Thursday, December 22, 2016
ახალი მემარცხენეობა ანუ მემარცხენეობის სიკვდილის მოკლე ისტორია
წინასწარ ვიტყვი უფრო საკუთარ თავთან დისკუსიის აღწერაა, ვიდრე ჩემი კვლევა, მაგრამ ჩემი ნოუთია და მაქვს იმის უფლება ვიყო არც ისე ზუსტი.
თანამედროვე მემარცხენეებს ძალიან უყვართ საუბარი ბურჟუაზიულ ფილოსოფიის სიღარიბეზე, მის სულიერ სიღარიბეზე, მუშათა კლასის მატერიალურ სიდუხჭირეზე, მაგრამ ამ უკანასკნელ საკითხზე ისინი არა მარტო ეწინააღმდეგებიან მემარცხენეეობის დამაარსებელ-მამებს, არამედ ეწინააღმდეგებიან ელემენტარულ ლოგიკას. მათ შეუძლიათ წლების განმავლობაში ისაუბრონ საზოგადოების სხვადსახვა საკითხებზე, შექმნან კვაზიიდეოლოგიური კონცეფციები რომელიც რატომღაც აუცილებლად უნდა მოახვიონ თავზე საზოგადოებას, მაგრამ არანაირი კავშირი არ ჰქონდეთ მუშათა კლასის ინტერესთან.
ის მდგომარეობა რომელშიც აღმოჩნდენდ თანამედროვე მემარცხენეები, ძალიან კარგად იხსნება მისი გენეოლოგიის შესწავლით. დაახლოებით ასი წლის წინ რევოლუციური მუშათა მოძრაობები მოკლა სოციალისტური რეფორმიზმისა და ლენინური რევოლუციის წყალობით. ის მემარცხენეები რომლებსაც არ უნდოდათ გამხდარიყვნენ მარიონტეტები, დაიწყეს ახალი გზის ძებნა, ახალი ბრძოლის ტაქტიკის შემუშავება. ამ ძებნის მწვერვალად ითვლება 1968 წლის მოძრაობა, რომლებმაც გვაჩუქეს ჩვენ ბევრი ლამაზი და მსუქანა დეპუტატი ევროპალამენტში - მართალია სტიქიური იყო მათი „ახალი ტაქტიკის“ და „ახალ მემარცხნეების“ ჩამოყალიბება, მაგრამ მთელი მათი მოძრაობა შეიძლება მარტივ სიტყვით დაახასიათო.
მთავარი იარაღი ახალი მემარცხენეების არიან ყველა, გარდა თავად მუშათა კლასის. რატომ? იმიტომ რომ მუშათა კლასი კონსერვატიულია, მუშათა კლასს აღარ უნდა მეტი შოკის მიღება, მას უნდა დიდი საძინებელი, სამზარეულო, საუზმე, სადილილო და ვახშამი, მას უნდა სტაბილური და მშვიდი ცხოვრება იქამდე სანამ მას ეს სტაბილური და მშვიდობიანი ცხოვრება არ შეავიწროვებს მას - და მხოლოდ ამის შემდეგ წყვეტს მუშათა კლასი მემარჯვენე, ან კონსერვატიულ პარტიებისთვის ხმის მიცემას, შეაჩერებს წარმოებას და გაიტანს თავისას, შემდეგ შევიწროებამდე. ხოლო ვინ არიან „ყველა“ ვიზეც ახალი მემარცხენე მოძრაობა დგას - ესენი არიან სტუდენტები, შავკანიანები, ქალები, ემიგრანტები და ყველა ვინც კი შეიძება იყოს ფსიქიატრიულ პაციენტებით დამთავრებული - რაღაც იზოლირებულ სფეროში „ჩაგვრა“ და „პრივილეგიის არქონა“ იქნება პოტენციალურად პროგრესისტობის ნიშანი, ანუ აღქმულნი იქნებიან როგორც ახალმემარცხენე იდეოლოგიად. ვინმე სოფისტი იტყვის რომ „მუშები საზოგადოებაში უმრავლესობაა, ამიტომ ახალი მემარცხენეები მარქსისა და როზა ლუქსემბურგის ანდეძით კვლავ ორიენტირებული არიან მუშათა კლასზე. მაგრამ ჩვენ ის არ გვითქვამს რომ „ყველა“-ში არ შეიძლება იყოს მუშათა კლასიც - მაგრამ ორიენტაციას ახალი მემარცხენეობა აღარ ახდენს მუშათა კლასზე, მეტიც მუშათა კლასი უკანა მხარეს გადადის და მას ავიწროვებს არაეკონომიური სოციალური სტატუსები. ასე, თანამედროვე ფემინიზმის მესამე ტალღას უფრო მეტად აწუხებს მამაკაცის ჯდომის მანერები ტრანსპორტში ან მამაკაცის ზიზღის უფლება, ვიდრე ქალთა შრომის ექსპლუტაცია.
ჯერ კიდევ ასი წლის წინ კაპიტალიზმის განვითარებამ გამოიწვია საზოგადოების ტოტალური ატომიზმი, გაუცხოება ადამიანების ერთმანეთისგან და ინდივიდების საზოგადოებისგან რადიკალური გამიჯვნა, რაც კარგად აქვს აღწერილი მარქს. პრაქტიკულად ადამიანთა ყველა გაერთიანება გადაიქცა ინფორმაციულ-იდეოლოგირ ფუნქციად - მოხდა საზოგადოებრივი დროის დეფორმაცია „მუდმვი აწმყოთი“, ამან გამოიწვია ის რომ ბურჟუაზიულმა საზოგადოებამ გაანადგურა ყველა ტრადიცია, მათ შორის გაერთიანებების ტრადიციაც. მაგალითად, რელიგია რომელიც ადრე უკავშირდებოდა იდეოლოგიას, როგორც ყალბი რეალობა, რომელზეც იყო ბუნებრივი მოთხოვნა ადამიანების, იმიტომ რომ მისი წყალობით სოციალიზაცია მოეხდინათ, გახდა „პირადი საქმე ყველასთვის“ და მოხდა რა ეს, დაცარიელდნენ ეკლესიები (ესე მოუვიდა სხვა საზოგადოებრივ სფეროებსაც). ადამიანის პირადი წარმოდგენები, რომელის ფორმურილებასაც ახდენს საზოგადოება, გახდა ისეთივე როგორც „რწმენა“ მისი ბურჟუაზიული გაგებით, რომლის მაგალითიც არის თანამედროვე პლურალიზმი, რომელიც ისეთ სასაცილო პოსტმოდერნული კაზუსებში გვხდება როგორც თანაარსებობა ჩუჩხიზმის ტოტალიტარიზმის და დემოკრატიულ ტოტალიტარიზმის კორეაში.
ამის გარდა ღმა დიქტატურა პლურალისტურ მსოფლმხედველობის საერთოდ არ კრძალავს, არამედ ხელსაც უწყობს სხვადასხვა დისკუსიებს დოგმატიკოს-ინდივიდებს შორის: ლიბერალებსა და კომუნისტებს, ათეისტებსა და მორწმუნეებს, მორალისტებსა და ნიჰილისტებს, ერთი სიტყვით ყველა განსხვავებულ „იზმებს“ შორის. მაგრამ რატომ აკეთბს ამას? პირველ რიგში ყველანაირი კამათი იწვევს ინფორმაციულ ხმაურს, რომელიც ესე უყვარს თანამედროვე საზოგადოებას. კომპიუტერი და ტელევიზორია ახდენს ამ ინდივიდების გაპიარებასა და წინ წამოწევას, ამ ინდივიდს კი კავშირი აღარ აქვს საზოგადოების ფართე ფენებთან. მეორე მხრივ კი ბურჟუაზიამ ისწავლა, რომ არავინ ამ ქვეყნად არ წარმოადგენს მათთვის საშიშროებას. და მხოლოდ ამიტომ ახალმემარცხენეებს აღარავინ არაფერს უშლის: მათ აქვთ ყველანაირი უფლება, მათ შეუძლიათ თავისუფლად იყვირონ რომ „არ შეიძლება მარქსის ჩამოწერა“; შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ ინიციატორები სხვადასხვა რეფორმების; იბრძოლონ ყველანაირ სასაცილო სისულელის გამო - კაპიტალიზმისთვის იმდენად სულერთია, რომ მათ აღარც კი გააჩნიათ პოლიტიკური ხედვები, პოლიტიკა მთელ სამყაროში გადაიქცა მათთვის უვნებელ რეალითი შოუებად.
ახალ მემარცხენეები არა მარტო ვერ ხედავენ ამას, არამედ უხარიათ ეს, რადგან ეხლა იყო რევოლუციონერი არის არა მარტო უსაფრთხო, არამედ ძალიან კომფორტულია იყიდოს ძველი რელიქვია ლენინისა ან კომკავშირის და ატარო, ჰქონდეს მარკუზესი და ფრომის ტომები, ეცვას ჩე გევარას მაიკა და ჰოი რევოლუიონერი დაიბადა!
ქართული იდენტობა როგორც რუსეთთან კონფროტაცია
იმ ეპოქაში სადაც მტრის ცნება პირობითია (ჩვენ ვნახეთ თურქულ-რუსული მტრობა რომელიც სწრაფად გადაზარდა მეგობრობაში). არც თურქეთი, არც რუსეთი და არც სხვა სახელმწიფო არ ქმნის თავის იდენტობის ნარატივს სხვა სახელმწიფოს კონფროტაციაზე (ეს ახასიათებს ძირითადად ჩვენნაირ ქვეყნებს, პოსტკოლონიალური კომპლექსებს რომლებიც ვერ იცილებენ). ჩვენ კი ამ დროს პოსტსაბჭოთა ელიტები გვიქმნიან რუსოფობურ იდენტობას (რა თქმა უნდა რუსოფობური განწყობები ზოგჯერ შეიძლება გააღრმავო, მაგრამ მერე თუ დარეგულირდა ურთიერთობა ისტორიულ მეგობრად გამოაცხად, ეს ჩვეულებრივი პროპაგანდაა და არა იდენტობა). საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკური ვაჭრობისა და პოლიტიკური თამაშების ნაწილია და არა იდენტობის. ჩვენ მოვისმინეთ ისეთი განცხადებები რომ ნატო-ში შესვლა ჩვენ კონსტიტუციაში უნდა ეწერეს და ვისაც ექნება განსხვავებული აზრი ამასთან დაკავშირებით უნდა ისჯებოდეს. რა დონის უმეცრებასთან გვაქვს საქმე?! რა თქმა უნდა რუსეთი არის ჩვენი საგარეო მოწინააღმეგე, როგორიც პრინციპში თურქეთია, თუ კი ერთი ტერიტორიებს მართმევს და ჩემ ეკონომიკას ყიდულობს, მეორე ჩემ მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ეკონომიკას ანგრევს. იმ დროს როცა თურქულ პროდუქციას აბსოლუტურად მოხსნილი აქვს აქ ბარიერები ქართულ ბაზარზე, ქართულ პროდუქციის თურქეთში გატანის შემთხვევაში 200% გადასახადის გადახდა უწევს, რა თქმა უნდა ესეთი პოლიტიკა არის მოწინააღმდეგეს პოლიტიკა და არა მეგობრის, ამას ჰქვია სწორედ ნეოკოლონიალიზმი. მაგრამ თავი დავანებოთ ამას, საგარეო ფაქტორი შეიძლება მარტივად და სწრაფად შეიცვალოს, ძველი მტრები-მეგობრებად გადაიქცნენ და პირიქით, მაგრამ ისტერიაზე შექმნილი იდენტობა კი დარჩება, ეს იდენტობა კი არც ლავირების, არც რაციონალური პოლიტიკის გატარების საშუალებას არ მოგვცემს. ჩვენ არ გვჭირდება მსგავსი იდენტობები, ჩვენ გვჭირდება შესაბამისი ჩვენ ისტორიაზე და ჩვენ კულტურაზე შექმნილი იდენტობა, რომელსაც არა პოსტსაბჭოთა, პოსტკოლონიალური კომპლექსებით გაჟღენთილი ნარატივი იქნება, არამედ ჯანსაღი და ჩვენ ინტერესებზე გათვლილი იდენტობა იქნება, რომელიც პოლიტიკური თამაშისთვის გაგვიხსნის ხელ-ფეხს და იქნება ფარი ყველანაირი გარე ძალასთან დაპირისპირების დროს. თანამედროვე რუსოფობურ ნარატივს აქვს ერთი მთავარი პრობლემა, ეს ნარატივი არ არის ორიენტირებული საქართველოზე, ეს ნარატივი არის ორიენტირებული იმაზე რომ საქართველო უბრალოდ იქცეს სხვის (ამ შემთხვევაში დასავლეთის) ინტერესების სფეროდ და სხვა ინტერესი აქ არ უნდა არსებობდეს გარდა დასავლური ინტერესის, ანუ არც ადგილობრივი ინტერესი არ უნდა არსებობდეს თუ კი ეს ინტერესი ეწინააღმდეგება დასავლურ ინტერესს. ხოლო ის ინტერესები რაც ეწინააღმდეგება სხვა სახელმწიფოს ინტერესებს, რომლის მიმართაც აქვთ ლოიალობა ჩვენ ელიტებს, გამოცხადებულია რუსულ ინტერესად. ამიტომ გაუგებარი ხდება ამ ნარატივში სადაა ქართული ინტერესი, რომელიც რუსულ და დასავლურ ინტერესების პარალელურად არებობს. გააუქმეს უბრალოდ საქართველოს ინტერესები და დატოვეს მხოლოდ დასავლური და მასთან მტრული რუსული ინტერესი. ეს არის პარაზიტობა პირდაპირი გაგებით. ამიტომ არის რომ ჩვენთან არავის არ უჩნდება პრობლემა თურქულ კაპიტალზე, რომლიც ძირავს ჩვენ ეკონომიკას, იმიტომ რომ ადგილობრივი წარმოების ინტერესი, თუ კი ის შედის კონფლიქტში დასავლურ ფირმის ინტერესზე, გამოცხადებულია პრორუსულად. ეს იდენტობა არის დამღუპველი ჩვენთვის და რაც უფრო სწრაფად შევცვლით მას, მით უფრო სრაფად გამოვასწორებთ ჩვენ მდგომარეობას.
