Friday, May 10, 2013

ისტორიული კანონზომიერება - მარქსიზმისა და ლიბერალიზმის მიხედვით

მარქიზმისთვის ეკონომიკური წესწყობილება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები იცვლებიან. თავისთავად ეკონომიკა არ წარმოადგენს რაღაც მუდმივს. თამაშის წესები იცვლება იმის მიხედვით თუ როგორ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. სისტემის კანონები რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს, იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ეს ურთიერთობები მოწყობილი.მარქზისმისთვის კაპიტალიზმი ისტორიული პროცესია - ანუ მას აქვს დასაწყისი და დასასრული.
ლიბერალიზმი სხვანაირად უყურებს საკითხს - მათი თეორიის მიხედვით კაპიტალისტური სისტემა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბუნების კანონები, უბრალოდ ადამიანებს არ ესმით ეკონომიკური კანონები. კაპიტალიზმი აღქმულია როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არსებობდა ერთიდაიგივე კანონზომიერება როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე თანამედროვე აშშ-ში, ანუ მთავარი არ არის ის თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, არამედ მთავარია ის თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ეკონომიურ კანონებს. ადამიანი თუ გააცნობიერებს ამ კანონებს და მიიღებს მათ, მაშინ ყველაფერი იდეალური იქნება და არაგრის შეცვლა არ იქნება საჭირო. ამის მიხედვით გამოდის, რომ თავისუფლება ესაა აუცილებლობის აღიარება.
ლიბერალურ თეორიაში - სახელმწიფო და საზოგადოება მუდმივად ერეოდნენ ეკონომიურ პროცესებში, რასაც ძალზე ცუდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს. მათი აზრით პოლიტიკის მიზანი არის, რომ თვალყური ადევნოს და დაიცვას ის ბუნებრივი ეკონომიკური წესები, რომლებიც არსებობს. 
მარქსიზმს ხშირად ადამაშაულებენ ინდივიდის როლის უგულებელყოფაში, დეტერმინიზმში. მაგრამ ლიბერალური თეორია ამ შემთხვევაში გაცილებით დეტერმინულია, ვიდრე მარქსიზმი. ისინი მთელ ისტორიას მკაცრ ეკონომიკურ პროცესს უკავშირებენ. მარქსიზმის დეტერმინულობა დაკავშირებულია ცვალებად პროცესთან. ადამიანები მართალია ზღუდავენ თავის მოქმედებას, მაგრამ ეს შეზღუდვები იცვლება ისტორიის პროცესში - ანუ შეზღუდულობა ცვლილებადი და გადალახვადია. ამიტომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ ისტორიას, სხვა ამბავია, რომ ამას ცალცალკე კი არ აკეთებენ, არამედ ამ კანონზომიერების შედეგად. ხოლო კანონზომიერება ასევე ადამიანების შექმნილია, მართალია არა ერთი პიროვნების, არამედ საზოგადოების. 

Thursday, May 2, 2013

1905 წელს საქართველოში, გლეხებმა ხელისუფლებას 15 პუნქტიანი მოთხოვნა წარუდგინეს



11)      გლეხებს დაუბრუნდეს უსამართლოდ მოკრებილი ფული (განთავისუფლების გადასახად)
22)      „დროებითი ვალდებული“ გლეხები თავიანთ ნაკვეთების შენარჩუნებთ ყოველგვარ შემდგომ გადასახადის გარეშე განთავისუფლდნენ
33)      „ხიზანს“ მიეცეს თავისი მიწა;
44)      მოხდეს ეკლესიის, სახაზინო და მსხვილი მემამულეების მიწების კონფისკაცია;
55)      შემოღებულ იქნას პროგრესული გადასახადი ნულოვანი გადასახადით მათთვის, ვისი წლიური შემოსავალი ხუთი ათას მანეთზე ნაკლები იყო
66)      გაუქმდეს ფარული გადასახადები და ტარიფები
77)      ეკლესია და სახელმწიფო განცალკევდნენ;
88)      არსებობდეს უფასო, სავალდებულო განათლება 16 წლის ასაკამდე
99)      არსებობდეს სიტყვის, ბეჭდვის, შეკრების თავისუფლება და გაფიცვის უფლება;
110)  პიროვნებისა და ოჯახის ხელშეუხებლობა აუცილებელია;
111)  გაუქმდეს ქვეყნის შიდა საპასპორტო სისტემა;
112)  გაუქმდეს რეგულარული ჯარი;
113)  სასამართლო და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხალხის წინაშე უნდა იყვნენ პასუხისმგებლები;
114)  დაბრუნების ნება დაერთოს ადმინისტრაციულ გადასახლებაში მყოფ პირებს;
115)  მოწვეულ იქნას დამფუძნებელი კრება

