Sunday, June 25, 2017

სიმულაციური მდგომარეობა. ნაწილი I



ისტორიის განვითარების პროგრესისტული ხედვა





ისტორიოგრაფიაში არსებობს განსხვავებული სკოლები, რომლებიც ცდილობენ ახსნან ისტორიული პროცესები. ზოგადად პროგრესისტულ იდეებზე ჩამოყალიბებულმა სხვადასხვა ისტორიულმა სკოლებმა შეგვაჩვიეს ფიქრი იმის შესახბ, რომ განვითარების სწორხაზოვანი გზა არსებობს, რომელიც ყველამ უნდა გაიაროს. ამ სწორხაზოვან განვითარებაში ზოგი ხალხები, ერები თუ სახელმწიფოები უფრო წინ დგანან, ზოგი კი ჩამორჩებიან. მათ შორის განსხვავება მდგომარეობს დროში. უფრო რომ გავამარტივოთ ეს ყველაფერი, არსებობს განვითარების ერთი გზა და ამ გზაზე ზოგი უფრო განვითარებულია, ზოგი კი ჩამორჩენილი. ამ იდეის მატარებელი იყო ასევე საბჭოთა სკოლაც, რომელიც მარქსისტულ ინტერპრეტაციებზე აგებდა სხვადასხვა ისტორიულ თეორიებს. აქედან გაჩნდა მოსაზრება, რომ ქართველები უფრო განვითარებული ერია, ხოლო ვთქვათ აფხაზები უფრო ჩამორჩენილი ხალხია.


ამ მსოფლმხედველობაში აუცილებლად დგას საკითხი ისტორიის დასასრულის, ანუ ისტორია როგორც პროცესი, რომელიც ა-წერტილიდან მიდის მის დასასრულამდე ბ-წერტილამდე. როგორც ეს მოგვიანებით ფრენსის ფუკუამამ თავის ნაშრომში „ისტორიის დასასრულში“ წარმოაჩინა, ისტორიის დასასრული მისი მოსაზრებით არის ლიბერალური დემოკრატია. ასევე სხვადასხვა იდეოლოგიის თუ მსოფმხედველობის პროგრესისტულ მიმდინარეობებიც ამტკიცებენ ისტორიის საბოლოო მიზანის არსებობას, ხოლო ეს მიზანი თუ რა არის მისი ინტერპრეტაციები სხვადასხვა სკოლის მიერ სხვადასხვანაირად ხდება.


მთავარი რაც ამ მსოფმხედველობამ, პოლიტიკურ გადათარმნის დროს ერთ-ერთი პირველი შექმნა, იყო ევროცენტრისტული მიდგომა. დავაკონკრეტებ, ისტორიის განვითარების მსგავსი მოდელი გაჩნდა ევროპულ ცივილიზაციაში და არა სხვაგან. თუ ჩვენ გადავხედავთ სხვადასხვა აღმოსავლურ ისტორიული აზრს, ვნახავთ რომ მათი შემოთავაზებული ისტორია იყო „დაცემის ისტორია“, ანუ ოქროს ხანიდან - დაცემამდე განვლილი ისტორია. ეს მიდგომა გვხდება როგორც ძველ ბერძნებში, ისე ქრისტიანულ, ისლამურ თუ აღმოსავლურ მსოფლმხედველობაში. მოდერნიზაციის პირველ ტალღების დროს, იცვლება ეს მიდგომა და ბრუნდება განვითარების ცენტრის იდეა. კაცობრიობის განვითარების ცენტრად მიჩნეული იყო ევროპა, ხოლო მისი ექსპანსიონიზმის მართლდებოდა „კულტურის შეტანით“. მოგვიანებით ამ პროცესებს კარგად აღწერს ედვარდ საიდი თავის ნაშრომში „ორიენტალიზმი“, სადაც გვაჩვენებს თუ როგორ ახდენდნენ დასავლური იმპერიები აღმოსავლეთის ორიენტალიზაციას.