Tuesday, February 9, 2016
შუა საუკუნეები, "იმპერია", ელიტები, მოდერნიზმი და სხვა საკითხები
შუა საუკუნეებში პოლიტიკური და მსოფ მხედველობითი კონცეფციები რადიკალურად განსხვავდებოდა მოდერნიზმისგან. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ, “იმპერიის” იდეა არ გამქრალა, მაგრამ ჩვენ სიტყვა “იმპერიას” იმისგან განსხვავებული შინაარსი მივანიჭეთ რაც მას ჰქონდა შუა საუკუნეებში. “იმპერია” 1806 წლამდე არ ნიშნავდა ერთი სახელმწიფოს მიერ, მეორე სახელმწიფოს დაპყრობას ან თავის გავლენის ქვეშ მოქცევას. შუა საუკუნეებში იმპერია იყო ზენაციონალური სახელმწიფო, რომელიც სამყაროს უნივერსალურ პოლიტიკურ წესრიგს გამოხატავდა, ის იყო ზეცირი სამყაროს მიწიერი ანარეკლი და ერთადერთი ნიმუში იყო რომის იმპერია. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ “იმპერიის” მთავარი მახასიათებელი “ღვთისნიერი ხელმწიფე” იყო, რომელიც ფორმალურად ყველა მონარქის მართველად ითვლებოდა. ბიზანტიის დაცემამდე მართლმადიდებლური ეკლესიისა და სამყაროს მეთაური ბიზანტიის იმპერატორი “ბასილევსი” ითვლებოდა და ყველა მართლმადიდებელი ვალდებული იყო მოეხსენებინა ის ლოცვებში. როდესაც XIV საუკუნეში მოსკოვის მთავარი ვასილ პირველი შეეცადა კეისრის ლოცვებიდან ამოღებას, კონსტანტინოპოლის პატრიარქისგან გაფრთხილება მიიღო.
თავად რომის იდეა, როგორც “იმპერიის” ერთადერთი სინონიმი ჩნდება შუა საუკუნოვან ტექსტებში. ეს იდეა მოდის “ძველი აღთქმის” ერთი ეპიზოდიდან, რომელიც ეხება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორსა და დანიელ წინასწარმეტყველის ეპოზოდის შუა საუკუნოვან ინტერპრეტაციას. ნაბუქოდონოსორს რომელსაც საშინელი სიზმარი დაესიზმრა და აინტერესებდა მისი გაგება, დანიელ წინასწარმეტყველმა აღუწერა და განმარტა. ნაბუქოდონოსორს ესიზმრებოდა დიდი ქანდაკება, რომელიც ოთხი ნაწილად იყო დაყოფილი: ოქროს, ვერცხსლის, ბრინჯაოს და თიხის, ამ დროს დიდი ლოდი დაგორდება და ამ ქანდაკებას დაამსხვრევს. დანიელ წინასწარმეტყველმა ეს სიზმარი შემდეგნაირად განმარტა, რომ სამყაროში მისი იმმპერიის გარდა (რომელიც განსახიერებდ ოქროს ნაწილს) იქნებოდა კიდე სამი იმპერია და შემდეგ მოხდებოდა მეორედ მოსვლა. შუა საუკუნოვან ტექსტებში ესწინასწარმეტყველება ინტერპრეტირებული იქნა შემდეგნაირად: არსებობდა ბაბილონის, სპარსეთის, მაკედონიის და რომის იმპერია და სწორედ რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში მოხდებოდა მეორედ მოსვლა (რომის იმპერიის ეპოქაში და რომში), ამიტომ როგორც “ტრანსლაციო იმპერიას” უწოდებენ, ესაა ის ადგილი სადაც მუდამ მოელიან მეორედ მოსვლას, ამიტომ ეს იმპერია არ ქრება, ის მხოლოდ მეორე მოსვლის შემდეგ სამყაროსთან ერთად გაქრება, შეიძლება რომი დაეცეს, მაგრამ რომის იდეა არ დაეცემა, ამიტომ შეიქმნა ჯერ “მეორე რომის” და შემდეგ “მესამე რომის” იდეა.
შესაძლებელია “იმპერია” იყო ბერძნულენოვანი, ლათინურენოვანი, რუსულენოვანი, მაგრამ იმპერია არ იქნება ბერძნული ან რუსული, ის თავისი არსით არის ქრისტიანული ზენაციონალური ერთობა და მისგან მხოლოდ არაქრისტიანები, ერეტიკოსები, წარმარტები განიცდიან ჩაგვრას.
რაც შეეხება შუა საუკუნოვან სოციალურ და ფასეულობათა სისტემას, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ როგორც ეპოქა სადაც მთავარი ფასეულობა არის ვალდებულება და მსხახურება, რომელიც პრინციპულად განსხვავდება მოდერნიზმის მთავარ ფასეულობებისგან “თავისუფლება, თანასწორობა, ძმობისგან” - ამ ფასეულობათა სხვაობის გარდა არის კიდევ ერთი მთავარი განსხვავება, შუა საუკუნოვანი ადამიანი არ ცხოვრობდა იდეოლოგიაში, განსხვავებით მოდერნული ადამიანისგან. შუა საუკუნოვანი საზოგადოებრივი ინსტიტუტები ვერ ახერხებდნენ ერთიანი წარმოდგენების შექმნას. კარლ მანჯაიმმა შენიშნა ეს: “ერთი და იგივე რელიგია სხვადასხვანაირად არიქმეოდა გლეხებში, ხელოვნებში, ვაჭრებში,დიდებულებში და ინტელიგენტებში. საზოგადოებაში სადაც ჩაკეტილი კასტები ან წოდებებია, სადაც ვერტიკალური მობილობა შეუმჩნეველია, ან იქმნება ჩაკეტილი, ერთმანეთისგან იზოლირებული წარმოდგენები სამყაროსზე, ან თუ ეს კასტები ერთ რელიგიას ქადგაებენ ეს რწმენა ინტერპრეტირებული იქნება სხვადასხვანაირად, კასტების ან წოდებების ცხოვრებისეულ გამოცდილებიდან გამომდინარე. ესეთი კასტური აზროვნება არ აერთიანებს მათ ერთ ინტელექტტით”
მეფის, სამეფოს მსახურების იდეა და პირადი ღირსების, პასუხისმგებლობის იდეა ერთმანეთისგან გამიჯნული იყო. მეფის ქვეშევრდომს შეეძლო დაერღვია მეფის ნება, თუ კი მისი სინდისი და ღირსება ამას კარნახობდა მას, მაგრამ თუ კი მეფე არ იყო ტირანი (შუა საუკუნეებშიც ტირანია იყო საჯარო დაგმობილი - ეს არ უშლიდა ხელს იმას, რომ ტირანებს ეარსებათ, მაგრამ როგორც მოვლენა არ იყო მიღებული) ის არ სჯიდა ესეთ ქვეშევრდომს (ამის კარგი მაგალითი შეგვიძლია ვნახოთ “ვეფხისტყაოსანში” როსტევანისა და ავთანდილის ურთიერთობაში) ეს იყო სამყარო სადაც მოვალეობისა და ღირსების განცდა ყველანაირ კანონზე მაღლა იდგა და ეს საკითხები პირადი ღირსების, ეთოსის და გამოცდილების სფერო იყი დაცული. როცა ვამბობ დაცულს, არ ვგულისხმობ რომ ესეთი მეფისადმი დაუმორჩილებელი რაინდი არ დაისჯებოდა სიკვდილით, შეიძლება სიკვდილიც მოგიწიოს ღირსებისთვის, მაგრამ როგორც ღირებულება “ღირსების დაცვა” იყო მარადიული ღირებულება - ეს ღირებულება მკვეთრად არისტოკრატიული იყო და ამ ღირებულებებს თავს არ ახვევდნენ სხვა სოციალურ ფენას. ამ პერიოდში არ არსებობდა მეგანარატივები, არ ხდებოდა ფასეულობათა სისტემის და ენის გათანაბრება. იერარქიული საზოგადოება იმიტომ კი არ იყო იერარქიული რომ სოციალური ჩაგვრა განეხორციელებიანა, არამედ იმიტომ რომ ერარქიულია თავად ეთოსი. რადგან ეთოსია განსხვავებული, ამიტომ არსებობს იერარქიებიც. აანუ რაინდი იმიტომ კი არ იყო უფრო ფასეული, ვიდრე გლეხი რომ სოციალურ ჩაგვრას ახორციელებდა გლეხზე, არამედ იმიტომ, რომ მას გააჩნდა მორალის, ისეთი ღირებულებათა სისტემა, რომელიც არ გააჩნდა გლეხს. გურევიჩი ადრე შუა საუკუნოვან ტექსტების განხილვისას აღნიშნა, რომ გლეხის სახე ადრეფეოდალურ ეპოქაში წარმოდგენილი იყო, როგორც მორალის არ მქონე ადამიანი. ესაა ის ადამიანი რომელიც ყველაზე შორს დგას ღმერთთან, რომელიც თავის შინაგანი მდგომარეობით უმაღლესი მორალური ფასეულობები არ ესმის რა არის.
რა თქმა უნდა ისტორიულმა რეალობამ გვიჩვენა, რომ ეთოსური განსხვავება გაფორმდა სოციალრ ჩაგვრაში. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო მემკვიდრეობითი სისტემა და “სუფთა სისხლის” იდეა. სწორედ მემკვიდრეობითობის სისტემამ მიიტანა დიდი დარტყმა ეთოსზე, ძველ საბერძნეთში კი ცდილობდნენ არისტოკრატიული სისტემაში მემკვიდრეობითობის პრობლემის მოგვარებას, იმით რომ არისტოკრატები ცოლად ირთავდნენ არაარისტოკრატებს, იმიტომ რომ მათი შვილებს დაუმსახურებლად არ მიეღოთ მემკვიდრეობით ღირსებები და პრივილეგიები და არისტოკრატიულ სულს და არა გვარს ემართა, მაგრამ ეგ შეუძლებელი აღმოჩნდა იგივე არისტოკრატიული ლოგიკიდან გამომდინარე.
არისტოკრატიზმსაც შეეხო დეგრადაცია, თუ კი აქადე არისტოკრატები მზად იყვნენ მაღალ ღირებულებების გამო დაეთმთ ყველაფერი, ბოლოს არისტოკრატები მოგვევლინენ ჰედონისტებად, რომლებიც სოციალურ პარაზიტიზმის მეტს არაფერს აკეთებდნენ.
ტრადიციულ სამყაროში ინტელექტუალების, ფილოსოფოსების და თეოლოგების ადგილი რადიკალურად განსხვავდებოდა მოდერნიზმის ეპოქისგან. სულიერი და ინტელექტუალური სამყარო იყო მკაცრად მონოპოლიზირებული. საზოგადოების ის ჯგუფები რომლებიც ამ სფეროთი იყვნენ დაკავებული არა მარტო სხვის ხარჯზე ეწეოდნენ ინტელექტუალურ და სულიერ საქმიანობას, არამედ სხვების მაგივრადაც და სხვებისთვის. ამიტომ ძველ ელიტებს ხალხისადმი ჰქონდა მეურვეობითი პოზიცია. მათ უნდა ცოდნოდათ, გაეგოთ, ხედავდნენ სხვების მაგივრად, სხვების კეთილდრეობისთვს, რადგან სხვადასხვა მიზეზების გამო, ეს სხვები არ არიან განთლებლი, არ აქვთ წვდომა განათლებაზე და კულტურაზე. ეს მიდგომა შუა საუკუნეებში არ დამთავრებულა, არამედ განმანათლებლობასაც შეეხო. ლიბერალიზმიც, რომელსაც შეგვიძლია პირველი იდეოლოგია ვუწოდოთ - ზუსტად იგივე მეურვეობითი დამოკიდებულება აქვს ხალხისადმი. ლიბერალურ ელიტებს მიაჩნდათ, რომ ის იმყოფებადა იმ პოზიციებზე, რომ მხოლოდ მას შეეძლო დაენახა ჭეშმარიტება, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა განმანათლებლებზე: “ჭეშმარიტება დიდი ასოებით, სილამაზე დიდი ასოებით,სიმარტლე დიდი ასოებით, მხოლოდ მათი სახელით შემიძლია განვანათლო ხალხი, ვუხელმძღვანელო მას, დავიცვა ისინი და ა.შ. ანუ ინტელიგენცია ესაა ისეთი ნევროლოგიური წერტილი, სადაც თავს იყრის ყველა ცოდნა, აზრი, მდგომარეობა, სიძულვილი ან მხიარულება ყველა დანარჩენ ადამიანური სხეულის ნაწილებიდან, რომელსაც თავისთავად არ გააჩნია ენა და ტვინი და ლაპარაკობს მხოლოდ ერთი ენით და ერთი ტვინით, კონკრეტულად კი განმანათლებელი ინტელიგენციის ტვინით”
ძველი საბერძნეთში იყო ფილოსოფიური იდეა, რომ არსებობს ორი სამყარო: დაფარული, ნამდვილი საყარო და ხილვადი, შეხედულებების სამყარო, ანუ არსებობს ჭეშმარიტების სამყარო და შეხედულების სამყარო. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა შეხედულება იყო, მაგალითად ჭეშმარიტების სამყაროზე, ზოგი მეტაფიზიკურ სამყაროს, ზოგი ტრანსცენდენტულს და სხვა სახელებსაც არქმევდნენ, მაგრამმტავარი ის იყო, რომ ყველა ეს მიდგომა ერთ პრინციპზე დგას, ვინც არ უნდა ყოფილიყო შესული (მამარდაშვილის სიტყვებით “აზრში შესვლა”) ამ სამყაროსი და გამოეტანა იქიდან ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტება უნდა გამოეტანა სხვისთვის და სხვების მაგივრად.
1789 წლის რევოლუცია იყო განმაათლებლების ფილოსოფიის პროდუქტი, ადამიანთა მცირე ჯგუფმა, რომლებმაც იცოდნენ სამყაროს ფარული აგებულება, მეურვეობს დანარჩენებს და მათი ინტერესისთვის იბრძვის და წარმოუდგენია მათი ინტერესი თავისუფლების და თანასწორობის სახით.
ამ სისტემის პირველ კრიტიკოსად მოგვევლინა კარლ მარქსი, რომელმაც დასვა შეკითხვა: “კარგი, გარემო აყალიბებს ადამიანს.. გარემოზე იციან ადამიანებმა, რომელსაც უწოდებენ აღმზრდელებს. მაგრამ ვინაღზრდია ამღზრდელს? საიდან არიან? ვინარიან ისინი?” “ფოერბახის თეზისები”
როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობდა: “ყველა ამ წარმოდგენიდან სამყაროს შესახებ იგულისხმება, რომ ვიღაცამ იცოდა თუ რა არის სამყარო”
მაგრამ სანამ გავაგრძელებდე ფილოსოფიურ მიდგომებზე და ელიტებზე საუბარს, მინდა ცოტა ხნით ყურადღება გავამახვილო სოციალურ ცვლილებებზე. მე ვეთანხმები “ახალი ისტორიული სკოლის” წარმომადგენლებს, რომლებიც საუბრობენ, რომარანაირი ფეოდალიზმი არ არსებობდა და ესაა მხოლოდ მოგვიანებითი პერიოდის ინტერპრეტაცია. შეიძლება ფეოდალიზმი არსებობდა სადღაც, მაგრამ ფეოდალიზმს როგორც გლობალურ მოვლენას არ უარსებია. მთავარი მახასიათებელი შუა საუკუნეების იყო მისი აგრარული ხასიათი. ქალაქს როგორც მთავარ პოლიტიკურ ცენტრს დაკარგული ჰქონდა მნიშვნელობა, ეს ის პერიოდია, როდესაც “დემოსი” - ხალხი ან მასა, რასაც შემდეგ მას უწოდებენ, მთავარ პოლიტიკურ სცენიდან მიდის და მეორე ხარისხოვან როლს თამაშობს. გურევიჩის დაკვირვებით ადრეფეოდალურ ეპოქის ტექსტები სავსეა ხალხის ბრბოდ წარმოჩნება, რომელსაც იერიში მიაქვს ყველანაირ სიმართლეზე, სიკეთეზე, სილამაზეზე. შუა საუკუნოვანი გადმოსახედიდან ხალხი არის ის ძალა, რომელიც სიმართლეს, სილამაზეს და ბოლოს ღვთაებრივს უპირისპირდება.
ეს რა თქმა უნდა სულაც არ არის ახალი მოვლენა, არისტოკრატია ანტიკურ პერიოდიდან უპირისპირდება დემოკრატიას, მაგრამ ანტიკურ პერიოდში არისტოკრატია გვერდს ვერ უვლიდა დემოსს, ხოლო შუა საუკუნეებში მასობრივი გამოსვლები სასტიკად ისჯება. საინტერესო ის არის, რომ მასობრივი მოძრაობების დამწყებნი ძირითადად არა დომინანტი ეკლესია, არამედ სხვადასვა ერესები და სექტებია. სწორედ ერესები და სექტები ხდებოდა აზროვნების სტანდარტიზაციის (საშუალო ღირებულებების დამყარების მოთხონები) მცდელობები, ე.წ მასობრივი ადამიანის შექმნის მცდელობები. ყველასთვის ერთი მორალური ღირებულების დამყარება შუა საუკუნეებში სატანიზმთან ასოცირდებოდ, ამიტომ ყველა მსგავსი გამოვლინება საფუძველშიე ნადგურდებოდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არისტოკრატიული ეთოსისა იყო მტრის პატივისცემა, ოღონდ თუ ეს მტერი იგივე თეოსის მატარებელი იყო. ჯვაროსნულ ომებში მოწინააღმდეგის რაინდებსა და მეფეებს დიდ პატივს ცემდნენ თუ კი ისინი წარმოაჩვენდნენ რაინდულ ღირსებებს და ესეთი რაინდი ტყვედ ჩავარდნილი პატივისცეიმით ექცეოდნენ. თუ კი რაინდი უღირს საქციელს ჩაიდენდა, მას ორივე მხარე საკმაოდ სასტიკად ექცეოდა. ორივე რელიგიის არისტოკრატებს ღირსებაზე, დიდებაზე, სამყაროს აღქმაზე ერთნაირი წარმოდგენა ჰქონდათ. მეორე მხრივ კი სასტიკად უსწორდებოდნენ ხალხს (როცა ჯვაროსნებმა აიღეს იერუსალიმი, მისი მოსახლეობა ამოხოცეს) - ერთ მნიშვნელოვანი მომენტიც მინდა ვახსენო, უკვე ვთქვი მტრის პატივისცემაზე, ეს არ ნიშნავს რომ მტრის არ მოკვლა არ ხდებოდა, პირიქით მტრის დაორჩილება (ანუ სიკვდილის ღისების წართმევვა) გაცილებთ დიდ დამცირებად მიიჩნევოდა ვიდრე სიკვდილი. ის ვისაც არ აძლევდნენ სიკვდილის ღირსებას, მას უწევდა შრომა. შრომა იყო სასჯელი და დამცირება, როგორც ანტიკურ ეპოქში, ისე შუა საუკუნეებში. ხალხი, დემოსი რომელიც დამარცხდა არისტოკრატებთან ბრძოლაში,მას ღირსებაც აეყარა, ამიტომ მას მხოლოდ შრომა შერჩა.
გვიან შუა საუკუნეებში მდგომარეობა იცვლება, ქალაქი კვლავ იბრუნებს თავის წამყვანადგილს, მაგრამ ანტიკურ პერიოდის ქალაქებისგან განსხავებით, შუა საუკუნეების ქალაქი ვაჭართა ცენტრები უფროა, ვიდრე დემოსით დასახლებული ადგილი. მეფეები კი, რომლებიც აღარ გვანან ადრეულ შუა საუკუნეების მეომარ მეფეებს, რომლებიც იყვნენ “პირველნი თანასწორთა შორის”, მოგვევლინენ ჩვეულებრივ ტირანებად (აბსოლუტიზმის ეპოქას ვგულისხმობ). ეს ტირანი მონარქები სწორედ მასებით ახერხებენ არისტოკრატიის დამარცხებას, რასაც მოყვება თავად მონარქების ჩამოგდება ტახტიდან.