Monday, April 29, 2013

ჩომსკის იტერვიუდან


ვაშინგტონის ხელშეკრულება ნეოლიერალიზმის შესახებ (neoliberal Washington consensus) არის საბაზრო ორიენტირების პრინციპი, რომელიც შექმნილია შეერთებული შტატებისა ხელისუფლების მიერ და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც აშშ-ის ხელისუფლების კონტროლ ქვეშ არიან, რომელსაც იყენებს სახვადასხვა გზებით, საზოგადოების ყველაზე დაუცველ ადგილებიდან შესასვლელად, რომელიც ხშირად გამოხატება მკაცრი სტრუქტურიზებულ პროგრამებში.  მათი წესების საფუძველი ორი სიტყვით შეიძლება აღვწეროთ - ვაჭრობის და ფინანსების ნეოლიბერალიზაცია (სახელმწიფო რეგულაციების გაქრობა)  უფლება მიეცეს ბაზარს თვითონ დააწესოს ფასი („სწორი ფასის დანიშვნა“ (get prices right)"),  („,მაკროეკონომიკური გამძლეობა)  და პრივატიზაციის განხორციელება.  ხელისულება უნდა „ჩამოშორდეს გზიდან“ - აქედან გამომდინარე მოსახლეოაც, რადგან სახელმწიფო არის დემოკრატიული, - ამ დასკვნამდე მივდივართ.  იმ ადამინთა გადაწყვეტილება, რომელმაც ამას უწოდა „ხელშეკრულება“, რა თქმა უნდა გლოალურ წესრიგზე თავის გავლენა დააყვეს. ზოგიერთ ანალეტიკოსი უფრო მაკცრ პოზიციებზეც არის. საერთაშორისო, ბიზნეს-პრესა  შეუერთდა ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელიც გახდა „დე-ფაქტო მსოფლიო ხელისუფლება“, „ახალი იმპერიული ეპოქის“
იმის მიუხედავად რამდენად ზუსტად არის ეს აღწერილი, მან უნდა შეგვახსენოს ჩვენ რომ მართვის ინსტიტუტები (საზოგაოდებრივ მართვის) არ არის თავის თავად დამოუკიდებელი, არამედ განასახიერებს დიდ საზოგადოების ძალაუფლების გადანაწილებას. ყოველ შემთხვევაში ესე იყო ადამ სმიტის ეპოქაში, რომელმაც შეამჩნია რომ „მთავარი არქიტექტორები ინგლისურ პოლიტიკურ ძალაუფლების არიან „ვაჭრები და მრეწველბი“, რომელნიც იყენებენ სახელმწიფო ძალაუფლებას, რომ საკუთარი ინტერესი დაეკმაყოფილებინათ , იმის და მიუხედავად რომ სხვებისთვის ეს შეიძლებოდა „წამება“ ყოფილიყო, ინგლისურ ერის ჩათვლით.  სმიტის დაკვირვების საგანი იყო „ნაციის სიმდიდრე“, მაგრამ ის მიხვდა, რომ „ნაციონალური ინტერესი“ - ეს არის მთავარი შეცდომა და „ნაციის“ შიგნით არის მკვეთრად დაპირისპირებული ინტერესები, და რომ გავიგოთ პოლიტიკა და მისი გავლენები, ჩვენ უნდა შეკითხვა დავსვათ, სად არის კონცენტრირებული ძალაუფლება და რა გზით ხორციელდება ის; ეს არის, ის რაც მოგვიანებით დაარქვეს კლასობრივი ანალიზი.
 „მთავარი არქიტექტორები“ ნეოლიბერალიზმის „ვაშინგტონის ხელშეკრულების“ არის კერძო ეკონომიკების ბატონები, ანუ დიდი კორპორაციები, რომლებიც მართავენ საერთაშორისო ეკონიმიკის უდიდეს ნაწილს და აქვთ რესურსები, რომ დომინირებდნენ პოლიტიკის ფორმირებაში, და ასევე შექმნან გაბატონებული იდეოლოგია და საზოგადოებრივი აზრი. შეერთებული შტატები ბუნებრივი მდგომარეობით უკავია განსაკუთრებული ადგილი ამ სისტემაში. ისტორიკოსის გერალდ ჰაინესზე სიტყვებით რომ ვილაპარაკოთ, რომელიც არის ცრუ-ს ისტორიის ექსპერტი: „მეოორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა აიღო საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებისგან დამოუკიდებლად, მსოფლიო კაპიტალისტურ სისტემაზე ზრუნვა მთელს მსოფლიოში“

