Thursday, November 12, 2015

ავთენტურობა, საზრისი და ბოდვა

წინასწარ ვიტყვი, რომ ეს წერილი არ იქნება კონკრეტულ თემაზე და საკმაოდ ბევრ თემას შევეხები ისე, რომ არ მოვახდენ მის ერთიან სტრუქტურირებას. ამიტომ შეიძლება ბოდვის ელემენტებიც იყოს და ბოდვადაც მოგეჩვენოთ.


1
საზრისი დაკავშირებულია სიცოცხლესთან, ან უფრო სწორედ სიკვდილისგან გაქცევასთან. იქ სადაც არ არის მზაობა სიკვდილის, ყოველთვის ჩნდება საზრისი. ამ დროს სული კვდომისკენ არის მიმართული და ელოდება კვდომის პროცესს. ამ მდგომარეობას ადამიანი აღიქვავს როგორც “სიბნელედ”, როგორც “არარად”, ხოლო ამ სიბნელისგან გასაქცევად ცდილობს ისეთი საზრისი გაიჩინოს, რომელიც დაკავშირებული იქნება გარკვეულ სისტემატიზირებულ წარმოდგენებთან: რელიგიასთან, იდეოლოგიასთან (რომლებიც რა თქმა უნდა ერთი და იგივე არ არის). არ არის გასაკვირი რომ მონოთეიზმმა შექმნა პირველი კონსტრუირებული რეალობები (რეალობა როგორც ასეთი აღარ არსებობს, ჩვენ კონსტრუირებთ რეალობას რომელშიც მერე ვცხოვრობთ) რომელიც იძლეოდა გარკვეულ მსოფლმხედველობით სისტემას და უამრავ შეკითხვაზე პასუხს, მაგრამ უარს აცხადებდა ქვეცნობიერის გარეთ გამოტანაზე (რაციონალიზაციაზე - როგორც ამას მოგვიანებით უწოდეს). ადამიანი კმაყოფილი იყო, რადგან ჰქონდა მთავარ ეგზისტენციალურ შეკითხვებზე პასუხი: მარადიული სიცოცხლე, ღვთაებრივი სამართლიანობა, განკითხვის დღე რაც აკმაყოფილებდა და ქმნიდა ძალიან სტაბილურ და მყარ წარმოდგენებს. ხოლო იდეოლოგიები გაჩნდნენ როდესაც ადამიანებმა დაკარგეს ტრანსცენდენტულის “ мироощущения “ და გაუჩნდათ მატერიალური უკმაყოფილების მოთხოვნილებები, რომლებზეც არ პასუხობდა რელიგია. ამის გარდა XIX საუკუნე როგორც გამოკვეთილი იდეოლოგიების ეპოქა, ესაა მასობრივი ადამიანის ეპოქა. ადამიანის სოციალური რეზისტენციალობა საკმაოდ შეზღუდულია, ამის შემდეგ ის უბრალოდ ასიმილაციისთვის არის განწირული, რაც მოხდა კიდეც. მასობრივი ადამიანი არის ასიმილატორი, რომელიც არ უშვებს არა მარტო სააზროვნო განსხვავებას, არამედ განსხვავებას “ мироощущения “. მასობრივი ადამიანის ენა არის იდეოლოგია, იდეოლოგია კი როგორიც არ უნდა იყოს ის, რჩება ტოტალურ და ყოვლისმომცველ სააზროვნო სისტემად. ის არ უშვებს ტოლერანტობას იქ რაც მისთვის არსებითია, მეორე საკითხია რომ ზოგ იდეოლოგიაში არსებითი უფრო მეტია, ზოგში უფრო ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი და იგივე სააზროვნო სტრუქტურა ყალიბდება. ამის შესახებ მარკუზე წერდა “ერთსახოვან ადამიანში”, იმის მიუხედავად რომ საბჭოთა მოქალაქეები და კაპიტალისუტრ სამყაროს მოქალაქეები იდეოლოგიურად მტრულად იყვნენ განწყობილი, ორივე ქმნიდა ერთი ტიპის ადამიანს.
რაციონალიზაციის პროცესმა ქვეცნობიერის ამოტივტივება და განდევნა დაიწყო, რომელიც საბოლოო ჯამში დაბრუნდა კოშმარის სახით. მოდერნიზმი, რომელიც იწყებოდა დიდი ენთუზიამზით და იმედით, დაამთავრა ნიჰილიზმით. სახელმწიფოები და პროექტები, რომლის შენებაც მოდერნულ საზოგადოებაში დაიწყო, მის ბოლო ეპოქაში გამოაცხადეს განუხორციელებელ “უტოპიად”. ეპოქა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ შეიძლება პოსტმოდერნული ვუწოდოთ, მაგრამ მე მირჩევნია “კოკა-კოლას” ეპოქა დავარქვა. “კოკა-კოლას” ეპოქა ადამიანებს საზრისის ნაცვლად, სთავაზობს გართობას, კომფორტს. ჩვენ ვუხდით “კოკა-კოლას” იდეოლოგიას, რომ მან არ მოგვცეს საზრისი. ეს კრიზისი ჩანს ისლამურ სახელმწიფოსთან მიამრთებაში, როდესაც ევროპელები ჩადიან სირიაში საბრძოლველად იმ მოტივით, რომ “დასავლეთში არანაირი ფასეულობა აღარ დარჩა აიფონის გარდა” და იბრძვიან ისლამის სახელით, რომელიც უცხო უნდა იყოს კულტურულად მათთვის.
2
კაცობრიობა რომელიც ავთენტურობას გაექცა საზრისის შექმნით (რეალობის კონსტრუიერებით), დაამთავრა ისე რომ საზრისსაც გაექცა კომფორტში.