XIX-XX საუკუნეებში დასავლურ სამეცნიერო აზროვნებაში (როგორიც იყვნენ ვთქვათ ლ.მორგანი და სხვები) ჩდნება კაცობრიობის დაყოფის სისტემატიზირება. ეს დაყოფა შეიძლება ჩავთვალოთ დასავლელი ადამიანის მიერ დანარჩენი მსოფლიოს დაყოფის პოლიტიკური მცდელობაც, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას აპრიორი ჰეგემონიას შეუნარჩუნებს და ამიერიდან ის ხდება სამეცნიერო აზრის ნაწილი, რომელიც დასავლურ აკადემიურ აზრის დისკურსიებში ჯდება. ესეთი დაყოფა კაცობრიობის, მარტივად რომ შევაჯამოთ შეიძლება სამი ეტაპი გამოვყოთ:


1) ცივილიზაცია


2) ბარბაროსობა


3) ველურობა


მსგავსი მოდელის მიხედვით აპრიორი დასავლეთი ცივილიზებურ სამყაროს მთავარ ნაწილად მიიჩნეოდა, რომელსაც უნდა ჰქონოდა დომინანტი, პოზიტიური ჰეგემონიის როლი სამყაროში. ბარბაროსებად ძირითადად განვითარებული აზრიის ხალხები და სახელმწიფოები მიიჩნეოდნენ, რომლებსაც ჰქონდათ განვითარების მაღალი დონე, მაგრამ კულტურულად განსხვავდებოდნენ დასავლეთისგან და ეს განსხვავება ჩამორჩენილობად აღიქმეოდა, ამიტომ მათი სუვერენიტეტი შეზღუდული უნდა ყოფილიყო იქამდე სანამ ისინი არ გაცივილიზდებოდნენ (იგულისხმებოდა ვესტერნიზაცია). მათი გაცივილიზირება დასავლეთის მისიას წარმოადგენდა. ხოლო ველუერების სუვერენიტეტი ფიქცია იყო (ველურებად მიიჩნეოდნენ აფრიკელი, ამერიკელი და ავსტრალიელი აბორიგენები) ამიტომ მათი დაპყრობა არ წარმოადგენდა არავითარ პრობლემას მაშინდელ აზროვნებიდან გამომდინარე.









დასავლეთის აღზევება




XVI საუკუნიდან ევროპული სახელმწიფოები ხდებიან მსოფლიოს დომინანტი სახელმწიფოები და იწყება დასავლური ცივილიზაციის აღმავლობას. ამის გამომწვევ მიზეზებად შეგვიძლია ბევრი რამე მივიჩნიოთ, პირველ რიგში აზიის გულგრილობა იმპერიალისტურ სისტემის მიმართ. მაგალითად 1416 წელს ჩინეთს, რომელსაც იმ პერიოდში ჰყავდა ყველაზე დიდი ფლოტი მსოფლიოში, მიაღწია აღმოსავლურ აფრიკულ სანაპიროებს, მაგრამ იმის ნაცვლად რომ დაეწყო კოლონიზაცია, ჩინეთმა შეცვალა პოლიტიკური პროგრამა და აღარ გააგრძელა ოკეანეს მიღმა ტერიტორიების შესწავლა და ჩაიკეტა საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, რამაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი დააკარგინა, ხოლო ევროპელებს მიცა საშუალება ერთპიროვნული ჰეგემონები გამხდარიყვნენ კოლონიზაციის საკითხში. თუმცა მეორე მხრივ, ამან აჩვენა ცივილიზაციური და ანთროპოლოგიური განსხვავება დასავლეთსა და აღმოსავლეთს (ჩინეთს) შორის, ჩინეთი რომელიც არ ანთროპოლოგიურად არ იყო მიდრეკილი იმპერიალიზმისკენ, არაიმპერიალისტობა აღმოჩნდა მისი ცივილიზაციური მახასიათებელი.


ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება იყო არა მარტო ვაჭრობასთან დამოკიდებულება, რამდენადაც, არამედ ზოგადად ევროპელებს სწამდათ სისასტიკის და დაუნდობლობის, იგივე ჩინელებისგან განსხვავებებით. ევროპელებმა იცოდნენ, რომ ახალ სავაჭრო გზების ძიებაში მათ შეხვდებოდათ წინააღმდეგობა და ამისთვის ძალადობის პოლიტიკას პირველ რიგში იყენებდნენ. როდესაც ესპანელებმა აღმოაჩინეს ამერიკის კონტინენტი, აბორიგენი მოსახლეობა მათ საკმაოდ კარგად შეხვდა, ზოგიერთმა ტომმა ისინი ღმერთებადაც კი აღიქვეს. ხოლო ევროპელებმა რაც პირველი გამოიყენეს, იყო ძალადობის პოლიტიკა მათ წინააღმდეგ, ისინი არა მარტო არ შევიდნენ კოპერაციაში და თანამშრომლობაში მათთან, არამედ მათ განიხილავდნენ როგორც უკიდურესად გამოსაყენებელ და დასამონებელ „მასალად“, რომლისთვის მისაღწევად უპირველესყოვლისა დაუნდობელ ძალადობას იყენებდნენ. არცერთ სხვა ცივილიზაციებს თავის ისტორიის განმავლობაში იმდენი გენოციდი არ მოუწყია, რამდენიც ეს დასავლურმა ცივილიზაციამ ქნა.


