Sunday, January 10, 2016

არქაულობა - ჩვენი კულტურული შემოქმედების წყარო

ეს ბლოგი ეხება მხოლოდ ჩემს ვარაუდებს და არ აქვს მტკიცებითი ხასიათი, რადგან საბოლოო ჯამში თავად ამ მტკიცებების ბოლომდე მეც არ მჯერა


"ქართლის ცხოვრება" ქართულ სახელმწიფოებრიობის შექმნას უკავშირებს ფარნავაზს, რომელსაც როგორც ნათესაობრივი ისე კულტურული კავშირი ჰქონდა სპარსეთთან, აღმოსავლეთთან. ქართლის სამეფო შეიქმნა, როგორც აღმოსავლური ტიპის ელინისტური სახელმწიფო, რომელიც მუდამ განახლებას იწყებს "აღმოსავლურად", უკვე შევეხე იმ საკითხებს რისი განმარტებაც დამჭირდება. თანამედროვე ქართული ელიტა გვიმტკიცებს რომ ქართული კულტურა ოდითგანვე დასავლური იყო და რომ ერთადერთი ბნელი ძალა, რომელიც გვაშორებდა ჩვენს დასავლურ მისწრაფებებს რუსეთი იყო - ყველაფერი ჩვენ კულტურაში რაც იყო გამოცხადდა დასავლურ კულტურის გაგრძელებად. ეს ჩემი აზრით ბუნებრივი მდგომარეობაა აბსოლუტურ სიმულარკების, რომელთა ხელობაა სხვის კულტურა, ქცევის ნორმები ისე მიიღო, რომ დაემსგავნონ ამ სხვებს (ამ შემთხვევაში დასავლეთს), ისინი წინააღმდეგნი არიან ყოველგვარი სირთულისა, ყოველგვარი საკუთარ კულტურაში მიბრუნების და იქიდან ახალის დაბაების. ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი შემოქმედნი არ არიან, ისინი მხოლოდ სიმულარკები არიან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ებრძვიან ადგილობრივს კულტურას - ადგილობრივ კულტრაში ვგულისხმობ იმას, რაც განასხვავებს ამ სივრცეს დანარჩენ სამყაროსგან, განსაკუთრებით კი დასავლეთისგან.

დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის განსხვავება საკმაოდ ნათელია. ჯერ კიდევ სტუდენტობის ხანაში დავაკვირდი, რომ რაღაც არსებითი მიდგომები ამ ორ ქართულ კულტურულ ტენდენციას შორის იყო. საკმაოდ ბევრი ლექტორი მყავდა დასავლეთ საქართველოდან, რომლებიც გვიმტკიცებდნენ რომ დასავლეთ საქართველო უფრო ევროპულია ვიდრე აღმოსავლეთი და ამას ძალიან სიამაყით ამბობდნენ (განსაკუთრებით ამას გვიმტკიცებდნენ ეთნოგრაფიის ლექტორები). თავის დროზე ეს იმხელა დისკომფორტს მიქმნიდა პირადად მე (რადგან წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოდან ვარ) რომ სულ მუდამ მინდებოდა საწინააღმდეგოს მტკიცება, მაგრამ მერე აღმოვაჩინე შემდეგი მიმართებები: დასავლეთ საქართველოში ხდებოდა დასავლურ კულტურის მიღება, ხოლო აღმოსავლეთში კი კულტურის შექმნა. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ანტიკური და შემდგომ შუა საუკუნოვანი ქართული კულტურა. ანტიკურ ხანაში საკმაოდ ბევრი ღვთაებები გვხდება ჩვენ ბერძნული, გვხდება ბერძნული კულტურის კვალიც,  დასავლეთ ქართველები ამ კულტურას იღებდნე და უფრო ემსგავსებოდნენ ელინებს, მაგრამ თავისი არსით ისინი მხოლოდ კულტურის მიმღებნი იყვნენ. არ არსებობს ისეთი ნარატივი, რომელიც ამ მხარეში დაწერილა და არ ყოფილიყოს მთლიანად დასავლეთის გამეორება (ამის კარგი მაგალითია 19-ე საუკუნის ქუთაისისა და თბილისის შედარება, თუ კი თბილისში აღმსოავლური კულტურული ელემენტი დომინირებდა, ქუთაისში ქართული ინტელიგენცია დასავლურ ყაიდაზე აწყობით ცდილობდა დასავლეთის გამეორებას). აღმოსავლეთში როდესაც საკუთარ თავთან მიბრუნების საკთხი ჩნდება, ყოველთვის გვხდება ჩვენ არქაული ელემენტები, რომელთან მიბრუნებაც ჩვენ შეგვიძლია და რომლიდანაც ჩვენ ვქმნით ჩვენ ორიგინალურ კულტურას (ამის კარგი მაგალითია ვაჟა-ფშაველა, რომელიც არქაულობაში დაბრუნებით ქმნის კულტურას, რომელიც განსახვავებს ქართულ კულტურას სხვა დანარჩენისგან) ქართული არქაულობა, რომელიც თავისი არსით საკმაოდ აღმოსავლური შინაარსისაა, არის წყარო იმისა რომ აქ ორიგინალური კულტურა შეიქმნას, არა მარტო ორიგინალური არამედ ზოგადად კულტურა შეიქმნას.  ხოლო მეორე მიდგომა არის დასავლური მიდგომა, როდესაც ვუყურებთ მათ ვხედავთ უბრალოდ დასავლეთის გაგრძელებას, ისინი განმეორებლები არიან (რაც თავისთავად არ არის ცუდი). მაგრამ თუ კი ჩვენ იმას შევეხებით რაც ჩვენთვის ძვირფასია, შემოქმედებითია ყველაფერი ეს ჩვენ არქაულთან, ჩვენ აღმოსავლურთან დაბრუნების შედეგად შეიქმნა, იქნება ეს "ვეფხსიტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და სხვა მრავალი. ჩვენ კულტურაში არსებობს მხოლოდ ერთადერთი შემოქმედებითი წყარო ესაა ჩვენი არქაულობა, "აღმოსავლურობა", რომლიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შემოქმედებნი და არა მიმბაძველები.

No comments:

Post a Comment