Tuesday, March 7, 2017

ევროპული ცივილიზაციის ჩასახვა

ევროპული ცივილიზაციის ჩასახვა

დაახლოებით ძვ.წ 2500 წელს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და მატერიკზე ისახება მეტალურგიული ცენტრები. ეს არის პერიოდი, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოები  ებრძვიან ერთმანეთს მეტალურგიული რესურსების ხელში ჩასაგდებად (განსაკუთრებულად ისეთი რესურსების, როგორიცაა ბრინჯაო, ოქროდა სხვ.). ეს ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს სძენს ეგეოსის ზღვას. მართალია, თავად ბრინჯაო არ მოიპოვებოდა საბერძნეთში, თუმცა მისი დამუშავება აქ იყო ძალზედ განვითარებული).
ამ ეპოქას მეცნიერები უწოდებენ „კრეტა-მიკენის კულტურას“. კრეტა-მიკენი სცივილიზაცია არსებობდა ძვ.წ III-IIათასწლეულში. თავად ძველ ბერძნებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ. იყო მითები და ლეგენდები მეფე მინოსზე, რომელიც მართავდა კრეტას (თალასოკრატიას[1]) და იყო ლეგენდები ლაბირინთზე, სადაც ცხოვრობდა ურჩხული მინოტავრი, რომელიც იყო ნახევრად ხარი, ნახევრად ადამიანი.
ამ ცივილიზაციის შესახებ კაცობრიობამ არაფერი იცოდა XX საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდშლიმანის და არტურ ევანსის არქეოლოგიურ გათხრებამდე. არტურ ევანსმა აღმოაჩინა სასახლეები ქალაქ კნოსში. ეს იყო სამსართულიანი სასახლეები, შესანიშნავი ფრესკებით, ფუფუნების საგნებით და მაღალი კულტურით. ეს სასახლეები რეალურადწარმოადგენდნენ მინი-ქალაქებს. 
დღესდღეობით ჩვენ ვიცით რომ კრეტაზე ცხოვრობდნენ პროტოინდოევროპელი ხალხები, რომლებიც არ იყვნენ
ბერძნები. მათ გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა, რომელიც დღემდე არ არის გაშიფრული.
მათი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება წააგავდა ბევრ პროტოინდოევროპელ ხალხების ცხოვრობას. მათ  სათავეში იდგა მეფე ან მეფე-ქურუმი, მაგრამ ძალიან დიდ როლს რელიგიაში და პოლიტიკაში თამაშობდნენ ქალები, რადგანქალების ფიგურები ყველგან დიდად არის გამოსახული,  არქაულ მხატრობაში კი ზომას აქვს დიდი მნიშვნელობა და გამოხატავდა სოციალურ მნიშვნელობას ამა თუ იმ პერონის.
იოჰან ბახოფენმა 1861 წელს გამოსცა წიგნი „დედის უფლებები“, რომელშიც ის იკვლევს  ქალური და მამაკაცური ტიპებს სხვადასხვა კულტურაში.  მისი კვლევის თანახმად ისტორიის საწყის ეტაპზე სისხლისმიერი კავშირების ფიქსირება მხოლოდ ქალის საშუალებით ხდებოდა. ამიტომ ქალი-დედა გამოდიოდა როგორც მბრძანებელი და კანონმდებელი გვარშიც და თემშიც. ამ გარემოებამ თავი იჩინა როგორც ოჯახის, ისე გვარისა და რელიგიის ჩამოყალიბებაში. ბახოფენის  მიხედვით მატრიარქალური[2] ტიპის კულტურებს ახასიათებთშემდეგი ნიშნები: ადამიანთა თანასწორობა, უპრირობო დედობრივი სიყვარული, ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა, მისი ბედნიერება.  მაგრამ ბახოფენის აზრით,  დროთა განმავლობაში, მამაკაცის როლის გაზრდამ განაპირობა მამაკაცური ღვთაებების გაბატონება. ამ პერიოდში შეიძლება საუბარი პატრიარქალური ტიპის კულტურაზე, სადაც უპირატესობა საქმიან ურთიერთობებს და რაციოს ენიჭება. ადამიანი ისწრაფის ბიოლგიური გარემოს შეცვლისკენ, თანასწორობის ნაცვლად წარმოიშობა იერარქია, დედობრივ კულტს ანაცვლებს საყვარელი შვილის პრინციპი და მნიშვნელოვანი მახასიათებელს წარმოადგენს უკვეძალაუფლებისადმი მორჩილება.
მეორე გერმანელი მეცნიერის ლეო ფრობენიუსის მიხედვითm, მატრიარქალური ტიპის კულტურა გამოირჩევა ბუნებესთან ერთიანობით, მშვიდობისმოყვარეობით და ის უფრო ემოციური მსოფლმხედველობითობით აღიქვამს სამყაროს. ფრობენიუსი ასახელებს  ორი ტიპის კულტურას, ესენია „ტელურიულ-ეთნიკურ-პატრიარქალური“ და „ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური“.  „ტელურიული“ (პატრიარქალური) ტიპის კულტურა აფრიკის სავანეთა შვილია, ხოლო „ქტონიური“ (მატრირქალური)სახარისა და ჩრდილო აფრიკის. „ტელურიული“ კულტურისთვის დამახასიათებელია ცისკენ მისწრაფებაა, რაც კარგად ჩანს მის არქიტექტურაში - მოწნური სახლებში და ფეხებიან საწოლებში.აქ ღმერთებიც ზემოთ ბინადრობენ. „ქტონიური“ ტიპის კულტურა კი ისწრაფვის მიწისკენ, თავისი მიწური სახლებით, მიწის ღუმელებით, სუფთა მიწისქვეშა სამყაროთი და  ა.შ.  შემდგომში მან „ქამიტური“ (მატრიარქალური) და „ეთიოპური“ (პატრიარქალური) კულტურები შეცვალა „აღმოსავლეთითა“ და „დასავლეთით“. აქედან პირველისთვის - მატრიარქლური კულტურისთვის - დამახასიათებელია „გამოქვაბულის“ შეგრძნება, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა; მეორესთვის - პატრიარქალური კულტურისათვის კი - „შორეული სივრცის“განცდა, დინამურობა, პიროვნების და თავისუფლების იდეა.
კრეტას ცივილიზაცია იყო  მშვიდობისმოყვარე ცივილიზაცია. კერძოდ, არც ერთ წერილობით წყაროში   არ ფიქსირდებადიდი ომი, განსხვავებით მისი პერიოდის სხვა მცირე აზიის სახელმწიოფებისგან, როგორიც იყვნენ ხეთები და ასირიელები, რომლებიც საკმაოდ ინტენისურ ომებს აწარმოებდნენ. ფრესკებზე, რომლითაც სავსე იყო კრეტას სასახლეები, არ არის გამოსახული ომის და ნადირობის სცენები. იმ დროს სხვა ცვილიზაციებში, თუნდაც იგივე ხეთებსა თუ ასირიულ ცივილიზაციებში, ძირითადად გამოსახული იყო ომის, ნადირობისა და დაკრძალვის სცენები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრეტას ცივილიზაცია განეკუთვნება მატრიარქალური ტიპის კულტურებს.აქ ძირითადი საქმიანობები, რომელთა საშუალებითაც იხვეჭდნენ მატერიალურ სიმდიდრეს, იყო ზღვაოსნობა და ვაჭრობა. ვაჭრობა წარმოებდა ძირითადათ გვიპტესთან და ასევე იმ ეპოქის სხვა განვითარებულ ცივილიზაციებთან.
დაახლოებით ძვ.წ 1700 წელს „ძველი სასახლეები“ განადგურდნენ. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ განადგურების მიზეზი უნდა ყოფილიყო ბუნებრივი კატაკლიზმა, როგორიცაა მიწისძვრა. მეორე ნაწილის აზრით კი მათი განადგურება მოხდა გარკვეული სოციალური დაპირისპირებების შედეგად.
ძვ.წ 1650-1450 წლებიში იწყება „ახალი სასახლეების“ ეპოქა. ეს  პერიოდი ითვლება კრეტული კულტურის ოქროს ხანად. ამ პერიოდში კრეტული კულტურა ვრცელდება მთელ საბერძნეთზე. კვლავ აშენებენ სასახალეებს, ამჯერად უფრო დიდს და პომპეზურს. მაგრამ ძვ.წ 1450 წ ხდება ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ფერაში (სანდარინაში). ის დიდ გავლენას ახდენს ამ ცივილიზაციის მორალურ მდგომარეობაზე, რადგან ვულკანის ამოფრქვევა აღქმული იქნა როგორც აპოკალიფსი. მან ასევე დიდი მატერიალური ზიანიც მიაყენა ამ ცივილიზაციას. სწორედ  ამ პერიოდში მათიპყრობენ აქავული ტომები, რომლებსაც სხვანაირად  ეძახდნენ მიკენელებს (მათი ყველაზე დიდი ქალაქის მიკენის გამო, რომელიც პელეპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა). ამის შემდეგ იწყება კრეტას გადაქცევა პერიფერიად, ხოლო მიკენის კი ცენტრად. ძვ.წ 1150-1110 წლები არის მიკენის ეპოქა, რომელიც კრეტას კულტურის გავლენის ქვეშ იყო. მიკენელები კრეტელებისგან განსხვავებით გაცილებით მეომარი ხალხი იყო. ამ პერიოდში ჩნდება უამრავი ქალაქი, ისეთები როგორიცაა სპარტა, არგო, თებესი და სხვები. მიკენის მეფეების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო ტროას ომი, რომელიც მოხდა დაახლოებით ძვ.წ 1150 წელს. ვარაუდობენ, რომ ტროამ გამოფიტა მიკენელების სამეფო ძლიერება და 1110 წლისთვის, დორიელების შემოსევის შედეგად, ხდება მიკენის სახელმწიფოს დაცემა.
დორიელები იყვნენ ბერძნების მესამე ტალღა (კრეტელების და აქაველების შემდეგ), რომელიც ცხოვრობდნენ თანამედროვე სერბეთის ტერიტორიაზე. დორიელებმაგაანადგურეს მიკენური ცივილიზაცია და დაიპყრეს მთელი საბერძნეთი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიკენელებისგან განსხვავებით, დორიელებს ჰქონდათ რკინა, რომელიც უფრო მასობრივი წარმოების იარაღია ვიდრე ბრინჯაო და ეს იყო მთავარი ფაქტორი თუ როგორ მოახერხეს  დორიელებმა, მათზე განვითარებული მიკენელების დამარცხება.