3
საზრისის პრობლემა ადამიანებს უჩნდება და სხვადასხვანაირად ართმევენ თავს. რა თქმა უნდა მეც მიფიქრია ამ საკითხზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ საზრისი ჩნდება ავთენტური მდგომარეობიდან გაქცევის დროს. ავთენტურობა არის სულის მზაობა შეხვდეს სიკვდილს. ამ მდგომარეობიდან გაქცევა ალბათ ყველაზე გავრცელებულია ადამიანებს შორის.
ადამიანს ეშლება ბნელი მხარე და სიკვდილი, ამიტომ არის რომ ამ ორ რამის გაიგვებას ახდენს. ყველაზე შორს ის მიდის, ვინც არ იცის სად მიდის. სიბნელეში სიარული არის ავთენტურობის მაჩვენებელი, რომელსაც არ ჭირდება საზრისის ძიება, რათა მოტივაცია ჰქონდეს სიარულის, მეტიც ის მიდის იმიტომ არა რომ რაღაც აღმოაჩინოს, ის მიდის იმიტომ რომ უბრალოდ ისე ყოფნა მოწყენდება .


4
სიკვდილი არ არის დესტრუქცია, პირიქით სიცოცხლეა ასიმილაცია, შეპყრობილობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ძველ საბერძნეთში მონობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი გადამეტებული სიცოცხლით შეპრყობილობა იყო, როდესაც ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი რათა გადარჩეს და გაიმარჯვოს.
უფსკნულთან შეჯახება და მისგან გადარჩენა ალბათ სიცოცხლის ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ხოლო ავთენტური მდგომარეობა პირიქით უფსკნულთან შეჯახებაზე არ ამბობს უარს, არამედ ეს მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მაგარ აქტად, ხოლო თუ უფსკნულთან შეჯახება იმისთვისაა საჭირო რომ სიცოცხლე ვიპყრო, მაშინ აღარაა უფსკუნლთან შეჯახება და არის ყალბი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ სიმულირებს უფსკნულთან შეჯახებას. ამის კარგი მაგალითია ფილმი “მებრძოლთა კლუბი” რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ასახავს ამ თემატიკას. ამ ფილმში რამოდენიმე ელემენტი ჩანს, ნიცშეს ტერმინებით რომ გამვარტოთ არის “იდეალი” და “უფსკნული”. “უფსკნული” ანუ ბრედ პიტი, არის ძალაუფლების პყრობთ შეპყრობილი, ბედს ერთგულად მორჩილებს და უძირო უფსკნულს უცქერს სიცოცხლის დასაკმაყოფილებლად. რევოლუციურ-ბოლშევიკური მილიტარისტული სენტიმენტებით გაჟღენთლი, სიცოცხლის პყრობის სურვილით აღსავსე ადამიანი. ეს ტიპი ხდება გარკვეულ იდეალი, სისტემასთან მებრძოლე, რომელიც უკმაყოფილებს ჩვეულებრივ მომხმარებლებს წარმოსახვით დესტრუქციის მოთხოვნებს.