ასევე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო დასავლურ ცივილიზაციის განვითარებისთვის მასებისა და კაპიტალის ურთიერთთანამშრომლობა, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა ახალი მესაკუთრეთა ტიპი, რომელიც იქცეოდა როგორც იმპერიალისტი. კონსერვატიულ იმპერიებისგან (ესპანეთი და პორტუგალია), სადაც ცალკე სოციალურ კლასის ხელში მიდიოდა კოლონიალური სარგებელი განსხვავებით ლიბერალური ბრიტანული იმპერია იმით რომ ჩვეულებრივი ბრიტანელები კოლონისტი იყო ასევე იმპერიალისტი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა რომ იმპერიალიზმი დაემკვიდრებინა. სწორედ კაპიტალისა და მასების ურთიერთკავშირმა წარმოქმნა რასიზმი. რომ დავკავირდეთ რასიზმის პრობლემას ვნახავთ, რომ ლიბერალური სახელმწიფოებში რასიზმის კულურა გაცილებით უფრო ღრმად იყო გადგმული ვიდრე კონსერვატიულ იმპერიებში, სწორედ ამიტომ გახდა აშშ-ი უფრო წარმატებული ვიდრე ლათინოამერიკული სახელმწიფოები, რადგან უფრო მეტი იყო მესკაუთრა და უფრო მეტად სწამდა ძალადობის ჩვეულებრივ ამერიკელ მესაკუთრეს, ვიდრე ესპანელ კოლონიოსტს, რომელიც ქმნიდა შერეულ ოჯახებს ადგილობრივებთან.


მე არ ვახდენ დასავლეთის დემონიზებას და არ მავიწყდება რომ ძალადობის გარდა სწორედ დასავლური აზრი იყო სამეცნიერო-ტექნოლოგიური, ფილოსოფიური, სახელმწიფოებროებრივი, ეკონომიკური თუ სოციალური განვითარების ლოკომოტივი XVI-ე საუკუნიდან, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ მათი განვითარება დიდწილად აღმოსავლეთის დამსახურება იყო, ევროპის განვითარება. მაგალითად სამეცნიერო-ტექნოლოგიებში დასავლეთმა გამოიყენა ის რაც აღმოსავლეთმა გამოიგონა, იქნებოდა ეს დენთი, ქაღალდი და ა.შ გამოიყენა უფრო პრაქტიკულ მიზებისთვის ვიდრე ამას იყენებდნენ აღმოსავლეთში[1]. ამ ცივილიზაციის მახასიათებელი იყო მისი „საშინელი პრაგმატიზმი“.






ევროცენტრისტული სამყარო





ევროპული კოლონიზაციის და იმპერიალიზმის შედეგად ჩამოყალიბებულმა სამყარო აიგო ისე, რომ ყველა ხალხს ჰგონდა შემოთავაზებული განვითარების ერთი გზა და ეს გზა ითვალისწინებდა ვესტერნიზაციის გზას. მათ ჰქონდათ არჩევანი ან ყოფილიყვნენ საკუთარი ცივილიზაციური იდენტობის ერთგულები და არ აღიარებულნი, რომელზეც კოლექტიური ზეწოლა განხორციელდებოდა და აპრიორი განხილული იქნებოდნენ როგორც ჩამორჩენილები (ბარბაროსული) რომელიც ცივილიზებულ ერებს უნდა მოეთოკა. ამ პოლიტიკის მახასიათებელი იყო (და არის) ვესტერნიზებული ელიტების მხარდაჭრა და მათი საყოველთაო აღიარებულობა. საკმაირისი იყო ელიტებს ყოფილიყვნენ კულტურულად ვესტერნიზებულები, რომ მათი აღიარება სწრაფად ხდებოდა და პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე. მათი პრივილეგირებლობა დაკავშირებული იყო პირველ რიგში იმაზე, რომ ლეგიტიმაციის წყარო შეიცვალა და ლეგიტიმაციის წყარო არა შიდა ცივილიზაციური იდენტობა, არამედ გარე მხარდაჭერა ხდებოდა, ესე იყო მაგალითად შაჰის დროინდელ ირანში და როდესაც ისლამური რევოლუცია მოხდა, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭირდა მხარ და ამ რევოლუციის შემდეგ მოსული ხელისუფლებები და სისტემა მაღალ შიდა ლეგიტიმაციის სარგებლობდა, ამის მიუხედავად ის საკმაოდ დაბალ ლეგიტიმაციის სარგებლობდა გარედან, რადგან მათ უარი თქვეს ვესტერნიზაციის პოლიტიკაზე და საკუთარ ცივილიზაციურ იდენტობას დაუბრუნდნენ.