ბნელი ეპოქა
კრეტა-მიკენის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, ხდება არა მხოლოდ დამწერლობის დაიკარგა, არამედ საბერძნეთი აღმოჩნდა პირველყოფილ თემურ მდგომარეობაში. აღარ წარმოებდა თითქმის არაფერი გარდა მიწათმოქმედებისა, რომელიც საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე იყო განვითარებული. 
ბნელ ეპოქამდე საბერძნეთი ვითარდებოდა აღმოსავლური ცივილიზაციების მსგავსად, ტიპოლოგიურად ის იყო აღმოსავლური ცივილიზაციების მსგავსი, თუმცა კრეტო-მიკენის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, ბერძნებმა შეძლეს ახალი ცივილიზაციის განვითარება.  ამ „რაღაც ახალი ცივილიზაციის“ განვითარებით დაედა საფუძველი ევროპული ცივილიზაციის შექმნას, რომელიც უკვე  ტიპოლოგიურადაც არსებითად განსხვავდებოდა აღმოსავლური ცივილიზაციებისგან.
როდესაც ბერძნები დაუბრუნდნენ პირველყოფილი დემოკრატიის ფორმებს და დავიდნენ თემური ცხოვრების დონეზე, ამ პირველყოფილმა თემებმა დროთა განმავლობაში განიცადეს ევოლუცია და თანდათან გადაიქცნენ მოქალაქეთა თემებად. ასე დაიწყო ამ ტერიტორიაზე პოლისების წარმოშობა. აქ დასახლებული დორიელები საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ამ ტერიტორიების მესაკუთრეებად, სწორედ მათ უნდა განეგოთ ეს მიწა და მათ არ ჭირდებოდათ უმაღლესი ხელისუფლება. ამის გამო იწყება სამეფო ხელისუფლების მოშლა - გადაგვარება. ამ პერიოდში ასპარესზე გამოდის ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის ბასილევსი[3].  ყველა პოლისს ჰყავდა საკუთრი ბასილევსი. თუმცა ბასილევსი უკვე აღარ იყო მონარქი ამ სიტყვის კლასიკური გაგგებით, ის უფრო იყო არისტოკრატიული ფენის უმაღლესი წარმომადგენელი.
მოქალაქეები იმავდროულად იყვნენ მეომრები. ყველა მოქალაქე ვალდებული იყო მიეღო მონაწილეობა პოლისის მიერ წარმოებულ რაიმე სამხედრო კამპანიაში. ყველა პოლისში  უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდა სახალხო კრება. ეს სახალხო კრება რეალურად  იყო მოქალაქე-მეომართა კრება.ამ ინსტიტუტის არსებობა არ ნიშნავდა დემოკრატიის არსებობას, სახალხო კრების ინსტიტუტი არსებობდა პოლისების ყველა პოლიტიკურ სისტემის დროს. იცვლებოდა მხოლოდ მისი ფორმები. ამ პერიოდში  პოლისებში ჩნდება აკროპოლისი. ეს იყო შენობა, რომელიც აღმართული იყო პოლისის ყველაზე ამაღლებულებულ და დაცულ ადგილას,  ძირითადათ ქალაქის ცენტრში. აქ მოქალაქეები ნახულობდნენ თავშესაფარს მტრის შემოსევის დროს. ჩნდება ასევე აგორა, რომელიც წარმოადგენდა სავაჭრო და საზოგადოებრივ ცენტრს.
ყველა პოლისში მოქალაქეთა გარდა ცხოვრობდნენ თავისუფალი არამოქალაქეები.მართალია მათ გააჩნდათ ქონებრივი უფლება და მათი სიცოცხლე და ყველა უფლება დაცული იყო, მათ არ ჰქონდათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ასევე ყველა პოლისში იყო მესამე  მონათა ფენა. ძველი საბერძნეთის ისტორიაში უამრავია შემთხვევა, როდესაც მონა ხდება თავისუფალი ადამიანი. მაგრამ მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როდესაც არამოქალაქე ხდებაა მოქალაქე. ბერძნების აზრით, არამოქალაქეს შესვლა მოქალაქეთა ერთობაში იყო დაუშვებელი. ასევე უნდა ითქვას, რომ მოქალაქეები იყვნენ მხოლოდ მამაკაცები და ქალებს უფლებები ამ მხრივ ძალზედ შეზღუდული იყო.
დორიელების კულტურა იყო პატრიარქალური ტიპის კულტურა. ამით აიხსნება ის, რომ პირველი რაც მათ გააკეთეს, იყო აბსოლუტური განადგურება მატრიარქალური კრეტ-მიკენური ცივილიზაციის და ყველა მისი გადმონაშთის. სიმბოლურად ეს აისახა მხატვრობაში და ლეგენდებში. ცნობილი ლეგენდა ხარის ანუ მინოტავრის მკვლელობის, რომელიც იყო სიმბოლო კრეტა-მიკენური ცივილიზაციის. ის მოკლა გმირმა ახალი სამყაროს შესაქმნელად, სადაც იგულისხმება დორიელების მოსვლა საბერძნეთის ტერიტორიაზე და მათ მიერ ახალი ცივილიზაციის შექმნა. აქ ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაყვანილია მინიმუმამდე. ქალები განიხილებოდნენ მხოლოდ როგორც გამრავლების საშუალება.უმნიშვნელო იყო ასევე მათი როლი სოციალურ ცხოვრებაშის.  ქალი ცხოვრების უმეტეს დროს ატარებდა სახლში და მხოლოდ რელიგიურ-რიტუალურ დღესასწაულებზე ჰქონდა უფლება გამოსულიყო სახლიდან. მამაკაცს (მამას) შეეძლო როგორც გაეთხოვებინა ქალიშვილი, ასევე ისე მოეთხოვა მისი განქორწინება, რომ არც არაფერი შეეკითხა ქალიშვილისთვის. აბსოლუტურად არაეთიკურად და მიუღებლად მიაჩნდათ ბერძნებს კაცების ლაპარაკში რაიმე მონაწილეობა ქალის მხრიდან. ყველა ოჯახში ქალიშვილს და ცოლს ჰქონდა გამოყოფილი განსაკუთრებული ოთახი და სტუმრის მოსვლის დროს  ისინი არ უნდა გამოსულიყვნენ ამ ოთახიდან.  ქალის სოციალური როლის ამგვარმა დაქვეითებამ ბიძგი მისცა მამაკაცებში ბისექსუალური ურთიერთობის ნორმად მიღებას. მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამიჯნული ჰეტეროსექსუალობა და ჰომოსექსუალობა. ჩვეულებრივ ნორმად ითვლებოდა ბისექსუალობა, თუმცა კაცებს ცოლად მარტო ქალები მოჰყავდათ.  ბისექსუალური ურთიერთობები არ ითვლებოდა ცოლის ღალატად.
ძველ ცივილიზაციებში მორალის საფუძველი იყო რელიგია და ღმერთების კანონები.განსხვავებით ამისგან, საბერძნეთში მორალი ეფუძნებოდა ეთიკას, ხოლო ეთიკას განსაზღვრავდნენ ადამიანები და არა ღმერთები. რელიგიური ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ ეპოქის ახლო აღმოსავლურ ცივილიზაციათა რელიგიური ცხოვრებისგან. საბერძნეთში არ მოხდა ქურუთმა, როგორც სოციალური კლასის ჩამოყალიბება. ღმერთების შესახებ ცოდნის წყაროს საბერძნეთში წარმოადგენდნენ არა ქურუმები, არამედ პოეტები და მხატვრები. ამის გამო ძველ საბერძნეთში არ არსებობდა ე.წ. „კანონიკა“ და რაიმე შეზღუდვები. რელიგიური ინტერპრეტაციები იყო თავისუფალი. რელიგიურ რიტუალებს ატარებდნენ თვით მოქალაქეები. ოლიმპიური ღმერთები იყვნენ ანტროპომორფიზტულები (ადამიანის მსგავსები არსებები). რელიგია დაკავშირებულიიყო პოლისებთან. ყველა პოლისს თავისი ღვთაება ჰყავდა. თუმცა არსებობდა საერთო ბერძნული სალოცავები. ასეთი იყო დელფოსის ორაკული, რომელიც წინასწარმეტყველებდა. ასევე დელოსზე აპოლონის ტაძარი. იმას, თუ რა არის რელიგიის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, განსაზღრავდნენ პოლისების მოქალაქეები. შესაძლებელი იყო, რომ ერთი და იგივე საქციელი ერთ პოლისში ჩათვლილიყო მკრეხელობად, ხოლო მეორეშა კი არა. შესაბამისად, პოლისებშიამა თუ იმ დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენებიც  განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.



არქაული პერიოდი

არქაულ პერიოდს მეორენაირად დიდი კოლონიალიზმის პერიოდსაც უწოდებენ და ეს პერიოდი მოიცავს ძვ.წ VIII-VI საუკუნეებს.
ძვ.წ VIII საუკუნემდე საბერძნეთი იყო ღარიბი მხარე. ის იყო მსოფლიო ცივილიზაციათა პერიფერია. იმ პერიოდში ცენტრი იყო ახლო აღმოსავლეთში და მცირე აზიაში მდებარე სახელმწიფოები. მაგრამ უკვე ძვ.წ VIII საუკუნის ბოლოს საბერძნეთი ხდება  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარე და პოლიტიკურად და კულტურულად იქცევა მსოფლიო ცივილიზაციების ცენტრად.  მისი ეს დაწინაურება განაპირობა პირველ რიგში პოლისური ცხოვრების წესმა. პოლისურმა სისტემამ გამოიწვია საზოგადოების ჩართულობის ზრდა სხვასხვა სფეროში. ბერძნებს ჰქონდათ მაღალი კონკურენციის კულტურა. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყველაფერში. შემთხვევითი არ არის რომ ოლიმპიური თამაშები სწორედ ბერძნებმა გამოიგონეს. ამ ფაქტორმა პოზიტიური როლი ითამაშა ეკონომიკაშიც.  ამას დაემატა ის, რომ ამ პერიოდში წარმოება იზრდება სამჯერ, რომლის ანალოგი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ინგლისის საწარმოო რევოლუციამდე. ბერძნული კერამიკა მასობრივად იყიდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება,  რომ წარმოება იყო მასობრივი. ბერძნული პროდუქცია გვხვდება ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი, როგორიც იყო ინდოეთი. ბერძნებმა ფინიკიელებისგან შემოიღეს და აითვისეს ფულიდი სისტემა. მათ ჰქონდათ კერძოდ საკუთარი მონეტა, რამაც გაამყარა მათი ეკონომიკური კავშირები სხვა ქვეყნებთან. განვითარდა ზღვაოსნობა და ისინი კონკურენციას უწევდნენ ამაში ფინიკიელებსაც კი. ამის შედეგად ხდება ვაჭრობის სწრაფი განვითარებაც. უკვე ძვ.წ V საუკუნეში ბერძნული მონეტა იქცა საერთაშორისო სავაჭრო ერთეულად.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ პერიოდში არის ე.წ ჰოპლიტური რევოლუცია. ჰოპლიტები, რომლებიც არიან მძიმედ შეიარაღებული, დისციპლინირებული ქვეითი ჯარი, ხდება მთავარი სამხედრო ძალა. ჰოპლიტის მთავარი შეიარაღება არის შუბი და ფარი, რომლის შეძენა შეეძლო ყველა საშუალო მიწიან გლეხს. ამიერიდან ჰოპლიტი ცვლის არისტოკრატ ცხენოსანს.არსებობდა შემდეგი პრინციპი:ყველას, ვინც მონაწილეობას ღებულობდა სამხედრო მოქმედებებში, ჰქონდა უფლება მოეთხოვა სოციალური იერარქიაში არსებული უფლებების მინიჭება. ამიტომ ჰოპლიტურმა რევოლუციამ მოახდინა რადიკალური სოციალური გარდაქმნები. საშუალო მიწის მქონე გლეხი ამის შემდეგ იწყებენ საკუთარი უფლებების გაზრდას და ძალაუფლებისკენ სწრაფვას.  აქამდე უმაღლესი პოლიტიკური ძალაუფლება იყო სახალხო კრება, თუმცა რეალური ძალაუფლება ჰქონდათ არისტოკრატებს (ბასილევსებს). იწყება დემოსის მოძრაობა. პირველი რასაც მოითხოვს დემოსი, ესაა წერილობითი კანონების შექმნა. ძვ.წ VIII საუკუნეში ბერძნები ქმნიან თავიანთ ანბანს და იწყება წერილობით ურთიერთერთობაზე გადასვლა. წერილობითი კანონები ნიშნავდა თანასწორობას ყველასთვის, ამ პროცესს მოჰყვა პოლიტიკური ბრძოლა არისტოკრატებსა და დემოსს შორის. ამ სოციალური ბრძოლის პროცესში ჩნდებოდა შუამავლები, რომლებსაც უნდა მოეგვარებინად დემოსსა და არისტოკრატიას შორის წარმოქმნილი დავები. ეს შუამავლები ხშირად იყვნენ არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც დროთა განმავლობაში იმტკიცებდნენ ძალაუფლებას და იქცეოდნენ ტირანებად.  თუმცა საბერძნეთში ტირანების ლეგიტიმაციის საკითხი ყოველთვის კითხვის ქვეშ იდგა და მათი სრულფასოვანი ლეგიტიმაცია არ განხორციელებულა. ძვ.წ VII-VI საუკუნეებს უწოდებენ „ძველი ტირანების ეპოქას“. ამ პერიოდის ტირანები  წარმოშობითიყვნენ არისტოკრატები, რომლებიც მართლია ლოიალურად იყვნენ განწყობილი დემოსის მიმართ, მაგრამ როგორც წესი ცდილობდნენ ეს დემოსი გამოეყენებინად საკუთარი კონკურენტი-არისტოკრატების წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში, ტირანთა ძალაუფლება ეცემა, რამეთუ ის ის წინააღმდეგობაში მოვიდა თავად პოლისის სისტემასთან (კოლექტიური საკუთრების იდეასთან). ტირანები როგორც წესი არ აუქმებდნენ დაწერილ კანონებს, ისინი უბრალოდ კანონზე მაღლა იდგნენ.
ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოვლენა არის დიდი ბრძნული კოლონიალიზაცია. კოლონიზაციას ჰქონდა სამი ძირითადი მიზეზი. ესენია:
1) მიწის სიმცირე. მიწა არ იყოფოდა და რჩებოდა უფროს ვაჟს, ხოლო უმცროსი იძულებული ხდებოდა ეძება მიწა სხვაგან.
2) პოლიტიკური და სოციალური ბრძოლა, დამარცხებული მხარე ხშირად ტოვებდა სამშობლოს და მიდოდა ახალი კოლონიის შესაქმნელად
3) ყველა კოლონია იყო სავაჭრო პლაცდარმი და ხშირად არა  მარტო ბერძნები იყვნენ დაინტერესებული რომ შეექმნათ კოლონია, არამედ ადგილობრივი მმართველებიც.
ძველი ბერძნული კოლონიზაცია განხორციელდა სამი ძირითადი მიმართულებით:
 1) დასავლეთი. ეს იყო თავდაპირველად იტალია და სიცილია, სადაც უამრავი კოლონია შექმნეს (ყველაზე ცნობილია მათ შორის ნეაპოლი და სირაკუზი).  ამ მხარს ანტიკურ ეპოქაში უწოდებდნენ „დიდ საბერძნეთსაც“. თუმცა მოგვიანებით ბერძნები კიდევ უფრო დასავლეთით წავიდნენ და დღევანდელი საფრანგეთის და ესპანეთის ტერიტორიაზეც დაარსეს ახალი კოლონიები.
2) აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი. აქ ძირითადად ადგილობრივიმმართველების მხარდაჭერით ქმნიდნენ კოლონიებს (მაგალითად ეგვიპტეში).
3)შავი ზღვის მიმართულებით, განსაკუთრებით შავი ზღვის ჩრდილოეთით და ბოსფორის ზღვაზე.
ბერძნები არ ქმნიდნენ იმპერიას, ისინი უბრალოდ ავრცელებდნენ პოლისის იდეას დანარჩენ სამყაროში.