5
როგორც ვთქვი ძველ საბერძნეთში მონა იყო ის ვინც სიცოცხლით იყო შეპყრობილი. ყველაზე უარესი, რაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ თქვა (ლიბერალიზმმა გაიმარჯვა იმიტომ რომ ყველაზე პრიმიტიული იყო და ყველაზე მარტივ და შინაარს დაკარგულ მესიჯებს აძლევდა ადამიანს) იყო ის, რომ მონას დააჯერა რომ თავისუფალია. იმისთვის რომ ადამიანი გამხდარიყო თავისუფალი მას გარკვეული იდეური, ან ემოციური მომენტების უარყოა წაუყენეს წინაპირობა. ადამიანი აღარ უნდა იყოს ჰომოფობი, ქსენოფობი და კიდე მილიონი ფობი რომ თავისუფალი იყოს, აღარ უნდა იყოს შეპყრობილი ტრანსცენდენტული რწმენით, უნდა კმაყოფილდებოდეს იმ კონფორტების მიღებით რასაც არსებული ინდუსტრია თავაზობს, არ უნდა იყოს აცდენილი იმ საბაზისო ღირებულებებს, რასაც ლიბერალიზმი ქადაგებს. ერთი სიტყვით მთლიანად უნდა იყოს “განსხვავებული”, განსხვავებულთა ერთფეროვან სამყაროში, სადაც ფორმები განსხვავდება, მაგრამ შინაარსი ერთია. ხსნა მსგავსი კონსტრუირების უგულვებელყოფაშია, ემოციურად გულგრილობაშია.


6
მთავარია რომ მიზანი გაქრეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არაფერი არ ვაკეთოთ. ასევეა საზრისის გაქრობა, საზრისის გაქრობა არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეზე ამბობ უარს და სუიციდურ აქტს ჩაიდენ, პირიქით სუიციდური აქტი არა საზრისი არ არსებობაში, არამედ საზრისის კრიზისს უკავშირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს კამიუს აბსურდულობას. აბსურდში ყოფნა ეს მხოლოდ გააზრების პროცესშია, კამიუს მთავარი გმირი ვერ მიდის აბსურდულობისგან შორს. რა არის აბსურდულობის მიღმა? ალბათ ავთენტურობა.


7
არისტოკრატისთვის ისიც კი საძულველია, რაც თავისთავად ძვირფასია, ხოლო მონისთვის ისაა ძვირფასი რაც საძულველია (ცხოვრება). ციცერონი გვასწავლის, რომ მონა თავისუფლებისკენ კი არ ისწრაფვის, არამედ ბატონობისკენ. ე.ი სიცოცხლის სიყვარულიდან გამომდინარე თავისუფლებას კი არ ესწრაფვის , რომ რაც შეიძლება დიდი ხანი იცხოვროს, არამედ ძალაუფლებას, რომ სამაგიერო გადაუხადოს. მაგრამ ისტორიამ გვაჩვენა რომ მონას ახასიათებს სიცოცხლის გადაჭარბებული მოყვარეობა - ქრისტიანობაა ამის კარგი მაგალითი.
რა თქმა უნდა არისტოკრატისთვის ავთენტური ცხოვრებაა მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ავთენტური სიცოცხლის დათმობა, ხოლო პატარა ბედნიერების დათმობა რა დიდი რამეა?! მონა კი პატარა ბედნიერებას კი არა იმ მცირესაც ვერ თმობს რაც გააჩნია.

No comments:

Post a Comment