Friday, April 4, 2014

ქართული საზოგადოების იდეოლოგიური ევოლუცია

90-იანების იდეოლოგიური კრახმა გამოიწვია სრულიად ნონკომფორმისტულ საზოგადოების ჩამოყალიბება - ახალი თაობა არა მარტო ვერ უგებდა წინას და დასცინოდა მას, არამედ ზიზღის თვალითაც უყურებდა 90-იან წლებს და იმ დროინდელ თაობას. სამყარო აღიქმეოდა 2000-იანი წლების დასაწყისის ქართველისთვის, როგორც რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირება, რომლის ეპიცენტრშიც საქართველო იყო, ამ დაპირისპირებას ხშირად თან ახლდა ფანტომური დაპირისპირება, წარსულის უარყოფა და ახალი ლიბერალური სახელმწიფოს შექმნა. საინტერესო მომენტია ის, რომ სწორედ ლიბერალურ ეპოქაში იწყება ახალი სახის კონსევატულ-რელიგიური ხედვის ჩამოყალიბება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო შუა საუკუნეებში დაბრუნება. მას თითქოს სიმბოლური კავშირი ჰქონდა 90-იანების ნაციონალიზმთან, მაგრამ წარმოადგენდა აბსოლუტურად სხვა იდეოლოგიურ და შინაარსობრივ მიმართულებას, და დისკურსი რომელიც შექმნა ამ ორმა ახალმა იდეოლოგიურმა მიმართულებამ, ავსებდა და სიცოცხლისუნარიანობას სძენდა ერთმანეთს. დაპირისპირების მთავარი ობიექტს კულტურული ღირებულებები წარმოადგენდა, ლიბერალური ელიტა, რომელმაც 90-იანი წლებიდან შეითვისა ისტერიული რუსოფობია, საპატრიარქოს ბრალს დებდა რუსეთთან ურთიერთობაზე და რუსულ გავლენების თაობაზე. ასევე უკმაყოფილო იყო ლიბერალური ელიტა, საპატრიარქოს არალიბერალობით. ამ მიმდინარეობების სათავეში ძირითადად იდგნენ ის ყოფილი სასულიერო პირები და სტუდენტები, რომლებიც დოგმატურ დონეზე არ ეთანხმებოდნენ საპატრიარქოს და არასამთაცვრობო ორგანიზაციებში და ხელისუფლებაში დაინახეს საკუთარი ადგილი. ერთი მხრივი ისინი იბრძოდნენ იმ აგრესიის წინააღმდეგ, რაც რელიგიურ ან გენდერულ (ან სექსუალურ უმცირესობების) საკითხებს ეხებოდა, მეორე მხრივ უფრო საშინელ და სასტიკ დანაშაულებზე, რომელსაც ხელისუფლება ჩადიოდა დუმდნენ, რადგან ეს დუმილი მათ „ნაკლები ბოროტება“ ეგონათ, ვიდრე საპატრიარქოსგან მომდინარე ძალადობა. მეორე მხრივ რელიგიურობის გაზრდამ საზოგადოებაში გამოიწვია, საპატრიარქოს როლის გაზრდა, რომლის მთავარი მიზანი არა იმდენად სულის გადარჩენა ზრუნვას, რამდენადაც საქართველოს ტრადიცულ-კულტურულ და იდენტობის მისეულ კონცეფციებისა დაცვაზე ორიენტირებული იყო. ის ხედვები რაც საპატრიარქოდან მომდინარეობდა ახასიათებდა მოდერნიზმის ელემენტები, თუმცა დეკლარირებულად მისი მთავარი მიზანი „ოქროს ხანაში“ - შუა საუკუნეებში მიბრუნება იყო (შუა საუკუნეები არა ისე, როგორც ის იყო, არამედ იმ ინტერპრეტაციით, როგორსაც საპატრიარქო ახდენდა). ეს დისკურსი ძალიან აქტიური იყო 2000-იანი წლების განმავლობაში, მეტიც ერთ-ერთ მთავარ დისკურსაც კი წარმოადგენდა. ამ პერიოდში კი სოციალური გაჭირვება და უმუშევრობა, ასევე რეპრესიების დონე იზრდებოდა ქვეყანაში. ამ ფონზე გაჩნდა სხვადასხვა სტუდენტური მოძრაობები, რომელმაც ახალი იდეოლოგიური დისკურსის შემოტანა სცადა. 