სპარტა
სპარტა - ლაკედომონი (სპარტას სრული სახელი) იყო უნიკალური ბერძნული პოლისი, რადგან აქ შემორჩენილი იყო ყველაზე არქაული, ჰოპლიტური ელემენტი. ყველა ბერძნული პოლისი იყო სამოქალაქო თემი, სადაც ძალაუფლება ჰქონდათ ჰოპლიტებს, სპარტაში კი ეს მომენტი გამოკვეთილი იყო.
სპარტანული სისტემის შექმნას უკავშირებენ ლეგენდარულ მეფეს ლიკურგუსს, რომელმაც სპარტა გახადა ყველაზე ბრძოლისუნარიანი პოლისი იმდროინდელ საბერძნეთში. სპარტელებმა დაიპყრეს მესინია, სადაც ცხოვრობდნენ ადგილობრივი ტომები და დაიმორჩილეს მისი მოსახლეობა. დამორჩილებულ მოსახლეობას უწოდეს ჰილოტები. ჰილოტები მუდმივ მორჩილებაში რომ ჰყოლოდათ და შეძლოდათ მათი შესაძლო აჯანყების ჩახშობა, საჭირო იყო სპეციალური, მუდმივ მობილიზაციაში მყოფი ჯარის ქონა. ლეგენდის მიხედვით, ლიკურგუსმა დელფოსის ორაკულისგან მიიღო რეტრო (წინასწარმეტყველება), რამაც უბიძგა მას გაეტარებინა მიწის რეფორმა.
ლიკურგუსის რეფორმის მიხედვი სპარტანული მიწები დაიყო 10 000 ნაწილად ანუ კლერად. ყველა სპარტანელი სიცოცხლეში იღებდა ერთ ასეთ კლერს. კლერი არ იყო უბრალოდ მიწა, ის იყო ისეთი მიწა, რომელსაც ილოტების 7 ოჯახი ამუშავებდა და ჰილოტები ვალდებულნი იყვნენ, თავიანთი მოსავლის ნახევარი მიეცათ სპარტანელისთვის.
სპარტანელებს აეკრძალათ ყველანაირი საქმიანობა გარდა სამხედრო საქმიანობისა, ეს აკრძალვა კანონში იყო გაწერილი. ყველა სპარტანელი ბიჭი, რომელიც 8 წლის ხდებოდა მიჰყავდათ მშობლებისგან გასამხედროვებულ ბანაკში - აგელაში, სადაც ის სწავლობდა სამხედრო საქმეს. ყველა სპარტანელი, რომ გამხდარიყო სრულფასოვანი მოქალაქე, უნდა მოეხდინა ინიციალიზაციია[4]. რიტუალს ერქვა კრიპცია - როდესაც სპარტანელი ახალგაზრდა ნადირობდა ჰილოტზე, მას უნდა მოეკლა ახალგაზრდა და ძლიერი ჰილოტი, შეიარაღების გარეშე. 20 წლიდან სპარტანელებს უფლება ეძლეოდათ ქორწინების, ხოლო 30 წლიდან სრული სამოქალაქო უფლება ეძლეოდათ. ამ აღზრდის წესს ერქვა აგუგე.
სპარტაში ქალებიც ფიზიკურ აღზრდას გადიოდნენ. ისინი სწავლობდნენ ასევე რელიგიურ რიტუალებს და საოჯახო საქმეს. სპარტა განსხვავდებოდა სხვა ბერძნული პოლისებისგან, სადაც ქალებს შედარებით მეტი თავისუფლება ჰქონდათ. სპარტაში ქალს არ შეეძლო გათხოვება, თუ ის 18 წელზე უმცროს იყო. მათი გათხოვება ხდებდა საკუთარი ნებით.  ისინი ასევე არ იყვნენ ოთახში გამოკეტილები, როგორც ეს სხვა ბერძნულ პოლისებში ხდებოდა. სპარტაში იყო გავრცელებული პოლიანდრია[5], და შესაბამისად იყო შემთხვევები, როცა ორ ძმას შეეძლო ერთი ცოლის ყოლა.
ცხადია, რომ სახელმწიფოს გარდა მეომრებისა და მონა-მიწათმოქმედებისა  ესაჭიროება ვაჭარ-ხელოსნები. ამიტომ სპარტაში არსებობდა ასევე მესამე ფენა, ე.წ. პერიეკები - თავისუფალი არამოქალაქეები, რომლებიც მისდევდნენ ვაჭრობას და ხელოსნობას.საომარი მდგომაროების დროს, პერიკები მონაწილეობდნენ ომებში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ არანაირი პოლიტიკური უფლებები.
სპარტაში არსებობდა სახალხო კრება - აპელა. აქ ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს ომისა და მშვიდობის შესახებ. აპელაში არ ხდებოდა საკითხების განხილვა, უბრალოდ გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხდებოდა არა ხმების რაოდენობით და მათი დათვლით, არამედ ხმის ძალით. ანუ, იმარჯვებდა ის, ვინც უფრო ხმამაღლა დაიყვირებდა.აპელა ირჩევდა 28 ჰერონტს არისტოკრატიულ წრიდან, სიცოცხლის ბოლომდე. სპარტაში არსებობდა ასევე ორი მეფე, ბასილევსი. აპელაში მოქალაქეებს არ შეეძლოთ ინიციატივის შეთავაზება, მას შეეძლო ბასილევსის ან ჰერონტის გადაწყვეტილების მიღება ან უარყოფა მარტო. ასევე კრებაზე ირჩევდნენ ხუთ ეფორს (ზედამხედველს) რომელიც მეფესა და ჰერონტების საქმიანობას ზედამხედველობდა, რომ არ დამყარებულიყო ტირანია.
სპარტა საკუთარ თავს ყოველთვის პოზიციონირებდა როგორც ტირანთმოძულე. იყვნენ ბევრი სხვა ბერძნული პოლისის არისტოკრატებისთვის მისაბაძნი. თავად სპარტაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია მოგვეპოვება ათენელი არისტოკრატებისგან, რომლებსაც იდეალად სპარტა მიაჩნდათ. ეს იყო სისტემა,რომელსაც პოლიტიკური ქაოსი არ შეხებია და მისი პოლიტიკური სისტემა სტაბილურად არსებობდა სპარტას საბოლოო დაცემამდე.

სოლონისა და კლისთენეს რეფორმები. დემოკრატიის ჩასახვა.

ძვ.წ VI საუკუნის დასაწყისში  ათენელები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ათენელების საკმაოდ დიდი ნაწილი აღმოჩნდა სავალალო კაბალურ მდგომარობაში. ის ათენელები, რომლებიც ვერ იხდიდნენ ვალს, იძულებული იყვნენ გამხდარიყვნენ მონები.  ძვ.წ 594 წელს პირველ არქონტად[6]მათ აირჩიეს არისტოკრატი სოლონი, რომელმაც დაიწყო რეფორმების გატარება და ახალი კანონების მიღება.მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი იყო  სეისაფხია. ის კრძალავდა ათენელი მოქალაქის მონად გაყიდვას. ყველა ვინც გახდა მონა, განთავისუფლდა და თუ ვინმე უცხოეთში იყო გაყვანილი, ყველა უკან დაიბრუნეს, რადგან სახელმწიფომ გამოისყიდა ისინი. სოლონმა გააუქმა ვალები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ათენის განვითარებას. მისი მმართველობის დროს მოხდა უარავი უცხოელის ჩამოსახლება, რომელთაც ეწოდებოდათ მეთოდიკები (თავისუფალი არამოქალაქეები), რამაც ხელი შეუწყო ათენის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრად ქცევას. სოლონმა გაატარა ასევე პოლიტიკური რეფორმა. მის დროს კერძოდ გაიზარდა სახალხო კრების - ეკლესიის როლი. სახალხო კრება შედგებოდასხვადასხვა ფენიდან არჩეული ცხრა არქონტისგან.  მან ასევე შექმნა 400 კაციანი საბჭო ანუ ბულე. მასში ოთხ სხვადასხვა სოციალურ ფენასწარმოადგენდა ას-ასი წევრი.
თუმცა სოლონის შემდეგ ათენში იწყება პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლა. იმარჯვებს არისტოკრატი პისისტრატე, რომელიცამყარერებს აქ ტირანიას. ის ახერხებს მოწინააღმდეგე არისტოკრატიის დამარცხებას. პისისტრატეს დროს იწყება ათენის აღორძინება.ტარდება ათენური კოლონიზაციის პოლიტიკა. მაღალ საფეხურს აღწევს კულტურა. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ბერძნული თეატრი. ათენი ხდება კულტურული და სავაჭრო ცენტრი. პისისტრატეს გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები ცდილობენ ტირანიის შენარჩუნებას. თუმცა ძვ.წ 530 წელს ათენელი არისტოკრატები სპარტელების დახმარებით, რომლებიც ყოველთვის და ყველგან ტირანიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ,აგდებენ ათენში არსებულ პოლიტიკური წყობას და ათენი ექცევა სპარტის გავლენის ქვეშ. მალე ასეთი ვითარება აღარ მოწონთ თავად ათენელებს და ისინი, ძვ.წ 509 წელს, კლისთენეს მეთაურობით, აძევებენ სპარტანულ გარნიზონს ათენიდან.
კლისთენე რომელიც იყო არისტოკრატი, ხვდება რომ დემოსის შეჩერება შეუძლებელია და ატარებს მთელ რიგ რეფორმებს. პირველ რიგში ის ზრდის სახალხო კრების მნიშვნელობას და მასში ყველა ათენელს შეუძლია მონაწილოების მიღება. ათენი იყოფა 10 ფილედ (ბერძნულად ფილე  ნიშნავს ტომს) თითო ფილე 3 ნაწილად იყოფა, რათა არისტოკრატიას ვერ მოეხდინა დაბალ სოციალურ ფენებზე გავლენის მოხდენა. თითო ფილედან ირჩევდნენ 10 სტრატეგოსს. რადგან ბერძნული წელი 10 თვისგან შედგებოდა, თითო სტრატეგოსს თითო თვეს განსაკუთრებული უფლებები ეძლეოდა სამოქალაქო საქმეების მმართველობის პერიოდში. 400-თა საბჭო შეიცვალა 500-თა საბჭოთი.იზრდება დაბალი სოციალური ფენების  როლი სახალხო კრების შიგნით. ამ დორიდან არქონტი აღარ წარმოადგენს უმაღლეს საერო პირს. მას მხოლოდ სანახობრივ-ცერემონიული როლი აქვს დარჩენილი.
სწორედ ამ სისტემას ეწოდა მოგვიანებით დემოკრატია, რომელიც სამ ძირითად პრინციპზე იყო აგებული: 1) ისანამია - კანონის წინაშე თანასწორობა 2) ისიპოლიტია - თანასწორობასამოქალაქო უფლებების გამოყენებაში 3) ისაგარია - თანაბარი უფლება სახალხო კრებაზე სიტყვის გამოსვლის.
ტირანიისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ასევე ოსტრაკისმოსი - წელიწადში ერთხელ ათენელ მოქალაქეებს ეკითხებოდნენ,არსებობს თუ არა ისეთი მოქალაქე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო წყობას. მოქალაქეები თიხის ნატეხზე ანუ ოსტრაკონზებზე წერდნენ ასეთი პიროვნების სახელს, ვისი სახელიც ყველაზე მეტჯერ გამოერდებოდა, მას ათენიდან 10 წლით აძევებდნენ, მაგრამ ქონებას უტოვებდნენ.

კლასიკური პერიოდი

კლასიკური პერიოდი უკავშირდება ორი პოლიტიკური სისტემის დაპირისპირებას. ეს არის სპარსული დესპოტური სისტემის და ბერძნული პოლისების დაპირისპირება. ძვ.წ 490 წელს დაწყებული ომი სპარსელებსა და ბერძნებს შორის დამთავრდა ძვ.წ 449 წელს კალიასის ზავით ბერძნული სამყაროს გამარჯვებით. ამ ომმა აჩვენა, რომ პოლისებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა მასზე ძლიერი სახელმწიფოსგან. თუმცა ამ კონფლიქტმა ასევე აჩვენა ბერძნული პოლისების მთელი რიგი სისუსტეები, რომელიც შემდეგ პერიოდში გამოვლინდა.
ძვ.წ 478 წელს ათენის მეთაურობით შეიქმნა სიმაქია - ათენის საზღვაო კავშირი, რომელიც თავდაპირველად სპარსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო შემდგომში ათენის ჰეგემონიისთვის ბრძოლაში იყო ჩართული. სწორედ ფლოტის მნიშვნელობის ზრდამ, გამოიწვია დემოსის მნიშვნელობის გაზრდაც, რადგან სახმელეთო მეომრისგან განსხვავებით, ფლოტში მომსახურეებს უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდათ და უფრო მასობრივად იღებდნენ მონაწილეობას, რამაც მათი მნიშვნელობა გაზარდა საგრძნობლად.
სწორედ ამ პერიოდში იბადება  დემოკრატიის გავრცლეების იდეა, ამ იდეის ავტორი იყო ცნობილი ათენელი პოლიტიკოსი პერიკლე. პერიკლე ატარებს მთელ რიგ რეფორმებს. მართალია აქამდე ყველა მოქალაქეს შეეძლო მაღალი თანამდებობის დაკავება, მაგრამ რადგან ეს თანამდებობები არ იყო ანაზღაურებადი და თანამდებობის დასაკავებლად ნებისმიერი ვალდებული იყო მოწყდომოდა საკუთარ მიწას, ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ არისტოკრატიის წარმომადგენლებს.  პერიკლემ კი სახელმწიფო თანამდებობები ანაზღაურებადი გახადა, რამაც საშუალება მისცა დაბალ სოციალურ ფენებს მიეღოთ თანამდებობები. ის ასევე ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომელიც განიხილავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
პერიკლე ატარებდა იმპერიულ პოლიტიკას მოკავშირეებთან მიმართებაში, მოკავშირეებს გარკველი თანხა უნდა გადაეხადათ ათენისთვის და ყველა მნიშვნელოვანი სასამართლო საკითხი უნდა ჩატარებულიყო ათენში. დემოკრატია ამიერიდან დაუკავშირდა იმპერიულ ამბიციებს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ბრძოლა გავლენების გასაზრდელად.
კლასიკური ეპოქაში მოღვაწეობდნენ ყველა დიდი ფილოსოფოსი სოკრატე, პლატონი და ა.შ ეს პერიოდი ბერძნული კულტურის ოქროს ხანად ითვლება.