არისტოკრატიულ სამყაროში ადამიანი მიელტვოა იდეალისკენ, რომელიც მის მატერიალურ მდგომარეობას ცდებოდა და სულიერ სამყაროსკენ იყო მიმართული. არისტოკრატს ახასიათებდა ერთდროუად ნიჰილისტური და ტრანსცენდენტული ღირებულებები, მისი ნიჰილიზმი ეხებოდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ის მისთვის მხოლოდ საშუალება იყო რომ თავის ტრანსცენდენტური მოთხოვნები და მიდრეკილებებეი გამოვლინა. ხოლო დემოსისთვის ტრანსცენდენტულის შეგრძნება, მხოლოდ საკუთარი “მე”-ს შეგრძნების ერთ-ერთი ფორმაა, ამიტომ მისი გაღმერთება იწყება და მთავრდება საკუთარი თავით. დემოსი იწყებს საკუთარი თავის გაღმერთებას. “ხალხის ნება” ყოვლისმომცველ ცნებად იქცა, მან საკუთარი თავი ერთადერთ ლეგიტიმაციის წყაროდ აქცია. ეს მოვლენა მან ნაციონალიზმით გამოკვეთა, ხოლო შემდეგ ინტერნაციონალიზმთ (განსხვავება მათ შორის არის ის, რომ ვერ შეთანხმდენნ რომელი ხალხის ნებაა უზენაესი ერის თუ მსოფლიო მოსახლეობის)
კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რასაც დემოსის აღზევებას მოჰყვა, არის აზროვნების სტანდარტიზაცია. მხოლოდ დემოკრატიზაციის პროცესში ხდება შესაძლებელი, რომ დაბალი წოდების აზრროვნების ფორმა რომელსა აქამდე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ამიერიდან იძენს მნიშვნელოვან პრესტიჟს. ეკლესია კარგავს სამყაროს ინტერპრეტაციის მონოპოოლიას, მღვდლის ადგილს იკავებს თავისუფალი ინტელიგენტი. როგორც კარლ მანჰაიმა შენიშნა:” ამ ჯგუფის მიზანია მისცეს დოგმატური ძალა ისეთ აზროვნების ფორმას,, რომელიც ადრე იყო მნიშვნელოვანი მხოლოდ კონკრეტულ სექტისთვის და ამით სანქციონირება მოახდინოს ონტოლოგიურ უმპლიტიტურ შინაარსის აზროვნებისფორმას” - მასობრიობა რომელიც ადრე სექტების რეპრეზენტაციის მთავარი საშუალება იყო, ისევ იგივე ტრადიცია გააგრძელა. ხოლო ესეთი აზროვნების ჩამოყალიბების შემდეგ მანჰაიმმა დაასკვნა “ როდესაც ძალაუფლების კონცენტრირება ხდება საზოგადოებაში, იკვეთება ერთფეროვანი აზროვნება, რომელიც აქამდე არ იყო სექციაში”.
ერფეროვნების სათავე ერთი მხრივ იდეოლოგიაა (რომელიც არ უნდა იყოს ის) ის ტოტალურად შეუმწყნარებელია მისთვის პრინციპულ საკითხებზე და ყველა იდეოლოგიის სურვილია შექმნას ჰომოგენური მასა, ლიბერალიზმიც კი რომელიც ინდივიდუალურ თავისუფლებას და მრავალფეროვნებას ქადაგებს, ქმნის ყველაზე ჰომოგენურ მასას, რომელიც იმწუთასვე რეაგირებს პრინციპულად განსხვებულ პოზიციის მქონდე ადამიანებზე და ახდენს მის მარგინალიზებას, სხვა იდეოლოგიებისგან განსხვავებით რომლებიც პოლიტიკურ და იდეოლოგიურ მოწინააღმდეგეს ავიწროვებდნენ და ანადგურებდნენ და ამით გარკვეულწილად პატივს მიაგებდნენ მას, ლიბერალიზმი დაცინის და ღირსებას უყრის. პრინციპულად განსხვავებულს მხოლოდ მარგინალიზება და დაცინვაღა რჩება.
პირელად კაცობრიობის ისტორიაში იწყება საყოველთაო ადამიანის “ახალი ადამიანის” შექმნის სხვადასხვა მცდელობები. ყველა იდეოლოგია ქმნის თავის ადამიანს, რომელსაც ის ფასეულობები გააჩნია, რასაც იდეოლოგია აწვდის მას. იდეოლოგია არის მექანიზმი, როგორც მერაბ მამარდაშვილი აღნიშნავდა იდეოლოგია არის მექანიზმი რომელიც აზროვნებს ჩვენში და ჩვენს მაგივრად, ისე რომ ჩვენ გვგონია რომ ეგ აზროვნება ჩვენია. ლეო შტრაუსი წერდა: “სამშობლოსადმი ერთგულება თავისი არისთ, აღზრდაზე არის დამოკიდებული. ეს იმას ნიშნას, რომ პატრიოტიზმი არ არის ბუნებრივი რამ”
დაიწყო ადამიანის კონსტრუირება საყოველთაო სტანდარტიზებული განათლებით, საყოველთაო საინფორმაციო საშუალებებით. მოდერნიზმის სამყაროში უცვლელი მარადიული ფასეულობები გაქრა, ამ სამყაროში ყველაფერი დაშვებულია. მარადიულობის გაქრობა “ღმერთის სიკვდილთ” გაფორმდა. მართალი იყო დოსტოევსკის, რომელიც ამბობდა:“თუ ღმერთი არ არსებობს ყველაფერი დაშვებულია” ამის შემდეგ ყველაფერის ინტეპრეტაცია უსასრულო ამოცანად იქცა, როგორც მიშელ ფუკომ აღნიშნა: “ინტერპრეტაციის დაუსრულებლობა, მისიმუდმივი დამოკიდებულება განუსაზღვრელობაზე, სწორედ მარქსის, ნიცშეს და ფროიდს მიერ არის აღმოჩენილი...... რაც უფრო წინ მივიწევთ ინტერპრეტაციაში, მით უფრო ვუახლოვდებით იმაბსოლუტურ საშიშ სფეროს, სადაც ინტერპრეტაცია არა მარტო იძულებული ხდება უკუიქცეს, არამედ სადაც ის საერთოდ ქრება როგორც ასეთი, როგორც ინტერპრეტაცია,შესაძლო თვით ინტერპრეტატორის შესაძლო გაქრობამდე”.
Sunday, January 10, 2016
არქაულობა - ჩვენი კულტურული შემოქმედების წყარო
ეს ბლოგი ეხება მხოლოდ ჩემს ვარაუდებს და არ აქვს მტკიცებითი ხასიათი, რადგან საბოლოო ჯამში თავად ამ მტკიცებების ბოლომდე მეც არ მჯერა
"ქართლის ცხოვრება" ქართულ სახელმწიფოებრიობის შექმნას უკავშირებს ფარნავაზს, რომელსაც როგორც ნათესაობრივი ისე კულტურული კავშირი ჰქონდა სპარსეთთან, აღმოსავლეთთან. ქართლის სამეფო შეიქმნა, როგორც აღმოსავლური ტიპის ელინისტური სახელმწიფო, რომელიც მუდამ განახლებას იწყებს "აღმოსავლურად", უკვე შევეხე იმ საკითხებს რისი განმარტებაც დამჭირდება. თანამედროვე ქართული ელიტა გვიმტკიცებს რომ ქართული კულტურა ოდითგანვე დასავლური იყო და რომ ერთადერთი ბნელი ძალა, რომელიც გვაშორებდა ჩვენს დასავლურ მისწრაფებებს რუსეთი იყო - ყველაფერი ჩვენ კულტურაში რაც იყო გამოცხადდა დასავლურ კულტურის გაგრძელებად. ეს ჩემი აზრით ბუნებრივი მდგომარეობაა აბსოლუტურ სიმულარკების, რომელთა ხელობაა სხვის კულტურა, ქცევის ნორმები ისე მიიღო, რომ დაემსგავნონ ამ სხვებს (ამ შემთხვევაში დასავლეთს), ისინი წინააღმდეგნი არიან ყოველგვარი სირთულისა, ყოველგვარი საკუთარ კულტურაში მიბრუნების და იქიდან ახალის დაბაების. ამის მიზეზი არის ის, რომ ისინი შემოქმედნი არ არიან, ისინი მხოლოდ სიმულარკები არიან, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ებრძვიან ადგილობრივს კულტურას - ადგილობრივ კულტრაში ვგულისხმობ იმას, რაც განასხვავებს ამ სივრცეს დანარჩენ სამყაროსგან, განსაკუთრებით კი დასავლეთისგან.
დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის განსხვავება საკმაოდ ნათელია. ჯერ კიდევ სტუდენტობის ხანაში დავაკვირდი, რომ რაღაც არსებითი მიდგომები ამ ორ ქართულ კულტურულ ტენდენციას შორის იყო. საკმაოდ ბევრი ლექტორი მყავდა დასავლეთ საქართველოდან, რომლებიც გვიმტკიცებდნენ რომ დასავლეთ საქართველო უფრო ევროპულია ვიდრე აღმოსავლეთი და ამას ძალიან სიამაყით ამბობდნენ (განსაკუთრებით ამას გვიმტკიცებდნენ ეთნოგრაფიის ლექტორები). თავის დროზე ეს იმხელა დისკომფორტს მიქმნიდა პირადად მე (რადგან წარმოშობით აღმოსავლეთ საქართველოდან ვარ) რომ სულ მუდამ მინდებოდა საწინააღმდეგოს მტკიცება, მაგრამ მერე აღმოვაჩინე შემდეგი მიმართებები: დასავლეთ საქართველოში ხდებოდა დასავლურ კულტურის მიღება, ხოლო აღმოსავლეთში კი კულტურის შექმნა. ამის ყველაზე კარგი მაგალითია ანტიკური და შემდგომ შუა საუკუნოვანი ქართული კულტურა. ანტიკურ ხანაში საკმაოდ ბევრი ღვთაებები გვხდება ჩვენ ბერძნული, გვხდება ბერძნული კულტურის კვალიც, დასავლეთ ქართველები ამ კულტურას იღებდნე და უფრო ემსგავსებოდნენ ელინებს, მაგრამ თავისი არსით ისინი მხოლოდ კულტურის მიმღებნი იყვნენ. არ არსებობს ისეთი ნარატივი, რომელიც ამ მხარეში დაწერილა და არ ყოფილიყოს მთლიანად დასავლეთის გამეორება (ამის კარგი მაგალითია 19-ე საუკუნის ქუთაისისა და თბილისის შედარება, თუ კი თბილისში აღმსოავლური კულტურული ელემენტი დომინირებდა, ქუთაისში ქართული ინტელიგენცია დასავლურ ყაიდაზე აწყობით ცდილობდა დასავლეთის გამეორებას). აღმოსავლეთში როდესაც საკუთარ თავთან მიბრუნების საკთხი ჩნდება, ყოველთვის გვხდება ჩვენ არქაული ელემენტები, რომელთან მიბრუნებაც ჩვენ შეგვიძლია და რომლიდანაც ჩვენ ვქმნით ჩვენ ორიგინალურ კულტურას (ამის კარგი მაგალითია ვაჟა-ფშაველა, რომელიც არქაულობაში დაბრუნებით ქმნის კულტურას, რომელიც განსახვავებს ქართულ კულტურას სხვა დანარჩენისგან) ქართული არქაულობა, რომელიც თავისი არსით საკმაოდ აღმოსავლური შინაარსისაა, არის წყარო იმისა რომ აქ ორიგინალური კულტურა შეიქმნას, არა მარტო ორიგინალური არამედ ზოგადად კულტურა შეიქმნას. ხოლო მეორე მიდგომა არის დასავლური მიდგომა, როდესაც ვუყურებთ მათ ვხედავთ უბრალოდ დასავლეთის გაგრძელებას, ისინი განმეორებლები არიან (რაც თავისთავად არ არის ცუდი). მაგრამ თუ კი ჩვენ იმას შევეხებით რაც ჩვენთვის ძვირფასია, შემოქმედებითია ყველაფერი ეს ჩვენ არქაულთან, ჩვენ აღმოსავლურთან დაბრუნების შედეგად შეიქმნა, იქნება ეს "ვეფხსიტყაოსანი", ვაჟა-ფშაველას შემოქმედება და სხვა მრავალი. ჩვენ კულტურაში არსებობს მხოლოდ ერთადერთი შემოქმედებითი წყარო ესაა ჩვენი არქაულობა, "აღმოსავლურობა", რომლიდანაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ შემოქმედებნი და არა მიმბაძველები.

