიკის საკითხში მახასიათებელი იყო გერმანიისთვისაც და რუსეთისთვისაც დამახასიათებელი, საბოლოოდ ეს მიდგომები „ევრაზისტულ“ თეორიაში აისახა.[2]
ნაციონალიზმზე რომ ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ უამრავი მომენტი რაც მისი შექმნის დროს XIX საუკუნეში გვხდება. ევროპული კოლონიზაცია და იმპერიალიზმი დაიწყო 17-ე საუკუნიდან, ხოლო 19-ე საუკუნეში მსოფლიოს დაყოფილი იყო ევროპულ სახელმწიფოებად და მის კოლონიებად (მცირე გამონაკლისების გარდა). ძირითადი იდეა, რომელითაც დამპყრობლური ექსპანსიონიზმი ხორციელდებოდა, იყო „ევროცენტრისტული“ იდეა, რომლის მიხდევითაც კულტურის შემქმნელები იყვნენ ევროპელები, ხოლო მათი ექსპანსიური პოლიტიკა მონათლული იყო, ჩამორჩენილ ქვეყნებში კულტურის შეტანით.  მსგავსი ექსპანიური-კულტურული იდეოლოგია დამახასიათებელი იყო აბსოლიტურად ყველა ევროპულ იმპერიისთვის, მათ შორის რუსეთისთვის. დამპყრობლები არ სცნობდნენ ადგილობრივ კულტურას, როგორც ფასეულობას და მას როგორც ჩამორჩენილობის გამოვლინებად ისე აღიქვამდნენ, ხოლო კულტურულ პოლიტიკად (ანუ ველურ ხალხში კულტურის შეტანად) განიხილებოდა მათი სრული კულტურულ-ლინგვისტური ასიმილაცია. სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კულტურული ელიტის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავად იქცა საკუთარი ენის დაცვა და საკუთარი კულტურის - ცივილიზებულ კულტურად (ანუ დასავლურ კულტურად) წარმოჩინება. ექსპანსიურმა ნაციონალიზმმა მიიღო ეს მახასიათებელი აბსოლიტურად ყველა იმპერიალურ სახელმწიფოში, ხოლო ანტიკოლონიალური ნაციონალიზმი აიგო ამ კულტურული ჩაგვრის წინააღმდეგობის  და საკუთარ კულტურული ფასეულობების წარმოჩენის იდეით.
ნაციონალიზმის კულტურულ ასპექტებს რაც შეეხება, ის სოციალურ ცვლილებებთან არის კავშირში. კაპიტალიზმის განვითარების და გაბატონების შედეგად, მოხდა საზოგადოების საბაზისო ცვლილება. თუ კი ადრე ადამიანი იძულებული იყო პროფესია მემკვიდრეობით (პროფეისები მამიდან-შვილზე გადადიოდა) მიეღო და ძირითადად ერთ ადგილზე უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა, კაპიტალიზმმა აბსოლიტურად შეცვალა ადამიანთა ცხოვრების წესი. ამიერიდან ბაზარი საზღვრავდა ადამიანის პროფესიას და მოღვაწეობის ადგილს. ადამიანი იძულებული გახდა სამუშაო ბაზრარს მორგებოდა და ესწავლა სხვადასხვა პროფესიები. თუ კი ადრე პატარა თემებსა თუ სოფლებს იზოლირებულად შეეძლოთ არსებობა, კაპიტალიზმის პირობებში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ბაზარმა შეაღწია მეტ-ნაკლებად ყველგან. ამ პროცესმა გამოიწვია ურბანიზაცია და ახალი კულტურული ურთიერთობების შექმნა. მუშაობის დროს ადამიანებს უნდა შეძლებოდათ სხვა ადამიანებთან ურთიერთობა (რომლებიც ისევე ჩამოსულნი იყვნენ რეგიონებდან, როგორც ის), ხოლო ურთიერთობის ეს ფორმები უცხო იყო ამ ადამიანისთვის. ამ პროცებში ყალიბდებოდა ახალი კომუნიკაციის კულტურა. თუ კი ადრე მარტო თავის თანასოფლელებთან უწევდათ მოღვაწეობა და იმ სოფლის კულტურულ სივრცეში არსებობა,  ამჯერად მათ უნდა გამოენახათ საერთო ენა სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ადამიანებისთვის, რომლებიც პოტენციალურად მათი კონკურენტები იყვნენ. საქართველოს შემთხვევაში სადაც რეგიონალიზმი და კუთხურობა არ იყო ბოლომდე დაძლეული, რაზეც