ძვ.წ. IV საუკუნე პოლისური სისტემის დაცემა

ძვ.წ 431 წელს იწყება პელეპონისის ომი.  მართალია ამ ომში იმარჯვებს სპარტა, რის შედეგად მას შეუძლია სხვადასხვა პოლისში დანიშნოს თავისი გუბერნატორი და გაანადგუროს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. თუმცა ძალიან მალე ბერძნებს აღარ მოსწონთ სპარტას ასეთი ჰეგემონია და ისინი იწყებენ მის წინააღმდეგ ომს.
ეს პერიოდი ხასიათდება სხვადასხვა პოლისებს შორის ომით ჰეგემონიისთვის, ასევე დაქირავებული ჯარების როლის და მათი რაოდენბოის გაზრდით. ბერძენი დაქირავებულები იბრძოდნენ ყველგან, მათ შორის სპარსეთში. ასე მაგალითად ცნობილი ათენელი მხედარმთავარ ქსენოფონტე იბრძოდა სპარსეთის ტახტის პრეტენდენტის კიროსის მხარეზე. იბრძოდა საკმაოდ წარმატებულად, თუმცა კიროსის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ის იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამ ლაშქრობამ ბერძნებს რწმენა გაუჩინა, რომ სპარსელების დამარცხება სპარსეთშიც შეიძლებოდა.
ამის მიუხედავად,  ჰეგემონიისთვის ბრძოლამ სპარსეთს მიცა საშუალება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება გაევრცელებინა საბერძნეთზე.  სპარსელების ფინანსური დახმარებით ათენმა ხელახლა შექმნა ფლოტი, ააშენა კედელი და დაიწყო კორინთეს ომი, რომელმაც ბერძნული პოლისები მნიშვენლოვნად დაასუსტა. ეს ომი დამთავრდა სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა სპარსეთის ქალაქ სუზაში, რაც ნიშნავდა სპარსეთის გავლენის აღიარებას.
თებემ, რომელიც განთავისუფლდა სპარტასგან, მალე შეძლო დემოკრატ ლიდერების ეპიოპონიუსის და პილაპიდეს მეთაურობით დაწინაურება. ძვ.წ 371 წელს კეკურას ბრძოლაში პირველად საბერძნეთის ისტორიაში ღია ბრძოლაში თებელმა ფალანგამ, გაანადგურა სპარტანული ფალანგა და ამის შემდეგ სპარტა კარგავს მესინიას და ბერძნულ სამყაროში მეთაურის როლს. ამ მარცხმა მთელ საბერძნეთში გამოიწვია მთელი რიგი სოციალური ცხოვრების დეზორგანიზაია, დაიწყო სკიტარიზმი, მაგალითად ქალაქ არგოში ხელკეტებით შეიარაღებულმა ღარიბმა მოქალაქემ მაკლა 1000-მდე მდიდარი თანამოქალაქე.
ათენი, რომელიც ცდილობს ლიდერობა დაიბრუნოს, ძვ.წ 374 წელს ქმნის ათენის მეორე საზღვაო კავშირს. ამჯერად მოკავშირეების თანასწორობის პრინციპზე ააგო კავშირი, თუმცა მოგვიანებით ათენურ არქეს დაბრუნება მოუნდა, რის შედეგადაც მოკავშირეები უჯანყდებიან და ძვ.წ 365 წელს ათენს ამარცხებენ.
ძვ.წ 362 წელს მეორე მთავარი ბრძოლა გაიმართება სპარტანელებსა და თებელებს შორის. ამჯერად ათენელები, რომელებიც თებესგან უფრო დიდ საფრთხეს ხედავდნენ, ვიდრე სპარტასგან, სპარტელების მხარეს გადადიან. მაგრამ მანტინეს ბრძოლაში თებელები ამარცხებენ თავიანთ მოწინააღმდეგეს. თუმცა ამ ბრძოლაში იღუპება თებელთა ლიდერი ეპამინონი, რაც ხდება თებეთელთა შორის ახალი პოლიტიკური ომის დაწყების მიზეზი. ომის, რომელიც მნიშვნელოვნად დაასუსტებს თებეს.
ამრიგად, საბერძნეთი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც არ არსებობდა ლიდერიმ, რომელიც შეძლებდა ბერძნული პოლისების გაერთიანებას. ლიდერი ჩნდება საბერძნეთთან ახლოს მდებარე მაკედონიის სამეფოში, რომელიც წარმოადგენდა ნახევრად ბერძნულ მხარეს. მართალია მაკედონიის  მოქალაქეები თავს ელინებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თვით ბერძნები მათ არ თვლიდნენ ელინებად. მაკედონური სამეფო იყო არა პოლისური, არამედ ჩამოყალიბებული მონარქია. ეს დაპირისპირება გამოაჩენს იმას, რომ პოლისური ცხოვრების წესი ნელ-ნელა შედის კრიზისში.




[1] თალასოკრატია - საღვაო ცივილიზაცია. თალასოკრატიის ქვეშ მოიაზრება ცივილიზაცია-არამდგრადი სივრცით და შემდეგ პარადიგმებით: დინამიზმი, ინდივიდუალიზმი, ინოვაცია, იმპროვიზაცია და ეთიკური ნორმების ფართობითობა.
[2]მატრიარქატი - დედათა (ქალთა) მართველობა. პატრიარქატი - მამათა (მამაკაცთა) მართველობა
[3]ბასილევსი ბერძნულად ნიშნავს მეფეს
[4]ინციალიზაცია - რიტუალი, რომლის შედეგადაც ბიჭი ხდება მამაკაცი. სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა რიტუალი იყო. მაგალითად ზულუს ტომებში ინიციალიზაციის რიტუალი იყო როდესაც ბიჭი მოკლავდა ლომს. ამის შემდეგ ბიჭს, საზოგადოება უყურებდა როგორც კაცს და მას იგივე უფლებები ჰქონდა როგორც დანარჩენ ზრდასრულ მამაკაცებს.
[5]პოლიანდრია - მრავალქმრიანობა
[6]არქონტი - თავდაპირველად არონტი ნიშნავდა არჩეულ ერთპიროვნულ მართველს

Thursday, December 22, 2016

ახალი მემარცხენეობა ანუ მემარცხენეობის სიკვდილის მოკლე ისტორია



წინასწარ ვიტყვი უფრო საკუთარ თავთან დისკუსიის აღწერაა, ვიდრე ჩემი კვლევა, მაგრამ ჩემი ნოუთია და მაქვს იმის უფლება ვიყო არც ისე ზუსტი.


თანამედროვე მემარცხენეებს ძალიან უყვართ საუბარი ბურჟუაზიულ ფილოსოფიის სიღარიბეზე, მის სულიერ სიღარიბეზე, მუშათა კლასის მატერიალურ სიდუხჭირეზე, მაგრამ ამ უკანასკნელ საკითხზე ისინი არა მარტო ეწინააღმდეგებიან მემარცხენეეობის დამაარსებელ-მამებს, არამედ ეწინააღმდეგებიან ელემენტარულ ლოგიკას. მათ შეუძლიათ წლების განმავლობაში ისაუბრონ საზოგადოების სხვადსახვა საკითხებზე, შექმნან კვაზიიდეოლოგიური კონცეფციები რომელიც რატომღაც აუცილებლად უნდა მოახვიონ თავზე საზოგადოებას, მაგრამ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ მუშათა კლასის ინტერესთან.


ის მდგომარეობა რომელშიც აღმოჩნდენდ თანამედროვე მემარცხენეები, ძალიან კარგად იხსნება მისი გენეოლოგიის შესწავლით. დაახლოებით ასი წლის წინ რევოლუციური მუშათა მოძრაობები მოკლა სოციალისტური რეფორმიზმისა და ლენინური რევოლუციის წყალობით. ის მემარცხენეები რომლებსაც არ უნდოდათ გამხდარიყვნენ მარიონტეტები, დაიწყეს ახალი გზის ძებნა, ახალი ბრძოლის ტაქტიკის შემუშავება. ამ ძებნის მწვერვალად ითვლება 1968 წლის მოძრაობა, რომლებმაც გვაჩუქეს ჩვენ ბევრი ლამაზი და მსუქანა დეპუტატი ევროპალამენტში - მართალია სტიქიური იყო მათი „ახალი ტაქტიკის“ და „ახალ მემარცხნეების“ ჩამოყალიბება, მაგრამ მთელი მათი მოძრაობა შეიძლება მარტივ სიტყვით დაახასიათო.


მთავარი იარაღი ახალი მემარცხენეების არიან ყველა, გარდა თავად მუშათა კლასის. რატომ? იმიტომ რომ მუშათა კლასი კონსერვატიულია, მუშათა კლასს აღარ უნდა მეტი შოკის მიღება, მას უნდა დიდი საძინებელი, სამზარეულო, საუზმე, სადილილო და ვახშამი, მას უნდა სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იქამდე სანამ მას ეს სტაბილური და მშვიდობიანი ცხოვრება არ შეავიწროვებს მას - და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს მუშათა კლასი მემარჯვენე, ან კონსერვატიულ პარტიებისთვის ხმის მიცემას, შეაჩერებს წარმოებას და გაიტანს თავისას, შემდეგ შევიწროებამდე. ხოლო ვინ არიან „ყველა“ ვიზეც ახალი მემარცხენე მოძრაობა დგას - ესენი არიან სტუდენტები, შავკანიანები, ქალები, ემიგრანტები და ყველა ვინც კი შეიძება იყოს ფსიქიატრიულ პაციენტებით დამთავრებული - რაღაც იზოლირებულ სფეროში „ჩაგვრა“ და „პრივილეგიის არქონა“ იქნება პოტენციალურად პროგრესისტობის ნიშანი, ანუ აღქმულნი იქნებიან როგორც ახალმემარცხენე იდეოლოგიად. ვინმე სოფისტი იტყვის რომ „მუშები საზოგადოებაში უმრავლესობაა, ამიტომ ახალი მემარცხენეები მარქსისა და როზა ლუქსემბურგის ანდეძით კვლავ ორიენტირებული არიან მუშათა კლასზე. მაგრამ ჩვენ ის არ გვითქვამს რომ „ყველა“-ში არ შეიძლება იყოს მუშათა კლასიც - მაგრამ ორიენტაციას ახალი მემარცხენეობა აღარ ახდენს მუშათა კლასზე, მეტიც მუშათა კლასი უკანა მხარეს გადადის და მას ავიწროვებს არაეკონომიური სოციალური სტატუსები. ასე, თანამედროვე ფემინიზმის მესამე ტალღას უფრო მეტად აწუხებს მამაკაცის ჯდომის მანერები ტრანსპორტში ან მამაკაცის ზიზღის უფლება, ვიდრე ქალთა შრომის ექსპლუტაცია.


ჯერ კიდევ ასი წლის წინ კაპიტალიზმის განვითარებამ გამოიწვია საზოგადოების ტოტალური ატომიზმი, გაუცხოება ადამიანების ერთმანეთისგან და ინდივიდების საზოგადოებისგან რადიკალური გამიჯვნა, რაც კარგად აქვს აღწერილი მარქს. პრაქტიკულად ადამიანთა ყველა გაერთიანება გადაიქცა ინფორმაციულ-იდეოლოგირ ფუნქციად - მოხდა საზოგადოებრივი დროის დეფორმაცია „მუდმვი აწმყოთი“, ამან გამოიწვია ის რომ ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ გაანადგურა ყველა ტრადიცია, მათ შორის გაერთიანებების ტრადიციაც. მაგალითად, რელიგია რომელიც ადრე უკავშირდებოდა იდეოლოგიას, როგორც ყალბი რეალობა, რომელზეც იყო ბუნებრივი მოთხოვნა ადამიანების, იმიტომ რომ მისი წყალობით სოციალიზაცია მოეხდინათ, გახდა „პირადი საქმე ყველასთვის“ და მოხდა რა ეს, დაცარიელდნენ ეკლესიები (ესე მოუვიდა სხვა საზოგადოებრივ სფეროებსაც). ადამიანის პირადი წარმოდგენები, რომელის ფორმურილებასაც ახდენს საზოგადოება, გახდა ისეთივე როგორც „რწმენა“ მისი ბურჟუაზიული გაგებით, რომლის მაგალითიც არის თანამედროვე პლურალიზმი, რომელიც ისეთ სასაცილო პოსტმოდერნული კაზუსებში გვხდება როგორც თანაარსებობა ჩუჩხიზმის ტოტალიტარიზმის და დემოკრატიულ ტოტალიტარიზმის კორეაში.


ამის გარდა ღმა დიქტატურა პლურალისტურ მსოფლმხედველობის საერთოდ არ კრძალავს, არამედ ხელსაც უწყობს სხვადასხვა დისკუსიებს დოგმატიკოს-ინდივიდებს შორის: ლიბერალებსა და კომუნისტებს, ათეისტებსა და მორწმუნეებს, მორალისტებსა და ნიჰილისტებს, ერთი სიტყვით ყველა განსხვავებულ „იზმებს“ შორის. მაგრამ რატომ აკეთბს ამას? პირველ რიგში ყველანაირი კამათი იწვევს ინფორმაციულ ხმაურს, რომელიც ესე უყვარს თანამედროვე საზოგადოებას. კომპიუტერი და ტელევიზორია ახდენს ამ ინდივიდების გაპიარებასა და წინ წამოწევას, ამ ინდივიდს კი კავშირი აღარ აქვს საზოგადოების ფართე ფენებთან. მეორე მხრივ კი ბურჟუაზიამ ისწავლა, რომ არავინ ამ ქვეყნად არ წარმოადგენს მათთვის საშიშროებას. და მხოლოდ ამიტომ ახალმემარცხენეებს აღარავინ არაფერს უშლის: მათ აქვთ ყველანაირი უფლება, მათ შეუძლიათ თავისუფლად იყვირონ რომ „არ შეიძლება მარქსის ჩამოწერა“; შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ ინიციატორები სხვადასხვა რეფორმების; იბრძოლონ ყველანაირ სასაცილო სისულელის გამო - კაპიტალიზმისთვის იმდენად სულერთია, რომ მათ აღარც კი გააჩნიათ პოლიტიკური ხედვები, პოლიტიკა მთელ სამყაროში გადაიქცა მათთვის უვნებელ რეალითი შოუებად.