Sunday, December 13, 2015
ერიკ ჰობსბაუმი "მოკლე მეოცე საუკუნე"
ნაწყვეტი ბრიტანელი ისტორიკოსის ერიკ ჰობსბაუმის წიგნიდან "მოკლე მეოცე საუკუნე"

კაპიტალისტურ
სახელმწიფოების წარმატება დამოკიდებული იყო მის ინდუსტრიალიზაციაზე, რომელსაც სახელმწიფო
გეგმავდა - საფრანგეთიდან დაწებული იაპონიამდე დამთავრებული. იმავდროულად მთავრობების
პოლიტიკური ერთგულება სრული დასაქმებაზე და ნაკლები ხარისხით, ეკონომიური უთანაწორობის
შემცირების მიმართ, ანუ მათი ორიენტაცია კეთილდღეობაზე და სოციალურ დაზღვევაზე გამოიღო
ის შედეგი, რომ პირველად შეიქმნა ფუფუნების საგანთა მასიური სამომხმარებლო ბაზარი.
ფუფუნების ამ საგნებმა გადაინაცვლეს ამის შემდეგ აუცილებელ საგანთა კატეგორიაში. რაც
უფრო ღარიბია ადამინი, მით უფრო დიდი ნაწილი თავისი შემოსავლისა უნდა დახარჯოს, პირველად
აუცილებელ საგნებზე (როგორიცაა საჭმელი) 1930-იან წლებში ისეთი მდიდარ ქვეყანაშიც კი
როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები იყო, შემოსავლების ერთი მესამედი მიდიოდა საჭმელზე,
მაგრამ უკვე 1980-იან წლების დასაწყისში ამ დანახარჯის რიცხვმა შეადგინა 13% სხვა დანარჩენი
კი იხარჯებოდა სხვა პროდიქტებზე.
ეკონომიკის ინტერნაციონალიზმმა, გაზარდა
წარმოების უნარი მთელ მსოფლიოში. შესაძლებელი გახდა მეტი პროდუქტის შექმნა საერთაშორისო
შრომის გადანაწილებით. თავდაპირველად ის შეზღუდული იყო ე.წ „განვითარებულ ქვეყნებით:
ე.ი ამერიკულ ბანაკით. სოციალისტური სახელმწიფოები იზოლირებულნი იყვნენ, ხოლო ყველაზე
დინამიურად განვითარებადი, მესამე სამყაროს სახელმწიფოები 1950-იან წლებიდან ამჯობინებდნენ
დამოუკიდებლად განეხორციელებინათ გეგმიური ინდუსტრიალიზაცია და ჩაენაცვლათ იმპორტირებული
საქონელი, საკუთარ საქონლით. რა თქმა უნდა დასავლური კაპიტალისტური სახელმწიფოები ვაჭრობდნენ ჩანმორჩენილ მესამე სამყაროსთან, საკმაოდ
წარმატებულად რადგან ვაჭრობის პირობები მათთვის სასურველი იყო - ისინი იაფად ყიდულობდნენ
ნედლეულს და სუსრსათ. რაც მართლა შეიცვალა, ეს იყო განვითარებად ქვეყნების სამეწარმოო
პროდიქცია. 1953 წლიდან ოცი წლის განმავლობაში დამზადებული პროდუქცია გაიზარდა ათჯერ,
საერთაშორისო ვაჭრობაში მათი რაოდენობა ბაზრის 60% შეადგენდა.
1975 წლიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებზე
მოდიოდა სამი მეოთხედი ავტომობილებისა მსოფლიოში. თუმცა მსოფლიოს ახალ სამრეწველო რევოლუცია
ერთ კონკრეტულ რეგიონი არ მოუცვია.
მთავარი მიმართულება წარმოადგენდა კაპიტალიზმის
რესტრუქტურიზაცია და ინტერნაციონალური ეკონომიკის განვითარება. „ოქროს ხანა“ მიღწევები
არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკურ რევოლუციით ავხსნათ. მაღალი ტექნოლოგიების გავლენა სამოქალაქო
მრეწველობაში გახდა მასობრივი 1973 წლიდს შემდეგ, როდესაც გარღვევა მოხდა ინფორმაციულ
ტექნოლოგიებში და გენური ინჟინერიაში. შესაძლოა მთავარი მიღწევები, რომელმაც შეცვალა
სამყარო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო მიღწევები ქიმიაში და ფარმაკოლოგიაში, რომელმაც
მალევე მოახდინა გავლენა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე მესამე სამყაროში, მისი კულტურული
შედეგები მოხდა რამოდენიმე ხნის შემდეგ 1960-1970-იან წლებში ე.წ „სექსუალურ რევოლიციით“,
ანტიბიოტიკების წყალობით (რომლებიც მეორე მსოფლიო ომამდე არ იცოდნენ, რომლის მეშვეობითაც
სექსუალურ აღვირახსნიობის მტერი - ვენერიული დაავადებები, ადვილად განკურნებადი გახდა
და ასეცე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მეშვეობით, რომელიც 1960-იან წლებიდან ფართოდ
გავრცელებული გახდა. (1980-იან წლებში სპიდის აღმოჩენის შემდეგ სექსი კვლავ რისკის
შემცველი გახდა)
მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალიზმს
კროლანდმა უწოდა „რეფორმირებული ისე რომ ვერ იცნობ“ ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის
ჰაროლდ მაკმილდონის მიხედვით „ახალი ვერსია ძველი სისტემის“
გადალახეს რა პირველი და მეორე მსოფლიოომის
შორის დაშვებული შეცდომები, ის არა მარტო დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფუნქციას „დასაქმების
მაღალი დონის და ეკონომიკური ზრდის გარკვეული ხარისხის შენარჩუნება“ დაიდო შეთანხმება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და სოციალ
დემოკრატიებს შორის, რომელიც ძალიან წააგავს თავის ფორმით ცოლ-ქმრულ კავშირს და რომელმაც
ძალიან ბევრი გადმოიღო საბჭოთა კავშირისგან. ეს უკანასკნელი იყო პიონერი ეკონომიკურ
დაგემარებაში. სწორედ ამიტომ თავისუფალი ბაზრის იდეის ორთოდოქსების მხრიდან თავდასხმები
რეფორმირებულ კაპიტალიზმზე ასე გაძლიერდა 70-იან და 80-იან წლებში. ეს მოხდა მაშინ
როდესაც პოლიტიკა რომელიც აგებული იყო, ზემოთ ნახსენებ კავშირზე, აღარ იყო ეკონომიკურად
წარმატებული. სპეციალისტები როგორიც იყო ჰაიეკი (ავსტრიელი) რომელიც არასოდეს არ იყო
პრაგმატიკოსი და თანახმანი იყვნენ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ეცნოთ, ის რეალობა
რომ ეკონომიკური მოღვაწეობა რომელიც ეწინააღმდეგობდა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში,
შეიძლება ყოფილიყო წარმატებული. თუმცა მათ მოჰყავდათ მტკიცებულებები რომლებიც უარყოფდნენ
ასეთ შესაძლებლობას. მათ სწამდათ ფორმულა „თავისუფალი ბაზარი = თავისუფალ პიროვნებას“
ისინი გმობდნენ ნებისმიერ გადახრას ამ პრინციპისგან და ხედავდნენ ასეთ გადახრაში „გზა
მონობისკენ“ („გზა მონობისკენ“ ჰაიეკის წიგნი 1944 წ) ეს სპეციალისტები იცავდნენ ბაზრის
სისუფთავის პრინციპს, დიდი დეპრესიის პერიოდში. ისინი აგრძელებდნენ იმ პოლიტიკის დაგმობას
რომელმაც „ოქროს პერიოდი“ მართლა გაავსო ოქროთი, და ეს მიუხედავად იმისა სამყარო ხდებოდა
კიდე უფრო მდიდარი, ხოლო კაპიტალიზმმა პოლიტიკურ ლიბერალიზმთან ერთად, კვლავ განიცადა
აყვავება, ბაზრის და მთავრობის ურთიერთქმედების
საფუძველზე, თუმცა აღნიშნულ პერიოდში 1940-1970-იან წლებში ამ ძველ წარმოდგენების მომხრეებს
არავინ არ უგდებდა ყურს.
ჩვენ არ გვაქვს მიზეზი რომ ეჭვი შევიტანოთ
იმაში, რომ კაპიტალიზმი იყო განზრახ რეფორმირებული, უკანასკნელ საომარ წლების შემდეგ,
იმ ამერიკელ და ბრიტანელ პოლიტიკოსების მიერ, ვისაც ამის საშუალება გააჩნდა.
კატასტროფა ომთაშორისო პერიოდში, რომლის
განმეორებაც არ შეიძლებოდა, იყო განპირობებული მსოფლიო ვაჭრობის და ფინანსური სისტემის
კრახით. ადრინდელი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას ბრიტანული ეკონომიკა და მისი ვალუტა
- ფუნტ სტერლინგი ასტაბილურებდა. პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ბრიტანული ფუნტ
სტერლინგი უკვე აღარ იყო საკმაოდ მყარი, რომ იგივე როლი შეესრულებინა, ამ როლის შესრულება
მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეეძლო. დიდი დეპრესია გამოწვეული იყო თავისუფალი ბაზრის
შეუზღუდაობით. ამიტომ, ამიერიდან ბაზარი საჭიროებდა სახელმწიფოს დაგეგმარება და ეკონომიკის
მართვას ხოლო, სოციალური კუთხით დაუშვებელი იყო მასობრივი უმუშევრობის (რომელიც თავისუფალ
ბაზრის შედეგად მოხდა) განმეორება.
სახელმწიფო მოღვაწეები რომლებიც ანგლო-საქსურ
ქვეყნებს არ მიეკუთვნოდნენ, ჰქონდათ მცირე
გავლენა მსოფლიო ვაჭრობასა და ფინანსურ სისტემაზე, მაგრამ ემხრობოდნენ, ძველ ლიბერალურ
ეკონომიკის ანუ თავისუფალ ბაზრის შეცვლას. სახელმწიფო დაგეგმარება და ეკონომიკის მართვა
არ იყო ზოგიერთ ქვეყნებისთვის სიახლე, მათ შორის საფრანგეთისთვის და იაპონიისთვის.
სახელმწიფო საკუთრება და სამეწარმო განვითარების რეგურილება, იყო გავრცელებული დასავლეთ
ევროპის ქვეყნებში 1945 წლის შემდეგ. ეს საკითხი არ იყო მხოლოდ იდეური უთანხმოება სოციალისტებსა
და ანტისოციალისტებს შორის, ხოლო საერთო ნაბიჯი მარცხნივ, გახადა მემარცხენეობა უფრო
მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ომამდე იყო, ეს კარგად ჩანს 1947 წლების ფრანგულ და იტალიურ
კონსტიტუციებში. სახელმწიფო სექტორი ნორვეგიაში ასრულებდა უფრო მცირე როლს ვიდრე გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც არ იყო ეკონომიკის ნაციონალიზაციის მოხრე.
რაც შეეხება სოციალისტურ პარტიებს და მუშათა
მოძრაობებს, რომელიც ფართოდ იყო გავრცეკლებული ომის შემდგომ ევროპაში. ისინი შეეწყვნენ
რეფორმირებულ კაპიტალიზმს, რადგან პრაქტიკული ხედვით ისინი არ აწარმოებდნენ საკუთარ
დამოუკიდებელ ეკონომიკურ პოლიტიკას, კომუნისტების გამოკლებით, რომელიც ხელისუფლების
ხელში აღებას ცდილობდნენ და შემდეგ სსრკ-ს მოდელის გადმოღება ეწადათ. პრაგმატიკული
მემარცხენეები სკანდინავიაში დატოვა კერძო სექტოპრი ხელშეუხებელი. ბრიტანული ლეიბორისტული
ხელისუფლება 1945 წლის შემდეგ, არ დაიწყო რეფორმირება და არ გამოხატა არანაირი ინტერესი
დაგეგმარებიადმი, რომელიც იყო ცოტა უცნაური.