არაერთხელ წერდა მაშინდელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ნოე ჟორდანია და სხვები. საჭიროებდა ახალ კულტურულ სივრცის შექმნას, სადაც ადამიანებს უნდა შეძლებოდათ ერთ ენაზე ურთიერთობა და დაწერილი წერილებისა თუ ბრძანების სტანდარტიზაცია უნდა მომხდარიყო. ენის სტანდარტიზაციის პროცესი საქართველოში 19-ე საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ამ პროცესებმა გამოიწვია საერთო კულტრულ-ლინგვისტური ღირებულებების შექმნა საზოგადოებაში. შუა საუკუნეებისგან განსხვავებით სადაც არსებობდა ორი კულტურა: მაღალი კულტურა (ოფიციალური კულტურა) და სახალხო ანუ ზოგიერთი მეცნიერი უწოდებს საკარნავალო კულტურა[3] - სადაც მაღალი კულტურის მატარებლები იყვნენ ძირითადად სასულიერო პირები და პოლიტიკური ელიტა და რომელიც შემოგვრჩა წერილობით წყაროების სახით. სახალხო კულტრა კი ძირითადად ის კულტურა იყო, რომელიც უბრალო ხალხში გვხვდებოდა - სახალხო პოეზიაში, ზღაპრები, სახლხო რწმენა-წარმოდგნებში, დღესასწაულებსა და ა.შ - ნაციონალიზმის ეპოქაში იქმნება ახალი კულტურა, რომელიც მოიცავს როგორც მაღალ კულტურის ელემენტებს, ისე სახალხო კულტურის ელემენტებსაც, ამის კარგი მაგალითია „დედა ენა“ სადაც გვხდება სახალხო კულტურის ელემენტები (სახალხო პოეზია და ზღაპრები). რაც ადრე სახალხო კულტურა იყო, მან მიიღო  წერლობითი ფორმა და გახდა ნაციონალიზმის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც  ეროვნული კულტურის ნაწილი.
ნაციონალიზმის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს წარმოადგენს კულტურულ-ლინგვისტური ერთფეროვნების შექმნა საზოგადოებაში. ნაციონალიზმი დევნის ამ საზოგადოებაში, რომელიმე სხვა კულტურის დომინირებას და ლინგვისტურ თანასწორუფლებიანობას. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, არის 1881-წლიდან დაწყებული მეგრულ ენასთან დაკავშირებული კამპანია, როდესაც დაიწყო მეგრული ენის ცალკე სწავლება და მისი სტატუსის ქართულთან გათანაბრება, რაც მიუღებელი გახდა არა მარტო იმ დროინდელ ქართულ ინტელექტუალურ ელიტაში, არამედ თავად მასებში, მათ შორის სამეგრელოში.
ამ პროცესების ეკონომიკური მიზეზები ჩვენ უნდა ვეძებოთ ინტეგრაციის პროცესში. კაპიტალისტურ ეპოქაში, სოციალური საფეხურები მემკვიდრეობით აღარ გადადიოდა, 19-ე საუკუნის ბოლოს უკვე გვხვდება გაღარიბებული თავად-აზნაურობა და გამდიდრებული გლეხობაც (კულაკები) და ვაჭრები. ხშირ შემთხვევაში სოციალურ საფეხურზე ასვლას ხელს უწყობს ან უშლის, რომელიმე ეროვნული ერთეულისადმი კუთვნილება. მაგალითად იმ ქარხნებში რომელთა მეპატრონეები იყვნენ  ეთნიკური სომხები, იქ ძირითადად მაღალ თანამდებობაზე სომეხი წარმომავლობის[4] ადამიანებს ნიშნავდნენ. იმისთვის რომ მერიტოკრატია დამკვიდრებულიყო საზოგადოებაში, საჭირო იყო ნაციონალისტური პოლიტიკა, ანუ სხვადასხვა კუთხისა თუ ჯგუფის იდენტური გაეთფეროვნებით მოხდებოდა მათი შერჩევა არა მათი ეროვნული კუთვნილების მიხედვით, არამედ მათი ნიჭისა და შესაძლებლობის მიხედვით. მეორე მხრივ კი რეგიონებიდან ქალაქში ჩამოსული მოსახლეობა, იმისთვის რომ ინტეგრირებული ყოფილიყო ახალ სივრცეში, ხშირ შემთხვევაში მხარს უჭერდა  ნაციონალიზმს და ებრძოდა როგორც თავის კუთხურ გამოვლინებებს, ისე ქალაქში დახვედრილ „ქალაქურ კუთხურობასაც“.