მღვდელ გაპონის წერილი


წერილი ხელმწიფისადმი :
ნიკოლოზ რომანოვს, ნახელმწიფარს და აწ რუსეთის იმპერიის მცხოვრებთა გამწყვეტს.
გულუბრყვილოდ მეგონა, რომ შენ მამა იყავი შენის ხალხისა, მეც გავბრიყვდი, წამოვასხი შენის ხალხის შვილები და მშვიდობიანის განზრახვით შენსკენ წამოვედი. შენ უნდა გცოდნოდა, რომ შენს სანახავად მოვდიოდით, შენ ყოველივე იცოდი. მუშათა, მათის ცოლების და ყრმათა დანთხეული უმანკო სისხლი ამიერიდან ერთმანერთს გაშორებსთ შენ, მათს მკვლელს, და რუსეთის ხალხს. სამუდამოდ გაწყდა თქვენს შორის სულიერი კავშირი. შენ არ შეგიძლია შეიმაგრო, დაამშვიდო, აზვირთებული ხალხი რაღაც ნახევარ ზომებით, თუნდ „საერო კრებაც“ რომ აღუთქვა. ყუმბარები და დინამიტები, პირადი და საერთო ტერორ, ხალხის აჯანყება მოელის შენს სახლობას და ყველა მერს და მძარცველს ხალხისას, რომელსაც ახდილი აქვს ყოველი უფლება. რასაც გეუბნები, ყოველივე ახდება, შეიძლება, სისხლი მდინარის მსგავსად დაინთხეს. შენის წყალობით, შეიძლება თვით რუსეთიც დაემხოს, ეცადე, ყოველივე ეს შეიგნო - გაითვალისწინო და გაფრთხილდე.
            რაც შეიძლება ჩქარა უნდა აიღო ხელი მთელის შენი სახლობით რუსეთის ტაქტზე და წარსდგე რუსეთის ხალხის სამსჯავროს წინაშე. შეიბრალე შენი შვილები, შეიბრალე შენი ქვეყანა, შენ, რომელიც სხვას ურჩევდი მშვიდობას და შინ კი შენიანებსავე სწყვეტავ.
გიორგი გაპოვი
20 თებერვალი 1905