ესეგი მსგავს საერთაშორისო ურთიერთობის შედეგად ლეგიტიმაციის წყარო ხდება დასავლეთი და არა საკუთარი ცივილიზაციური იდენტობები. ამიერიდან მთავარი პრინციპი უნდა იქცეს ის რაც დასავლურ სამყაროს მიერ არის მიჩნეული მთავარ ფასეულობათ, ხოლო სხვა დანარჩენის ფასეულობები ან კულტურული წარმოდგენები უბრალოდ ჩამორჩენილობათ განიხილება. სხვა გონს ამ სამყაროში ადგილი არ რჩება, გარდა ერთი გონისა, რომელიც ნაკარნახევია ერთი ცივილიზაციის მიერ.






რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებეი და გარკვევა თუ ვინაა ევროპა





პეტრეს დროიდან რუსეთი ცდილობდა ჩაწერილიყო და ეწერებოდა ევროპაში, მართალია გარკვეული უცხოობა მუდამ იგრძნობოდა ევროპა-რუსეთის დამოკიდებულებებში, მაგრამ ის წარმოადგენდა გარკვეულ ევროპულ პერიფერიას (საბჭოთა კავშირამდე). რუსეთი ხშირად იყენებდა აღმოსავლურ ქვეყნებში ევროცენტრისტულ პრინციპს „კულტურის შეტანის“ თაობაზე. ამ პრინციპს საკმაოდ კარგად იყენებდა საქართველოსთან მიმართებაშიც და საქართველოში ცივილიზაციის შემოტანის პრინციპით საკმაოდ ბევრჯერ აპელირებდა. ვორონცოვის ეპოქა, სწორედ ამ პოლიტიკური პრინციპის გატარების ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მივიჩნოთ. ამ პერიოდის ქართული კულტურული ელიტა საკმაოდ დადებითად ხვდებოდა ამგვარ პოლიტიკას. რუსეთი როგორც კონსერვატული იმპერია, არ იყო აგებული რასობრივ პრინციპებზე (როგორც ეს ბრიტანეთის იმპერია იყო), ის უფრო რელიგიურ და წოდებრივ პრინციპებზე იყო აგებული, ამიტომ ქართული არისტოკრატია საკმაოდ ადვილად ეწერებოდა რუსულ სისტემაში და მათ შორის ეთნიკური განსხვავებებს ხშირად საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. თუმცა რუსი გენერალ-გუბერნატორები და პოლიტიკური ელიტა მაინც განიხილავდა ქართულ ეთნოს როგორც „განწირულს რუსიფიკაციისთვის“. ერთი სიტყვით, რუსეთის იმპერია საქართველოში იქცეოდა ისე როგორც ევროპა იქცეოდა „განვითარებულ კოლონიებში“[2]. თვითონ ამ პერიოდში ცნობილია, რომ ქართულ არისტოკრატიულ მენტალობაშიც გაჩნდა ე.წ „აზროვნების გაორება“, რაც იწვევდა იმას რომ ქართველი არისტოკრატების ექმნებოდათ ორმაგი იდენტობა, ერთი რუსულ იმპერიალისტური, რომლის სამსახურშიც იყვნენ და მეორე ეთნიკურ ქართული. ამ ორის შერიგების ცდები ხშირად ჰქონდათ ქართველ არისტორკატებს, XIX საუკუნის 60-იან წლებამდე.