[1] Политические труды Н.Я. Данилевского - http://monarhiya.narod.ru/DNY/dny-list.htm
[2]  Нартов Н. Геополитика: Учебник для вузов - http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Polit/nart/index.php

[3] Гуревич А. Категории средневековой культуры -http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Culture/Gurev/


[4] სუნი, . (1986). Tiflis, Crucibleof rthnic politics, 1860-1904. Indian University Press. გვ 121

Monday, May 27, 2013

ანარქიზმის ისტორია. პირველი ნაწილი

ანარქისტული მსოფლმხედველობის ელემენტები გვხვდება უძველეს დროიდან. სრული პიროვნული თავისუფლებისკენ ლტოლვა, თავისუფალ საზოგადოება, ძალაუფლების და ექსპლუტაციის უარყოფა - მსგავსი განწყობები სხვადასხვა ფორმებით ჩანდა ანტიკურ ეპოქაში კინიკებში, ჩინეთში დაოსიზმში, შუა საუკუნეებში ანაბაბტისტებში, ინგლისში დიგიტებში, XVIII საუკუნის ფრანგ მოაზროვნეში ს.მარშელიის ნაშრომებში. ზემოთ მოყვანილი მიმდინარეობების განსასაზღვრათ, მათ შეგვიძლია ვუწოდოთ პროტოანარქიზმი.
მაგამ ანარქიზმი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, დაიბადა ახალ ეპოქაში. XVIII საუკუნის ბოლოს, როდესაც ევროპაში დაიწყო დიდი რევოლუციების ეპოქა, გზა გაუხსნა ინდივიდუალიზმის დამკვიდრებას და ტრადიციული საზოგადოების დანგრევას. ამ ეპოქაში დაიწყო ანარქიზმის ჩამოყალიბება და გარდაქმნა ფილოსოფიურ სწავლებად, ხოლო შემდეგ უკვე როგორც რევოლუციურ მოძრაობად.
ანარქიზმი იყო რეაქცია  საფრანგეთის დიდი რევოლუციის მიღწევებისა და წარუმატებლობის: შეიცვალა თავისუფლების, თანასწორობის და ძმობის იდეალები და მოხდა მათი ხელახალი გააზრება; პარლამენტარულ დემოკრატიამ ვერ მოიტანა ნანატრი ინდივიდის თავისუფლება.
ანარქიზმი საბოლოოდ ჩამოყალიბდა 1830-1840-იან წლებში - ლიბერალიზმთან და სახელმწიფო სოციალიზმთან ბრძოლაში და პოლემიკაში. თუ კი პირველნი ხაზს უსვამდნენ მოქალაქის პოლიტიკურ თავისუფლებას (აღიარებდნენ მინიმალური სახელმწიფოს არსებობის იდეას), მეორენი ხაზს უსვამდნენ სოციალურ თანასწორობას, ხოლო მის განხორციელების ინსტრუმენტად კი ტოტალურ სახელმწიფო რეგულირებებს მიიჩნევდნენ. ანარქიზმის დევიზი, კი ეწინააღმდეგებოდა ორივე მათგანს, შეგვიძლია გავიხსენოთ მიხეილ ბაკუნინის ცნობილი სიტყვა: „თავისუფლება სოციალიზმის გარეშე არის პრივილეგია და არასამართლიანობა.. სოციალიზმი თავისუფლების გარეშე არის მონობა“.
ვ.გოდვინი და მ.შტირნერი