ახალ მემარცხენეები არა მარტო ვერ ხედავენ ამას, არამედ უხარიათ ეს, რადგან ეხლა იყო რევოლუციონერი არის არა მარტო უსაფრთხო, არამედ ძალიან კომფორტულია იყიდოს ძველი რელიქვია ლენინისა ან კომკავშირის და ატარო, ჰქონდეს მარკუზესი და ფრომის ტომები, ეცვას ჩე გევარას მაიკა და ჰოი რევოლუიონერი დაიბადა!

ქართული იდენტობა როგორც რუსეთთან კონფროტაცია

იმ ეპოქაში სადაც მტრის ცნება პირობითია (ჩვენ ვნახეთ თურქულ-რუსული მტრობა რომელიც სწრაფად გადაზარდა მეგობრობაში). არც თურქეთი, არც რუსეთი და არც სხვა სახელმწიფო არ ქმნის თავის იდენტობის ნარატივს სხვა სახელმწიფოს კონფროტაციაზე (ეს ახასიათებს ძირითადად ჩვენნაირ ქვეყნებს, პოსტკოლონიალური კომპლექსებს რომლებიც ვერ იცილებენ). ჩვენ კი ამ დროს პოსტსაბჭოთა ელიტები გვიქმნიან რუსოფობურ იდენტობას (რა თქმა უნდა რუსოფობური განწყობები ზოგჯერ შეიძლება გააღრმავო, მაგრამ მერე თუ დარეგულირდა ურთიერთობა ისტორიულ მეგობრად გამოაცხად, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა და არა იდენტობა). საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ვაჭრობისა და პოლიტიკური თამაშების ნაწილია და არა იდენტობის. ჩვენ მოვისმინეთ ისეთი განცხადებები რომ ნატო-ში შესვლა ჩვენ კონსტიტუციაში უნდა ეწერეს და ვისაც ექნება განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით უნდა ისჯებოდეს. რა დონის უმეცრებასთან გვაქვს საქმე?! რა თქმა უნდა რუსეთი არის ჩვენი საგარეო მოწინააღმეგე, როგორიც პრინციპში თურქეთია, თუ კი ერთი ტერიტორიებს მართმევს და ჩემ ეკონომიკას ყიდულობს, მეორე ჩემ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას ანგრევს. იმ დროს როცა თურქულ პროდუქციას აბსოლუტურად მოხსნილი აქვს აქ ბარიერები ქართულ ბაზარზე, ქართულ პროდუქციის თურქეთში გატანის შემთხვევაში 200% გადასახადის გადახდა უწევს, რა თქმა უნდა ესეთი პოლიტიკა არის მოწინააღმდეგეს პოლიტიკა და არა მეგობრის, ამას ჰქვია სწორედ ნეოკოლონიალიზმი. მაგრამ თავი დავანებოთ ამას, საგარეო ფაქტორი შეიძლება მარტივად და სწრაფად შეიცვალოს, ძველი მტრები-მეგობრებად გადაიქცნენ და პირიქით, მაგრამ ისტერიაზე შექმნილი იდენტობა კი დარჩება, ეს იდენტობა კი არც ლავირების, არც რაციონალური პოლიტიკის გატარების საშუალებას არ მოგვცემს. ჩვენ არ გვჭირდება მსგავსი იდენტობები, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ჩვენ ისტორიაზე და ჩვენ კულტურაზე შექმნილი იდენტობა, რომელსაც არა პოსტსაბჭოთა, პოსტკოლონიალური კომპლექსებით გაჟღენთილი ნარატივი იქნება, არამედ ჯანსაღი და ჩვენ ინტერესებზე გათვლილი იდენტობა იქნება, რომელიც პოლიტიკური თამაშისთვის გაგვიხსნის ხელ-ფეხს და იქნება ფარი ყველანაირი გარე ძალასთან დაპირისპირების დროს. თანამედროვე რუსოფობურ ნარატივს აქვს ერთი მთავარი პრობლემა, ეს ნარატივი არ არის ორიენტირებული საქართველოზე, ეს ნარატივი არის ორიენტირებული იმაზე რომ საქართველო უბრალოდ იქცეს სხვის (ამ შემთხვევაში დასავლეთის) ინტერესების სფეროდ და სხვა ინტერესი აქ არ უნდა არსებობდეს გარდა დასავლური ინტერესის, ანუ არც ადგილობრივი ინტერესი არ უნდა არსებობდეს თუ კი ეს ინტერესი ეწინააღმდეგება დასავლურ ინტერესს. ხოლო ის ინტერესები რაც ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, რომლის მიმართაც აქვთ ლოიალობა ჩვენ ელიტებს, გამოცხადებულია რუსულ ინტერესად. ამიტომ გაუგებარი ხდება ამ ნარატივში სადაა ქართული ინტერესი, რომელიც რუსულ და დასავლურ ინტერესების პარალელურად არებობს. გააუქმეს უბრალოდ საქართველოს ინტერესები და დატოვეს მხოლოდ დასავლური და მასთან მტრული რუსული ინტერესი. ეს არის პარაზიტობა პირდაპირი გაგებით. ამიტომ არის რომ ჩვენთან არავის არ უჩნდება პრობლემა თურქულ კაპიტალზე, რომლიც ძირავს ჩვენ ეკონომიკას, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესი, თუ კი ის შედის კონფლიქტში დასავლურ ფირმის ინტერესზე, გამოცხადებულია პრორუსულად. ეს იდენტობა არის დამღუპველი ჩვენთვის და რაც უფრო სწრაფად შევცვლით მას, მით უფრო სრაფად გამოვასწორებთ ჩვენ მდგომარეობას.

Tuesday, February 9, 2016

შუა საუკუნეები, "იმპერია", ელიტები, მოდერნიზმი და სხვა საკითხები



შუა საუკუნეებში პოლიტიკური და მსოფ მხედველობითი კონცეფციები რადიკალურად განსხვავდებოდა მოდერნიზმისგან. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, “იმპერიის” იდეა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ სიტყვა “იმპერიას” იმისგან განსხვავებული შინაარსი მივანიჭეთ რაც მას ჰქონდა შუა საუკუნეებში. “იმპერია” 1806 წლამდე არ ნიშნავდა ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორე სახელმწიფოს დაპყრობას ან თავის გავლენის ქვეშ მოქცევას. შუა საუკუნეებში იმპერია იყო ზენაციონალური სახელმწიფო, რომელიც სამყაროს უნივერსალურ პოლიტიკურ წესრიგს გამოხატავდა, ის იყო ზეცირი სამყაროს მიწიერი ანარეკლი და ერთადერთი ნიმუში იყო რომის იმპერია. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ “იმპერიის” მთავარი მახასიათებელი “ღვთისნიერი ხელმწიფე” იყო, რომელიც ფორმალურად ყველა მონარქის მართველად ითვლებოდა. ბიზანტიის დაცემამდე მართლმადიდებლური ეკლესიისა და სამყაროს მეთაური ბიზანტიის იმპერატორი “ბასილევსი” ითვლებოდა და ყველა მართლმადიდებელი ვალდებული იყო მოეხსენებინა ის ლოცვებში. როდესაც XIV საუკუნეში მოსკოვის მთავარი ვასილ პირველი შეეცადა კეისრის ლოცვებიდან ამოღებას, კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან გაფრთხილება მიიღო.


თავად რომის იდეა, როგორც “იმპერიის” ერთადერთი სინონიმი ჩნდება შუა საუკუნოვან ტექსტებში. ეს იდეა მოდის “ძველი აღთქმის” ერთი ეპიზოდიდან, რომელიც ეხება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორსა და დანიელ წინასწარმეტყველის ეპოზოდის შუა საუკუნოვან ინტერპრეტაციას. ნაბუქოდონოსორს რომელსაც საშინელი სიზმარი დაესიზმრა და აინტერესებდა მისი გაგება, დანიელ წინასწარმეტყველმა აღუწერა და განმარტა. ნაბუქოდონოსორს ესიზმრებოდა დიდი ქანდაკება, რომელიც ოთხი ნაწილად იყო დაყოფილი: ოქროს, ვერცხსლის, ბრინჯაოს და თიხის, ამ დროს დიდი ლოდი დაგორდება და ამ ქანდაკებას დაამსხვრევს. დანიელ წინასწარმეტყველმა ეს სიზმარი შემდეგნაირად განმარტა, რომ სამყაროში მისი იმმპერიის გარდა (რომელიც განსახიერებდ ოქროს ნაწილს) იქნებოდა კიდე სამი იმპერია და შემდეგ მოხდებოდა მეორედ მოსვლა. შუა საუკუნოვან ტექსტებში ესწინასწარმეტყველება ინტერპრეტირებული იქნა შემდეგნაირად: არსებობდა ბაბილონის, სპარსეთის, მაკედონიის და რომის იმპერია და სწორედ რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში მოხდებოდა მეორედ მოსვლა (რომის იმპერიის ეპოქაში და რომში), ამიტომ როგორც “ტრანსლაციო იმპერიას” უწოდებენ, ესაა ის ადგილი სადაც მუდამ მოელიან მეორედ მოსვლას, ამიტომ ეს იმპერია არ ქრება, ის მხოლოდ მეორე მოსვლის შემდეგ სამყაროსთან ერთად გაქრება, შეიძლება რომი დაეცეს, მაგრამ რომის იდეა არ დაეცემა, ამიტომ შეიქმნა ჯერ “მეორე რომის” და შემდეგ “მესამე რომის” იდეა.


შესაძლებელია “იმპერია” იყო ბერძნულენოვანი, ლათინურენოვანი, რუსულენოვანი, მაგრამ იმპერია არ იქნება ბერძნული ან რუსული, ის თავისი არსით არის ქრისტიანული ზენაციონალური ერთობა და მისგან მხოლოდ არაქრისტიანები, ერეტიკოსები, წარმარტები განიცდიან ჩაგვრას.


რაც შეეხება შუა საუკუნოვან სოციალურ და ფასეულობათა სისტემას, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ როგორც ეპოქა სადაც მთავარი ფასეულობა არის ვალდებულება და მსხახურება, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მოდერნიზმის მთავარ ფასეულობებისგან “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობისგან” - ამ ფასეულობათა სხვაობის გარდა არის კიდევ ერთი მთავარი განსხვავება, შუა საუკუნოვანი ადამიანი არ ცხოვრობდა იდეოლოგიაში, განსხვავებით მოდერნული ადამიანისგან. შუა საუკუნოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ ერთიანი წარმოდგენების შექმნას. კარლ მანჯაიმმა შენიშნა ეს: “ერთი და იგივე რელიგია სხვადასხვანაირად არიქმეოდა გლეხებში, ხელოვნებში, ვაჭრებში,დიდებულებში და ინტელიგენტებში. საზოგადოებაში სადაც ჩაკეტილი კასტები ან წოდებებია, სადაც ვერტიკალური მობილობა შეუმჩნეველია, ან იქმნება ჩაკეტილი, ერთმანეთისგან იზოლირებული წარმოდგენები სამყაროსზე, ან თუ ეს კასტები ერთ რელიგიას ქადგაებენ ეს რწმენა ინტერპრეტირებული იქნება სხვადასხვანაირად, კასტების ან წოდებების ცხოვრებისეულ გამოცდილებიდან გამომდინარე. ესეთი კასტური აზროვნება არ აერთიანებს მათ ერთ ინტელექტტით”


მეფის, სამეფოს მსახურების იდეა და პირადი ღირსების, პასუხისმგებლობის იდეა ერთმანეთისგან გამიჯნული იყო. მეფის ქვეშევრდომს შეეძლო დაერღვია მეფის ნება, თუ კი მისი სინდისი და ღირსება ამას კარნახობდა მას, მაგრამ თუ კი მეფე არ იყო ტირანი (შუა საუკუნეებშიც ტირანია იყო საჯარო დაგმობილი - ეს არ უშლიდა ხელს იმას, რომ ტირანებს ეარსებათ, მაგრამ როგორც მოვლენა არ იყო მიღებული) ის არ სჯიდა ესეთ ქვეშევრდომს (ამის კარგი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ “ვეფხისტყაოსანში” როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობაში) ეს იყო სამყარო სადაც მოვალეობისა და ღირსების განცდა ყველანაირ კანონზე მაღლა იდგა და ეს საკითხები პირადი ღირსების, ეთოსის და გამოცდილების სფერო იყი დაცული. როცა ვამბობ დაცულს, არ ვგულისხმობ რომ ესეთი მეფისადმი დაუმორჩილებელი რაინდი არ დაისჯებოდა სიკვდილით, შეიძლება სიკვდილიც მოგიწიოს ღირსებისთვის, მაგრამ როგორც ღირებულება “ღირსების დაცვა” იყო მარადიული ღირებულება - ეს ღირებულება მკვეთრად არისტოკრატიული იყო და ამ ღირებულებებს თავს არ ახვევდნენ სხვა სოციალურ ფენას. ამ პერიოდში არ არსებობდა მეგანარატივები, არ ხდებოდა ფასეულობათა სისტემის და ენის გათანაბრება. იერარქიული საზოგადოება იმიტომ კი არ იყო იერარქიული რომ სოციალური ჩაგვრა განეხორციელებიანა, არამედ იმიტომ რომ ერარქიულია თავად ეთოსი. რადგან ეთოსია განსხვავებული, ამიტომ არსებობს იერარქიებიც. აანუ რაინდი იმიტომ კი არ იყო უფრო ფასეული, ვიდრე გლეხი რომ სოციალურ ჩაგვრას ახორციელებდა გლეხზე, არამედ იმიტომ, რომ მას გააჩნდა მორალის, ისეთი ღირებულებათა სისტემა, რომელიც არ გააჩნდა გლეხს. გურევიჩი ადრე შუა საუკუნოვან ტექსტების განხილვისას აღნიშნა, რომ გლეხის სახე ადრეფეოდალურ ეპოქაში წარმოდგენილი იყო, როგორც მორალის არ მქონე ადამიანი. ესაა ის ადამიანი რომელიც ყველაზე შორს დგას ღმერთთან, რომელიც თავის შინაგანი მდგომარეობით უმაღლესი მორალური ფასეულობები არ ესმის რა არის.


