Sunday, August 6, 2017

პოზიტივისტური ისტორიოგრაფიის კრიტიკა





პოზიტივიზმი შეგვიძლია მივიჩნიოთ ფილოსოფიურ მიმდინარეობად, რომელმაც თავის სამსახურში ჩაიყენა ზუსტი მეცნიერებები. მაგრამ პოზიტივიზმს გააჩნდა საკუთარი, ძალიან ზერელე წარმოდგენები იმის შესახებ თუ რა არის ზუსტი მეცნიერება. პოზიტივისტები ფიქრობდნენ, რომ მეცნიერული ისტორია ორი ელემენტისგან შედგებოდა: 1) ფაქტების დადგენისგან და 2) სამეცნიერო ისტორიული კანონების დადგენას. ფაქტები დგინდებოდა უშუალოდ გრძნობად აღქმადობით, ხოლო კანონები კი ფაქტების განზოგადებით, ინდუქციის მეშვეობით. პირველი მიზნის მისაღწევად, პოზიტივისტებს დაიწყეს ფაქტების კრიტიკული ანალიზი და მათი სანდოობის დადგენა, ისეთი პოზიტივისტები როგორიც იყვნენ მომმზენი ან მეიტლენდი გახდნენ ისტორიული დეტალების საუკეთესო მცოდნენი. მსოფლიო ისტორიის შექმნის მიზანი, მიჩნეული იყო როგორც უვარგისი ოცნება და იდეალად ისტორიულ ლიტერატურაში იქცა მონოგრაფიები. ამ სკოლამ ისტორია გადააქცია მხოლოდ ისტორიული წყარიების აღმომჩენ მეცნიერებად. ამ ნაკლოვანების შესახებ ცნობილმა ისტორიკოსმა ოგიუსტ კონტმა მოითხოვა, რომ ისტორიული ფაქტები გამოყენებული ყოფილიყო უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო საქმეში, ვიდრე ის რაც თვითონ წარმოადგენდა ეს ფაქტი. კონტმა დაყო მეცნიერებების მიზნები: ფაქტების აღმოჩენა ისტორიკოსების პრიროგატივა იქნებოდა, ხოლო ამ ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სოციოლოგებს მიანდო. ამ მეთოდით სოციოლოგებმა მოირგეს ზეისტრიკოსის ფუნქცია, რომლებსაც ისტორია მეცნიერების კატეგორიაში უნდა აეყვანათ, ანუ სამეცნიეროდ გაეზრებინათ ისტორიული ფაქტები, რომლებსაც ისტორიკოსი მხოლოდ ემპირულად აღიქვამდა.

ამის გარდა პოზიტივისტური სკოლა ისტორიულ მეცნიერებას იგებდა, როგორც ბუნებრივ პროცეის იდენტურს, რომელიც ბუნებრივი კანონებით შეიძლება ახსნილიყო. 1859 წელს როდესაც დარვინმა თავის ცნობილ ნაშრომი „სახეობათა წარმოშობის შესახებ“ გამოსცა, ევოლუციურმა იდეამ მალევე დიდი გავლენა გავლენა მოახდინა მეცნიერულ აზროვნებაზე და მათ შორის პოზიტივისტურ სკოლაზეც. ამ სიმბიოზმა თავდაპირველად ძალიან ცუდი შედეგი გამოიღო თეორიულ საკითხებზე: მიჩნეული იყო რომ ბუნებრივი ევოლუცია ავტომატურად პროგრესს უზრუნველყოფდა. ამ მიდგომებით ისტორიული პროგრესი პირდაპირ დაკავშირებული იყო ბიოლოგიურ ევოლუციასთან და ის რაც ბუნებაში ხდებოდა, ისტორიული მეცნიერება მას უბრალოდ იმეორებდა (მისი ნაწილი იყო).

