Tuesday, February 9, 2016

შუა საუკუნეები, "იმპერია", ელიტები, მოდერნიზმი და სხვა საკითხები



შუა საუკუნეებში პოლიტიკური და მსოფ მხედველობითი კონცეფციები რადიკალურად განსხვავდებოდა მოდერნიზმისგან. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, “იმპერიის” იდეა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ სიტყვა “იმპერიას” იმისგან განსხვავებული შინაარსი მივანიჭეთ რაც მას ჰქონდა შუა საუკუნეებში. “იმპერია” 1806 წლამდე არ ნიშნავდა ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორე სახელმწიფოს დაპყრობას ან თავის გავლენის ქვეშ მოქცევას. შუა საუკუნეებში იმპერია იყო ზენაციონალური სახელმწიფო, რომელიც სამყაროს უნივერსალურ პოლიტიკურ წესრიგს გამოხატავდა, ის იყო ზეცირი სამყაროს მიწიერი ანარეკლი და ერთადერთი ნიმუში იყო რომის იმპერია. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ “იმპერიის” მთავარი მახასიათებელი “ღვთისნიერი ხელმწიფე” იყო, რომელიც ფორმალურად ყველა მონარქის მართველად ითვლებოდა. ბიზანტიის დაცემამდე მართლმადიდებლური ეკლესიისა და სამყაროს მეთაური ბიზანტიის იმპერატორი “ბასილევსი” ითვლებოდა და ყველა მართლმადიდებელი ვალდებული იყო მოეხსენებინა ის ლოცვებში. როდესაც XIV საუკუნეში მოსკოვის მთავარი ვასილ პირველი შეეცადა კეისრის ლოცვებიდან ამოღებას, კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან გაფრთხილება მიიღო.


თავად რომის იდეა, როგორც “იმპერიის” ერთადერთი სინონიმი ჩნდება შუა საუკუნოვან ტექსტებში. ეს იდეა მოდის “ძველი აღთქმის” ერთი ეპიზოდიდან, რომელიც ეხება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორსა და დანიელ წინასწარმეტყველის ეპოზოდის შუა საუკუნოვან ინტერპრეტაციას. ნაბუქოდონოსორს რომელსაც საშინელი სიზმარი დაესიზმრა და აინტერესებდა მისი გაგება, დანიელ წინასწარმეტყველმა აღუწერა და განმარტა. ნაბუქოდონოსორს ესიზმრებოდა დიდი ქანდაკება, რომელიც ოთხი ნაწილად იყო დაყოფილი: ოქროს, ვერცხსლის, ბრინჯაოს და თიხის, ამ დროს დიდი ლოდი დაგორდება და ამ ქანდაკებას დაამსხვრევს. დანიელ წინასწარმეტყველმა ეს სიზმარი შემდეგნაირად განმარტა, რომ სამყაროში მისი იმმპერიის გარდა (რომელიც განსახიერებდ ოქროს ნაწილს) იქნებოდა კიდე სამი იმპერია და შემდეგ მოხდებოდა მეორედ მოსვლა. შუა საუკუნოვან ტექსტებში ესწინასწარმეტყველება ინტერპრეტირებული იქნა შემდეგნაირად: არსებობდა ბაბილონის, სპარსეთის, მაკედონიის და რომის იმპერია და სწორედ რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში მოხდებოდა მეორედ მოსვლა (რომის იმპერიის ეპოქაში და რომში), ამიტომ როგორც “ტრანსლაციო იმპერიას” უწოდებენ, ესაა ის ადგილი სადაც მუდამ მოელიან მეორედ მოსვლას, ამიტომ ეს იმპერია არ ქრება, ის მხოლოდ მეორე მოსვლის შემდეგ სამყაროსთან ერთად გაქრება, შეიძლება რომი დაეცეს, მაგრამ რომის იდეა არ დაეცემა, ამიტომ შეიქმნა ჯერ “მეორე რომის” და შემდეგ “მესამე რომის” იდეა.


შესაძლებელია “იმპერია” იყო ბერძნულენოვანი, ლათინურენოვანი, რუსულენოვანი, მაგრამ იმპერია არ იქნება ბერძნული ან რუსული, ის თავისი არსით არის ქრისტიანული ზენაციონალური ერთობა და მისგან მხოლოდ არაქრისტიანები, ერეტიკოსები, წარმარტები განიცდიან ჩაგვრას.


