Thursday, December 22, 2016

ახალი მემარცხენეობა ანუ მემარცხენეობის სიკვდილის მოკლე ისტორია



წინასწარ ვიტყვი უფრო საკუთარ თავთან დისკუსიის აღწერაა, ვიდრე ჩემი კვლევა, მაგრამ ჩემი ნოუთია და მაქვს იმის უფლება ვიყო არც ისე ზუსტი.


თანამედროვე მემარცხენეებს ძალიან უყვართ საუბარი ბურჟუაზიულ ფილოსოფიის სიღარიბეზე, მის სულიერ სიღარიბეზე, მუშათა კლასის მატერიალურ სიდუხჭირეზე, მაგრამ ამ უკანასკნელ საკითხზე ისინი არა მარტო ეწინააღმდეგებიან მემარცხენეეობის დამაარსებელ-მამებს, არამედ ეწინააღმდეგებიან ელემენტარულ ლოგიკას. მათ შეუძლიათ წლების განმავლობაში ისაუბრონ საზოგადოების სხვადსახვა საკითხებზე, შექმნან კვაზიიდეოლოგიური კონცეფციები რომელიც რატომღაც აუცილებლად უნდა მოახვიონ თავზე საზოგადოებას, მაგრამ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ მუშათა კლასის ინტერესთან.


ის მდგომარეობა რომელშიც აღმოჩნდენდ თანამედროვე მემარცხენეები, ძალიან კარგად იხსნება მისი გენეოლოგიის შესწავლით. დაახლოებით ასი წლის წინ რევოლუციური მუშათა მოძრაობები მოკლა სოციალისტური რეფორმიზმისა და ლენინური რევოლუციის წყალობით. ის მემარცხენეები რომლებსაც არ უნდოდათ გამხდარიყვნენ მარიონტეტები, დაიწყეს ახალი გზის ძებნა, ახალი ბრძოლის ტაქტიკის შემუშავება. ამ ძებნის მწვერვალად ითვლება 1968 წლის მოძრაობა, რომლებმაც გვაჩუქეს ჩვენ ბევრი ლამაზი და მსუქანა დეპუტატი ევროპალამენტში - მართალია სტიქიური იყო მათი „ახალი ტაქტიკის“ და „ახალ მემარცხნეების“ ჩამოყალიბება, მაგრამ მთელი მათი მოძრაობა შეიძლება მარტივ სიტყვით დაახასიათო.


მთავარი იარაღი ახალი მემარცხენეების არიან ყველა, გარდა თავად მუშათა კლასის. რატომ? იმიტომ რომ მუშათა კლასი კონსერვატიულია, მუშათა კლასს აღარ უნდა მეტი შოკის მიღება, მას უნდა დიდი საძინებელი, სამზარეულო, საუზმე, სადილილო და ვახშამი, მას უნდა სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იქამდე სანამ მას ეს სტაბილური და მშვიდობიანი ცხოვრება არ შეავიწროვებს მას - და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს მუშათა კლასი მემარჯვენე, ან კონსერვატიულ პარტიებისთვის ხმის მიცემას, შეაჩერებს წარმოებას და გაიტანს თავისას, შემდეგ შევიწროებამდე. ხოლო ვინ არიან „ყველა“ ვიზეც ახალი მემარცხენე მოძრაობა დგას - ესენი არიან სტუდენტები, შავკანიანები, ქალები, ემიგრანტები და ყველა ვინც კი შეიძება იყოს ფსიქიატრიულ პაციენტებით დამთავრებული - რაღაც იზოლირებულ სფეროში „ჩაგვრა“ და „პრივილეგიის არქონა“ იქნება პოტენციალურად პროგრესისტობის ნიშანი, ანუ აღქმულნი იქნებიან როგორც ახალმემარცხენე იდეოლოგიად. ვინმე სოფისტი იტყვის რომ „მუშები საზოგადოებაში უმრავლესობაა, ამიტომ ახალი მემარცხენეები მარქსისა და როზა ლუქსემბურგის ანდეძით კვლავ ორიენტირებული არიან მუშათა კლასზე. მაგრამ ჩვენ ის არ გვითქვამს რომ „ყველა“-ში არ შეიძლება იყოს მუშათა კლასიც - მაგრამ ორიენტაციას ახალი მემარცხენეობა აღარ ახდენს მუშათა კლასზე, მეტიც მუშათა კლასი უკანა მხარეს გადადის და მას ავიწროვებს არაეკონომიური სოციალური სტატუსები. ასე, თანამედროვე ფემინიზმის მესამე ტალღას უფრო მეტად აწუხებს მამაკაცის ჯდომის მანერები ტრანსპორტში ან მამაკაცის ზიზღის უფლება, ვიდრე ქალთა შრომის ექსპლუტაცია.