ფრანგული არასოციალისტურ ხელისუფლებასთან შედარებით, რომელმაც გეზი დაგეგმარების
მოდერნიზაციას მოკიდა ხელი. მემარცხენეებმა პრაქტიკულად აიღეს ორიენტაცია, რათა საკუთარი
ამომრჩევლები მუშების სოციალურ რეფორმირებას,
მაგრამ მათ არ ჰქონდათ პროგრამა კაპიტალიზმის დამხობის გარდა (თუმცა არც ერთმა სოციალისტურმა
სახელმწიფომ არ იცოდა, ეს როგორ განეხორციელებინა, არც ცდილობდნენ მის განხორციელებას),
ხოლო იმისთვის რომ დაეფინანსებინათ თავის პროექტი, დაიწყეს კაპიტალისტური ეკონომიკის
აყვავება. მემარცხენეებს აწყობდათ რეფორმირებული კაპიტალიზმი (ლეიბორისტულ და სოციალ-დემოკრატიულ
მოდელებს).
ერთი სიტყვით სხვადასხცა მიზეზების გამო
პოლიტიკოსები, ჩინოვნიკები და უამრავი ბიზნესმენი, ომის შემდგომ დასავლეთში, იყვნენ
დარწმუნებულნი იმაში, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა ანუ ძველ თავისუფალ ბაზარზე
ლაპარაკიც კი, არ შეიძლებოდა გამართულიყო. მკვეთრად იყო გამოკვეთილი პოლიტიკური მიზანი
- მთლიანი დასაქმება, კომუნისტების შეჩერება, ჩამორჩენილ და დანგრეულ ეკონომიკის მოდერნიზაციის
რეჟიმებიც კი, რომლებიც ლიბერალურ ეკონომიკის ერთგულები იყვნენ, მოახდინეს აქამდე არნახული
„სოციალისტური“ პოლიტიკის მიღება. ბრიტანეთმა და აშშ-მ დაიწყეს სოციალისტური მოდელის
დანერგვა, სამხედრო ეკონომიკებში. მომავალი იყო შერეულ ეკონომიკურ სტილის ეკონომიკების.
თუმცა იყო მომენტები, როცა ძველი ტრადიციული ფიქსირებული ზომიერების, ვალუტის სტაბილურობის
და მყარი ფასებს აქცევდნენ ყურადღებას, თუმცა უკვე მთავარი როლი აღარ ეკავა. 1933 წლიდან
ინფლაცია და ფინანსური დეფიციტი აღარ აშინებდა ეკონომისტებს, მაგრამ მაინც უფრთხოდნენ
მათ.
ეს იყო სერიოზული ცვლილებები, სწორედ მათ
უბიძგეს ამერიკის სახელმწიფო მოღვაწეს კლასიკური კაპიტალიზმის მიმდევარს ა.ჰარისონს
1946 წელს წარმოექვა შემდეგი სიტყვები „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, მეტი აღარ ეშინიათ
ისეთი სიტყების როგორიც არის - „დაგეგმარება“...
მათ აღიარეს ის ფაქტი, რომ მთავრობა უნდა ადგენდეს საკუთარ გეგმებს ისევე, როგორც ამას
აკეთებენ ცალკეული მოქალაქეები“ სწორედ ამ ახალი ტენდენციების გამო ჟან მონე
(1888-1979) რომელიც იყო ეკონომიკური ლიბერალიზმის და ამერიკული ეკონომიკის დამცველი,
გადავიდა ფრანგულ ეკონომიკურ დაგეგმარების გულმხურვალე მომხრეთა ბანაკში. ამ ტენდენციებმა გარდაქმნეს ეკონომისტი ლორდ ლაიონელ
რობინსი, რომელიც იყო თავისუფალი ბაზრის მომხრე და ერთ დროს იცავდა ტრადიციულ კაპიტალიმს
კეინსისგან, და აქციეს ის ბრიტანული ნახევრადსოციალისტური სამხედრო ეკონომიის ხელმძღვანელად.
თითქმის 30 წლის განმავლობაში, პირველ რიგში ამერიკაში, დასავლელ თეორეტიკოსებსა და
პოლიტიკოსებს შორის არსებობდა თანხმობა იმასთან დაკავშირებით თუ რა არ უნდა ეკეთებინათ
არაკომუნისტურ ქვეყნებში, ყველას სურდა წარმოედგინა ეკონომიკური ზრდა, საერთაშორისო
ვაჭრობის გაფართოება, მთლიანი დასაქმება, ინდუსტრიალიზაცია და მოდერნიზაცია და ყველა
ცდილობდა განეხორციელებინა ზემოთ ჩამოთვლილი
მიზნები. თუ კი საჭირო გახდებოდა, სახელმწიფოს სისტემატური კონტროლით და შერეული ეკონომიკის
განხორციელებით და ასევე მუშათა მოძრაობებთან თანამშრომლობით, იმ პირობით თუ კი ისინი
კომუნისტურ მოძრაობებად არ გარდაიქმნებოდნენ „ოქროს ხანა“ არ იქნებოდა ოქროსი, რომ არ შეთანხმებულიყვნენ
იმაზე, რომ კაპიტალიზმის გადარჩენისთვის საჭირო იყო კაპიტალიზმის საკუთარ თავისგან
გადაერჩინათ.
იმის მიუხედავად, რომ კაპიტალიზმის რეფორმირება
მოხდა, უნდა გავავლოთ საზღვარი, ორ რამეს შრის, რის გაკეთებაც აქამდე არ მოიაზრებოდა
და ახალი ეკონომიკური სამზარეულოს სპეციფიკურ რეცეპტებს და ამ რეცეპტების ეფექტურობას
შორის. რთულია ამაზე მსჯელობა, ეკონომისტები როგორც პოლიტიკოსები, ყოველთვის ცდილობდნენ
წარმატება საკუთარ შორსმჭვრეტელობით ხოლო „ოქროს ხანა“ ისეთი სუსტი ეკონომიკები როგორიც
იყო ბრიტანეთი ვითარდებოდა და ყვაოდა, ერთი შეხედვით საკმარისი საფუძველი იყო საკუთარი
ნიჭს დატკბობისთვის, და მაინც გაწონასწორებულმა პოლიტიკამ, მოიტანა განსაცვიფრებელი
წარმატებები. ასე მაგალითად 1945-46 წლებში საფრანგეთი შეგნებულად ეკონომიკრი დაგეგმარების
გზას, იმისთვის რათა საკუთარი მრეწველობის მოდერნიაზაცია განეხორციელებინა. საბჭოთა
იდეების ასეთნაირმა ადაპტაციამ, რომელიც უკავშირდებოდა კაპიტალიზმის შერეულ ეკონომიკას,
აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური, რამეთუ საფრანგეთი 1950-79 წლებში იწყებს ყველაზე უფრო
სწრაფად ვიდრე სხვა სახელმწიფოები, ამერიკის დაწევას, წარმატების ეფექტურობის კუთხით,
„გერმანიაზე სწრაფადაც კი“ საფრანგეთი რომელიც აქამდე მიიჩნეოდა ეკონომიკურ ჩამორჩენილობის
სიმბოლოდ, მაგრამ მოდით მივანდოთ ეკონომისტებს, ცნობილ მოკამათეებს განსაჯონ იმ ეკონომიკურ
პოლიტიკის ღირსებები, ნაკლოვანებები და ეფექტურობა, რომელსაც ატარებდა სხვადასხცა მთავრობა
„ოქროს ხანის“ პერიოდში.
Thursday, November 12, 2015
ავთენტურობა, საზრისი და ბოდვა
წინასწარ ვიტყვი, რომ ეს წერილი არ იქნება კონკრეტულ თემაზე და საკმაოდ ბევრ თემას შევეხები ისე, რომ არ მოვახდენ მის ერთიან სტრუქტურირებას. ამიტომ შეიძლება ბოდვის ელემენტებიც იყოს და ბოდვადაც მოგეჩვენოთ.
1
საზრისი დაკავშირებულია სიცოცხლესთან, ან უფრო სწორედ სიკვდილისგან გაქცევასთან. იქ სადაც არ არის მზაობა სიკვდილის, ყოველთვის ჩნდება საზრისი. ამ დროს სული კვდომისკენ არის მიმართული და ელოდება კვდომის პროცესს. ამ მდგომარეობას ადამიანი აღიქვავს როგორც “სიბნელედ”, როგორც “არარად”, ხოლო ამ სიბნელისგან გასაქცევად ცდილობს ისეთი საზრისი გაიჩინოს, რომელიც დაკავშირებული იქნება გარკვეულ სისტემატიზირებულ წარმოდგენებთან: რელიგიასთან, იდეოლოგიასთან (რომლებიც რა თქმა უნდა ერთი და იგივე არ არის). არ არის გასაკვირი რომ მონოთეიზმმა შექმნა პირველი კონსტრუირებული რეალობები (რეალობა როგორც ასეთი აღარ არსებობს, ჩვენ კონსტრუირებთ რეალობას რომელშიც მერე ვცხოვრობთ) რომელიც იძლეოდა გარკვეულ მსოფლმხედველობით სისტემას და უამრავ შეკითხვაზე პასუხს, მაგრამ უარს აცხადებდა ქვეცნობიერის გარეთ გამოტანაზე (რაციონალიზაციაზე - როგორც ამას მოგვიანებით უწოდეს). ადამიანი კმაყოფილი იყო, რადგან ჰქონდა მთავარ ეგზისტენციალურ შეკითხვებზე პასუხი: მარადიული სიცოცხლე, ღვთაებრივი სამართლიანობა, განკითხვის დღე რაც აკმაყოფილებდა და ქმნიდა ძალიან სტაბილურ და მყარ წარმოდგენებს. ხოლო იდეოლოგიები გაჩნდნენ როდესაც ადამიანებმა დაკარგეს ტრანსცენდენტულის “ мироощущения “ და გაუჩნდათ მატერიალური უკმაყოფილების მოთხოვნილებები, რომლებზეც არ პასუხობდა რელიგია. ამის გარდა XIX საუკუნე როგორც გამოკვეთილი იდეოლოგიების ეპოქა, ესაა მასობრივი ადამიანის ეპოქა. ადამიანის სოციალური რეზისტენციალობა საკმაოდ შეზღუდულია, ამის შემდეგ ის უბრალოდ ასიმილაციისთვის არის განწირული, რაც მოხდა კიდეც. მასობრივი ადამიანი არის ასიმილატორი, რომელიც არ უშვებს არა მარტო სააზროვნო განსხვავებას, არამედ განსხვავებას “ мироощущения “. მასობრივი ადამიანის ენა არის იდეოლოგია, იდეოლოგია კი როგორიც არ უნდა იყოს ის, რჩება ტოტალურ და ყოვლისმომცველ სააზროვნო სისტემად. ის არ უშვებს ტოლერანტობას იქ რაც მისთვის არსებითია, მეორე საკითხია რომ ზოგ იდეოლოგიაში არსებითი უფრო მეტია, ზოგში უფრო ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთი და იგივე სააზროვნო სტრუქტურა ყალიბდება. ამის შესახებ მარკუზე წერდა “ერთსახოვან ადამიანში”, იმის მიუხედავად რომ საბჭოთა მოქალაქეები და კაპიტალისუტრ სამყაროს მოქალაქეები იდეოლოგიურად მტრულად იყვნენ განწყობილი, ორივე ქმნიდა ერთი ტიპის ადამიანს.