XIX საუკუნის 60-იან წლებში იწყება ახალი ტალღა და ახალი ნარატივის შექმნა რომლის მიხედვითაც საქართველო, ქართული კულტურა არის ევროპული კულტურა, ხოლო რუსეთი არის აღმოსავლური სახელმწიფო და ეს ბატონობა არალეგიტიმურია კულტურული თვალსაზრისით. პირველ რიგში ის პარადიგმა რომ რუსეთი აქ ახორციელებს კულტურის შემოტანას (იგუსლიხმება დასავლურ ცივილიზაციას) გაკრიტიკუებული იყო ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“ სადაც საკმაოდ დამცინავად არის ნაჩვენები, თუ რას თვლის რუსი „კულტურად“ (გენერლების რაოდენობით) და რა შემოდის. ცოტა უფრო მოგვიანებით დაიწყერება მთელი რიგი ტექსტები (გერონტი ქიქოძე, მ.წერეთელი, ნ.ჟორდანიას და სხვების მიერ) სადაც შედარებულია ქართველი და რუსი და ამ შედარებებში ქართველი უგრო ახლოს დგას ევროპელთან, ვიდრე რუსი. რუსი აპრიორად აღმოსავლურ (ბარბაროსად) არის წარმოჩინებული. ამ თეორიის შექმნას ჰქონდა ერთი მიზანი, ჩაწერილიყო დასავლურ ნარატივში სადაც ბარბაროსმა კი არ უნდა აკონტროლოს და შეზღუდოს ცივილიზებური ერის სუვერენიტეტი, არამედ პირიქით. ეს მოვლენა ანუ ცივილიზებურ (იგილუსხმება ევროპულ) ქვეყნის დაპყრობა, არაევროპულ (ბარბაროსულ) ქვეყნის მიერ იყო ერთ-ერთი იდეოლოგიური მიმართულება ქართულ ანტიკოლონიალურ მოძრაობაში.


ერთი სიტყვით გარკვეული არაფორმალური დისკუსია იმის შესახებ თუ რომელია ევროპული კულტურა და რომელი აზიური, საკმაოდ აქტუალური იყო XIX-XX საუკუნეებში ქართულ-რუსულ ურთიერთობაში. რუსეთი ახდენდა საქართველოს ორიენტალიზებას, ხოლო ქართველები ახდენდნენ რუსეთის როგორც აზიეური, ბარბაროსული სახელმწიფოს წარმოჩენას, სადაც ისინი იყვნენ ჩაგრული ცივილიზებური ხალხი.






სსრკ-ს კულტურული თეორია და იდენტობების პოლიტიკა






საბჭოთა კავშირის ფორმირების დროს, დაიწყო სხვადასვა იდენტობების შექმნა, რომელიც აგებული იყო მარქსიტულ ინტერპრეტაციებზე. მთავარი განსხვავება, რომელიც საბჭოთა კავშირსა და რუსეთის იმპერიას შორის მდგომარეობდა იდენტობების პოლიტიკასთან დაკავშირებით, მდგომარეობდა იმაში, რომ ის ქმნიდა კაპიტალისტურ კულტურის ალტერნატივას. მოდელი რომელიც მას ჰქონდა აღებული, იყო ის რომ ცივილიზაცია როგორც ასეთი ცალკე ფენომენად არ აღიქმეოდა, ის მიბმული იყო ბაზარზე. თვითკმარი, იზოლირებული ბაზარი ქმნიდა ცივილიზაციას. იმისთვის რომ დიალექტიკურად განვითარებულიყო კაცობრიობა, დასავლური იმპერიალიზმის შედეგად შეიქმნა ერთიანი ბაზარი, რომლის შედეგადაც მოხდა პროლეტარული რევოლუცია და ეს რევოლუცია გაიზრდებოდა კაპიტალიზმის კრიზისდა გამომდინარე. ეს თეორიული ბაზა ითვალისწინებდა უნივერსალურ ღირებულებების არსებობას. კაპიტალისტური იმპერიალიზმებს უნდა შეექმნათ ერთიანი ბაზარი და ამ ერთიანი ბაზრის შედეგად მოხდებოდა გლობალური პროლეტარული რევოლუცია.