პირველი წარმომადგენლები ანარქიზმისა იყვნენ ინგლისელი ვილიამ გოდვინი (1756-1836) და გერმანელი მაკს შტირნერი (იოჰან კასპერ შმიტილ 1806-1856).  გოდვინის წიგნში „კვლევა პოლიტიკურ სამართლიანობის და მისი გავლენის საყოველთაო  წესიერებაზე და ბედნიერებაზე“(1793) (შეიძლება სათაური მთლად ზუსტი არ არის) და შტირნერის წიგნში „ერთობა და მისი საკუთრება“ (1844) გამოისახა ანარქისტული მსოფლმხედველობის კონტურები. ორივე მოაზროვნე შეეცადა დაემტკიცებინა სახელმწიფოს განადგურების აუცილებლობაზე და საზოგადოებრივ ცხოვრებისა და წარმოების დეცენტრალიზაცია. დაემტკიცებინათ საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგობა. მაგრამ ზემოთ ნახსენები ანარქისტების თეორიები ბევრ საკითხში განსხვავდებოდა.
გოდვინის თეზისი დამყარებული იყო ადამიანის ბუნების სიკეთეზე, რომელზეც ცუდ გავლენას ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტები, და შეთავაზა ანარქო-კომუნისტური პროგრამა სოციალურ გარდაქმნებზე. ხოლო შტირნერის თეორიაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა - უნიკალური პიროვნება, ერთეულები; ამ ადამიანს არ შეიძლება შეუთავსო რომელიმე სოციალური როლი. გერმანელი მოაზროვნე მოუწოდებდა განთავისუფლებულიყო ზეპიროვნებისგან (იგულისხმება იდეოლოგია) ფეტიშიზმისგან და დესპოტურ დაწესებულებისგან, გაეცნობიერებინა საკუთარი ჭეშმარიტი ინტერესები და შეერთებულყო სხვებთან - რომლებიც ასევე ერთეულები იქნებოდნენ - და ერთად დაეწყოთ ბრძოლა თავისუფლებისთვის.
გოდვინი, რჩებოდა განმანათლებლობის იდეების მატარებლად, მას ჯეროდა სიტყვით დიდი ძალის, რომ შეეცვალა სამყარო პროპაგანდის მეშვეობით. შტირნერს კი არ ჰქონდა იმედი მთავრობისა და ბურჟუაზიის კეთილი ნების. ის აღიარებდა მუშათა გაფიცვების აუცილებლობას, საკუთრების ექსპროპაციას და შეექმნათ თავისუფალი „ეგოისტთა კავშირი“. მაგრამ გერმანელი მოაზროვნე აქცენტს არა სოციალურ რევოლუციას, არამედ „პიროვნების აჯანყებაზე“ აკეთებდა.
ასე რომ თავიდანვე ორი მიმართულება იყო ანარქისტულ აზროვნებაში - ფილოსოფიურ-ინდივიდუალისტური, რომელიც ხაზს უსვამდა ადამიანის უნიკალურ ინდივიდუალიზმს, და სოციალ-კომუნისტური, რომელიც დაინტერესებული იყო შეექმნა თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოება. ამის მიუხედავად გოდვინის და შტირნერის აზრები ავსებდნენ ერთმანეთს. მომავალში შექმნილი ანარქიზმის უამრავი მიმდინარეობა, დაკავშირებული იყო განსხვავებებზე ინდივიდუალურ თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობის აღქმის შორის.
გოდვინი და შტეინერი იყვნენ ერთნაირი მოაზროვნეები, რომლებიც არც თუ ისე აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადო ცხოვრებაში. არც ერთმა და არც მეორემ არ უწოდა საკუთარ შეხედულებას ანარქისტული.

