Thursday, December 22, 2016

ქართული იდენტობა როგორც რუსეთთან კონფროტაცია

იმ ეპოქაში სადაც მტრის ცნება პირობითია (ჩვენ ვნახეთ თურქულ-რუსული მტრობა რომელიც სწრაფად გადაზარდა მეგობრობაში). არც თურქეთი, არც რუსეთი და არც სხვა სახელმწიფო არ ქმნის თავის იდენტობის ნარატივს სხვა სახელმწიფოს კონფროტაციაზე (ეს ახასიათებს ძირითადად ჩვენნაირ ქვეყნებს, პოსტკოლონიალური კომპლექსებს რომლებიც ვერ იცილებენ). ჩვენ კი ამ დროს პოსტსაბჭოთა ელიტები გვიქმნიან რუსოფობურ იდენტობას (რა თქმა უნდა რუსოფობური განწყობები ზოგჯერ შეიძლება გააღრმავო, მაგრამ მერე თუ დარეგულირდა ურთიერთობა ისტორიულ მეგობრად გამოაცხად, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა და არა იდენტობა). საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ვაჭრობისა და პოლიტიკური თამაშების ნაწილია და არა იდენტობის. ჩვენ მოვისმინეთ ისეთი განცხადებები რომ ნატო-ში შესვლა ჩვენ კონსტიტუციაში უნდა ეწერეს და ვისაც ექნება განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით უნდა ისჯებოდეს. რა დონის უმეცრებასთან გვაქვს საქმე?! რა თქმა უნდა რუსეთი არის ჩვენი საგარეო მოწინააღმეგე, როგორიც პრინციპში თურქეთია, თუ კი ერთი ტერიტორიებს მართმევს და ჩემ ეკონომიკას ყიდულობს, მეორე ჩემ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას ანგრევს. იმ დროს როცა თურქულ პროდუქციას აბსოლუტურად მოხსნილი აქვს აქ ბარიერები ქართულ ბაზარზე, ქართულ პროდუქციის თურქეთში გატანის შემთხვევაში 200% გადასახადის გადახდა უწევს, რა თქმა უნდა ესეთი პოლიტიკა არის მოწინააღმდეგეს პოლიტიკა და არა მეგობრის, ამას ჰქვია სწორედ ნეოკოლონიალიზმი. მაგრამ თავი დავანებოთ ამას, საგარეო ფაქტორი შეიძლება მარტივად და სწრაფად შეიცვალოს, ძველი მტრები-მეგობრებად გადაიქცნენ და პირიქით, მაგრამ ისტერიაზე შექმნილი იდენტობა კი დარჩება, ეს იდენტობა კი არც ლავირების, არც რაციონალური პოლიტიკის გატარების საშუალებას არ მოგვცემს. ჩვენ არ გვჭირდება მსგავსი იდენტობები, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ჩვენ ისტორიაზე და ჩვენ კულტურაზე შექმნილი იდენტობა, რომელსაც არა პოსტსაბჭოთა, პოსტკოლონიალური კომპლექსებით გაჟღენთილი ნარატივი იქნება, არამედ ჯანსაღი და ჩვენ ინტერესებზე გათვლილი იდენტობა იქნება, რომელიც პოლიტიკური თამაშისთვის გაგვიხსნის ხელ-ფეხს და იქნება ფარი ყველანაირი გარე ძალასთან დაპირისპირების დროს. თანამედროვე რუსოფობურ ნარატივს აქვს ერთი მთავარი პრობლემა, ეს ნარატივი არ არის ორიენტირებული საქართველოზე, ეს ნარატივი არის ორიენტირებული იმაზე რომ საქართველო უბრალოდ იქცეს სხვის (ამ შემთხვევაში დასავლეთის) ინტერესების სფეროდ და სხვა ინტერესი აქ არ უნდა არსებობდეს გარდა დასავლური ინტერესის, ანუ არც ადგილობრივი ინტერესი არ უნდა არსებობდეს თუ კი ეს ინტერესი ეწინააღმდეგება დასავლურ ინტერესს. ხოლო ის ინტერესები რაც ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, რომლის მიმართაც აქვთ ლოიალობა ჩვენ ელიტებს, გამოცხადებულია რუსულ ინტერესად. ამიტომ გაუგებარი ხდება ამ ნარატივში სადაა ქართული ინტერესი, რომელიც რუსულ და დასავლურ ინტერესების პარალელურად არებობს. გააუქმეს უბრალოდ საქართველოს ინტერესები და დატოვეს მხოლოდ დასავლური და მასთან მტრული რუსული ინტერესი. ეს არის პარაზიტობა პირდაპირი გაგებით. ამიტომ არის რომ ჩვენთან არავის არ უჩნდება პრობლემა თურქულ კაპიტალზე, რომლიც ძირავს ჩვენ ეკონომიკას, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესი, თუ კი ის შედის კონფლიქტში დასავლურ ფირმის ინტერესზე, გამოცხადებულია პრორუსულად. ეს იდენტობა არის დამღუპველი ჩვენთვის და რაც უფრო სწრაფად შევცვლით მას, მით უფრო სრაფად გამოვასწორებთ ჩვენ მდგომარეობას.

No comments:

Post a Comment