რაციონალიზაციის პროცესმა ქვეცნობიერის ამოტივტივება და განდევნა დაიწყო, რომელიც საბოლოო ჯამში დაბრუნდა კოშმარის სახით. მოდერნიზმი, რომელიც იწყებოდა დიდი ენთუზიამზით და იმედით, დაამთავრა ნიჰილიზმით. სახელმწიფოები და პროექტები, რომლის შენებაც მოდერნულ საზოგადოებაში დაიწყო, მის ბოლო ეპოქაში გამოაცხადეს განუხორციელებელ “უტოპიად”. ეპოქა რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ შეიძლება პოსტმოდერნული ვუწოდოთ, მაგრამ მე მირჩევნია “კოკა-კოლას” ეპოქა დავარქვა. “კოკა-კოლას” ეპოქა ადამიანებს საზრისის ნაცვლად, სთავაზობს გართობას, კომფორტს. ჩვენ ვუხდით “კოკა-კოლას” იდეოლოგიას, რომ მან არ მოგვცეს საზრისი. ეს კრიზისი ჩანს ისლამურ სახელმწიფოსთან მიამრთებაში, როდესაც ევროპელები ჩადიან სირიაში საბრძოლველად იმ მოტივით, რომ “დასავლეთში არანაირი ფასეულობა აღარ დარჩა აიფონის გარდა” და იბრძვიან ისლამის სახელით, რომელიც უცხო უნდა იყოს კულტურულად მათთვის.
2
კაცობრიობა რომელიც ავთენტურობას გაექცა საზრისის შექმნით (რეალობის კონსტრუიერებით), დაამთავრა ისე რომ საზრისსაც გაექცა კომფორტში.
3
საზრისის პრობლემა ადამიანებს უჩნდება და სხვადასხვანაირად ართმევენ თავს. რა თქმა უნდა მეც მიფიქრია ამ საკითხზე და იმ დასკვნამდე მივედი, რომ საზრისი ჩნდება ავთენტური მდგომარეობიდან გაქცევის დროს. ავთენტურობა არის სულის მზაობა შეხვდეს სიკვდილს. ამ მდგომარეობიდან გაქცევა ალბათ ყველაზე გავრცელებულია ადამიანებს შორის.
ადამიანს ეშლება ბნელი მხარე და სიკვდილი, ამიტომ არის რომ ამ ორ რამის გაიგვებას ახდენს. ყველაზე შორს ის მიდის, ვინც არ იცის სად მიდის. სიბნელეში სიარული არის ავთენტურობის მაჩვენებელი, რომელსაც არ ჭირდება საზრისის ძიება, რათა მოტივაცია ჰქონდეს სიარულის, მეტიც ის მიდის იმიტომ არა რომ რაღაც აღმოაჩინოს, ის მიდის იმიტომ რომ უბრალოდ ისე ყოფნა მოწყენდება .
4
სიკვდილი არ არის დესტრუქცია, პირიქით სიცოცხლეა ასიმილაცია, შეპყრობილობა. არ დაგვავიწყდეს, რომ ძველ საბერძნეთში მონობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი გადამეტებული სიცოცხლით შეპრყობილობა იყო, როდესაც ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი რათა გადარჩეს და გაიმარჯვოს.
უფსკნულთან შეჯახება და მისგან გადარჩენა ალბათ სიცოცხლის ფილოსოფიის ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ხოლო ავთენტური მდგომარეობა პირიქით უფსკნულთან შეჯახებაზე არ ამბობს უარს, არამედ ეს მიაჩნია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მაგარ აქტად, ხოლო თუ უფსკნულთან შეჯახება იმისთვისაა საჭირო რომ სიცოცხლე ვიპყრო, მაშინ აღარაა უფსკუნლთან შეჯახება და არის ყალბი მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ სიმულირებს უფსკნულთან შეჯახებას. ამის კარგი მაგალითია ფილმი “მებრძოლთა კლუბი” რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ასახავს ამ თემატიკას. ამ ფილმში რამოდენიმე ელემენტი ჩანს, ნიცშეს ტერმინებით რომ გამვარტოთ არის “იდეალი” და “უფსკნული”. “უფსკნული” ანუ ბრედ პიტი, არის ძალაუფლების პყრობთ შეპყრობილი, ბედს ერთგულად მორჩილებს და უძირო უფსკნულს უცქერს სიცოცხლის დასაკმაყოფილებლად. რევოლუციურ-ბოლშევიკური მილიტარისტული სენტიმენტებით გაჟღენთლი, სიცოცხლის პყრობის სურვილით აღსავსე ადამიანი. ეს ტიპი ხდება გარკვეულ იდეალი, სისტემასთან მებრძოლე, რომელიც უკმაყოფილებს ჩვეულებრივ მომხმარებლებს წარმოსახვით დესტრუქციის მოთხოვნებს.
5
როგორც ვთქვი ძველ საბერძნეთში მონა იყო ის ვინც სიცოცხლით იყო შეპყრობილი. ყველაზე უარესი, რაც ლიბერალურმა იდეოლოგიამ თქვა (ლიბერალიზმმა გაიმარჯვა იმიტომ რომ ყველაზე პრიმიტიული იყო და ყველაზე მარტივ და შინაარს დაკარგულ მესიჯებს აძლევდა ადამიანს) იყო ის, რომ მონას დააჯერა რომ თავისუფალია. იმისთვის რომ ადამიანი გამხდარიყო თავისუფალი მას გარკვეული იდეური, ან ემოციური მომენტების უარყოა წაუყენეს წინაპირობა. ადამიანი აღარ უნდა იყოს ჰომოფობი, ქსენოფობი და კიდე მილიონი ფობი რომ თავისუფალი იყოს, აღარ უნდა იყოს შეპყრობილი ტრანსცენდენტული რწმენით, უნდა კმაყოფილდებოდეს იმ კონფორტების მიღებით რასაც არსებული ინდუსტრია თავაზობს, არ უნდა იყოს აცდენილი იმ საბაზისო ღირებულებებს, რასაც ლიბერალიზმი ქადაგებს. ერთი სიტყვით მთლიანად უნდა იყოს “განსხვავებული”, განსხვავებულთა ერთფეროვან სამყაროში, სადაც ფორმები განსხვავდება, მაგრამ შინაარსი ერთია. ხსნა მსგავსი კონსტრუირების უგულვებელყოფაშია, ემოციურად გულგრილობაშია.
6
მთავარია რომ მიზანი გაქრეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არაფერი არ ვაკეთოთ. ასევეა საზრისის გაქრობა, საზრისის გაქრობა არ ნიშნავს, რომ სიცოცხლეზე ამბობ უარს და სუიციდურ აქტს ჩაიდენ, პირიქით სუიციდური აქტი არა საზრისი არ არსებობაში, არამედ საზრისის კრიზისს უკავშირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს კამიუს აბსურდულობას. აბსურდში ყოფნა ეს მხოლოდ გააზრების პროცესშია, კამიუს მთავარი გმირი ვერ მიდის აბსურდულობისგან შორს. რა არის აბსურდულობის მიღმა? ალბათ ავთენტურობა.
7
არისტოკრატისთვის ისიც კი საძულველია, რაც თავისთავად ძვირფასია, ხოლო მონისთვის ისაა ძვირფასი რაც საძულველია (ცხოვრება). ციცერონი გვასწავლის, რომ მონა თავისუფლებისკენ კი არ ისწრაფვის, არამედ ბატონობისკენ. ე.ი სიცოცხლის სიყვარულიდან გამომდინარე თავისუფლებას კი არ ესწრაფვის , რომ რაც შეიძლება დიდი ხანი იცხოვროს, არამედ ძალაუფლებას, რომ სამაგიერო გადაუხადოს. მაგრამ ისტორიამ გვაჩვენა რომ მონას ახასიათებს სიცოცხლის გადაჭარბებული მოყვარეობა - ქრისტიანობაა ამის კარგი მაგალითი.
რა თქმა უნდა არისტოკრატისთვის ავთენტური ცხოვრებაა მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ავთენტური სიცოცხლის დათმობა, ხოლო პატარა ბედნიერების დათმობა რა დიდი რამეა?! მონა კი პატარა ბედნიერებას კი არა იმ მცირესაც ვერ თმობს რაც გააჩნია.

Sunday, August 16, 2015
ვის შეუძლია გააცოცხლოს წარსული ურჩხულები?
მესამე წერილი ლაშა ხარაზს
ჩემი აზრით ეს წერილი იქნება ჩემი ერთ-ერთი სუსტი წერილი, რომელსაც მე დავწერ, რადგან ისეთ სფეროებსაც შევეხები, რაშიც მე კომპეტენტური არ ვარ. მინდა რამოდენიმე საკითხს ერთდროულად შევეხო და გავშალო, ამიტომ ძალიან მკაცრად არ შეაფასო ეს წერილი.
ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, მე გესაუბრე ფაშიზმის "აქ და ახლა" ყოფაზე და გითხარი, რომ ფაშიზმი შესაძლებელია "აქ და ახლა", მხოლოდ იმიტომ რომ Antifa მოძრაობები არსებობს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაშისტური პროექტი საბოლოოდ ჩავარდნილი იყო, და წარსულს იყო ჩაბარებული. მეოცე საუკუნეში არსებობდა შიში, რომ ტოტალიტარული სისტემა (მუდმივად ნაგულისმევი იყო ფაშისტური ან ბოლშევიკური სისტემები) განახორციელებდნენ ისეთ კონტროლს საზოგადოებაზე, რომ განსხვავებული აზრის მატარებლები უბრალოდ არ იარსებებდნენ, ეს შიში აისახა მთელ რიგ ანტიუტოპოიურ ლიტერატურაზე. სწორედ მსგავსმა შიშებმა შექმნეს, ისეთი მოძრაობები, როგორიცაა Antifa და სხვა, რომლებიც იმიტომ რომ დაიცვან თავისუფლება, თავისუფლებას ანადგურებენ. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ დეკონსტრუქციასთან გვაქვს საქმე. აქ შემოდის მეორე ელემენტი, ესაა ლინგვისტური ტერორი. ადამიანებს, რომლებიც არ მიეკუთვნიან ფაშისტურ იდეოლოგიას, იძულებულნი არიან შეისწავლონ Antifa-ს ენა, რომ შემდგომში ამ ენის არ ცოდნისთვის ისინი ფაშისტებად არ მონათლონ. მსგავს მეთოდს იყენებს ყველა უმცირესობათა დამცველიც. ტრადიციული ქართველი, რომელსაც აქვს ტრადიციული ლექსიკა, რომელიც არ არის მორგებული იმ ლინგვისტურ სამყაროს და უცხოა ე.წ ენჯეო ენა(საქართველოში ლიბერალები და უმცირესობები ენჯეოს სახით არიან წარმოჩინებულნი) იგი "პროგრესულობისდან" გადის და ავტომატურად "ბნელი" ხდება. ამიტომ ერთადერთი არჩევანი, რომელიც Antifa ან სხვა უმცირესობათა ორგანიზაცია უტოვებს ადამიანს, ან არის ის რომ დადუმდნენ მათ რეპრესიულ მანქანაზე, ან გახდნენ ფაშისტები. თუ კი ფაშიზმის რესტავრაცია მოხდება, ეს იქნება ყველა ანტიფაშისტის დამსახურება. ფაშიზმს დამოუკიდებლად არ აქვს იმის რესურსი და ძალა, რომ ახლიდან აღორძინდეს, ხოლო ანტიფაშისტებს კი გააჩნიათ იმის ძალა, რომ მკვდარი გააცოცხლონ.
ზემოთ დაწერილი დამეხმარება იმაში, რომ განვავრცო თემა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ წამოიჭრა, ესაა სტიქიური უბედურება და ამ სტიქიურ უბედურებაზე წარმოქმნილი "ახალი საამყო თაობა".
"რევოლუცია ყოველთვის მიმართულია "მამების" წინააღმდეგ" ერიკ ჰოფერი.