2010-წლებში საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოდიან სხვადასხვა მემარცხენე დაჯგუფებები, რომლებიც უპირსპირდებიან იმ ძველ შეხედულებებს და აკრიტიკებენ მათ. პირველ გამოჩენისთანავე მემარცხენე დაჯგუფებებს აკრიტიკებს წინა თაობის წარმომადგენლები (ლიბერალური თაობა), თუმცა სტუდენტობა მემარცხენულ რომანტიზმში ერთვება და იწყებს ბრძოლას. რეიგანის ნაცვლად, რომელიც 2000-იანი თაობის მთავარ იდეალს წარმოადგენდა და რომელსაც დაუდგეს ძეგლი, უკვე სხვაგმირები ჩნდება, როგორებიც იყვნენ: ჩე გევარა, მარქსი, კროპოტკინი და ა.შ. კულტურული დისკუსი კვლავ აქტიური რჩება, მაგრამ წინ წამოიწია სოციალურმა საკითხებმა. ნათელი იყო 2010-იან წლების თაობისთვის, რომ მისი წინამორბედების პოლიტიკამ ვერ შეძლო მათი სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, ქვეყანა კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო, იმ დროს, როდესაც მცირე ლიბერალური ელიტა, რომელიც ან ხელისუფლებასთან ან არასამთავროებოებთან შეკრულნი იყვნენ, კარგად ცხოვრობდნენ და მათი საზრუნავს არ წარმოადგენდა სოციალური ფონის გაუმჯობესება, არამედ კმაყოფილდებოდნენ ფინანსურ სივრცეში გარკვეულ პროგრესით (ბიუჯეტის ზრდით და არა მისი გადანაწილების სამართლიანობით), თუმცა იბრძოდნენ კულტურული სივცის შეცვლისთვის. კულტურულ სივცის შეცვლაში ისინი მოიაზრებდნენ იმას, რომ გადაიხედებოდა საბჭოთა ისტორია, ანუ ყველას შეზიზღდებოდა ის ეპოქა რაც საბჭოთა კავშირთან იყო დაკავშირებული. ეს მომენტი ძალზე მომგებიანი აღმოჩნდა თავის დროზე ლიბერალებისთვის, რადგან ყოველივე პრობლემას საბჭოთა მენტალიტეს ან საბჭოთა მემკვიდრეობას აბრალებდნენ. მოსახლეობა კი, რომელსიც სიღარიბეში ცხოვრობდა, ახსოვდა საბჭოთა პერიოდში, მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა და იმ პერიოდს ბევრი მისტიროდა, სწორედ ესეთ ხალხთან ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი ლიბერალები, იმის ნაცვლად, რომ ამ ხალხის ეკონომიკური და სოციალური პირობები გაეუმჯობესებინათ. ეს დისკურსი ჩიხში შევიდა, რადგან  ნათელი გახდა, რომ დისკურსი არაფერს არ ცვლიდა, მეტიც არსებულ სიტუაციას ამყარებდა უფრო. სწორედ ეს გახდა მიზეზი 2010-იანების გამოჩენის და მემარცენე იდეების პოპულარიზების ახალგაზრდებში. მემარცხენეობა ეხმარებოდათ ახალგაზრდებს კავშირი ეპოვათ უფროს თაობასთან, თუმცა კულტურული ასპექტებში სხვაობა მემარცხნეებსაც ახასიათებდათ, განსაკუთრებით ეს სექსაუალურ უმცირესობების თემასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გარკვულწილად არ შედიოდნენ პირდაპირ კონფლიქტში საპატრიარქოსთან, თუმცა განსხვავებები და მდუმარე კონფლიქტი მემარცხენეებსა და საპატრიარქოს შორის მაინც არსებობდა. ის რომ არ შევიდნენ მემარცხნეები (სოციალისტები, ანარქისტები) პირდაპირ კონფლიქტში საპატრიარქოსთან, როგორც ამას ლიბერალები