რა თქმა უნდა ისტორიულმა რეალობამ გვიჩვენა, რომ ეთოსური განსხვავება გაფორმდა სოციალრ ჩაგვრაში. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო მემკვიდრეობითი სისტემა და “სუფთა სისხლის” იდეა. სწორედ მემკვიდრეობითობის სისტემამ მიიტანა დიდი დარტყმა ეთოსზე, ძველ საბერძნეთში კი ცდილობდნენ არისტოკრატიული სისტემაში მემკვიდრეობითობის პრობლემის მოგვარებას, იმით რომ არისტოკრატები ცოლად ირთავდნენ არაარისტოკრატებს, იმიტომ რომ მათი შვილებს დაუმსახურებლად არ მიეღოთ მემკვიდრეობით ღირსებები და პრივილეგიები და არისტოკრატიულ სულს და არა გვარს ემართა, მაგრამ ეგ შეუძლებელი აღმოჩნდა იგივე არისტოკრატიული ლოგიკიდან გამომდინარე.


არისტოკრატიზმსაც შეეხო დეგრადაცია, თუ კი აქადე არისტოკრატები მზად იყვნენ მაღალ ღირებულებების გამო დაეთმთ ყველაფერი, ბოლოს არისტოკრატები მოგვევლინენ ჰედონისტებად, რომლებიც სოციალურ პარაზიტიზმის მეტს არაფერს აკეთებდნენ.


ტრადიციულ სამყაროში ინტელექტუალების, ფილოსოფოსების და თეოლოგების ადგილი რადიკალურად განსხვავდებოდა მოდერნიზმის ეპოქისგან. სულიერი და ინტელექტუალური სამყარო იყო მკაცრად მონოპოლიზირებული. საზოგადოების ის ჯგუფები რომლებიც ამ სფეროთი იყვნენ დაკავებული არა მარტო სხვის ხარჯზე ეწეოდნენ ინტელექტუალურ და სულიერ საქმიანობას, არამედ სხვების მაგივრადაც და სხვებისთვის. ამიტომ ძველ ელიტებს ხალხისადმი ჰქონდა მეურვეობითი პოზიცია. მათ უნდა ცოდნოდათ, გაეგოთ, ხედავდნენ სხვების მაგივრად, სხვების კეთილდრეობისთვს, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს სხვები არ არიან განთლებლი, არ აქვთ წვდომა განათლებაზე და კულტურაზე. ეს მიდგომა შუა საუკუნეებში არ დამთავრებულა, არამედ განმანათლებლობასაც შეეხო. ლიბერალიზმიც, რომელსაც შეგვიძლია პირველი იდეოლოგია ვუწოდოთ - ზუსტად იგივე მეურვეობითი დამოკიდებულება აქვს ხალხისადმი. ლიბერალურ ელიტებს მიაჩნდათ, რომ ის იმყოფებადა იმ პოზიციებზე, რომ მხოლოდ მას შეეძლო დაენახა ჭეშმარიტება, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა განმანათლებლებზე: “ჭეშმარიტება დიდი ასოებით, სილამაზე დიდი ასოებით,სიმარტლე დიდი ასოებით, მხოლოდ მათი სახელით შემიძლია განვანათლო ხალხი, ვუხელმძღვანელო მას, დავიცვა ისინი და ა.შ. ანუ ინტელიგენცია ესაა ისეთი ნევროლოგიური წერტილი, სადაც თავს იყრის ყველა ცოდნა, აზრი, მდგომარეობა, სიძულვილი ან მხიარულება ყველა დანარჩენ ადამიანური სხეულის ნაწილებიდან, რომელსაც თავისთავად არ გააჩნია ენა და ტვინი და ლაპარაკობს მხოლოდ ერთი ენით და ერთი ტვინით, კონკრეტულად კი განმანათლებელი ინტელიგენციის ტვინით”


ძველი საბერძნეთში იყო ფილოსოფიური იდეა, რომ არსებობს ორი სამყარო: დაფარული, ნამდვილი საყარო და ხილვადი, შეხედულებების სამყარო, ანუ არსებობს ჭეშმარიტების სამყარო და შეხედულების სამყარო. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა შეხედულება იყო, მაგალითად ჭეშმარიტების სამყაროზე, ზოგი მეტაფიზიკურ სამყაროს, ზოგი ტრანსცენდენტულს და სხვა სახელებსაც არქმევდნენ, მაგრამმტავარი ის იყო, რომ ყველა ეს მიდგომა ერთ პრინციპზე დგას, ვინც არ უნდა ყოფილიყო შესული (მამარდაშვილის სიტყვებით “აზრში შესვლა”) ამ სამყაროსი და გამოეტანა იქიდან ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტება უნდა გამოეტანა სხვისთვის და სხვების მაგივრად.


1789 წლის რევოლუცია იყო განმაათლებლების ფილოსოფიის პროდუქტი, ადამიანთა მცირე ჯგუფმა, რომლებმაც იცოდნენ სამყაროს ფარული აგებულება, მეურვეობს დანარჩენებს და მათი ინტერესისთვის იბრძვის და წარმოუდგენია მათი ინტერესი თავისუფლების და თანასწორობის სახით.


ამ სისტემის პირველ კრიტიკოსად მოგვევლინა კარლ მარქსი, რომელმაც დასვა შეკითხვა: “კარგი, გარემო აყალიბებს ადამიანს.. გარემოზე იციან ადამიანებმა, რომელსაც უწოდებენ აღმზრდელებს. მაგრამ ვინაღზრდია ამღზრდელს? საიდან არიან? ვინარიან ისინი?” “ფოერბახის თეზისები”


როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: “ყველა ამ წარმოდგენიდან სამყაროს შესახებ იგულისხმება, რომ ვიღაცამ იცოდა თუ რა არის სამყარო”


მაგრამ სანამ გავაგრძელებდე ფილოსოფიურ მიდგომებზე და ელიტებზე საუბარს, მინდა ცოტა ხნით ყურადღება გავამახვილო სოციალურ ცვლილებებზე. მე ვეთანხმები “ახალი ისტორიული სკოლის” წარმომადგენლებს, რომლებიც საუბრობენ, რომარანაირი ფეოდალიზმი არ არსებობდა და ესაა მხოლოდ მოგვიანებითი პერიოდის ინტერპრეტაცია. შეიძლება ფეოდალიზმი არსებობდა სადღაც, მაგრამ ფეოდალიზმს როგორც გლობალურ მოვლენას არ უარსებია. მთავარი მახასიათებელი შუა საუკუნეების იყო მისი აგრარული ხასიათი. ქალაქს როგორც მთავარ პოლიტიკურ ცენტრს დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ის პერიოდია, როდესაც “დემოსი” - ხალხი ან მასა, რასაც შემდეგ მას უწოდებენ, მთავარ პოლიტიკურ სცენიდან მიდის და მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. გურევიჩის დაკვირვებით ადრეფეოდალურ ეპოქის ტექსტები სავსეა ხალხის ბრბოდ წარმოჩნება, რომელსაც იერიში მიაქვს ყველანაირ სიმართლეზე, სიკეთეზე, სილამაზეზე. შუა საუკუნოვანი გადმოსახედიდან ხალხი არის ის ძალა, რომელიც სიმართლეს, სილამაზეს და ბოლოს ღვთაებრივს უპირისპირდება.


ეს რა თქმა უნდა სულაც არ არის ახალი მოვლენა, არისტოკრატია ანტიკურ პერიოდიდან უპირისპირდება დემოკრატიას, მაგრამ ანტიკურ პერიოდში არისტოკრატია გვერდს ვერ უვლიდა დემოსს, ხოლო შუა საუკუნეებში მასობრივი გამოსვლები სასტიკად ისჯება. საინტერესო ის არის, რომ მასობრივი მოძრაობების დამწყებნი ძირითადად არა დომინანტი ეკლესია, არამედ სხვადასვა ერესები და სექტებია. სწორედ ერესები და სექტები ხდებოდა აზროვნების სტანდარტიზაციის (საშუალო ღირებულებების დამყარების მოთხონები) მცდელობები, ე.წ მასობრივი ადამიანის შექმნის მცდელობები. ყველასთვის ერთი მორალური ღირებულების დამყარება შუა საუკუნეებში სატანიზმთან ასოცირდებოდ, ამიტომ ყველა მსგავსი გამოვლინება საფუძველშიე ნადგურდებოდა.


ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არისტოკრატიული ეთოსისა იყო მტრის პატივისცემა, ოღონდ თუ ეს მტერი იგივე თეოსის მატარებელი იყო. ჯვაროსნულ ომებში მოწინააღმდეგის რაინდებსა და მეფეებს დიდ პატივს ცემდნენ თუ კი ისინი წარმოაჩვენდნენ რაინდულ ღირსებებს და ესეთი რაინდი ტყვედ ჩავარდნილი პატივისცეიმით ექცეოდნენ. თუ კი რაინდი უღირს საქციელს ჩაიდენდა, მას ორივე მხარე საკმაოდ სასტიკად ექცეოდა. ორივე რელიგიის არისტოკრატებს ღირსებაზე, დიდებაზე, სამყაროს აღქმაზე ერთნაირი წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე მხრივ კი სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს (როცა ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი, მისი მოსახლეობა ამოხოცეს) - ერთ მნიშვნელოვანი მომენტიც მინდა ვახსენო, უკვე ვთქვი მტრის პატივისცემაზე, ეს არ ნიშნავს რომ მტრის არ მოკვლა არ ხდებოდა, პირიქით მტრის დაორჩილება (ანუ სიკვდილის ღისების წართმევვა) გაცილებთ დიდ დამცირებად მიიჩნევოდა ვიდრე სიკვდილი. ის ვისაც არ აძლევდნენ სიკვდილის ღირსებას, მას უწევდა შრომა. შრომა იყო სასჯელი და დამცირება, როგორც ანტიკურ ეპოქში, ისე შუა საუკუნეებში. ხალხი, დემოსი რომელიც დამარცხდა არისტოკრატებთან ბრძოლაში,მას ღირსებაც აეყარა, ამიტომ მას მხოლოდ შრომა შერჩა.


გვიან შუა საუკუნეებში მდგომარეობა იცვლება, ქალაქი კვლავ იბრუნებს თავის წამყვანადგილს, მაგრამ ანტიკურ პერიოდის ქალაქებისგან განსხავებით, შუა საუკუნეების ქალაქი ვაჭართა ცენტრები უფროა, ვიდრე დემოსით დასახლებული ადგილი. მეფეები კი, რომლებიც აღარ გვანან ადრეულ შუა საუკუნეების მეომარ მეფეებს, რომლებიც იყვნენ “პირველნი თანასწორთა შორის”, მოგვევლინენ ჩვეულებრივ ტირანებად (აბსოლუტიზმის ეპოქას ვგულისხმობ). ეს ტირანი მონარქები სწორედ მასებით ახერხებენ არისტოკრატიის დამარცხებას, რასაც მოყვება თავად მონარქების ჩამოგდება ტახტიდან.


არისტოკრატიულ სამყაროში ადამიანი მიელტვოა იდეალისკენ, რომელიც მის მატერიალურ მდგომარეობას ცდებოდა და სულიერ სამყაროსკენ იყო მიმართული. არისტოკრატს ახასიათებდა ერთდროუად ნიჰილისტური და ტრანსცენდენტული ღირებულებები, მისი ნიჰილიზმი ეხებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ის მისთვის მხოლოდ საშუალება იყო რომ თავის ტრანსცენდენტური მოთხოვნები და მიდრეკილებებეი გამოვლინა. ხოლო დემოსისთვის ტრანსცენდენტულის შეგრძნება, მხოლოდ საკუთარი “მე”-ს შეგრძნების ერთ-ერთი ფორმაა, ამიტომ მისი გაღმერთება იწყება და მთავრდება საკუთარი თავით. დემოსი იწყებს საკუთარი თავის გაღმერთებას. “ხალხის ნება” ყოვლისმომცველ ცნებად იქცა, მან საკუთარი თავი ერთადერთ ლეგიტიმაციის წყაროდ აქცია. ეს მოვლენა მან ნაციონალიზმით გამოკვეთა, ხოლო შემდეგ ინტერნაციონალიზმთ (განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ვერ შეთანხმდენნ რომელი ხალხის ნებაა უზენაესი ერის თუ მსოფლიო მოსახლეობის)


კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რასაც დემოსის აღზევებას მოჰყვა, არის აზროვნების სტანდარტიზაცია. მხოლოდ დემოკრატიზაციის პროცესში ხდება შესაძლებელი, რომ დაბალი წოდების აზრროვნების ფორმა რომელსა აქამდე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიერიდან იძენს მნიშვნელოვან პრესტიჟს. ეკლესია კარგავს სამყაროს ინტერპრეტაციის მონოპოოლიას, მღვდლის ადგილს იკავებს თავისუფალი ინტელიგენტი. როგორც კარლ მანჰაიმა შენიშნა:” ამ ჯგუფის მიზანია მისცეს დოგმატური ძალა ისეთ აზროვნების ფორმას,, რომელიც ადრე იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ კონკრეტულ სექტისთვის და ამით სანქციონირება მოახდინოს ონტოლოგიურ უმპლიტიტურ შინაარსის აზროვნებისფორმას” - მასობრიობა რომელიც ადრე სექტების რეპრეზენტაციის მთავარი საშუალება იყო, ისევ იგივე ტრადიცია გააგრძელა. ხოლო ესეთი აზროვნების ჩამოყალიბების შემდეგ მანჰაიმმა დაასკვნა “ როდესაც ძალაუფლების კონცენტრირება ხდება საზოგადოებაში, იკვეთება ერთფეროვანი აზროვნება, რომელიც აქამდე არ იყო სექციაში”.