რაც შეეხება შუა საუკუნოვან სოციალურ და ფასეულობათა სისტემას, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ როგორც ეპოქა სადაც მთავარი ფასეულობა არის ვალდებულება და მსხახურება, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მოდერნიზმის მთავარ ფასეულობებისგან “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობისგან” - ამ ფასეულობათა სხვაობის გარდა არის კიდევ ერთი მთავარი განსხვავება, შუა საუკუნოვანი ადამიანი არ ცხოვრობდა იდეოლოგიაში, განსხვავებით მოდერნული ადამიანისგან. შუა საუკუნოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ ერთიანი წარმოდგენების შექმნას. კარლ მანჯაიმმა შენიშნა ეს: “ერთი და იგივე რელიგია სხვადასხვანაირად არიქმეოდა გლეხებში, ხელოვნებში, ვაჭრებში,დიდებულებში და ინტელიგენტებში. საზოგადოებაში სადაც ჩაკეტილი კასტები ან წოდებებია, სადაც ვერტიკალური მობილობა შეუმჩნეველია, ან იქმნება ჩაკეტილი, ერთმანეთისგან იზოლირებული წარმოდგენები სამყაროსზე, ან თუ ეს კასტები ერთ რელიგიას ქადგაებენ ეს რწმენა ინტერპრეტირებული იქნება სხვადასხვანაირად, კასტების ან წოდებების ცხოვრებისეულ გამოცდილებიდან გამომდინარე. ესეთი კასტური აზროვნება არ აერთიანებს მათ ერთ ინტელექტტით”


მეფის, სამეფოს მსახურების იდეა და პირადი ღირსების, პასუხისმგებლობის იდეა ერთმანეთისგან გამიჯნული იყო. მეფის ქვეშევრდომს შეეძლო დაერღვია მეფის ნება, თუ კი მისი სინდისი და ღირსება ამას კარნახობდა მას, მაგრამ თუ კი მეფე არ იყო ტირანი (შუა საუკუნეებშიც ტირანია იყო საჯარო დაგმობილი - ეს არ უშლიდა ხელს იმას, რომ ტირანებს ეარსებათ, მაგრამ როგორც მოვლენა არ იყო მიღებული) ის არ სჯიდა ესეთ ქვეშევრდომს (ამის კარგი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ “ვეფხისტყაოსანში” როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობაში) ეს იყო სამყარო სადაც მოვალეობისა და ღირსების განცდა ყველანაირ კანონზე მაღლა იდგა და ეს საკითხები პირადი ღირსების, ეთოსის და გამოცდილების სფერო იყი დაცული. როცა ვამბობ დაცულს, არ ვგულისხმობ რომ ესეთი მეფისადმი დაუმორჩილებელი რაინდი არ დაისჯებოდა სიკვდილით, შეიძლება სიკვდილიც მოგიწიოს ღირსებისთვის, მაგრამ როგორც ღირებულება “ღირსების დაცვა” იყო მარადიული ღირებულება - ეს ღირებულება მკვეთრად არისტოკრატიული იყო და ამ ღირებულებებს თავს არ ახვევდნენ სხვა სოციალურ ფენას. ამ პერიოდში არ არსებობდა მეგანარატივები, არ ხდებოდა ფასეულობათა სისტემის და ენის გათანაბრება. იერარქიული საზოგადოება იმიტომ კი არ იყო იერარქიული რომ სოციალური ჩაგვრა განეხორციელებიანა, არამედ იმიტომ რომ ერარქიულია თავად ეთოსი. რადგან ეთოსია განსხვავებული, ამიტომ არსებობს იერარქიებიც. აანუ რაინდი იმიტომ კი არ იყო უფრო ფასეული, ვიდრე გლეხი რომ სოციალურ ჩაგვრას ახორციელებდა გლეხზე, არამედ იმიტომ, რომ მას გააჩნდა მორალის, ისეთი ღირებულებათა სისტემა, რომელიც არ გააჩნდა გლეხს. გურევიჩი ადრე შუა საუკუნოვან ტექსტების განხილვისას აღნიშნა, რომ გლეხის სახე ადრეფეოდალურ ეპოქაში წარმოდგენილი იყო, როგორც მორალის არ მქონე ადამიანი. ესაა ის ადამიანი რომელიც ყველაზე შორს დგას ღმერთთან, რომელიც თავის შინაგანი მდგომარეობით უმაღლესი მორალური ფასეულობები არ ესმის რა არის.


რა თქმა უნდა ისტორიულმა რეალობამ გვიჩვენა, რომ ეთოსური განსხვავება გაფორმდა სოციალრ ჩაგვრაში. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო მემკვიდრეობითი სისტემა და “სუფთა სისხლის” იდეა. სწორედ მემკვიდრეობითობის სისტემამ მიიტანა დიდი დარტყმა ეთოსზე, ძველ საბერძნეთში კი ცდილობდნენ არისტოკრატიული სისტემაში მემკვიდრეობითობის პრობლემის მოგვარებას, იმით რომ არისტოკრატები ცოლად ირთავდნენ არაარისტოკრატებს, იმიტომ რომ მათი შვილებს დაუმსახურებლად არ მიეღოთ მემკვიდრეობით ღირსებები და პრივილეგიები და არისტოკრატიულ სულს და არა გვარს ემართა, მაგრამ ეგ შეუძლებელი აღმოჩნდა იგივე არისტოკრატიული ლოგიკიდან გამომდინარე.


არისტოკრატიზმსაც შეეხო დეგრადაცია, თუ კი აქადე არისტოკრატები მზად იყვნენ მაღალ ღირებულებების გამო დაეთმთ ყველაფერი, ბოლოს არისტოკრატები მოგვევლინენ ჰედონისტებად, რომლებიც სოციალურ პარაზიტიზმის მეტს არაფერს აკეთებდნენ.


ტრადიციულ სამყაროში ინტელექტუალების, ფილოსოფოსების და თეოლოგების ადგილი რადიკალურად განსხვავდებოდა მოდერნიზმის ეპოქისგან. სულიერი და ინტელექტუალური სამყარო იყო მკაცრად მონოპოლიზირებული. საზოგადოების ის ჯგუფები რომლებიც ამ სფეროთი იყვნენ დაკავებული არა მარტო სხვის ხარჯზე ეწეოდნენ ინტელექტუალურ და სულიერ საქმიანობას, არამედ სხვების მაგივრადაც და სხვებისთვის. ამიტომ ძველ ელიტებს ხალხისადმი ჰქონდა მეურვეობითი პოზიცია. მათ უნდა ცოდნოდათ, გაეგოთ, ხედავდნენ სხვების მაგივრად, სხვების კეთილდრეობისთვს, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს სხვები არ არიან განთლებლი, არ აქვთ წვდომა განათლებაზე და კულტურაზე. ეს მიდგომა შუა საუკუნეებში არ დამთავრებულა, არამედ განმანათლებლობასაც შეეხო. ლიბერალიზმიც, რომელსაც შეგვიძლია პირველი იდეოლოგია ვუწოდოთ - ზუსტად იგივე მეურვეობითი დამოკიდებულება აქვს ხალხისადმი. ლიბერალურ ელიტებს მიაჩნდათ, რომ ის იმყოფებადა იმ პოზიციებზე, რომ მხოლოდ მას შეეძლო დაენახა ჭეშმარიტება, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა განმანათლებლებზე: “ჭეშმარიტება დიდი ასოებით, სილამაზე დიდი ასოებით,სიმარტლე დიდი ასოებით, მხოლოდ მათი სახელით შემიძლია განვანათლო ხალხი, ვუხელმძღვანელო მას, დავიცვა ისინი და ა.შ. ანუ ინტელიგენცია ესაა ისეთი ნევროლოგიური წერტილი, სადაც თავს იყრის ყველა ცოდნა, აზრი, მდგომარეობა, სიძულვილი ან მხიარულება ყველა დანარჩენ ადამიანური სხეულის ნაწილებიდან, რომელსაც თავისთავად არ გააჩნია ენა და ტვინი და ლაპარაკობს მხოლოდ ერთი ენით და ერთი ტვინით, კონკრეტულად კი განმანათლებელი ინტელიგენციის ტვინით”


ძველი საბერძნეთში იყო ფილოსოფიური იდეა, რომ არსებობს ორი სამყარო: დაფარული, ნამდვილი საყარო და ხილვადი, შეხედულებების სამყარო, ანუ არსებობს ჭეშმარიტების სამყარო და შეხედულების სამყარო. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა შეხედულება იყო, მაგალითად ჭეშმარიტების სამყაროზე, ზოგი მეტაფიზიკურ სამყაროს, ზოგი ტრანსცენდენტულს და სხვა სახელებსაც არქმევდნენ, მაგრამმტავარი ის იყო, რომ ყველა ეს მიდგომა ერთ პრინციპზე დგას, ვინც არ უნდა ყოფილიყო შესული (მამარდაშვილის სიტყვებით “აზრში შესვლა”) ამ სამყაროსი და გამოეტანა იქიდან ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტება უნდა გამოეტანა სხვისთვის და სხვების მაგივრად.


