Wednesday, July 23, 2014

მცირე იმპერია

კავკასიის რეგიონში მხოლოდ ორმა სახელმწიფომ შეძლო კავკასიელ ხალხის გაერთიანება და მეტნაკლები სტაბილურობა და განვითარების გარანტია შეეთავაზებინა, ეს იყო XI-XIII საუკუნეში საქართველოს სამეფო და XIX-XX საუკუნეში რუსეთის იმპერია (საბჭოთა კავშირი). ორივე მართველობითი მოდელი ითვალისწინებდა ზენაციონალურ იმპერიის შექმნას და ძლიერ ცენტრალიზებურ სახელმწიფო აპარატს, რომლის ელიტაში მოხვედრა პრაქტიკულად ყველა ერთნიკურ წარმომადგენელს შეეძლო. ჩვენ ვხედავთ ქართულ შუა საუკუნეობრივ ელიტაში ყივჩაღებს, სომხებს, ოსებს და სხვა ეთნიკურ წარმომავლობის ხალხს, ასევე რუსეთის იმპერიის ელიტაში იყვნენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ხალხიც. ზოგადად იმპერია თავისი შინაარსით მეტწილად ზენაციონალურია. სხვათა შორის 20-ე საუკუნსი დასაწყისში, როდესაც სოციალ-დემოკრატები განიხილავდნენ ინტერნაციონალიზმთან დაკავშირებულ პრობლემებს, ავსტრიელმა სოციალ-დემოკრატმა ენგელბერტ პერნერსტორფერი „ეროცნული საკითხი და ავსტრიის სოციალ-დემოკრატიაში“ იმ დადებით მხარეებს აღნიშნავდა, რომელსაც ავსტრია-უნგრეთის იმპერია აძლევდა სხვადასხვა ხალხს, ამ ნაშრომს იმხელა გავლენა მოუხდენია ქართველ სოცია-დემოკრატებზე, რომ მათ ეს ნაშრომი ქართულად თარგმნეს. იმპერიის წიაღში ჩამოყალიბებული ზენაციონალობა, ყველა ინტერნაციონალისტისთვის და კოსმოპოლიტისთვის მომხიბვლელი იყო.
კავკასიაში ხალხებს შორის არსებულ კონფლიქტების ისტორიას თუ ავიღებთ, შევნიშნავთ ძალზე საინტერესო ტენდენციას. ყველა ეს ლოკალური ომი, დიდი გეოპოლიტიკური მეტოქეების დაპირისპირების პირდაპირი შედეგი იყო. ამ დაპირისპირებაში სხვადასხვა ეთნიკური სახელმწიფოები ერთმანეთს ებრძოდნენ, მაგრამ ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში მათივე საწინააღმდეგო იყო, რადგან ეს კონფლიქტი აკანონებდა კავკასიის რეგიონში სხვადასხვა გარე მოთამაშეებს. მაგალითად 1918 წლის ქართულ-სომხური ომი ეს იყო ერთი მხრივ პროინგლისური და მეორე მხრივ ყოფილი პროგერმანული სახელმწიფოების დაპირისპირება. მეტიც მხოლოდ გარე კონფლიქტმა დაშალა ამეირკავკასიის კონფეცერაცია და სხვადასხვა კავკასიური სახელმწიფოები აქცია, გარე მოთამაშეების ინტერესების გამტარებლად კავკასიაში. დღევანდელი კონფლიქტებიც ზუსტად იგივე შინაარსისაა. ეს კონფლიქტები თითქოს და ზოგ შემთხვევაში დროებით უკმაყოფილებს, კონკრეტულ სახელმწიფოს თუ ეთნოს მის ვიწრო ინტერეს, მეორე მხრივ კი ეს კონფლიქტები არასტაბილურობის მთავარი წყაროა, რომელიც მუდამ ცვლის სიტუაციებს, საზოგადოების საწინააღმდეგოდ..
ნაციონალური სახელმწიფო კავკასიაში ნიშნავს, სახელმწიფოს რომელიც იქნება სხვა გარე (ანუ კავკასიის გარეთ მყოფ) ძალის ინტერესების მატარებელი, ხოლო მისი ელიტა იქნება მთლიანად ამ გარე ძალის ინტერესების აღმასრულებელი, შესაბამისად ის ყოველთვის მოვა კონფლიქტში საზოგადოებასთან. თუმცა უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში მართვის ტექნოლოგიები, საზოგადოების ჩართვა ისეთ კონფლიქტებში, რომელიც მისივე საწინააღმდეგოდ მუშაობს, ძალიან ეფექტურად გამოიყენებოდა და გამოიყენება. რეგიონში გაუთავებელი ქაოსია, რომლის მოგვარება ბევრისთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ნაციონალიზმი რეგიონის დაშლის წინაპირობაა და თუ გადავხედავთ რეგიონის ისტორიას, ვნახავთ, რომ ნაციონალიზმის დონის აწევასთან ერთად, მით უფრო იშლება ადგილობრივი სახელმწიფოები. ნაციონალიზმი ესაა პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ვერ მუშაობს რეგიონში.
რეგიონში სტაბილურობის გარანტი იქნება ისეთი ზენაციონალური სახელმწიფოს შექმნა, რომელიც მთლიანად კავკასიას გააერთიანებს. რეგიონში, მხოლოდ საქართველოს აქვს იმის ისტორიული გამოცდილება, რომ შექმნას ზენაციონალური სახელმწიფო, რომელშიც ყველა ხალხი იქნება დაცული და ექნება ძალაუფლებასთან წვდომის საშუალება, სხვა დანარჩენი სახელმწიფოები მონოეთნიკურ მოდელებს წარმოადგენენ, რომლებთაც არ გააჩნიათ საკუთარ თავში ისეთი იდეა, რომელიც არ ქმნიდეს მასზე მეტს. მე ვიტყოდი რომ კავკასიის მცირე იმპერია, ეს იქნება კავკასიის განვითარების წყარო (იმპერიას არა პირდაპირი გაგებით რა თქმა უნდა). 

No comments:

Post a Comment