საბჭოთა კავშირი დიდი ხანია დაინგრა და 1990-იანებში არავინ არ ფიქრობდა წარსულზე, ყველა ახალ რეალობასთან ადაპტაციის პროცესს გადიოდა, მაგრამ 2000-იან წლებში იწყება ახალი პერიოდი, როდესაც საზოგადოებრივ და განსაკუთრებით ინტელექტუალური წრეებში იწყება აქტიურად მსჯელობა "საბჭოთა კავშირის გადაფასებაზე" და ამავე პერიოდში იწყება გარკვეული თაობის "ჩარეცხვა". ჩაირეცხა ძირითადად აკადემირუი და სახელოვნებო ელიტები, რომლებსაც გარკვეული წარმატება ჰქონდათ საზოგადოებრივ საქმეს მოაცილეს. ხრუშჩოვის შემდეგ კვლავ დაიწყო სტალინიზმთან ბრძოლა, ვისაც ოდნავი სიმპატია ჰქონდა სტალინისადმი, იდეოლოგიურ მტრად გამოცხადდა და ავტომატურად მარგინალიზაცია განიცადა. ამის პარალელურად, ფუნდამენტურ საკითხებში არაფერი განსაკუთრებული არ შექმნილა. ეს იყო გარკვეული შური, წინა თაობისადმი, ძველი იმიტომ ჩარეცხეს, რომ ახალს ვერ ქმნიდნენ. აი ამ პროცესის კულმინაცია, იყო სტიქია და ახალი "საამყარო თაობის" გამოჩენა, რომელსაც არ შეუძლია გადაიღოს ისეთი ფილმები, როგორიც 70-80-იან წლებში ვიღებდით, მაგრამ შეუძლია სტიქიით შედეგად დაბინძურებული ქალაქი დაასუფთავოს. რა თქმა უნდა აქ ვუტრირებ და შეიძლება სულ არ იყოს მოსატანი ერთმანეთთან მაღალი კულტურული ღირებულებების შექმნა და ქალაქის დასუფთავების დიქოტომია, მაგრამ მეორე მხრივ უნდა ითქვას, რომ ერთის ხარჯზე, მეორის გაფეტიშება დაიწყო.
"სიმულაცია, არ არის ორგანული, ის გარეგანი მიმბაძველობაა" მ.მამარდაშვილი
"საამაყო ახალ თაობაზე" გამოიკვეთა ერთი რამ, ესაა კულტურული კლასიფიკაცია. გაივლო გარკვეული მარკერი იმ ადამიანებს შორის, ვინც მივიდა და ვინც არ მისულა სტიქიის შემდეგ დასახმარებლად, ეს არ იყო მხოლოდ აქტი კატასტროფის შემდეგ აღდგენით სამუშაოში მონაწილეობისა, ეს იყო გარკვეული კულტურული საზღვრების გავლების აქტი. ამას სწრაფი რეაგირება მოყვა ჩვენი ლიბერალი ელიტებისგან, რომლებმაც იმ წამსვე დაიწყეს ახალი თაობის გაფეტიშება. მაგრამ რა იყო გასაფეტიშებელი? უბრალოდ, სამოქალაქო აქტი, რომელიც ჩვეულებრივ სიტუაციაში უბრალო აქტად დარჩებოდა, რომ არა თაობათა შორის კიდევ ერთი ბზარის გაჩენის სურვილი. ამ აქტს, აუცილებლად მოყვება თაობათა შედარებაზე საუბარი და "უკეთეს ახალ თაობის" ფეტიშიზაცია გაგრძელდება.
"ახალი თაობა" ამ შემთხვევაში არის ინდუსტრიალური და პოსტინდუსტრიალური საზოგადოების სიმულაცია. მეტიც, ისინი ავლენენ ამ შემთხვევაში ვებერისეულ "პროტესტანტულ ეთიკას", ინდუსტრიისა და შრომის გარეშე. მოდერნული საზოგადოება 90-იანებს ჩაბარდა, ინდუსტრიული ადგილები გაქრა, სამუშაო ეთიკაც გაქრა, მაგრამ აი ამ ნანგრევებზე გაჩნდა რაღაც ფორმები, რომლებიც ახასიათებს საზოგადოებათა იმ ნაწილს, რომელიც დასავლეთს სიმულირებს. აქ შემოვიტან ცივილიზაციურ თეორიას, 90-იანებში ცესტერნიზაცია, გლობალიზაციის გარდაუვალ შედეგად იყო მიჩნეული, მაგრამ თუ ცივილიზაციურ თეორიებთ განვიხილავთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ დასავლური ცივილიზაცია არის ერთერი ცივილიზაცია და არა ერთადერთი. საკმაოდ ძველი დებულებაა, რომ სამყაროს მართავს იდეები, სხვა დანარჩენი, მხოლოდ ამ იდეების მექანიკური შემსრულებლები არიან, ასე რომ სამყაროს რეალური მართველები არიან ფილოსოფოსები, თეოლოგები და იდეოლოგები. იდეა ზოგადად ექსპანსიონური რამაა, თუ კი იდეების უკან საკმაოდ დიდი რესურსია, მისი ექსპანსია სწრაფად ხორციელდება, დღესდღეობით იდეების შემოქმედი დასავლეთია, რომელიც დანარჩენ სამყაროზე ახდენს იდეოლოგიურ ექსპანსიას.
ადრე facebook-ზე სტატუსად მეწერა, დასავლური ცივილიზაციის რასიზმის შესახებ და მინდა ის უბრალოდ აქ მოვიშველიო:
"პირველი რასისტები, არა გერმანელი ნაციონალ-სოციალისტები, არამედ ლიბერალები იყვნენ, მაგრამ გერმანული ნაციონალ-სოციალიზმი აღმოჩნდა დიდი შავი ლაქა, ამის შემდეგ დასავლურ ლიბერალურ სამყაროში რასიზმი გადადის სუბლიმინაციურ მდგომარეობაში.. სახელმწიფოები, რომლებიც დასავლური კულტურის მიხედვით არ მიიჩნევა ცივილიზაციურ, დემოკრატიულად, მათი სუვერენიტეტი რეალურად არაფერს არ ნიშნავს დასავლეთისთვის, ხოლო ის ვინც ველურ მდგომარეობაში არის (ჯერ კიდევ 19-ე საუკუნეში დაყვეს ევროპელებმა კაცობრიობა სამ კატეგორიად: ველურებად, ბარბაროსებად და ცივილიზებულ ადამიანებად, ველურებში - შავკანიანები მოიაზრებოდა, ბარბაროსებში - ყვითელ და უფრო მუქ კანიანები და ცივილიზებულებში კი აუცილებლად თეთრ კანიანები). მარქსიც კი მიიჩნევს, რომ ცივილიზებულმა ევროპულმა სახელმწიფოებმა უნდა დაიპყრონ ველური და ბარბაროსული ქვეყნები და მოახდინონ მათი გაცივილიზირება (ევროცენტრისტული მიდგომები).. 1945 წლის შემდეგ რასიზმმა სახე შეიცვალა, ჩვენ აღარ ვამბობთ შავკანიანი, ყვითელკანიანი და თეთრკანიანს, მაგრამ ველურობის, ბარბაროსობის და ცივილიზაციურობის მოდელი დავტოვეთ. აქედან გაჩნდა ასევე ტერმინი "მესამე სამყარო" - ანუ ადგილი სადაც ბარბაროსები და ველურები ცხოვრობენ.. ბარბაროსების დამოუკიდებლობა შეზღუდული უნდა იყოს (როგორც ეს არაბების შემთხვევაში ხდება), ხოლო ველურების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ფიქციაა (აფრიკის შემთხვევაში).. აქედან გამომდინარეობს ის პოლიტიკაც, რომ არა დემოკრატია, არამედ მართველობის ვესტერნული სისტემებია მხარდაჭერილი, ხოლო არავესტერნული სისტემებს კი დიდი საფრთხე ემუქრებათ.. ამიტომაა, როცა აშშ მხარს უჭერს პროამერიკულ ავტოკრატებს, არავესტერნიზებულ დემოკრატიების (ირანი) წინააღმდეგ... თანამედროებამ მოაცილა ყველა რასისტული მარკერი, მაგრამ აზროვნება, საერთაშორისო პოლიტიკა და ა.შ დატოვა რასისტული. ანტიკოლონიალიზმიც შეიცავს რასიზმს და ამას ჩვენ თავზეც ძალიან კარგად ვხედავთ, როდესაც ვესტერნიზებული ელიტები ცდილობენ ისეთივე სახელმწიფოს შექმნას, როგორიც დასავლეთშია, რომ ჩაეწერონ ცივილიზაციის იმ გაგებაში, რაც დასავლეთშია, ამიტომ მათ უწევთ უფრო მეტი დათრგუნვა და ჩაგვრა საკუთარი მოსახლეობის. ამ ბრძოლის მთავარი მიზანია, რომ უკვე დაამტკიცო რომ აღარ ხარ ბარბოსი (ანუ არა ვესტერნიზებული).. ეს სისტემა მთლიანად რასისტულია, რადგან სხვა ალტერნატივებს არ ტოვებს, გარდა იმ მოდელისა რაც ზემოთ დავწერე..."
ამ იდეიდან გავაგრძელებ მსჯელობას ჩვენ "ახალ საამაყო თაობაზე", რომლის გაფეტიშება ხდება ჩვენი ელიტების მიერ, რომლებიც დასავლეთს სიმულირებენ და რომელიც თავისთავში უპირისპირდება ადგილობრივ კულტურას, რომელიც ჩვენი ვესტერნიზებულ ელიტების მიერ ითვლება "ჩამორჩენილად". ჩემმა მეგობარმა, იმ ახალგაზრდებზე რომლებიც ამ საქმიანობაში იყვნენ ჩართული მითხრა, ეს ისეთი ტიპის ახალგაზრდები არიან, რომლებიც ქართულ საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის სიმპატიებს არ იმსახურებსო. ამ აქტით იგრძნობა კულტურული მდუმარე დაპირისპირება, რომელიც რამოდენიმე ხანში სხვა ფაზაში შევა.
აქ ორი რამეა ერთმანეთისგან გასამიჯნი: 1) ახალგაზრდების მოხალისეობა საკუთარი ქალაქის დასუფთავება-მოწესრიგებაში და 2) ამ აქტის ფეტიშიზაცია. მე პირველს მივესალმები, მაგრამ აქ პირველი აქტი აბსოლუტურად იკარგება თუ კონტექსტურად არ განვიხილავთ მას, კონტექსტი კი რაც ამ ფაქტს მოყვება, არის ძალიან საშინელი და შეიცავს მთელ რიგ ჩაგვრის ელემენტებს, დაწყებული კულტურული ჩაგვრიდან, დამთავრებული სოციალური ჩაგვრით.
"როდესაც უყურებ უფსკრულს, უფსკრული გიყურებს შენ" ნიცშე
დავუბრუნდეთ პირველად დაწყებულ დიალოგს ფაშიზმის "აქ და ახლა" ყოფაზე. საქართველოში, როგორც ზემოთ დავწერე საბჭოთა კავშირის გადაფასება 2000-იანებიდან იწყება, ლიბერალური ელიტის მიერ. ლიბერალიზმი არის ერთადერთი ძალა, რომელიც ბოლშევიზმს "აქ და ახლა" ამყოფებს, ის არ აძლევს საშუალებას ადამიანებს თუნდაც მშვიდად შეაფასონ საბჭოთა ისტორია, ის მსგავს საშუალებას არ იძლევა. ერთადერთი რისი საშუალებაც ადამიანებს რჩებათ, ლიბერალური ტოტალიტარიზმის წინაშე არის მიუბრუნდნენ სტალინიზმს. სტალინიზმი სხვა სახით აუცილებლად დაბრუნდება ამ დისკურსის ჰეგემონიის შემთხვევაში, რადგან აქ საშინელ დეკონსტრუქციასთან გვაქვს საქმეს, ვისაც ებრძვიან ლიბერალები, სწორედ ისინი ცოცხლდებიან და ისინი გარდაცვლილებს ებრძვიან.

Subscribe to:
Posts (Atom)