ერფეროვნების სათავე ერთი მხრივ იდეოლოგიაა (რომელიც არ უნდა იყოს ის) ის ტოტალურად შეუმწყნარებელია მისთვის პრინციპულ საკითხებზე და ყველა იდეოლოგიის სურვილია შექმნას ჰომოგენური მასა, ლიბერალიზმიც კი რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებას და მრავალფეროვნებას ქადაგებს, ქმნის ყველაზე ჰომოგენურ მასას, რომელიც იმწუთასვე რეაგირებს პრინციპულად განსხვებულ პოზიციის მქონდე ადამიანებზე და ახდენს მის მარგინალიზებას, სხვა იდეოლოგიებისგან განსხვავებით რომლებიც პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეს ავიწროვებდნენ და ანადგურებდნენ და ამით გარკვეულწილად პატივს მიაგებდნენ მას, ლიბერალიზმი დაცინის და ღირსებას უყრის. პრინციპულად განსხვავებულს მხოლოდ მარგინალიზება და დაცინვაღა რჩება.


პირელად კაცობრიობის ისტორიაში იწყება საყოველთაო ადამიანის “ახალი ადამიანის” შექმნის სხვადასხვა მცდელობები. ყველა იდეოლოგია ქმნის თავის ადამიანს, რომელსაც ის ფასეულობები გააჩნია, რასაც იდეოლოგია აწვდის მას. იდეოლოგია არის მექანიზმი, როგორც მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა იდეოლოგია არის მექანიზმი რომელიც აზროვნებს ჩვენში და ჩვენს მაგივრად, ისე რომ ჩვენ გვგონია რომ ეგ აზროვნება ჩვენია. ლეო შტრაუსი წერდა: “სამშობლოსადმი ერთგულება თავისი არისთ, აღზრდაზე არის დამოკიდებული. ეს იმას ნიშნას, რომ პატრიოტიზმი არ არის ბუნებრივი რამ”


დაიწყო ადამიანის კონსტრუირება საყოველთაო სტანდარტიზებული განათლებით, საყოველთაო საინფორმაციო საშუალებებით. მოდერნიზმის სამყაროში უცვლელი მარადიული ფასეულობები გაქრა, ამ სამყაროში ყველაფერი დაშვებულია. მარადიულობის გაქრობა “ღმერთის სიკვდილთ” გაფორმდა. მართალი იყო დოსტოევსკის, რომელიც ამბობდა:“თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი დაშვებულია” ამის შემდეგ ყველაფერის ინტეპრეტაცია უსასრულო ამოცანად იქცა, როგორც მიშელ ფუკომ აღნიშნა: “ინტერპრეტაციის დაუსრულებლობა, მისიმუდმივი დამოკიდებულება განუსაზღვრელობაზე, სწორედ მარქსის, ნიცშეს და ფროიდს მიერ არის აღმოჩენილი...... რაც უფრო წინ მივიწევთ ინტერპრეტაციაში, მით უფრო ვუახლოვდებით იმაბსოლუტურ საშიშ სფეროს, სადაც ინტერპრეტაცია არა მარტო იძულებული ხდება უკუიქცეს, არამედ სადაც ის საერთოდ ქრება როგორც ასეთი, როგორც ინტერპრეტაცია,შესაძლო თვით ინტერპრეტატორის შესაძლო გაქრობამდე”.

Sunday, January 10, 2016

არქაულობა - ჩვენი კულტურული შემოქმედების წყარო

ეს ბლოგი ეხება მხოლოდ ჩემს ვარაუდებს და არ აქვს მტკიცებითი ხასიათი, რადგან საბოლოო ჯამში თავად ამ მტკიცებების ბოლომდე მეც არ მჯერა


"ქართლის ცხოვრება" ქართულ სახელმწიფოებრიობის შექმნას უკავშირებს ფარნავაზს, რომელსაც როგორც ნათესაობრივი ისე კულტურული კავშირი ჰქონდა სპარსეთთან, აღმოსავლეთთან. ქართლის სამეფო შეიქმნა, როგორც აღმოსავლური ტიპის ელინისტური სახელმწიფო, რომელიც მუდამ განახლებას იწყებს "აღმოსავლურად", უკვე შევეხე იმ საკითხებს რისი განმარტებაც დამჭირდება. თანამედროვე ქართული ელიტა გვიმტკიცებს რომ ქართული კულტურა ოდითგანვე დასავლური იყო და რომ ერთადერთი ბნელი ძალა, რომელიც გვაშორებდა ჩვენს დასავლურ მისწრაფებებს რუსეთი იყო - ყველაფერი ჩვენ კულტურაში რაც იყო გამოცხადდა დასავლურ კულტურის გაგრძელებად. ეს ჩემი აზრით ბუნებრივი მდგომარეობაა აბსოლუტურ სიმულარკების, რომელთა ხელობაა სხვის კულტურა, ქცევის ნორმები ისე მიიღო, რომ დაემსგავნონ ამ სხვებს (ამ შემთხვევაში დასავლეთს), ისინი წინააღმდეგნი არიან ყოველგვარი სირთულისა, ყოველგვარი საკუთარ კულტურაში მიბრუნების და იქიდან ახალის დაბაების. ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი შემოქმედნი არ არიან, ისინი მხოლოდ სიმულარკები არიან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ებრძვიან ადგილობრივს კულტურას - ადგილობრივ კულტრაში ვგულისხმობ იმას, რაც განასხვავებს ამ სივრცეს დანარჩენ სამყაროსგან, განსაკუთრებით კი დასავლეთისგან.

დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის განსხვავება საკმაოდ ნათელია. ჯერ კიდევ სტუდენტობის ხანაში დავაკვირდი, რომ რაღაც არსებითი მიდგომები ამ ორ ქართულ კულტურულ ტენდენციას შორის იყო. საკმაოდ ბევრი ლექტორი მყავდა დასავლეთ საქართველოდან, რომლებიც გვიმტკიცებდნენ რომ დასავლეთ საქართველო უფრო ევროპულია ვიდრე აღმოსავლეთი და ამას ძალიან სიამაყით ამბობდნენ (განსაკუთრებით ამას გვიმტკიცებდნენ ეთნოგრაფიის ლექტორები). თავის დროზე ეს იმხელა დისკომფორტს მიქმნიდა პირადად მე (რადგან წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოდან ვარ) რომ სულ მუდამ მინდებოდა საწინააღმდეგოს მტკიცება, მაგრამ მერე აღმოვაჩინე შემდეგი მიმართებები: დასავლეთ საქართველოში ხდებოდა დასავლურ კულტურის მიღება, ხოლო აღმოსავლეთში კი კულტურის შექმნა. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ანტიკური და შემდგომ შუა საუკუნოვანი ქართული კულტურა. ანტიკურ ხანაში საკმაოდ ბევრი ღვთაებები გვხდება ჩვენ ბერძნული, გვხდება ბერძნული კულტურის კვალიც,  დასავლეთ ქართველები ამ კულტურას იღებდნე და უფრო ემსგავსებოდნენ ელინებს, მაგრამ თავისი არსით ისინი მხოლოდ კულტურის მიმღებნი იყვნენ. არ არსებობს ისეთი ნარატივი, რომელიც ამ მხარეში დაწერილა და არ ყოფილიყოს მთლიანად დასავლეთის გამეორება (ამის კარგი მაგალითია 19-ე საუკუნის ქუთაისისა და თბილისის შედარება, თუ კი თბილისში აღმსოავლური კულტურული ელემენტი დომინირებდა, ქუთაისში ქართული ინტელიგენცია დასავლურ ყაიდაზე აწყობით ცდილობდა დასავლეთის გამეორებას). აღმოსავლეთში როდესაც საკუთარ თავთან მიბრუნების საკთხი ჩნდება, ყოველთვის გვხდება ჩვენ არქაული ელემენტები, რომელთან მიბრუნებაც ჩვენ შეგვიძლია და რომლიდანაც ჩვენ ვქმნით ჩვენ ორიგინალურ კულტურას (ამის კარგი მაგალითია ვაჟა-ფშაველა, რომელიც არქაულობაში დაბრუნებით ქმნის კულტურას, რომელიც განსახვავებს ქართულ კულტურას სხვა დანარჩენისგან) ქართული არქაულობა, რომელიც თავისი არსით საკმაოდ აღმოსავლური შინაარსისაა, არის წყარო იმისა რომ აქ ორიგინალური კულტურა შეიქმნას, არა მარტო ორიგინალური არამედ ზოგადად კულტურა შეიქმნას.  ხოლო მეორე მიდგომა არის დასავლური მიდგომა, როდესაც ვუყურებთ მათ ვხედავთ უბრალოდ დასავლეთის გაგრძელებას, ისინი განმეორებლები არიან (რაც თავისთავად არ არის ცუდი). მაგრამ თუ კი ჩვენ იმას შევეხებით რაც ჩვენთვის ძვირფასია, შემოქმედებითია ყველაფერი ეს ჩვენ არქაულთან, ჩვენ აღმოსავლურთან დაბრუნების შედეგად შეიქმნა, იქნება ეს "ვეფხსიტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და სხვა მრავალი. ჩვენ კულტურაში არსებობს მხოლოდ ერთადერთი შემოქმედებითი წყარო ესაა ჩვენი არქაულობა, "აღმოსავლურობა", რომლიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შემოქმედებნი და არა მიმბაძველები.

Sunday, December 13, 2015

ერიკ ჰობსბაუმი "მოკლე მეოცე საუკუნე"

ნაწყვეტი ბრიტანელი ისტორიკოსის ერიკ ჰობსბაუმის წიგნიდან "მოკლე მეოცე საუკუნე"