ისტორიკოსებმა დაიწყეს ახალი მეთოდის - ფილოლოგიური კრიტიკის გამოყენება, ფაქტებთან მიმართებაში. მათ დაიწყეს თავად ფაქტების, წყაროების ავტორების შესწავლა და კრიტიკა. მაგალითად ბართლოდ ნიბურმა დაიწყო ლივიუსის შესწავლა და დაადგინა რომ ის რასაც აქამდე მიიჩნევდნენ ადრეულ რომაულ ისტორიად, ყოფილა მოგვიანებთ შექმნილი, პატრიოტული მიზნებით გამოგონილი ისტორია. ნიბურმა დაიწყო სხვადასხვა ლიტერატურული ტექსტების ძველი რომის ისტორიის რეკონსტრუქცია. ამ მეთოდების გამოყენებებმა აქტიურად, აჩვენა რომ პოზიტივიზმს უკვე აღარ შეეძლო ახალი არაფრის შემოთავაზება. რანკესეულმა პრინციპმა რომ „ისტორიკოსმე არ უნდა შეაფასოს ფაქტი, მისი საქმეა - თქვას, როგორი იყო ფაქტი“, ისტორიული მეცნიერება აქცია კვაზიმეცნიერაბად, რადგან ამ მოვლენას ჰქონდა ორი მეთოდოლოგიური წესი 1) ყველა ფაქტი შეიძლება შეცნობილიყო ცალკე, ამან გამოიწვია ის რომ საერთო ისტორული სფერო დაყოფილი იყო უამრავ ფაქტებით, რომელიც თვითიეული მეთგანი ცალკე უნდა ყოფილიყო განხილული და 2) ითვლებოდა რომ ყველა ფაქტი იყო არა მარტო დამოუკიდებელი ერთმაენთისგან, არამედ დამოუკიდებელი შემეცნებისგან, ამიტომ ისტორიკოსების მიერ ისტორიკოსთა მოსაზრებები ამის შესახებ უნდა ყოფილიყო გაუქმებული. ამ მეთოდოლოგიურმა წესს ჰქონდა პლიუსები, პირველი: ისტორიკოსები დეტალების მიმართ გახდნენ უფრო ყურადღებიანები დამეორე: ისტორიკოსები გახდნენ, ისტორიულ კვლევის დროს საკუთარი ემოციურ რეაქციებისგან თავისუფალები. მაგრამ სინამდვილეში ორივე ეს წესი იყო მცდარი, რადგან პირველ შემთხვევაში მიიჩნეოდა რომ ისტორიული მეცნიერებისკვლევი ობიექტი იყო მიკროსკოპული პრობლემის კვლევა ან მიკროსკოპული პრობლემების ერთობლიობის კვლევა. ხოლო მეორე მეთოდი ისტორიკოსებს უკრძალავდა ფაქტების შეფასებით ანალიზს და შესაბმისად ისეთ საკითხებზე მსჯელობას როგორიც იყო: „იყო თუ არა, ესა თუ ის პოლიტიკა სწორი?“, „იყო თუ არა ესა თუ ის ეკონომიკა ჯანსაღი?“ და ა.შ. ეს მეთოდი ასევე უკრძალავდა ისტორიკოსებს, წინა თაობების ისტორიკოსების დასკვნების უარყოფას ან გაზიარებას, მაგალითად პოზიტივისტებს შეეძლოთ ყველა ფაქტი ეთქვათ კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ მათ არ შეეძლოთ ისეთი საკითხებზე ემსჯელათ როგორიცაა „რა დამოკიდებულება ჰქონდა ჩვეულებრივ ადამიანს ამ კლუტთან მიმართებაში?“, „როგორი იყო წინა თაობის დამოკიდებულება?“, „რა ემოციებს იწვევდა ესა თუ ის რელიგიური და საკრალური ქმედება ადამიანებში?“ და ა.შ. ისტოიული ფაქტების შეფასებაზე უარის თქმამ გამოიწვია ის, რომ ისტორია გახდა მხოლოდ ისტორია გარე მოვლენების და არა ისტორია აზრის, რომლისგანაც ეს მოვლენები ამოიზარდნენ. ამიტომ რანკედან დაწყებული ფრიმენთან დამთავრებული, პოზიტივისტური ისტორია იგნორირებას უკეთებდა ხელოვნების, რელიგიის, მმეცნიერების და ა.შ ისტორიებს იმიტომ რომ არ შეეძლო გამკლავებოდა მას. პოზიტივისტური სკოლის ისტორიოგრაფიას ახასიათებდა პოლიტიკური ისტორიის წერა „წყაროებზე დაყრნობით“.



რა არის ფაქტი? პოზიტივისტური თეორიიდან გამომდინარე - ფაქტი არის, ის რაც უშუალოდ მოცემულია შემეცნებისთვის. ზუსტ მეცნიერებაში ფაქტი - არის ემპირული მოცემულობა. მაგალთად ლაბორატორიის თაგვს კონკრეტული ბაქტერიის შეყვანის შემდეგ, კონკრეტული შედეგი ექნება, თუ კი ჩვენ არ დავიჯერებთ ამას, შესაძლებელია მეორე თაგვზე იგივე პროცედურა გავაკეთოთ და იგივე შედეგი მივიღოთ. მაგრამ ისტორიულ მეცნიერებაშ „ფაქტს“ გააჩნია განსხვავებული მნიშვნელობა. ვთქვათ ის ფაქტი რომ მეორე საუკუნეში ლეგიონერები ივსებოდნენ იტალიის გარდა სხვა პროვინციებიდან არ გვაქვს ემპირულად მოცემული. ჩვენ ამ ფაქტზე მივდივართ ლოგიკის მეშვეობით. მაგალითად სოსო მარგიშვილის წიგნი „მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ“, სადაც იგი დიდგორის ბრძოლაში მონაწილე ჯარისკაცთა რაოდენობას კრიტიკულად აღიქვავს, მთლიანად ლოგიკის მეშვეობით აღმოჩენილი ფაქტებია. ჩვენ ამ ფაქტების აღმოჩენის დროს მივდივართ ლოგიკურ ინტერპრეტაციის მეშვეობით, რომელსაც გააჩნია რთული სამეცნიერო მეთოდები და წესები. პოზიტივისტური სკოლის ყალბი და ზერელე წარმოდგენები ზუსტი მეცნიერებისა და ისტორიული მეცნიერების დაკავშირებამ არ მისცა ისტორიას ის შედეგი, რომელიც ფუნდამენტურ ისტორიულ შეკითხვებს გასცემდა პასუხს.

No comments:

Post a Comment