1789 წლის რევოლუცია იყო განმაათლებლების ფილოსოფიის პროდუქტი, ადამიანთა მცირე ჯგუფმა, რომლებმაც იცოდნენ სამყაროს ფარული აგებულება, მეურვეობს დანარჩენებს და მათი ინტერესისთვის იბრძვის და წარმოუდგენია მათი ინტერესი თავისუფლების და თანასწორობის სახით.


ამ სისტემის პირველ კრიტიკოსად მოგვევლინა კარლ მარქსი, რომელმაც დასვა შეკითხვა: “კარგი, გარემო აყალიბებს ადამიანს.. გარემოზე იციან ადამიანებმა, რომელსაც უწოდებენ აღმზრდელებს. მაგრამ ვინაღზრდია ამღზრდელს? საიდან არიან? ვინარიან ისინი?” “ფოერბახის თეზისები”


როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: “ყველა ამ წარმოდგენიდან სამყაროს შესახებ იგულისხმება, რომ ვიღაცამ იცოდა თუ რა არის სამყარო”


მაგრამ სანამ გავაგრძელებდე ფილოსოფიურ მიდგომებზე და ელიტებზე საუბარს, მინდა ცოტა ხნით ყურადღება გავამახვილო სოციალურ ცვლილებებზე. მე ვეთანხმები “ახალი ისტორიული სკოლის” წარმომადგენლებს, რომლებიც საუბრობენ, რომარანაირი ფეოდალიზმი არ არსებობდა და ესაა მხოლოდ მოგვიანებითი პერიოდის ინტერპრეტაცია. შეიძლება ფეოდალიზმი არსებობდა სადღაც, მაგრამ ფეოდალიზმს როგორც გლობალურ მოვლენას არ უარსებია. მთავარი მახასიათებელი შუა საუკუნეების იყო მისი აგრარული ხასიათი. ქალაქს როგორც მთავარ პოლიტიკურ ცენტრს დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ის პერიოდია, როდესაც “დემოსი” - ხალხი ან მასა, რასაც შემდეგ მას უწოდებენ, მთავარ პოლიტიკურ სცენიდან მიდის და მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. გურევიჩის დაკვირვებით ადრეფეოდალურ ეპოქის ტექსტები სავსეა ხალხის ბრბოდ წარმოჩნება, რომელსაც იერიში მიაქვს ყველანაირ სიმართლეზე, სიკეთეზე, სილამაზეზე. შუა საუკუნოვანი გადმოსახედიდან ხალხი არის ის ძალა, რომელიც სიმართლეს, სილამაზეს და ბოლოს ღვთაებრივს უპირისპირდება.


ეს რა თქმა უნდა სულაც არ არის ახალი მოვლენა, არისტოკრატია ანტიკურ პერიოდიდან უპირისპირდება დემოკრატიას, მაგრამ ანტიკურ პერიოდში არისტოკრატია გვერდს ვერ უვლიდა დემოსს, ხოლო შუა საუკუნეებში მასობრივი გამოსვლები სასტიკად ისჯება. საინტერესო ის არის, რომ მასობრივი მოძრაობების დამწყებნი ძირითადად არა დომინანტი ეკლესია, არამედ სხვადასვა ერესები და სექტებია. სწორედ ერესები და სექტები ხდებოდა აზროვნების სტანდარტიზაციის (საშუალო ღირებულებების დამყარების მოთხონები) მცდელობები, ე.წ მასობრივი ადამიანის შექმნის მცდელობები. ყველასთვის ერთი მორალური ღირებულების დამყარება შუა საუკუნეებში სატანიზმთან ასოცირდებოდ, ამიტომ ყველა მსგავსი გამოვლინება საფუძველშიე ნადგურდებოდა.


ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არისტოკრატიული ეთოსისა იყო მტრის პატივისცემა, ოღონდ თუ ეს მტერი იგივე თეოსის მატარებელი იყო. ჯვაროსნულ ომებში მოწინააღმდეგის რაინდებსა და მეფეებს დიდ პატივს ცემდნენ თუ კი ისინი წარმოაჩვენდნენ რაინდულ ღირსებებს და ესეთი რაინდი ტყვედ ჩავარდნილი პატივისცეიმით ექცეოდნენ. თუ კი რაინდი უღირს საქციელს ჩაიდენდა, მას ორივე მხარე საკმაოდ სასტიკად ექცეოდა. ორივე რელიგიის არისტოკრატებს ღირსებაზე, დიდებაზე, სამყაროს აღქმაზე ერთნაირი წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე მხრივ კი სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს (როცა ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი, მისი მოსახლეობა ამოხოცეს) - ერთ მნიშვნელოვანი მომენტიც მინდა ვახსენო, უკვე ვთქვი მტრის პატივისცემაზე, ეს არ ნიშნავს რომ მტრის არ მოკვლა არ ხდებოდა, პირიქით მტრის დაორჩილება (ანუ სიკვდილის ღისების წართმევვა) გაცილებთ დიდ დამცირებად მიიჩნევოდა ვიდრე სიკვდილი. ის ვისაც არ აძლევდნენ სიკვდილის ღირსებას, მას უწევდა შრომა. შრომა იყო სასჯელი და დამცირება, როგორც ანტიკურ ეპოქში, ისე შუა საუკუნეებში. ხალხი, დემოსი რომელიც დამარცხდა არისტოკრატებთან ბრძოლაში,მას ღირსებაც აეყარა, ამიტომ მას მხოლოდ შრომა შერჩა.


გვიან შუა საუკუნეებში მდგომარეობა იცვლება, ქალაქი კვლავ იბრუნებს თავის წამყვანადგილს, მაგრამ ანტიკურ პერიოდის ქალაქებისგან განსხავებით, შუა საუკუნეების ქალაქი ვაჭართა ცენტრები უფროა, ვიდრე დემოსით დასახლებული ადგილი. მეფეები კი, რომლებიც აღარ გვანან ადრეულ შუა საუკუნეების მეომარ მეფეებს, რომლებიც იყვნენ “პირველნი თანასწორთა შორის”, მოგვევლინენ ჩვეულებრივ ტირანებად (აბსოლუტიზმის ეპოქას ვგულისხმობ). ეს ტირანი მონარქები სწორედ მასებით ახერხებენ არისტოკრატიის დამარცხებას, რასაც მოყვება თავად მონარქების ჩამოგდება ტახტიდან.


არისტოკრატიულ სამყაროში ადამიანი მიელტვოა იდეალისკენ, რომელიც მის მატერიალურ მდგომარეობას ცდებოდა და სულიერ სამყაროსკენ იყო მიმართული. არისტოკრატს ახასიათებდა ერთდროუად ნიჰილისტური და ტრანსცენდენტული ღირებულებები, მისი ნიჰილიზმი ეხებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ის მისთვის მხოლოდ საშუალება იყო რომ თავის ტრანსცენდენტური მოთხოვნები და მიდრეკილებებეი გამოვლინა. ხოლო დემოსისთვის ტრანსცენდენტულის შეგრძნება, მხოლოდ საკუთარი “მე”-ს შეგრძნების ერთ-ერთი ფორმაა, ამიტომ მისი გაღმერთება იწყება და მთავრდება საკუთარი თავით. დემოსი იწყებს საკუთარი თავის გაღმერთებას. “ხალხის ნება” ყოვლისმომცველ ცნებად იქცა, მან საკუთარი თავი ერთადერთ ლეგიტიმაციის წყაროდ აქცია. ეს მოვლენა მან ნაციონალიზმით გამოკვეთა, ხოლო შემდეგ ინტერნაციონალიზმთ (განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ვერ შეთანხმდენნ რომელი ხალხის ნებაა უზენაესი ერის თუ მსოფლიო მოსახლეობის)


კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რასაც დემოსის აღზევებას მოჰყვა, არის აზროვნების სტანდარტიზაცია. მხოლოდ დემოკრატიზაციის პროცესში ხდება შესაძლებელი, რომ დაბალი წოდების აზრროვნების ფორმა რომელსა აქამდე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიერიდან იძენს მნიშვნელოვან პრესტიჟს. ეკლესია კარგავს სამყაროს ინტერპრეტაციის მონოპოოლიას, მღვდლის ადგილს იკავებს თავისუფალი ინტელიგენტი. როგორც კარლ მანჰაიმა შენიშნა:” ამ ჯგუფის მიზანია მისცეს დოგმატური ძალა ისეთ აზროვნების ფორმას,, რომელიც ადრე იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ კონკრეტულ სექტისთვის და ამით სანქციონირება მოახდინოს ონტოლოგიურ უმპლიტიტურ შინაარსის აზროვნებისფორმას” - მასობრიობა რომელიც ადრე სექტების რეპრეზენტაციის მთავარი საშუალება იყო, ისევ იგივე ტრადიცია გააგრძელა. ხოლო ესეთი აზროვნების ჩამოყალიბების შემდეგ მანჰაიმმა დაასკვნა “ როდესაც ძალაუფლების კონცენტრირება ხდება საზოგადოებაში, იკვეთება ერთფეროვანი აზროვნება, რომელიც აქამდე არ იყო სექციაში”.


ერფეროვნების სათავე ერთი მხრივ იდეოლოგიაა (რომელიც არ უნდა იყოს ის) ის ტოტალურად შეუმწყნარებელია მისთვის პრინციპულ საკითხებზე და ყველა იდეოლოგიის სურვილია შექმნას ჰომოგენური მასა, ლიბერალიზმიც კი რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებას და მრავალფეროვნებას ქადაგებს, ქმნის ყველაზე ჰომოგენურ მასას, რომელიც იმწუთასვე რეაგირებს პრინციპულად განსხვებულ პოზიციის მქონდე ადამიანებზე და ახდენს მის მარგინალიზებას, სხვა იდეოლოგიებისგან განსხვავებით რომლებიც პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეს ავიწროვებდნენ და ანადგურებდნენ და ამით გარკვეულწილად პატივს მიაგებდნენ მას, ლიბერალიზმი დაცინის და ღირსებას უყრის. პრინციპულად განსხვავებულს მხოლოდ მარგინალიზება და დაცინვაღა რჩება.


პირელად კაცობრიობის ისტორიაში იწყება საყოველთაო ადამიანის “ახალი ადამიანის” შექმნის სხვადასხვა მცდელობები. ყველა იდეოლოგია ქმნის თავის ადამიანს, რომელსაც ის ფასეულობები გააჩნია, რასაც იდეოლოგია აწვდის მას. იდეოლოგია არის მექანიზმი, როგორც მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა იდეოლოგია არის მექანიზმი რომელიც აზროვნებს ჩვენში და ჩვენს მაგივრად, ისე რომ ჩვენ გვგონია რომ ეგ აზროვნება ჩვენია. ლეო შტრაუსი წერდა: “სამშობლოსადმი ერთგულება თავისი არისთ, აღზრდაზე არის დამოკიდებული. ეს იმას ნიშნას, რომ პატრიოტიზმი არ არის ბუნებრივი რამ”


დაიწყო ადამიანის კონსტრუირება საყოველთაო სტანდარტიზებული განათლებით, საყოველთაო საინფორმაციო საშუალებებით. მოდერნიზმის სამყაროში უცვლელი მარადიული ფასეულობები გაქრა, ამ სამყაროში ყველაფერი დაშვებულია. მარადიულობის გაქრობა “ღმერთის სიკვდილთ” გაფორმდა. მართალი იყო დოსტოევსკის, რომელიც ამბობდა:“თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი დაშვებულია” ამის შემდეგ ყველაფერის ინტეპრეტაცია უსასრულო ამოცანად იქცა, როგორც მიშელ ფუკომ აღნიშნა: “ინტერპრეტაციის დაუსრულებლობა, მისიმუდმივი დამოკიდებულება განუსაზღვრელობაზე, სწორედ მარქსის, ნიცშეს და ფროიდს მიერ არის აღმოჩენილი...... რაც უფრო წინ მივიწევთ ინტერპრეტაციაში, მით უფრო ვუახლოვდებით იმაბსოლუტურ საშიშ სფეროს, სადაც ინტერპრეტაცია არა მარტო იძულებული ხდება უკუიქცეს, არამედ სადაც ის საერთოდ ქრება როგორც ასეთი, როგორც ინტერპრეტაცია,შესაძლო თვით ინტერპრეტატორის შესაძლო გაქრობამდე”.

No comments:

Post a Comment