ჯერ კიდევ ასი წლის წინ კაპიტალიზმის განვითარებამ გამოიწვია საზოგადოების ტოტალური ატომიზმი, გაუცხოება ადამიანების ერთმანეთისგან და ინდივიდების საზოგადოებისგან რადიკალური გამიჯვნა, რაც კარგად აქვს აღწერილი მარქს. პრაქტიკულად ადამიანთა ყველა გაერთიანება გადაიქცა ინფორმაციულ-იდეოლოგირ ფუნქციად - მოხდა საზოგადოებრივი დროის დეფორმაცია „მუდმვი აწმყოთი“, ამან გამოიწვია ის რომ ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ გაანადგურა ყველა ტრადიცია, მათ შორის გაერთიანებების ტრადიციაც. მაგალითად, რელიგია რომელიც ადრე უკავშირდებოდა იდეოლოგიას, როგორც ყალბი რეალობა, რომელზეც იყო ბუნებრივი მოთხოვნა ადამიანების, იმიტომ რომ მისი წყალობით სოციალიზაცია მოეხდინათ, გახდა „პირადი საქმე ყველასთვის“ და მოხდა რა ეს, დაცარიელდნენ ეკლესიები (ესე მოუვიდა სხვა საზოგადოებრივ სფეროებსაც). ადამიანის პირადი წარმოდგენები, რომელის ფორმურილებასაც ახდენს საზოგადოება, გახდა ისეთივე როგორც „რწმენა“ მისი ბურჟუაზიული გაგებით, რომლის მაგალითიც არის თანამედროვე პლურალიზმი, რომელიც ისეთ სასაცილო პოსტმოდერნული კაზუსებში გვხდება როგორც თანაარსებობა ჩუჩხიზმის ტოტალიტარიზმის და დემოკრატიულ ტოტალიტარიზმის კორეაში.


ამის გარდა ღმა დიქტატურა პლურალისტურ მსოფლმხედველობის საერთოდ არ კრძალავს, არამედ ხელსაც უწყობს სხვადასხვა დისკუსიებს დოგმატიკოს-ინდივიდებს შორის: ლიბერალებსა და კომუნისტებს, ათეისტებსა და მორწმუნეებს, მორალისტებსა და ნიჰილისტებს, ერთი სიტყვით ყველა განსხვავებულ „იზმებს“ შორის. მაგრამ რატომ აკეთბს ამას? პირველ რიგში ყველანაირი კამათი იწვევს ინფორმაციულ ხმაურს, რომელიც ესე უყვარს თანამედროვე საზოგადოებას. კომპიუტერი და ტელევიზორია ახდენს ამ ინდივიდების გაპიარებასა და წინ წამოწევას, ამ ინდივიდს კი კავშირი აღარ აქვს საზოგადოების ფართე ფენებთან. მეორე მხრივ კი ბურჟუაზიამ ისწავლა, რომ არავინ ამ ქვეყნად არ წარმოადგენს მათთვის საშიშროებას. და მხოლოდ ამიტომ ახალმემარცხენეებს აღარავინ არაფერს უშლის: მათ აქვთ ყველანაირი უფლება, მათ შეუძლიათ თავისუფლად იყვირონ რომ „არ შეიძლება მარქსის ჩამოწერა“; შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ ინიციატორები სხვადასხვა რეფორმების; იბრძოლონ ყველანაირ სასაცილო სისულელის გამო - კაპიტალიზმისთვის იმდენად სულერთია, რომ მათ აღარც კი გააჩნიათ პოლიტიკური ხედვები, პოლიტიკა მთელ სამყაროში გადაიქცა მათთვის უვნებელ რეალითი შოუებად.


ახალ მემარცხენეები არა მარტო ვერ ხედავენ ამას, არამედ უხარიათ ეს, რადგან ეხლა იყო რევოლუციონერი არის არა მარტო უსაფრთხო, არამედ ძალიან კომფორტულია იყიდოს ძველი რელიქვია ლენინისა ან კომკავშირის და ატარო, ჰქონდეს მარკუზესი და ფრომის ტომები, ეცვას ჩე გევარას მაიკა და ჰოი რევოლუიონერი დაიბადა!