ჩადიოდნენ, გამოიწვია ლიბერალების კრიტიკა, განსაკუთრებით, როდესაც ინტერნეტ სივრცეში გაჩნდა ქრისტიანულ-სოციალიზმის საკითხი, რომელიც არ ეხებოდა ყველა მემარცხენეს და მხოლოდ მცირე ჯგუფს ეკუთვნოდა, ეს გახდა მთავარი მიზეზი, საპატრიარქოსგან განაწყენებული ადამიანების გადამტერების, მემარცხენეებთან. უკვე გარკვეულწილად ქვედა ფენამ დაიწყო იდეოლოგიზირება, როდესაც რეალურ პოლიტიკაში (პარლამენტში და პარტიულ ცხოვრებაში) იდეოლოგიებს არ ჰქონდათ მთავარი როლი. მეტიც, პოლიტიკური ბრძოლა მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებზე იყო ორიენტირებული და არა ფუნდამენტურ სისტემურ და იდეოლოგიურ ცვლილებებთა. როდესაც დამთავრდა ლიბერალთა დიქტატურა საქართველოში, ამან გარკვეულწილად მემარცხენულ სტუდენტთა მოძრაობასაც, გარკვეული დაღი დაასვა. რევოლურიური რიტორიკა და სისტემასთან ბრძოლა, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა ნეოლიბერალური პრინციპები, სძენდა მომხიბვლელობას მემარცხენე მოძრაობას, მაგრამ როდესაც ცვლილებები მოხდა, დადგა მემარცხენე მოძრაობების გადახედვის საკითხი - მათ ან უნდა გაეგრძელებინათ რევოლუციურ-რომანიტიული საქმიანობა ან უნდა დროსთან ერთად შეცვლილიყვნენ. ამ არჩევანმა ის ერთიანობა მოსპო მემარცხენეებში, რაც აქამდე ჰქონდათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მემარცხენე მოძრაობა - ლაბორატორია 1918 - დაიშალა.  ამ პერიოდიდან იწყება უკვე ახალი ტალღა, რასაც ეკოლოგისტური მოძრაობები ჰქვია, ის ძირითადად მთავრობის მიერ ხუდონჰესისა ეხებოდა, ასევე ვაკის პარკის საკითხს. ეს მოძრაობებეი ძირითადად იმ ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებიც მემარცხენე პოზიციებზე იდგნენ და გააგრძელეს რევოლუციური და გაფიცვების იდეალებით ბრძოლა.
            2000-იანების ბოლოს და 2010-იანების დასაწყის პერიოდს ახასიათებს ე.წ სექტანტიზმი. იქმნება პატარ-პატარა დაჯგუფებები, საკუთარი იდეოლოგიზირებული სივრცეებით, რომლებსაც გარე საზოგადოებასთან კომუნიკაციები არ აქვთ. ეს პროცესი გარკვეულწილად ეწერება არსებულ სამოქალაქო სექტორთან, უბრალოდ სამოქალაქო სექტორი ხილვადობის მხრივ მაინც აჩვენებს, რომ კონტაქტი აქვს მოსახლეობასთნ. ესეთ ორგანიზაციად შეიძლება მივიჩნიოთ ლიბერტანიალური ორგანიზაციები „თავისუფალი კლუბი“, რომელთა მთავარი მიზანიც ლიბერტანიალური იდეების გავრცელებაა. ეს კლუბები და დაჯგუფებები, ქმნიან შიდა იდეოლოგიურ დისკუსიებს, რომელსაც აქვს გარკვეული ინტელექტუალური ხასიათი, მაგრამ ის მოწყვეტილია მთლიანად საზოგადოებრივ დისკურს. საზოგადოებრივ დისკრუსიების გარეშეა დარჩენილი, მას მხოლოდ არსებული სატელევიზიო-საინფორმაციო სივცესგან შექმნილი დისკუსებით იკვებება. ცოტა უკეთეს მდგომარეობაშია სტუდენტობა, რომელიც ძირითადად იკეტება ვიწრო ინტელექტუალურ სივცეში. პრობლემა საერთო ჯამში ინტელექტუალებისა და ხალხის დისკუსის, კვლავ დგას.  

No comments:

Post a Comment