პრუდონი
 „ანარქიზმის მამას“ ხშირად უწოდებენ გამორჩეულ ფრანგ მოაზროვნეს პიერ ჟოზეფ პრუდონს (1809-1865). ის იყო გლეხის შვილი, თვითნასწავლი, რომელმაც ცხოვრება მძიმე ფიზიკურ შრომაში და სიღატაკეში გაატარა. პრუდონი იყო XIX საუკუნეში სოციალისტურ მოძრაობის ლიდერი, რომელიც არ იყო მართველი კლასიდან. პრუდონთან არის დაკავშირებული ანარქიზმის თვითიდენტიფიკაცია, მასში შექმნილი მთავარი სოციალური იდეები და მისი გავრცელება მასებში.
მეცნიერი და პუბლიცისტი, გაზეტის გამომშვები და ნაციონალური ასამლეის დეპუტატი, რომელიც მონაწილეობდა 1848 წლის რევოლუციაში, გაატარა ცხოვრების ბოლო წლები ემიგრაციაში, პრუდონმა დაწერა უამრავი წიგნი და სტატია, რომლიდანაც ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „რა არის საკუთრება?“(1840), „რევოლუციონერის აღსარება“ (1849) და „პოლიტიკური უნარი შესახებ მუშათა კლასში“(1865)
პრუდონის მსოფლმხედველობაში, როგორც მის ცხოვრებაში, იყო არამცირე წინააღმდეგობა, რომელიც მიიჩნეოდა შეუსაბამო მახასიათებლად: უბრალო პიროვნება თუმცა ჰქონდა მესიანისტური მიდრეკილებაც, რევოლუციონერი რომელიც თან რეფორმისტურ საშუალებებს იყენებდა, თავისუფლი დამოკიდებულების საზოგადო ცხოვრებაში და რადიკალურ პატრიარქალური დამოკიდებულების ოჯახში. იბრძოდა ინდივიდუალურ თავისუფლებისკენ, პრუდონმა ამავდროულად  დაწერა „პორნოკრატია, ანუ ქალი თანამედროვე ეპოქაში“, სადაც ქალთა ემანისპაციის წინააღმდეგ გამოდიოდა და ანვითარებდა სქესთა შორის უთანასწორობის იდეას. წამყვანი კონსერვატორი, რეფორმისტი რევოლუციონერი, ოპტიმისტური პესიმისტი - ესე წარადგინა ეს ადამიანი ჰერცერმა, რომელმაც მას უწოდა „საფრანგეთში მთავარი რევოლუციური პრინციპის შემოქმედი“ და „ერთერთი ყველაზე დიდი მოაზროვნე ჩვენი ეპოქის“
პრუდონი იყო წინააღმდგეი სახელმწიფოს ძალადობის ყველანაირი ფორმის: იქნებოდა ეს ლუი ფილიპეს კონსტიტუციური მონარქია, ბონაპარტის იმპერია, იაკობინელთა რესპუბლიკა თუ რევოლუციური დიქტატურა. გაანალიზა 1848 წლის რევოლუცია, პრუდონმა დაასკვნა: რევოლუცია შეუსაბამოა სახელმწიფოსთან, ხოლო უტოპიის განხორციელების გზები მიგვიყვანს სახელმწიფო სოციალიზმისკენ. იქნება მოთხოვნილება ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და გამოიყენონ ის ინსტრუმენტად რექციის და რევოლუციის დამარცხებისთვის.
თუ კი შტირნერის და გლოდვინის, არც ისე ცნობილი პუბლიკაციები ანარქიზმის იდეალების შესახებ ატარებდა უმეტესად აბსტრაქტულ-ფილოსოფიურ ხასიათს,  პრუდონმა შექმნა და პოპულარიზება გაუწია ანარქისტულ მსოფლმხედველობას ისე რომ წამყვან ძალად აქცია პარიზის კომუნის დროს.
პრუდინი თვლიდა რომ XIX საუკუნეში სოციალიზმის დავალება იყო სოციალური თანასწორ
ობის და ნამდვილი თავისუფლების დამყარება (ანუ სახელმწიფოს მხრიდან აამიანზე ბატონობის ხარჯზე) პრუდონი ერიდებოდა აბსტრაქტულ სქემებს, ის ცდილობდა არსებული სქემების შესწავლას და არსებული სიტუაციის გააზრებას. ის ამბობდა: „მე არ გთავაზობთ არანაირ სისტემას; მე მოვითხოვ პრივილეგიების და მონობის განადგურებას, მე მინდა თანასწორობა... წარმომიდგენია ეს სამყაროს დისციპლინირები“