კაპიტალისტურ სახელმწიფოების წარმატება დამოკიდებული იყო მის ინდუსტრიალიზაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გეგმავდა - საფრანგეთიდან დაწებული იაპონიამდე დამთავრებული. იმავდროულად მთავრობების პოლიტიკური ერთგულება სრული დასაქმებაზე და ნაკლები ხარისხით, ეკონომიური უთანაწორობის შემცირების მიმართ, ანუ მათი ორიენტაცია კეთილდღეობაზე და სოციალურ დაზღვევაზე გამოიღო ის შედეგი, რომ პირველად შეიქმნა ფუფუნების საგანთა მასიური სამომხმარებლო ბაზარი. ფუფუნების ამ საგნებმა გადაინაცვლეს ამის შემდეგ აუცილებელ საგანთა კატეგორიაში. რაც უფრო ღარიბია ადამინი, მით უფრო დიდი ნაწილი თავისი შემოსავლისა უნდა დახარჯოს, პირველად აუცილებელ საგნებზე (როგორიცაა საჭმელი) 1930-იან წლებში ისეთი მდიდარ ქვეყანაშიც კი როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები იყო, შემოსავლების ერთი მესამედი მიდიოდა საჭმელზე, მაგრამ უკვე 1980-იან წლების დასაწყისში ამ დანახარჯის რიცხვმა შეადგინა 13% სხვა დანარჩენი კი იხარჯებოდა სხვა პროდიქტებზე.
            ეკონომიკის ინტერნაციონალიზმმა, გაზარდა წარმოების უნარი მთელ მსოფლიოში. შესაძლებელი გახდა მეტი პროდუქტის შექმნა საერთაშორისო შრომის გადანაწილებით. თავდაპირველად ის შეზღუდული იყო ე.წ „განვითარებულ ქვეყნებით: ე.ი ამერიკულ ბანაკით. სოციალისტური სახელმწიფოები იზოლირებულნი იყვნენ, ხოლო ყველაზე დინამიურად განვითარებადი, მესამე სამყაროს სახელმწიფოები 1950-იან წლებიდან ამჯობინებდნენ დამოუკიდებლად განეხორციელებინათ გეგმიური ინდუსტრიალიზაცია და ჩაენაცვლათ იმპორტირებული საქონელი, საკუთარ საქონლით. რა თქმა უნდა დასავლური კაპიტალისტური სახელმწიფოები  ვაჭრობდნენ ჩანმორჩენილ მესამე სამყაროსთან, საკმაოდ წარმატებულად რადგან ვაჭრობის პირობები მათთვის სასურველი იყო - ისინი იაფად ყიდულობდნენ ნედლეულს და სუსრსათ. რაც მართლა შეიცვალა, ეს იყო განვითარებად ქვეყნების სამეწარმოო პროდიქცია. 1953 წლიდან ოცი წლის განმავლობაში დამზადებული პროდუქცია გაიზარდა ათჯერ, საერთაშორისო ვაჭრობაში მათი რაოდენობა ბაზრის 60% შეადგენდა.
            1975 წლიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებზე მოდიოდა სამი მეოთხედი ავტომობილებისა მსოფლიოში. თუმცა მსოფლიოს ახალ სამრეწველო რევოლუცია ერთ კონკრეტულ რეგიონი არ მოუცვია.
            მთავარი მიმართულება წარმოადგენდა კაპიტალიზმის რესტრუქტურიზაცია და ინტერნაციონალური ეკონომიკის განვითარება. „ოქროს ხანა“ მიღწევები არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკურ რევოლუციით ავხსნათ. მაღალი ტექნოლოგიების გავლენა სამოქალაქო მრეწველობაში გახდა მასობრივი 1973 წლიდს შემდეგ, როდესაც გარღვევა მოხდა ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და გენური ინჟინერიაში. შესაძლოა მთავარი მიღწევები, რომელმაც შეცვალა სამყარო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო მიღწევები ქიმიაში და ფარმაკოლოგიაში, რომელმაც მალევე მოახდინა გავლენა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე მესამე სამყაროში, მისი კულტურული შედეგები მოხდა რამოდენიმე ხნის შემდეგ 1960-1970-იან წლებში ე.წ „სექსუალურ რევოლიციით“, ანტიბიოტიკების წყალობით (რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე არ იცოდნენ, რომლის მეშვეობითაც სექსუალურ აღვირახსნიობის მტერი - ვენერიული დაავადებები, ადვილად განკურნებადი გახდა და ასეცე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მეშვეობით, რომელიც 1960-იან წლებიდან ფართოდ გავრცელებული გახდა. (1980-იან წლებში სპიდის აღმოჩენის შემდეგ სექსი კვლავ რისკის შემცველი გახდა)
            მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალიზმს კროლანდმა უწოდა „რეფორმირებული ისე რომ ვერ იცნობ“ ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჰაროლდ მაკმილდონის მიხედვით „ახალი ვერსია ძველი სისტემის“
            გადალახეს რა პირველი და მეორე მსოფლიოომის შორის დაშვებული შეცდომები, ის არა მარტო დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფუნქციას „დასაქმების მაღალი დონის და ეკონომიკური ზრდის გარკვეული ხარისხის შენარჩუნება“  დაიდო შეთანხმება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და სოციალ დემოკრატიებს შორის, რომელიც ძალიან წააგავს თავის ფორმით ცოლ-ქმრულ კავშირს და რომელმაც ძალიან ბევრი გადმოიღო საბჭოთა კავშირისგან. ეს უკანასკნელი იყო პიონერი ეკონომიკურ დაგემარებაში. სწორედ ამიტომ თავისუფალი ბაზრის იდეის ორთოდოქსების მხრიდან თავდასხმები რეფორმირებულ კაპიტალიზმზე ასე გაძლიერდა 70-იან და 80-იან წლებში. ეს მოხდა მაშინ როდესაც პოლიტიკა რომელიც აგებული იყო, ზემოთ ნახსენებ კავშირზე, აღარ იყო ეკონომიკურად წარმატებული. სპეციალისტები როგორიც იყო ჰაიეკი (ავსტრიელი) რომელიც არასოდეს არ იყო პრაგმატიკოსი და თანახმანი იყვნენ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ეცნოთ, ის რეალობა რომ ეკონომიკური მოღვაწეობა რომელიც ეწინააღმდეგობდა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში, შეიძლება ყოფილიყო წარმატებული. თუმცა მათ მოჰყავდათ მტკიცებულებები რომლებიც უარყოფდნენ ასეთ შესაძლებლობას. მათ სწამდათ ფორმულა „თავისუფალი ბაზარი = თავისუფალ პიროვნებას“ ისინი გმობდნენ ნებისმიერ გადახრას ამ პრინციპისგან და ხედავდნენ ასეთ გადახრაში „გზა მონობისკენ“ („გზა მონობისკენ“ ჰაიეკის წიგნი 1944 წ) ეს სპეციალისტები იცავდნენ ბაზრის სისუფთავის პრინციპს, დიდი დეპრესიის პერიოდში. ისინი აგრძელებდნენ იმ პოლიტიკის დაგმობას რომელმაც „ოქროს პერიოდი“ მართლა გაავსო ოქროთი, და ეს მიუხედავად იმისა სამყარო ხდებოდა კიდე უფრო მდიდარი, ხოლო კაპიტალიზმმა პოლიტიკურ ლიბერალიზმთან ერთად, კვლავ განიცადა აყვავება, ბაზრის  და მთავრობის ურთიერთქმედების საფუძველზე, თუმცა აღნიშნულ პერიოდში 1940-1970-იან წლებში ამ ძველ წარმოდგენების მომხრეებს არავინ არ უგდებდა ყურს.
            ჩვენ არ გვაქვს მიზეზი რომ ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ კაპიტალიზმი იყო განზრახ რეფორმირებული, უკანასკნელ საომარ წლების შემდეგ, იმ ამერიკელ და ბრიტანელ პოლიტიკოსების მიერ, ვისაც ამის საშუალება გააჩნდა.
            კატასტროფა ომთაშორისო პერიოდში, რომლის განმეორებაც არ შეიძლებოდა, იყო განპირობებული მსოფლიო ვაჭრობის და ფინანსური სისტემის კრახით. ადრინდელი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას ბრიტანული ეკონომიკა და მისი ვალუტა - ფუნტ სტერლინგი ასტაბილურებდა. პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ბრიტანული ფუნტ სტერლინგი უკვე აღარ იყო საკმაოდ მყარი, რომ იგივე როლი შეესრულებინა, ამ როლის შესრულება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეეძლო. დიდი დეპრესია გამოწვეული იყო თავისუფალი ბაზრის შეუზღუდაობით. ამიტომ, ამიერიდან ბაზარი საჭიროებდა სახელმწიფოს დაგეგმარება და ეკონომიკის მართვას ხოლო, სოციალური კუთხით დაუშვებელი იყო მასობრივი უმუშევრობის (რომელიც თავისუფალ ბაზრის შედეგად მოხდა) განმეორება.
            სახელმწიფო მოღვაწეები რომლებიც ანგლო-საქსურ ქვეყნებს არ მიეკუთვნოდნენ,  ჰქონდათ მცირე გავლენა მსოფლიო ვაჭრობასა და ფინანსურ სისტემაზე, მაგრამ ემხრობოდნენ, ძველ ლიბერალურ ეკონომიკის ანუ თავისუფალ ბაზრის შეცვლას. სახელმწიფო დაგეგმარება და ეკონომიკის მართვა არ იყო ზოგიერთ ქვეყნებისთვის სიახლე, მათ შორის საფრანგეთისთვის და იაპონიისთვის. სახელმწიფო საკუთრება და სამეწარმო განვითარების რეგურილება, იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 1945 წლის შემდეგ. ეს საკითხი არ იყო მხოლოდ იდეური უთანხმოება სოციალისტებსა და ანტისოციალისტებს შორის, ხოლო საერთო ნაბიჯი მარცხნივ, გახადა მემარცხენეობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ომამდე იყო, ეს კარგად ჩანს 1947 წლების ფრანგულ და იტალიურ კონსტიტუციებში. სახელმწიფო სექტორი ნორვეგიაში ასრულებდა უფრო მცირე როლს ვიდრე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც არ იყო ეკონომიკის ნაციონალიზაციის მოხრე.
            რაც შეეხება სოციალისტურ პარტიებს და მუშათა მოძრაობებს, რომელიც ფართოდ იყო გავრცეკლებული ომის შემდგომ ევროპაში. ისინი შეეწყვნენ რეფორმირებულ კაპიტალიზმს, რადგან პრაქტიკული ხედვით ისინი არ აწარმოებდნენ საკუთარ დამოუკიდებელ ეკონომიკურ პოლიტიკას, კომუნისტების გამოკლებით, რომელიც ხელისუფლების ხელში აღებას ცდილობდნენ და შემდეგ სსრკ-ს მოდელის გადმოღება ეწადათ. პრაგმატიკული მემარცხენეები სკანდინავიაში დატოვა კერძო სექტოპრი ხელშეუხებელი. ბრიტანული ლეიბორისტული ხელისუფლება 1945 წლის შემდეგ, არ დაიწყო რეფორმირება და არ გამოხატა არანაირი ინტერესი დაგეგმარებიადმი, რომელიც იყო ცოტა უცნაური.  ფრანგული არასოციალისტურ ხელისუფლებასთან შედარებით, რომელმაც გეზი დაგეგმარების მოდერნიზაციას მოკიდა ხელი. მემარცხენეებმა პრაქტიკულად აიღეს ორიენტაცია, რათა საკუთარი ამომრჩევლები მუშების  სოციალურ რეფორმირებას, მაგრამ მათ არ ჰქონდათ პროგრამა კაპიტალიზმის დამხობის გარდა (თუმცა არც ერთმა სოციალისტურმა სახელმწიფომ არ იცოდა, ეს როგორ განეხორციელებინა, არც ცდილობდნენ მის განხორციელებას), ხოლო იმისთვის რომ დაეფინანსებინათ თავის პროექტი, დაიწყეს კაპიტალისტური ეკონომიკის აყვავება. მემარცხენეებს აწყობდათ რეფორმირებული კაპიტალიზმი (ლეიბორისტულ და სოციალ-დემოკრატიულ მოდელებს).
            ერთი სიტყვით სხვადასხცა მიზეზების გამო პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები და უამრავი ბიზნესმენი, ომის შემდგომ დასავლეთში, იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა ანუ ძველ თავისუფალ ბაზარზე ლაპარაკიც კი, არ შეიძლებოდა გამართულიყო. მკვეთრად იყო გამოკვეთილი პოლიტიკური მიზანი - მთლიანი დასაქმება, კომუნისტების შეჩერება, ჩამორჩენილ და დანგრეულ ეკონომიკის მოდერნიზაციის რეჟიმებიც კი, რომლებიც ლიბერალურ ეკონომიკის ერთგულები იყვნენ, მოახდინეს აქამდე არნახული „სოციალისტური“ პოლიტიკის მიღება. ბრიტანეთმა და აშშ-მ დაიწყეს სოციალისტური მოდელის დანერგვა, სამხედრო ეკონომიკებში. მომავალი იყო შერეულ ეკონომიკურ სტილის ეკონომიკების. თუმცა იყო მომენტები, როცა ძველი ტრადიციული ფიქსირებული ზომიერების, ვალუტის სტაბილურობის და მყარი ფასებს აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა უკვე მთავარი როლი აღარ ეკავა. 1933 წლიდან ინფლაცია და ფინანსური დეფიციტი აღარ აშინებდა ეკონომისტებს, მაგრამ მაინც უფრთხოდნენ მათ.
            ეს იყო სერიოზული ცვლილებები, სწორედ მათ უბიძგეს ამერიკის სახელმწიფო მოღვაწეს კლასიკური კაპიტალიზმის მიმდევარს ა.ჰარისონს 1946 წელს წარმოექვა შემდეგი სიტყვები „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეტი აღარ ეშინიათ ისეთი სიტყების როგორიც  არის - „დაგეგმარება“... მათ აღიარეს ის ფაქტი, რომ მთავრობა უნდა ადგენდეს საკუთარ გეგმებს ისევე, როგორც ამას აკეთებენ ცალკეული მოქალაქეები“ სწორედ ამ ახალი ტენდენციების გამო ჟან მონე (1888-1979) რომელიც იყო ეკონომიკური ლიბერალიზმის და ამერიკული ეკონომიკის დამცველი, გადავიდა ფრანგულ ეკონომიკურ დაგეგმარების გულმხურვალე მომხრეთა ბანაკში. ამ  ტენდენციებმა გარდაქმნეს ეკონომისტი ლორდ ლაიონელ რობინსი, რომელიც იყო თავისუფალი ბაზრის მომხრე და ერთ დროს იცავდა ტრადიციულ კაპიტალიმს კეინსისგან, და აქციეს ის ბრიტანული ნახევრადსოციალისტური სამხედრო ეკონომიის ხელმძღვანელად. თითქმის 30 წლის განმავლობაში, პირველ რიგში ამერიკაში, დასავლელ თეორეტიკოსებსა და პოლიტიკოსებს შორის არსებობდა თანხმობა იმასთან დაკავშირებით თუ რა არ უნდა ეკეთებინათ არაკომუნისტურ ქვეყნებში, ყველას სურდა წარმოედგინა ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოება, მთლიანი დასაქმება, ინდუსტრიალიზაცია და მოდერნიზაცია და ყველა ცდილობდა  განეხორციელებინა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნები. თუ კი საჭირო გახდებოდა, სახელმწიფოს სისტემატური კონტროლით და შერეული ეკონომიკის განხორციელებით და ასევე მუშათა მოძრაობებთან თანამშრომლობით, იმ პირობით თუ კი ისინი კომუნისტურ მოძრაობებად არ გარდაიქმნებოდნენ „ოქროს  ხანა“ არ იქნებოდა ოქროსი, რომ არ შეთანხმებულიყვნენ იმაზე, რომ კაპიტალიზმის გადარჩენისთვის საჭირო იყო კაპიტალიზმის საკუთარ თავისგან გადაერჩინათ.

            იმის მიუხედავად, რომ კაპიტალიზმის რეფორმირება მოხდა, უნდა გავავლოთ საზღვარი, ორ რამეს შრის, რის გაკეთებაც აქამდე არ მოიაზრებოდა და ახალი ეკონომიკური სამზარეულოს სპეციფიკურ რეცეპტებს და ამ რეცეპტების ეფექტურობას შორის. რთულია ამაზე მსჯელობა, ეკონომისტები როგორც პოლიტიკოსები, ყოველთვის ცდილობდნენ წარმატება საკუთარ შორსმჭვრეტელობით ხოლო „ოქროს ხანა“ ისეთი სუსტი ეკონომიკები როგორიც იყო ბრიტანეთი ვითარდებოდა და ყვაოდა, ერთი შეხედვით საკმარისი საფუძველი იყო საკუთარი ნიჭს დატკბობისთვის, და მაინც გაწონასწორებულმა პოლიტიკამ, მოიტანა განსაცვიფრებელი წარმატებები. ასე მაგალითად 1945-46 წლებში საფრანგეთი შეგნებულად ეკონომიკრი დაგეგმარების გზას, იმისთვის რათა საკუთარი მრეწველობის მოდერნიაზაცია განეხორციელებინა. საბჭოთა იდეების ასეთნაირმა ადაპტაციამ, რომელიც უკავშირდებოდა კაპიტალიზმის შერეულ ეკონომიკას, აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რამეთუ საფრანგეთი 1950-79 წლებში იწყებს ყველაზე უფრო სწრაფად ვიდრე სხვა სახელმწიფოები, ამერიკის დაწევას, წარმატების ეფექტურობის კუთხით, „გერმანიაზე სწრაფადაც კი“ საფრანგეთი რომელიც აქამდე მიიჩნეოდა ეკონომიკურ ჩამორჩენილობის სიმბოლოდ, მაგრამ მოდით მივანდოთ ეკონომისტებს, ცნობილ მოკამათეებს განსაჯონ იმ ეკონომიკურ პოლიტიკის ღირსებები, ნაკლოვანებები და ეფექტურობა, რომელსაც ატარებდა სხვადასხცა მთავრობა „ოქროს ხანის“ პერიოდში.