ქართული იდენტობა როგორც რუსეთთან კონფროტაცია

იმ ეპოქაში სადაც მტრის ცნება პირობითია (ჩვენ ვნახეთ თურქულ-რუსული მტრობა რომელიც სწრაფად გადაზარდა მეგობრობაში). არც თურქეთი, არც რუსეთი და არც სხვა სახელმწიფო არ ქმნის თავის იდენტობის ნარატივს სხვა სახელმწიფოს კონფროტაციაზე (ეს ახასიათებს ძირითადად ჩვენნაირ ქვეყნებს, პოსტკოლონიალური კომპლექსებს რომლებიც ვერ იცილებენ). ჩვენ კი ამ დროს პოსტსაბჭოთა ელიტები გვიქმნიან რუსოფობურ იდენტობას (რა თქმა უნდა რუსოფობური განწყობები ზოგჯერ შეიძლება გააღრმავო, მაგრამ მერე თუ დარეგულირდა ურთიერთობა ისტორიულ მეგობრად გამოაცხად, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა და არა იდენტობა). საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ვაჭრობისა და პოლიტიკური თამაშების ნაწილია და არა იდენტობის. ჩვენ მოვისმინეთ ისეთი განცხადებები რომ ნატო-ში შესვლა ჩვენ კონსტიტუციაში უნდა ეწერეს და ვისაც ექნება განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით უნდა ისჯებოდეს. რა დონის უმეცრებასთან გვაქვს საქმე?! რა თქმა უნდა რუსეთი არის ჩვენი საგარეო მოწინააღმეგე, როგორიც პრინციპში თურქეთია, თუ კი ერთი ტერიტორიებს მართმევს და ჩემ ეკონომიკას ყიდულობს, მეორე ჩემ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას ანგრევს. იმ დროს როცა თურქულ პროდუქციას აბსოლუტურად მოხსნილი აქვს აქ ბარიერები ქართულ ბაზარზე, ქართულ პროდუქციის თურქეთში გატანის შემთხვევაში 200% გადასახადის გადახდა უწევს, რა თქმა უნდა ესეთი პოლიტიკა არის მოწინააღმდეგეს პოლიტიკა და არა მეგობრის, ამას ჰქვია სწორედ ნეოკოლონიალიზმი. მაგრამ თავი დავანებოთ ამას, საგარეო ფაქტორი შეიძლება მარტივად და სწრაფად შეიცვალოს, ძველი მტრები-მეგობრებად გადაიქცნენ და პირიქით, მაგრამ ისტერიაზე შექმნილი იდენტობა კი დარჩება, ეს იდენტობა კი არც ლავირების, არც რაციონალური პოლიტიკის გატარების საშუალებას არ მოგვცემს. ჩვენ არ გვჭირდება მსგავსი იდენტობები, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ჩვენ ისტორიაზე და ჩვენ კულტურაზე შექმნილი იდენტობა, რომელსაც არა პოსტსაბჭოთა, პოსტკოლონიალური კომპლექსებით გაჟღენთილი ნარატივი იქნება, არამედ ჯანსაღი და ჩვენ ინტერესებზე გათვლილი იდენტობა იქნება, რომელიც პოლიტიკური თამაშისთვის გაგვიხსნის ხელ-ფეხს და იქნება ფარი ყველანაირი გარე ძალასთან დაპირისპირების დროს. თანამედროვე რუსოფობურ ნარატივს აქვს ერთი მთავარი პრობლემა, ეს ნარატივი არ არის ორიენტირებული საქართველოზე, ეს ნარატივი არის ორიენტირებული იმაზე რომ საქართველო უბრალოდ იქცეს სხვის (ამ შემთხვევაში დასავლეთის) ინტერესების სფეროდ და სხვა ინტერესი აქ არ უნდა არსებობდეს გარდა დასავლური ინტერესის, ანუ არც ადგილობრივი ინტერესი არ უნდა არსებობდეს თუ კი ეს ინტერესი ეწინააღმდეგება დასავლურ ინტერესს. ხოლო ის ინტერესები რაც ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, რომლის მიმართაც აქვთ ლოიალობა ჩვენ ელიტებს, გამოცხადებულია რუსულ ინტერესად. ამიტომ გაუგებარი ხდება ამ ნარატივში სადაა ქართული ინტერესი, რომელიც რუსულ და დასავლურ ინტერესების პარალელურად არებობს. გააუქმეს უბრალოდ საქართველოს ინტერესები და დატოვეს მხოლოდ დასავლური და მასთან მტრული რუსული ინტერესი. ეს არის პარაზიტობა პირდაპირი გაგებით. ამიტომ არის რომ ჩვენთან არავის არ უჩნდება პრობლემა თურქულ კაპიტალზე, რომლიც ძირავს ჩვენ ეკონომიკას, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესი, თუ კი ის შედის კონფლიქტში დასავლურ ფირმის ინტერესზე, გამოცხადებულია პრორუსულად. ეს იდენტობა არის დამღუპველი ჩვენთვის და რაც უფრო სწრაფად შევცვლით მას, მით უფრო სრაფად გამოვასწორებთ ჩვენ მდგომარეობას.