მაგრამ ერთი საინტერესო თეორიული ბაზა ვითარდებოდა პარალელურად, ეს იყო საბჭოთა კავშირის შიდა კულტურული და იდენტობის საკითხი. სსრკ-ში შეიქმნა სია მაღალი კულტურების: თავდაპირველად გამოიყო რუსული, ქართული, სომხური და აზერბაიჯანული კულტურები. მაგალითად რუსულ კულტურის ამოცანა იყო ჩამორჩენილი უკრაინული, ბელარუსული, საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმოსავლური ქვეყნებში კულტურული პოლიტიკის წარმოება (რაც რუსიფიკაციასთან იყო დაკავშირებული), ხოლო საქართველოს, როგორც მაღალი კულტურული ერს ჰქონდა მისია უფრო ჩამორჩენილი ერების აფხაზებისთვის, ოსებისთვის კულტურის შექმნა. ამ პერიოდიდან ქართულ მეტყველებაში აქტიურად ჩნდება სიტყვა „ველური აფხაზები“, ეგ როგორც იმ პერიოდის კულტურული ნარატივის ენა იყო, რომელიც პრინციპში ევროცენტრისტულ გამოცდილებებზე იდგა.


ამის პარალელურად ჩნდება მეორე პრინციპი, ესაა „ავტოქტონურობის“ თეორია, როემლის პრინციპი იყო ის, რომ იმ ეთნიკურ ჯგუფს გააჩნდა გარკვეული პრივილეგიები (რესპუბლიკის ან ავტონომიის სახით) რომელიც იყო ავტოქტონური მოსახლეობა. ამ პერიოდიდან იწყება ისტორიკოსთა ომი. ყველა ეთნიკური ჯგუფის ისტორიკოსი იწყებს მტკიცებას, რომ სოწრედ ისინი არიან ამა თუ იმ ტერიტორიაზე ავტოქტონური ეთნიკური ჯგუფი. ეს არა იმდენად სუფთა სამეცნიერო დისკუსიის საკითხი, არამედ პოლიტიკურ საკითხად იქცა. სწორედ ეს თეორია, რომელსაც გარკვეულწილად უნდა დაეცვა პატარა ერები ასიმილაციისგან და გადაშენებისგან, ამ თეორიამ მისცა ეთნო-ნაციონალიზმს საკმაოდ კარგი ბაზა, იმისთვის რომ პოლიტიკა ეწერამოებინათ. სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ელიტები ჩართულები იყვნენ ამ დისკუსიებში აქტიურად და რამაც დააჩქარა ნაციონალისტური დისკურსების ჩამოყალიბება.


ერთი სიტყვით, რომ შევაჯამოთ სსრკს პოლიტიკა, მდგომარეობდა იმაში რომ ერთი მხრივ ის ევროცენტრისტულ კულტურულ თეორიულიების ტყვეობაში იყო, მეორე მხრივ ცდილობდა მცირე ეთნიკური ჯგუფების დაცვას, რომელსაც არაევროპული იდენტობები ჰქონდა, რაც საბოლოოდ წინააღმდეგობაში მოვიდა ერთმანეთთან.


ამ პოლიტიკის შედეგად საქართველოში კიდე უფრო გაძლიერდა ევროპული კულტურული ჰეგემონიის რწმენა და რწმენა რომ რეგიონში სწორედ ჩვენ წარმოვადგენდით ევროპულ კულტურას და სურვილი იმის, რომ მოვქცეოდით არაევროპულ იდენტობის ეთნიკურ ჯგუფებს როგორც ევროპელები ექცეოდნენ, ანუ მათი „გაკულტურებით“ (რაც გაქართველებას ნიშნავდა). ეს პროექტი რა თქმა უნდა კონფლიქტური იყო, თავისი არსით.






პოსტსაბჭოთა იდენტობები

რუსეთში, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, შეინიშნება რუსეთში ევროპული იდენტობის კრიზისი და მცდელობა, რომ სხვა იდენტობა შექმნან (ზოგჯერ საუბარია ევრაზიულ იდენტობაზე, ზოგჯერ ე.წ „რუსულ სამყაროზე“).