სახელმწიფო ძალაუფლება, იერარქია, ცენტრალიზაცია, ბიუროკრატია და სამართალს, პრუდონმა დაუპირისპირა ფედერაციის, დეცენტრალიზაციის, თავისუფალ ხელშეკრულების და თვითმართველობის იდეა. როდესაც თანამედროვე საზოგადოებას აღწერდა პრუდონი, ის უთითებდა ბურჟუაზიის და ძალაუფლების ურთიერთკავშირზე,  ცენტრალიზაციისა და მონოპოლიზაციის ურთიერტკავშირზე, შეუკავებელი კონკურენციაზე. „არასოლიდარულ სულზე“. თავისუფლების სახელით პრუდონი უტევდა სახელმწიფოს, ხოლო თანასწორობის სახელით კი - საკუთრებას.
პრუდონი ამტკიცებდა, რომ პოლიტიკური თავისუფლება შეუძლებელია ეკონომიკურად დაკმაყოფილებისა და დეცენტრალიზებურ მართველობის გარეშე.  „რასაც პოლიტიკაში ეძახიან ხელისუფლებას - წერდა ის - სრულიად იგივეა, რასაც ეკონომიკაში ეძახიან საკუთრებას; ეს ორი იდეა ავსებს ერთმანეთს და ბატონობს; როცა უტევთ  ერთს - უტევთ მეორესაც; ერთი გაუგებარია მეორეს გარეშე; თუ კი თქვენ გაანადგურებთ ერთს; მაშნ მეორეც უნდა გაანადგუროთ - ან პირიქით“.
ამ იდეიდან გამომდინარე პრუდონმა ესეთი ფორუმრილება მოახდინა საკუთარ პრინციპის: „ასე რომ, რასაც ეკონომიკურ ენაზე ჰქვია ერთმანეთის დაკმაყოფილება, პოლიტიკურ ენაზე ჰქვია ფედერაცია. ამ ორი სიტყვიდან გამომდინარეობს ყველა რეფორმა ჩვენი პოლიტიკისა და საზოგადოებრივ ეკონომიკის“
პრუდონმა აღნიჭნა, რომ მხოლოდ შეუზღუდავ და სრულ ინდივიდუალურ თავისუფლების პირობებში, როდესაც ადამიანი გაიცნობიერებს საკუთარ ინტერესებს და მათი ურთიერთ შეთანხმება მოხდება, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნამდვილი ანარქიზმი, ნამდვილი წესრიგი და რეალური ერთობა.
საბაზრო ეკონომიკისა და შეუზღუდავი კონკურენციის მოაწინააღმდეგე პრუდონს, არ სურდა შეეცვალა ისინი სახელმწიფო-სოციალიზმის კაზარმულ და ტოტალურ რეგულაციებით. პრუდონი აღნიშნავდა „ეს სისტემები კომუნისტური, სახელმწიფოებრივი, დიქტატორული, ავტოკრატიული, დოქტრინული, ისინი ყვლე ერთ პრინციპზეა აგებული; რომ პიროვნება უნდა დაექვემდებაროს საზოგადოს; რომ მხოლოდ საზოგადოებას აქვს უფლება ინდივიდის სიცოცხლისა; რომ მოქალაქე ეკუთვნის სახელმწიფოს, როგორც ოჯახის შვილი; რომ ის იმყოფება მის ძალაუფლების ქვეშ... და ვალდებულია მას დაემორჩილოს და შეასრულოს მისი ბრძანება ყველაფერში“
თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, პრუდონი მოითხოვდა საზოგადოების უფლებას და პიროვნების უფლებას, უარყოფდა ეგოიზმს, როგორც დესპოტიზმის უკიდურესობას. რომ ავიცილოთ ის თავიდან, ფრანგი ანარქისტი სახელმწიფოს და სოციალური იერარქიის განადგურებისკენ მოუწოდებდა, ხოლო მათ უნდა ჩანაცვლებოდა ნებაყოფლობითი კავშირი თავისუფალ ადამიანების, სადაც ყველას ერთნაირი უფლება ექნებოდა, ერთნაირი პასუხისმგებლობა, ერთნაირი მოგება სამსახურისთვის. ხოლო ეს სისტემა უნდა დაყრდნობილიყო თანასწორობაზე და თავისუფლებაზე, რომელიც გამორიცხავდა სიმდიდრისკენ, რანგებისკენ და კლასებისკენ ლტოლვას“
პრუდონის წყალობით ანარქიზმი გავრცელდა მთელ ევროპაში და უამრავი ცნობილი წარმომადგენელი გაიჩინა (კარლოს პისაკანე იტალიაში, პი-ი-მარგელი ესპნაეთში და სხვები) მაკს ნეთთაუ ანარქიზმის ისტორიკოსი პრუდონზე წერს: „სამწუხაროდ ის გარდაიცალა თითქმის იმ დროს როდესაც შეიქმნა ინტერნაციონალი.  მაგრამ სწორედ იმ პერიოდში მოევლინა უდიდესი ფიგურა ბაკუნინი, და სულ რაღაც 10 წლის განმავლობაში ანარქიზმა შეიძნია არნახული ძალაუფლება ამ ადამიანების წყალობით“