Friday, March 15, 2013

ცარისტულ საქართველოში გლეხებისა და მუშების მდგომარეობა


ა) გლეხობა
ბატონყმობის გაუქმებამ მოიტანა ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის დარღვევა. ახალ პირობებისთვის მზად არ აღმოჩნდა ქართული თავად-აზნაურობა და ის ცდილობდა გლეხთა მიწის გადაცემის პროცესი მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა. 1917 წლის ბოლოსთვის გლეხების 40%-ს, რომელიც ადრე თბილისის გუბერნიაში ცხოვრობდა და თავადაზნაურობას ეკუთვნოდა, ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა მიწის გამოსასყიდი თანხა გადახდილი. რაც შეეხება თავად გლეხების მდგომარეობას „1904 წლის ოფიციალური ცნობით, საერთო საშუალო შემოსავალი დესეტინა სახნავ მიწაზე ქუთაისის გუბერნიაში იყო 54 მანეთი, მიწის დამუშავების ხარჯი კი შეადგენდა 37 ½ მანეთს, რომლის გამოკლებით რჩებოდა 16 ½ მან. ღალის 1/4 -ის ანგარიშზე მემამულეს მიჰქონდა მთელი მოსავლის1/4, ე.ი. 13 ½ მანეთი. თვით გლეხს რჩებოდა დესეტინაზე 3 მან.“ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ემატებოდა, მიწების პრობლემა. ის მდგომარეობდა იმაში, რომ სწრაფი ტემპებით ღარიბდებოდა ქართული თავადაზნაურობა, განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნიაში) შეიმჩნეოდა. არისტოკრატია ყიდიდა მიწას, ხოლო მყიდველი ძირითადად არაქართული ბურჟუაზია იყო. ეროვნულ მოძრაობის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ ქართული მიწა, ქართველთა ხელში დარჩენილიყო. ამიტომ 1875 წლიდან საქართველოს ტერიტორიებზე შეიქმნა საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკები (თბილისის და ქუთაისის გუბერნიაში), რომლებსაც „გრუზინსკი პარლამენტსაც“ უწოდებდნენ, მათ მიერ ქართული საქმის კეთების გამო. თუმცა მიწის პრობლემა ამით არ გადაჭრილა. არჩილ ჯორჯაძე  და მისი თანამოაზრეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიწის პრობლემას და შიშით უყურებდნენ იმ ტენდენციას, რომ ქართული მიწის მეპატრონეები არაქართველები ხდებოდნენ. ახალქალაქის მაზრაში „მაგალითად, სადაც ქართველები სცხოვრობენ, თითო კომლს აქვს 2,89 დეს. მიწა; საიჯარო მიწაც რომ მიუმატოთ,  თითოეული კომლის ხელში 3,52 დეს. მიწაა. სომხებს ამ მხარეში უჭირავთ 40, 50, 100 დეს. კომლზე“. ამის გარდა შიშით ეკიდებოდნენ ოსების მიგრაციას ქართლში და მიგრაციის პოლიტიკის  კონტროლს ითხოვდნენ. მიწებთან დაკავშირებული პრობლემები ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთ საკვანძო  საკითხად იქცა.
მიწის პრობლემას როგორც ეთნიკური, ისე სოციალური ხასიათი ჰქონდა. როგორც სერგის კაკაბაძემ აღნიშნავდა, რომ ქართველ გლეხებს ეშინოდათ ავტონომიის, რადგან თვლიდნენ,  რომ ავტონომიის მოპოვებით საქართველოში მოხდებოდა ბატონ-ყმობის აღდგენა. სოციალურ ფონს ისიც ამძიმებდა, რომ გლეხების დიდი ნაწილი სეზონურად ქალაქში მუშაობდა, სადაც საკუთარ სიდუხჭირესთან ერთად კიდევ ეთნიკურ და სოციალურ კონფლიქტებს აწყდებოდა. ამის გარდა გააქტიურებულმა რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ და ხალხს ბურჟუაზიის და ცარიზმის დამხობას ჰპირდებოდნენ.  შემთხვევითი არ იყო ის,  რომ ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც რუსეთის 1905 წლის რევოლუციამ ყველაზე დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა ჰპოვა, სწორედ საქართველო იყო. სწორედ 1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოში გამოცხადდა გურიისა რესპუბლიკა.
ბ) მუშათა მდგომარეობა