ამის ფონზე, საქართველოში ძლიერდება ევროპული იდენტობა. ოღონდ როდესაც აქ საუბარია ევროპულ იდენტობაზე, საუბარია ძალიან სპეციფიურ მოვლენაზე, რომელმაც საქართველოს საკმაოდ კლასობრივი ხასიათი მიიღო. მინდა დავახასიათო ქართული ევროპული ნარატივი:


1) ელიტურობა - კონკრეტულ ელიტის მიერ ამოჩემებული იდეოლოგიური პროექტი ლიბერალიზმი, ნეოლიბერალისტული პრინციპები გაიგივებულია მთლიანად ევროპულ იდენტობაზე, ხოლო ამ იდეოლოგიების ყველა ალტერნატივა მიჩნეულია არაევროპულ იდენტობის ნაწილად, რომელიც უნდა იყოს გადალახული


2) „ხალხი ბნელიას“ პრინციპი - რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კი ადამიანი არ ჩაეწერება ამ ელიტების მიერ შემოთავაზებულ იდენტობაში და დარჩები გარკვეულწილად სხვა სახის იდენტობებში, შენ ავტომატურად ვარდები როგორც ლეგიტიმაციის წყარო და შენ ხდები ის, ვინც უნდა მართონ და უნდა შეცვალონ ელიტებმა. ანუ მარტივად რომ ვთქვათ შიდა იდენტობა აღარაა ლეგიტიმაციის წყარო, მთავარია გარე იდენტობების ლეგიტიმაცია.


3) ელიტების მიერ შემოთავაზებული ცხოვრებისეული წესის ე.წ „ეგოისტური ინდივიდუალიზმის“ უპირობო დომინაცია, ისე რომ ამ პრინციპს უმრავლესობა არ იზიარებს. უმრავლესობისთვის ამგვარი პრინციპის ჰეგემონია ასოცირდება „გარყვნასთან“, ხოლო ელიტებისა თვალსაზრისით მსგავსი დამოკიდებულება „ეგოისტურ ინდივიდუალიზმის“ მიმართ, არის ჩამორჩენილობის სინდრომი.


4) მტრის აბსოლუტი - ანუ ყველა სხვა იდენტობა, რომელიც ელიტების მიერ არის შემოთავაზებული, წარმოჩინებულია როგორც მტრის პროექტი. ამას ხელს უწყობს თავად რუსეთში ევროპული იდენტობის კრიზისზე აპელირება, რადგან რუსეთი ქმნის განსხვავებულ იდენტობას, ხოლო ქართული ელიტა „ევროპულ იდენტობას“, შესაბამისად ის რაც არ ჯდება მათ მიერ შემოთავაზებულ „ევროპულ იდენტობაში“ ავტომატურად რუსული პროექტია.


5) ადგილობრივი ავტორიტეტებისა თუ გამოცდილების უარყოფა და მუდმივი აპელირება დასავლეთით, რომელიც მხოლოდ ელიტამ იცის (ალტერნატიული ხედვები ევროპაზე უგულვებელყოფილი ან დაბლოკილია)










სიმულაციური მდგომარეობა





მთავარი პრობლემა ზემოთ შემოთავაზებულ იდენტობის, მდგომარეობს იმაში რომ ის აბსოლუტურად სიმულაციურია. როდესაც ხდება საკუთარი იდენტობის, ბუნების, ისტორიის, რაღაც პატარა კვაზი-იდეოლოგიური მოცემულობით, ვიღებთ სიმულაციას. პირველ რიგში პრობლემა ამის მიზეზი არის ის, რომ საერთოდ შემოტრიალებული და არასწორედ გაგებული დასავლეთია მოცემული ამ ნარატივიში. თავად ევროპულ იდენტობებს თუ დავაკვირდებით, მანდ არ არსებობს ერთი იდენტობა, არსებობს სკანდინავიური, ცენრალურ ევროპული, აღმოსავლურ ევროპული, დასავლურ ევროპული იდენტობები, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ეს განსხვავებები მათ არაევროპელებად არ აქცევს, უბრალოდ მოცემულობებია განსხვავებული და ეს მოცემულობები ანთროპოლოგიური ხასიათისაა.


რადგან ელიტების მიერ შემოთავაზებული იდენტობა არის ლიბერალური პროექტი, მაშინ უნდა ვთქვათ თუ რა არის თანამედროვე ლიბერალური პროექტი: ლიბერალების ძირითადი პროექტი არის ჰომო-ეკონომისტის შექმნა, რომელიც მთლიანად ბაზარზე ორიენტირებულია და ეგოიზმით, პირადი წარმატებებით გაჟღენთილი ადამიანის შექმნაა, რომელსაც არ გააჩნია ძლიერი კოლექტიური იდენტობები. მე არ ვამბობ, რომ ესეთი იდენტობა აბსოლუტური ბოროტებაა, არა რა თქმა უნდა, უბრალოდ გააჩნია ეს იდენტობა სად იქმნება. თუ ის შეიქმნება ისეთ სახელმწიფოში რომელსაც ისტორია არ გააჩნია, მას აქვს იმის ფუფუნება რომ ლიბერალურ ინდივიდუალიზმის კულტურაზე ააგოს საკუთარი იდენტობა, ხოლო ისტორიით დამძიმებულ ერების ანთროპოლოგიური მოცემულობა განსხვავებულია ამისგან, მათ არ შეუძლიათ იმ იდენტობების დათმობა, რომელიც ამ იდენტობას ქმნის და იცავს მათ საუკუნეების განმავლობაში, ესეთი დათმობები პირდაპირ დარტყმას აყენებს ამა თუ იმ ერს და ამ საკითხებზე საკმაოდ დიდი სიფრთხილე მართებს.


რატომ არის ეს პროცესები სიმულაცია? სიმულაციაა როდესაც ვერ იქმენა სააზროვნო, შემოქმედებითი სივრცე, ის კულტურა თუ იდენტობა საკუთარ თავს ვერ გამოხატავს, შესაბამისად მას ერთადერთი რაც რჩება სხვის სიმულირებაა. სიმულაციის მახასიათებელია უშინაარსო მდგომაეობა, სადაც შიდა საზრისი არ არსებობს და ის მხოლოდ გარე აზრით იკვებება, ხშირ შემთხვევაში ამ აზრის ციტირების, ციტირებასთან გვაქვს საქმე.


რეალობა არ არსებობს როგორც ნეიტრალური მოცემულობა, ამ რეალობებს და სამყაროს აღქმას ჩვენ კულტურული სიმბოლიზმით, კულტურის მეშვეობით ვახერხებთ. კულუტრა მაშინ არის შემოქმედებითი, როდესაც ის მუდამ საკუთარ ბუნებას, საკუთარ თავს უბრუნდებას და მის სიღრმისგან იღებს შემოქმედებითობის წყაროს. კულტურა საკუთარ თავის შეცნობის შედეგად შექმნილი სუბსტანციაა, რომელიც საკუთარ ბუნებასთან დაბრუნების მუდმივ გზას, პროცესს წარმოადგენს.


ჩვენ თუ დავაკვირდებით ჩვენ ხელოვნებას, ჩვენ მოსფლაღქმას, ჩვენ პოლიტიკას, ჩვენ კულტურას, ვნახავთ რომ უბრალოდ ვიმეორებთ სხვის მიერ უკვე შექმნილს. ამიტომ ჩვენი კულუტრა სიმულაციურ მდგომარეობაშია, ის არ ქმნის, ის იმეორებს.


ჩვენ ჩვენი კოლექტიური იდენტობისგან, კულტურისგან გვიქმნიან ადამიანს რომელიც ამ კულტურულ შინაარსებისგან განთავისუფლებულია, განთავისუფლებულია კოლექტიურ იდენტობისგან და აუცილებლად ინდივიდი განყენებულად არის განხილული კულტურისგან. მაგრამ თუ რამე შეიძლება ჩაითვალოს ამ ახალ ლიბერალურ იდენტობაში ამ უშინაარსო ინდივიდზე მაღალ ფასეულობად, ესაა ბაზრის „უხილავი ხელის:“ სრული დომინაცია. კულტურა, იდენტოაბ მთლიანად ბაზარადა და ვაჭრობის საგნადაა გადაქცეული.


მე პირადად ესეთი იდენტობაში ვხედავ კლასობრივ იდეოლოგიას, სადაც გაბატონებული ელიტები რომლებსაც აქვთ გარე ლეგიტიმაცია, მაგრა დაბალი შიდა ლეგიტიმაცია, ახდენენ ერთი მხრივ უმრავლესობის მარგინალიზებას, რომ ისინი არიან „ბნელები“, „რუსეთუმეები“, ხოლო მეორე მხრივ ქმნიან მათთვის კომფორტულ ახალ ადამიანს, რომელიც თავისუფალი იქნება იმ იდენტობისგან რომელიც მათ ვერ იღებს.













[1] ჩინელები დენთს იყენებდნენ სხვადასხვა


[2] კოლონიები, რომლებიც სარგებლობდნენ პრივილეგიებითა

No comments:

Post a Comment