Friday, May 10, 2013

ისტორიული კანონზომიერება - მარქსიზმისა და ლიბერალიზმის მიხედვით

მარქიზმისთვის ეკონომიკური წესწყობილება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები იცვლებიან. თავისთავად ეკონომიკა არ წარმოადგენს რაღაც მუდმივს. თამაშის წესები იცვლება იმის მიხედვით თუ როგორ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. სისტემის კანონები რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს, იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ეს ურთიერთობები მოწყობილი.მარქზისმისთვის კაპიტალიზმი ისტორიული პროცესია - ანუ მას აქვს დასაწყისი და დასასრული.
ლიბერალიზმი სხვანაირად უყურებს საკითხს - მათი თეორიის მიხედვით კაპიტალისტური სისტემა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბუნების კანონები, უბრალოდ ადამიანებს არ ესმით ეკონომიკური კანონები. კაპიტალიზმი აღქმულია როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არსებობდა ერთიდაიგივე კანონზომიერება როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე თანამედროვე აშშ-ში, ანუ მთავარი არ არის ის თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, არამედ მთავარია ის თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ეკონომიურ კანონებს. ადამიანი თუ გააცნობიერებს ამ კანონებს და მიიღებს მათ, მაშინ ყველაფერი იდეალური იქნება და არაგრის შეცვლა არ იქნება საჭირო. ამის მიხედვით გამოდის, რომ თავისუფლება ესაა აუცილებლობის აღიარება.
ლიბერალურ თეორიაში - სახელმწიფო და საზოგადოება მუდმივად ერეოდნენ ეკონომიურ პროცესებში, რასაც ძალზე ცუდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს. მათი აზრით პოლიტიკის მიზანი არის, რომ თვალყური ადევნოს და დაიცვას ის ბუნებრივი ეკონომიკური წესები, რომლებიც არსებობს. 
მარქსიზმს ხშირად ადამაშაულებენ ინდივიდის როლის უგულებელყოფაში, დეტერმინიზმში. მაგრამ ლიბერალური თეორია ამ შემთხვევაში გაცილებით დეტერმინულია, ვიდრე მარქსიზმი. ისინი მთელ ისტორიას მკაცრ ეკონომიკურ პროცესს უკავშირებენ. მარქსიზმის დეტერმინულობა დაკავშირებულია ცვალებად პროცესთან. ადამიანები მართალია ზღუდავენ თავის მოქმედებას, მაგრამ ეს შეზღუდვები იცვლება ისტორიის პროცესში - ანუ შეზღუდულობა ცვლილებადი და გადალახვადია. ამიტომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ ისტორიას, სხვა ამბავია, რომ ამას ცალცალკე კი არ აკეთებენ, არამედ ამ კანონზომიერების შედეგად. ხოლო კანონზომიერება ასევე ადამიანების შექმნილია, მართალია არა ერთი პიროვნების, არამედ საზოგადოების. 

Thursday, May 2, 2013

1905 წელს საქართველოში, გლეხებმა ხელისუფლებას 15 პუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს



11)      გლეხებს დაუბრუნდეს უსამართლოდ მოკრებილი ფული (განთავისუფლების გადასახად)
22)      „დროებითი ვალდებული“ გლეხები თავიანთ ნაკვეთების შენარჩუნებთ ყოველგვარ შემდგომ გადასახადის გარეშე განთავისუფლდნენ
33)      „ხიზანს“ მიეცეს თავისი მიწა;
44)      მოხდეს ეკლესიის, სახაზინო და მსხვილი მემამულეების მიწების კონფისკაცია;
55)      შემოღებულ იქნას პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადასახადით მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი ხუთი ათას მანეთზე ნაკლები იყო
66)      გაუქმდეს ფარული გადასახადები და ტარიფები
77)      ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ;
88)      არსებობდეს უფასო, სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე
99)      არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება;
110)  პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია;
111)  გაუქმდეს ქვეყნის შიდა საპასპორტო სისტემა;
112)  გაუქმდეს რეგულარული ჯარი;
113)  სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებლები;
114)  დაბრუნების ნება დაერთოს ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს;
115)  მოწვეულ იქნას დამფუძნებელი კრება