 მძიმე მდგომარეობა სოფლად მე-20 საუკუნის დასაწყისში აიძულებდა გლეხებს, ქალაქში ეძიათ ბედი.  ქალაქში კი მათ ძირითადად სხვა ეთნიკური დაჯგუფებების წარმომადგენლები უწევდნენ კონკურენციას სარჩოს შოვნაში. თბილისი, ბათუმი და ფოთი ამ დროისთვის ამიერკავკასიის სავაჭრო ცენტრებად იქცნენ. ემიგრანტები მოეშურებოდნენ აქ ერევნის, ბაქოს და ელიზავეტპოლის გუბერნიებიდან,  ჩრდილო კავკასიიდან და საქართველოს რეგიონებიდან. 19-ე საუკუნეში თბილისში არაკვალიფიციური მუშათა 40-45% ქართველი იყო; 30-35% სომეხი, 10-15% რუსი და 5-10% თათარი (აზერბაიჯანელების ჩათვლით) და სხვები. ბევრი გლეხი მოიზიდა რკინიგზის მშენებლობამ. ამაზე სარგის კაკაბაძემ წერდა: „ბევრი გლეხი მიიზიდა 1865 წლიდან ფოთი-თბილისის რკინიგზის სამუშაოებმა. ამის შემდეგ მეგრელი, გურული და იმერელი მუშები მოედვნენ შავი ზღვის ნავსადგურებს დაწყებული ბათუმიდან ვიდრე ოდესამდე“  ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში 43.8% ქართველი, 6.2% სომეხი და დანარჩენი 50.7% რუსი, უკრაინელი და სხვა სლავური წარმოშობის მუშები მუშაობდნენ. დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისში, ჭიათურაში და ტყიბულში მუშა-ხელი ძირითადად ქართველები იყვნენ, ხოლო თბილისში, ფოთსა და ბათუმში მუშა-ხელი ჭრელი იყო. „ზოგიერთი ფაბრიკა-ქარხანა, მაგალითად, ბოსარჯიანცის, საფაროვისა და ენფიადძიანცის ფაბრიკები (სადაც მეპატრონეები სომხები იყვნენ) ძირითადად, სომხებს ქირაობდნენ“.
ამას ემატებოდა არაქართველთა დანიშვნა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, რამაც აღნიშნულ პერიოდში მასშტაბური მოვლენა იყო. „გიორგი ჩხეიძე, რომელიც რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა 1890-იან წლებში, იხსენებს, რომ სახელოსნოში მხოლოდ ერთმა უფროსმა ოსტატმა იცოდა ქართული ენა“. ძირითადად მაღალანაზღაურებადი მუშა-ხელი რუსები იყვნენ და როგორც ვასო ცაბაძე იხსენებს, „რუსი მუშების უმრავლესობა უმეტესად ნაციონალისტურად იყო განწყობილი. აქ მათ თავი მმართველ კასტად წარმოედგინათ“. ყველაზე დიდ საწარმოს თბილისში წარმოადგენდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებშიც 2000-3000-მდე მუშა იყო დასაქმებული. „რუსული ადმინისტრაციები ცდილობდნენ თავიანთ საწარმოებში მიეღოთ პირველ რიგში რუსები. ამ რუსების უმეტესობისგან სათანადო შავრაზმული ხანგრძლივი აგიტაციის შემდეგ ჩამოყალიბდა რუსულ-მონარქისტული ორგანიზაციები, რომელშიც ექვსასამდე მუშა ირიცხებოდა“.
საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, სამუშაო-ადგილებისთვის ბრძოლაში დიდი როლს თამაშობდა ეთნიკური კუთვნილება. ეს პრობლემა კარგად გამოიყენეს სოციალისტურმა მოძრაობებმა და აქციეს ის თავის მთავარ იარაღად. სოციალიზმის იდეა საქართველოს იმ დროინდელ რეალობაში, როგორც ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, შეიცავდა ნაციონალიზმის ელემენტებს. 1900 წლისთვის აქ უმსხვილესი ფაბრიკა-ქარხნების მეპატრონეთა 44%  სომეხი იყო.   ეს მდგომარეობა კი ხშირად ცვლიდა საქართველოს ეთნიკურ სურათს, რადგან ბიძგს აძლევდა არაქართველების მასობრივ შემოსვლას ქვეყანაში,  რაც უმუშევრობის საფრთხეს უქმნიდა ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ქართველე მუშებს. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ სოციალ-დემოკრატების მიზანი, გაეერთიანებინათ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები საერთო მტრის ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ვერ იქნა მიღწეული, რადგან არაქართული მოსახლეობა ცალკე პარტიებს ქმნიდა. „საქართველოში მცხოვრებ ეროვნებათა შორის სომხების მასა უმთავრესად მხარს უჭერდა პარტია „დაშნაკცუთიუნს“, რომელიც რეალურად წარმოადგენდა სომხურ ნაციონალისტურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ის სოციალისტური იყო. ზოგიერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი კი ესწრაფოდა საკუთარი პროფკავშირის შექმნას. აშკარა იყო, რომ ნაციონალურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული წინააღმდეგობები და პრობლემები იმ დროინდელ საქართველოში დიდ გავლენას ახდენდნენ ზოგად პოლიტიკურ ცხოვრებაზე და გვევლინებოდნენ ზოგჯერ ხელისშემშლელ ფაქტორად ერთიანი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებაში.